ახალი ამბები
ნელიკო ცერცვაძე-ციფრების ორომტრიალი
...
სახელი გვარი და თქვენი ახლანდელი პოზიცია:
ნელიკო ცერცვაძე _ ვარ აღმასრულებელი დირექტორი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კომპანიაში, INFINITY GEORGIA, რომლის ძირითადი საქმიანობაა ტურიზმი _ როგორც შემომყვანი, ასევე სპორტული.


საიდან დაიწყებდით თქვენი საქმიანი ისტორიის თხრობას?
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მქონდა მოკლევადიანი მუშაობის გამოცდილება რამდენიმე კომპანიაში, მაგრამ, ჩემი საქმიანი ისტორიის თხრობას დავიწყებდი "საქართველოს ბანკიდან", სადაც ყველა კონკურსის გავლით მოვხვდი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. ჩემი განუყრელი ნაწილი ავტომატურად გახდა ციფრები და მათემატიკა, რაშიც, ვფიქრობ, ჩემი მშობლების გენეტიკა დამეხმარა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ძალიან კარგად გამომდიოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და კეთილგანწყობილი კლიენტებიც მიმრავლდებოდა. სადაც არ უნდა გადავსულიყავი, თან დამყვებოდნენ. ისინი მენდობოდნენ, რაც აუცილებლად უნდა გამემართლებინა. ყოველთვის ვცდილობდი გულწრფელი და მაქსიმლისტი ვყოფილიყავი, ემოციურად თუ პროფესიულად. ყველაფერი ეს, ერთად აღებული, თავდაჯერებულს მხდიდა. შემდეგ იყო პოზიციური წინსვლები, რასაც დიდი შრომის შედეგად მივაღწიე. ამან პროფესიონალად ჩამომაყალიბა. უკვე მარტივად ვხვდებოდი ნებისმიერი ადამიანის ფსიქოლოგიას, პოტენციალს თუ შესაძლებლობებს და ზუსტად ვიცოდი, ესა თუ ის მოლაპარაკება სწორად როგორ უნდა წამეყვანა. არ მახსენდება არცერთი მოლაპარაკება, რომელიც წარმატებული ურთიერთთანამშრომლობით არ დასრულებულა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა _ არ არსებობს საქმე, თუ ის მონდომებით და გულით კეთდება, რომ არ გამოვიდეს. შეუძლებელი არაფერია, და მაინც, ყველა შემდგარი, მომგებიანი გარიგების საფუძველი დიდი მონდომება და საქმისადმი დიდი სიყვარულია.



განათლება და პროფესია

განათლებით ვარ უცხო ენების სპეციალისტი, პროფესიით _ PR-ის და მარკეტინგის სპეციალისტი.



ციფრები თქვენს ცხოვრებაში
ციფრების გარეშე სამყარო ვერ წარმომიდგენია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიყვარს სიზუსტე. სულ რაღაცას ვთვლი და ვფიქრობ, მათემატიკა არის მეცნიერება, რომელშიც ორაზროვანი არაფერია, მხოლოდ აბსოლუტური სიზუსტე. ვფიქრობ, ციფრებში შესაძლებელია ჩვენი შესაძლებლობების, მიზნების, შედეგების, თითქმის ყველაფრის ასახვა...



პირველი სამსახური...
მცირე, 2-3 თვიან გამოცდილებებს თუ არ ჩავთვლი, პირველი სამსახური, ჩემს აღქმაში, ასოცირდება "საქართველოს ბანკთან".






პირველი წარმატებული კონტრაქტი ან საქმიანი მოლაპარაკება...
კონკრეტულად პირველი არ მახსენდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება და დღემდე მახსოვს, იყო `სოლოში" ძალიან საინტერესო შემთხვევა. დეტალები, სამწუხაროდ, კონფიდენციალურია, მაგრამ ის შეგრძნება, რომელიც პირველ წარმატებულ კონტრაქტს მოჰყვა, სულ მახსოვს და მინდა იგივე შეგრძნებები მქონდეს ყოველი ახალი, საინტერესო კონტრაქტის გაფორმებისას. ეს ერთგვარი სენივით არის, რომელიც ერთხელ შეგეყრება და ვერ იკურნები. ჩვეულებრივი, არანორმალური აზარტია. 



"სოლო" ერთი დიდი და მსუყე ნაწილია თქვენი საქმიანი ცხოვრების. დაახასიათეთ ეს ეტაპი
ეს იყო უამრავ წარმატებულ და საინტერესო ადამიანთან პირდაპირი, საქმიანი ურთიერთობა. ჩემი უშუალო, ბუნებრივი მიდგომიდან გამომდინარე, ეს ადამიანები მიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. გულწრფელად მაინტერესებდა მათი ცხოვრება, საქმიანობა, ნებისმიერი მათი პრობლემა _ თუ როგორ ართმევდნენ სირთულეებს თავს და მე რა როლი შემეძლო შემესრულებინა მათ ცხოვრებაში, რათა უფრო გამემარტივებინა მათი ბიზნესსაქმიანობა. გამოცდილი ადამიანები გრძნობენ გულრწფელობას და, ვფიქრობ, ეს იყო საფუძველი იმ განუსაზღვრელი ნდობის, რასაც დღემდე ვგრძნობ და მეამაყება. მაქსიმალურად ვცდილობ გავამართლო ეს ნდობა და დღემდე მზად ვარ პროფესიული გამოცდილება გავუზიარო და ვიმეგობრო.  მანამდე თუ ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ვასრულებდი, რომელიც მათ ინტერესებსაც იცავდა, ახლა შემიძლია ნებისმიერი ახალი წამოწყების ბიზნესანალიზი გავაკეთო და ვურჩიო ღირს თუ არა ამა თუ იმ ბიზნესში კონკრეტული თანხის ინვესტირება. ვფიქრობ, `სოლოსთვის~ განსხვავებული იყო ჩემი მუშაობის სტილი და მიდგომები, რომელიც საკმაოდ ეფექტური და საინტერესო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის ყველა სტერეოტიპს და მიდგომას ანგრევდა. სწორედ ამ ურთიერთობების დამსახურებით, ჩემს პორტფელში არსებული ყველა კლიენტი დღემდე ჩემი მეგობარია.



რა იყო "საქართველოს ბანკის" შემდეგ?
ყოველთვის ძალიან მინდოდა ესთეტიკურ მიმართულებაში ჩართულობა და თვითრეალიზება. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობდი საორგანიზაციო ნაწილი საკუთარ თავზე ამეღო და კრეატიული კონცეფციები შემეთავაზებინა ჩემი კოლეგებისთვის.
კრეატიულმა და ძალიან საინტერესო კომპანიამ, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს, შემომთავაზა სამსახური გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ახალი გამოწვევა მიმეღო და რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მომესინჯა ძალები.



რა მოგცათ ამ გამოცდილებამ?
ეს იყო დიდი სკოლა. აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმართვა. ჩემი გამოცდილება აქ ნამდვილად გამომადგა და შედეგმაც არ დააყოვნა, რაც, ასევე, ციფრებში ავსახე. მქონდა ძალიან საინტერესო პროექტები როგორც ღონისძიებების ორგანიზების, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით. მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებს ვთავაზობდი საქართველოში ღონისძიებების თუ წლის შემაჯამებელი კონფერენციების ჩატარებას, რაც ხელს უწყობდა საქართველოს პოპულარიზაციას. მივხვდი, ძალიან კარგად გამომდიოდა ჩვენს ქვეყანაში არსებული პოტენციალის წინ წამოწევა და უცხოელი პარტნიორებისთვის ქვეყნის შესაძლებლობების სწორად შეთავაზება. ვგრძნობდი, მეტის გაკეთება შემეძლო ტურიზმის მიმართულებით და როდესაც ერთ-ერთმა წამყვანმა ტურისტულმა კომპანიამ შემომთავაზა დირექტორის პოზიცია, სიამოვნებით დავთანხმდი. ეს იყო სფერო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის პოტენციალი დამანახა.



ტურიზმი და თქვენი ახალი საქმე...
ტურიზმი ჩემთვის იყო ახალი აღმოჩენა, რომელიც არის ამოუწურავი და ძალიან საინტერესო სფერო. საქართველოში ტურიზმის განვითარება აქტიურად ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიწყო და დღემდე იხვეწება. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ და შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა. ძველ, მივიწყებულ კურორტებს გავუკეთოთ რეაბილიტაცია და აღდგენა. მოთხოვნა არსებობს და აქცენტები უნდა გაკეთდეს ამაზე.






რა პრობლემებს ხედავთ ამ სფეროს განვითარების კუთხით საქართველოში?

ძალიან ბევრი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა არსებობს, რომელიც შესაძლებელია დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნით და შევთავაზოთ მათ საინტერესო სიახლეები, ინოვაციები, რის საფუძველზეც ასმაგად უფრო მოთხოვნადი უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა მათთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი. ქვეყანას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ვუპასუხოთ თანამედროვე მოთხოვნებს. ვფიქრობ, უნდა გამარტივდეს სავიზო მიმოსვლა და უნდა დაიხვეწოს ვიზის მიღების პროცესი. ეს ჩვენს ტურისტებს დიდ ბარიერს უქმნის.



ტურიზმის მიმართულებით რაზე გააკეთებდით აქცენტს?
სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანი ვიზიტის დროს, საქართველოს მისი მიმზიდველი მახასიათებლებით წარვადგენთ. სარეკრეაციო ზონებით მდიდარი და ეკოლოგიური პროდუქტების წარმოებით განებივრებული ქვეყანა ვართ და ვცდილობთ ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი უპირატესობები. დიდი დაინტერესება წამოვიდა ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტიციების მიმართულებითაც. ვფიქრობ, ინვესტორებთან პროფესიონალურ დონეზე უნდა მოხდეს მოლაპარაკებების წარმოება და სწორი შეთავაზებების გაკეთება, რაც შექმნის მეტ სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ეკონომიკაზეც, ბუნებრივია, დადებითად აისახება. ეს არის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ჩემი გუნდისთვის და ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ძალიან საინტერესო მოლაპარაკებებს.



ახლა, ამ დროს, თქვენი მთავარი მიზანი და ინტერესი
ჩემი კომპანია მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში იმყოფება ჩინეთთან. არაერთხელ ეწვია მათი წარმომადგენელი საქართველოს და ჩემი გუნდი მაქსიმალური ძალისხმევით ეცადა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოეჩინა. გარდა ტურიზმისა, მათი მხრიდან ასევე დიდია ინვესტიციების განხორციელების ინტერესიც. იმედი მაქვს, მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევძლებთ და ასევე, დიდი იმედი მაქვს წარმატებით დავასრულებთ მიმდინარე პროცესებს.  ამ ეტაპზე ჩინეთის მხარე ავიაციის სფეროშიც განიხილავს ჩართულობას. უახლოეს მომავალში დაკონკრეტდება ახალი მიმართულებები.



რა ამოცანას დაუყენებდით საკუთარ თავს?
ჩემი მთავარი ამოცანაა ყოველი ჩემი გადადგმული პროფესიული ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო. ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას, თუნდაც ეს იყოს ზღვაში წვეთი.



ნელიკო, სად იქნებით 5/10 წლის შემდეგ ?
ჩემი გადაწყვეტილებების ფონზე, დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, 5/10 წლის შემდეგ ვიქნები ტურიზმის სფეროში და მექნება საკუთარი, ძალიან დახვეწილი "ბუტიკ სასტუმრო".

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2018 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1134
TRY
TRY
1
0.4883
USD
USD
1
2.7026
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა