ახალი ამბები
Gault&Millau
...
რატომ გაჩნდა Gault&Millau-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლის იდეა?
ქართულ კულინარიას დიდი პოტენციალი გააჩნია. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნის კულინარიული რესურსი ჯეროვნად არ არის გამოყენებული. ამავდროულად, არ არსებობდა პრესტიჟული პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ, ამ თემის გარშემო საქართველოს მოსახლეობის შემეცნებას აამაღლებდა, ხოლო მეორე მხრივ, ქართულ ღვინოსა და კულინარიას მთელ მსოფლიოს გააცნობდა. ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები Gault&Millau-სთან თანამშრომლობის შესახებ და საბოლოოდ, ამ ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლა შედგა.



Gault&Millau-ს მთავარი მიზანი
Gault&Millau არის ბრენდი, რომელიც არა კრიტიკაზე, არამედ რესტორნების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია ზოგადი კულინარიული დონის ამაღლება, კერძების ხარისხის და გემოს ახალ დონეზე აყვანა და მათი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა. ამის ერთ-ერთი საშუალება რესტორნების ობიექტური შეფასება და საუკეთესო შეფმზარეულების გამოვლენაა. რესტორნების კვალიფიციური, საექსპერტო შეფასების მეშვეობით, მთელ სექტორში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა და გაიზრდება ჯანსაღი კონკურენცია როგორც შეფმზარეულებს, ასევე რესტორნებს შორის. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ დღესდღეობით ქართული კულინარია, გარკვეულწილად, ერთფეროვანია და შედარებით ცოტაა ისეთი რესტორნები და შეფმზარეულები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი, უნიკალური კერძები თუ ხელწერა. ბრენდის მთავარი მიზანია იყოს გზამკვლევი კულინარიულ ინდუსტრიაში. მიაწოდოს ინფორმაცია, წაახალისოს სექტორი და გაუწიოს რეკომენდაცია. გვჯერა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს დამსახურებულ ადგილს დაუმკვიდრებს მსოფლიო კულინარიულ რუკაზე.


მია კუპრავა Gault&Millau-ს პარტნიორი საქართველოში




როგორ ხდება რესტორნებთან თანამშრომლობა?

Gault&Millau რესტორნებთან პირდაპირ არ თანამშრომლობს. ჩვენი აუდიტორები რესტორნებს ფარულად, როგორც ე.წ. "მისტიკური სტუმარი" ისე სტუმრობენ და აფასებენ. ისინი აგემოვნებენ რესტორნის კერძებს, აკვირდებიან გარემოს და სერვისს. შეფასებისას, 70%-ით კერძის გემოვნური თვისებები ფასდება, ხოლო დანარჩენი 30% გარემოზე, სერვისზე და სხვადასხვა ფაქტორზე ნაწილდება. ბრენდის ინტერესის სფეროს კონკრეტული რესტორნის ბიზნესმოდელი არ წარმოადგენს. ჩვენ, დაკვირვების და შეფასების შედეგად, რესტორნის კულინარიულ დონეს ვაფასებთ და შესაბამის ქულებს ვანიჭებთ. Gault&Millau-ს მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი გულისხმობს საქართველოს რესტორნების და შეფმზარეულების პოზიტიური კუთხით რეკლამირებას. ჩვენი საერთაშორისო დეგუსტატორები კი არ აკრიტიკებენ, არამედ მიმოიხილავენ რესტორნებს მკაცრად განსაზღვრული ნორმების მიხედვით, რაც ესადაგება საერთაშორისო მოთხოვნებს და უნიფიცირებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ყველაფერი ხელს უწყობს რესტორნებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნას და, საბოლოო ჯამში, სექტორის განვითარებას.



რა მნიშვნელობა აქვს Gault&Millau-ს საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის?

საქართველო, როგორც ქვეყანა, არ არის საკმარისად ცნობადი პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა; ქართული კულინარია ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და შედეგად, საქართველოს არ იცნობენ როგორც დახვეწილი კულინარიის მქონე ქვეყანას. საერთაშორისო გავლენიანი ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში, (ბეჭდური და ელექტრონული მედიის, ვებ-გვერდსა და მობილური აპლკაციის სახით), ხელს შეუწყობს სრულყოფილი შიდა მოთხოვნის ჩამოყალიბებას, მომხმარებლის ინფორმირებას და გაუადვილებს მას კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღებას. ასევე, ტურისტული ქვეყნისთვის პრობლემატურია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს არ აქვთ ხარისხიანი საინფორმციო წყარო იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გასინჯონ საუკეთესო ქართული კერძები. Gault&Millau-ს შეფასება, რესტორნებისთვის და შეფმზარეულებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ეს გზამკვლევი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რათა მოხდეს იმ ობიექტების ხელშეწყობა და მოტივირება, რომლებიც კულინარიული თვალსაზრისით გამოირჩევიან. ჩვენ, კულინარიულად ყველაზე ღირებულ ადგილებს ვთავაზობთ ტურისტებს, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.


თორნიკე დვალი Gault&Millau-ს პარტნიორი საქართველოში




Gault&Millau-ს სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, Gault&Millau-ს 40-მდე ობიექტი აქვს რეკომენდებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სამომავლოდ, ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებას, ობიექტების დამატებას და ღვინის გზამკვლევის გამოცემას. ჩვენ გვაქვს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება: რესტორნები, ღვინის გზამკვლევი და პროდუქტები. ტურისტულად ისეთი საინტერესო ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მსგავსი გზამკვლევის არსებობა აუცილებელია, რათა მოვიზიდოთ ბევრად მეტი ტურისტი, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2018 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1134
TRY
TRY
1
0.4883
USD
USD
1
2.7026
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა