ახალი ამბები
20 წელი "ნიკორასთან" ერთად
"სითი" "ნიკორას" ოცწლიან ისტორიას გოგა კაციტაძისა და ირინკა მურჯიკნელის ოჯახის ისტორიით აგრძელებს.
ირინკა საბანკო საქმის სპეციალისტია. თუმცა, ამჟამად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. პროფესიით მშენებელი გოგა, ახლა ერთ-ერთ ბანკში დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშობს. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მომხიბვლელი წყვილისთვის მთავარი საქმიანობა ოთხი შვილის აღზრდაა. დღეს, ახალგაზრდა მშობლები პიკნიკებზე შვილებთან ერთად დადიან და მათთან ერთად ბავშვობაში ბრუნდებიან, თან ბავშვებზე და საკუთარ გასტონომიულ გამოცდილებაზეც გვესაუბრებიან.
ირინკა მურჯიკნელი  ჩვენი ოჯახის ისტორია 13 წლის წინ იწყება. მე და გოგამ 2005 წელს ვიქორწინეთ. იმ დროს კარგი დიასახლისობით თავს ნამდვილად ვერ ვიწონებდი. საბედნიეროდ, ჩემი და გოგას გემოვნება კულინარიაშიც დაემთხვა. ამ ეტაპზე, ჩემი მხსნელი "ნიკორას" ხორცპროდუქტები იყო, რომელთანაც მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო. ნელ-ნელა ვსწავლობდი სადილების მომზადებას. ჩვენი მენიუც თანდათან უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი ხდებოდა. თითქოს "ნიკორაც" ფეხდაფეხ მომყვებოდა, სულ უფრო და უფრო მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობდა და დღემდე, ჩვენს საყვარელ ბრენდად რჩება.






ოჯახის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ, გაჩნდა ალექსანდრე. ორ წელიწადში _ კატო, კიდევ ორი წლის შემდეგ გაჩნდა ერეკლე, ხოლო სამ წელიწადში _ ჯარჯი. შვილების სურვილების კვალდაკვალ, ვსაწავლობდი ახალ-ახალი კერძების მომზადებას და დღეს, უკვე, ზუსტად ვიცი, ვის როგორ უნდა მოვუმზადო და გავუფორმო სადილი.  ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ყველას სხვადასხვა კერძი უყვარს. ყველა სხვადასხვა სახის თამაშით ერთობა. განსხვავებულია მათი ინტერესები და სურვილები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემსა და გოგას ცხოვრებაში თავისუფალი დროის ნაკლებობაა, ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ დრო ბავშვებისთვის. დრო, რომელიც ალექსანდრეს, კატოს, ერეკლეს და ჯარჯის ეკუთვნის. დრო, რომელმაც მათი სურვილები უნდა დააკმაყოფილოს. ხშირად, ამ რამდენიმე საათს ვიყენებთ პიკნიკის დასაგეგმად. ეს არის ერთადერთი აქტივობა, რომელიც ოთხივეს უყვარს, რომელმაც მათი სურვილები უნდა დააკმაყოფილოს.  პიკნიკი "ნიკორასთან" ერთად ჩვენს ბავშვობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო ექსკურსიები. მენიუს ძირითადი კერძები კი _ შემწვარი ქათამი, კოტლეტები, ხაჭაპური და სხვა უამრავი რამ. იწყებოდა სამზადისი ორი დღით ადრე. მახსოვს, გადაღლილი მშობლები და საუბარი იმაზე თუ ვინ, რა, როგორ გააკეთა, რა დრო დასჭირდა და ა.შ. ლაშქრობები და პიკნიკები დღესაც აქტუალურია, თუმცა შეიცვალა მენიუ _ მსგავს სიტუაციაში ჩვენი ოჯახისთვის მარტივი გამოსავალი უგემრიელესი ძეხვები და სოსისებია _ პიკნიკმენიუს მთავარი კერძები. აქ, ჩვენი და "ნიკორას" გზები ისევ იკვეთება და გრძელდება ჩვენი მეგობრობის ისტორია. ამჯერად, მეტი კომფორტი გვაქვს _ პროდუქცია შეფუთულია, სწორად არის დაფასოებული _ არც მეტი, არც ნაკლები.ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა. ამ ფაქტის მნიშვნელობას განსაკუთრებით დიასახლისები მიხვდებიან. მსგავს სიტუაციებში მისი ტრანსპორტირება იდეალურია.






პიკნიკების ორგანიზება განსაკუთრებით ზაფხულში გვიყვარს. ვცდილობთ, ყოველ შაბათ-კვირას გავიდეთ სუფთა ჰაერზე. თბილისთან ახლოს _ მცხეთაში ან წყნეთში. გვაქვს ჩვენი ამოჩემებული ადგილები და საყვარელი "საპიკნიკე" თამაშები. ბავშვებს ძალიან უყვართ ბურთით თამაში, ბადმინტონი, დაჭერობანა, დახუჭობანა. ძალიან მიხარია, რომ პიკნიკის დროს ფიზიკური აქტივობებით ერთობიან. მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა უამრავი კომპიუტერული თამაშის ჩანაცვლება ძალიან რთულია. ამ დროს, მე და გოგას ჩვენი ბავშვობა გვახსენდება და ბავშვებთან ერთად ვხალისობთ. ახლა, უკვე გამოცდილი დიასახლისი ვარ. ისეთი, რომელსაც მეგობრები ხშირად ურეკავენ სხვადასხვა რეცეპტის ჩასაწერად და კულინარიული რჩევების მისაღებად. ერთ მარტივ ჩემეულ "საპიკნიკე" რეცეპტსაც შემოგთავაზებთ. დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ფენოვანი ცომი. სოსისი ჩაჭერით პატარა ინტერვალებით ისე, რომ ბოლომდე არ გაიჭრას. ჩაჭრილ ადგილებს წაუსვით სოუსი, რომელიც შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. სოსისს მიეცით მრგვალი ფორმა. წინასწარ მომზადებულ ცომის გუნდაში გააკეთეთ ჩაღრმავება და ამ ადგილას ჩადევით მომრგვალებული სოსისი. ცომს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხვეთ180 გრადუს ტემპერატურაზე.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?
12:03 / 01.05.2020
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?
12:03 / 01.05.2020
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
ჟურნალ
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4507
TRY
TRY
1
0.4457
USD
USD
1
3.0594
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა