ახალი ამბები
AZZATO ბელგიური გემო
საწარმოში შესვლისთანავე სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.
მანამ, სანამ მომიყვებიან თუ რა ინგრედიენტებს იყენებენ და როგორ ახერხებენ ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას, მე და ფოტოგრაფი მათ გემრიელობებს ვაგემოვნებთ და ნამცხვრების არაჩვეულებრივ არომატს ვგრძნობთ. აი, მაშინ კი ნამდვილად მივხვდი, თუ რატომ არის "აზზატო" ერთ-ერთი პირველი საკონდიტრო თბილისში და არა მარტო. ამასობაში, ისიც ვნახეთ, თუ როგორ მზადდება სხვადასხვა ქვეყნის გემოთა ნაზავი. უპირველესად, თვალი მომჭრა სისუფთავემ და იდეალურმა გარემომ, შემდეგ უკვე ხარისხმა. მოგვიანებით "აზზატოს" მარკეტინგის მენეჯერი მარიამ გოგიჩაიშვილი და განვითარების დირექტორი სერგი ბილი შემოგვიერთდნენ, რომლებმაც უფრო დაწვრილებით მიამბეს მათ შესახებ.




მარიამ გოგიჩაიშვილი:
"აზზატოს" წელს მრგვალი თარიღი ჰქონდა, 5 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ვართ და ვამაყობთ იმ მიღწევებით, რომლებიც გვაქვს. საწარმოს სწრაფი ტემპით ვანვითარებთ და ვზრდით. მასშტაბების ზრდასთან ერთად კი, ხარისხს ვინარჩუნებთ. რაც უფრო დიდები ვხდებით, მით უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მომხმარებლის მიმართ.




ბაზარზე ლიდერის პოზიციას როგორ ინარჩუნებთ?

ისევ და ისევ პასუხისმგებლობა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახდენთ როგორც დიზაინის განახლებას, ასევე გემოს დახვეწას და ბაზრის კვლევას. ვეცნობით ამ ინდუსტრიის სიახლეებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის მუდამ საინტერესოა.
სერგი ბილი: ბოლო ერთი წლის მანძილზე 300%-ზე მეტი ზრდა გვქონდა, გავხსენით ოთხი ახალი მაღაზია, რომლებიც დიდი დატვირთვით მუშაობს. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი და მთავარი საიდუმლო კი, სტაბილური ხარისხია. ჩვენ არ ვიყენებთ ხელოვნურ ინგრედიენტებს, მხოლოდ ბუნებრივი. მაგალითად, ნაღების კარაქი, ჩვენს წარმოებაში მარგარინს ვერ შეხვდებით. ვიყენებთ მხოლოდ ევროპულ ინგრედიენტებს _ შოკოლადი-ბელგიური, ნაღები-დანიური.
მარიამი: ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ონლაინ მაღაზია. www.azzato.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ 300-ზე მეტი საბავშვო, საქორწილო და სადღესასწაულო ტორტის დიზაინი. ვებსაიტზე ფასები 8 ლარიდან იწყება. გარდა საქართველოსი, ჩვენი ქსელი ბაქოში 53 მაღაზიას მოიცავს. პრემიუმ ხაზის გარდა, დაახლოებით ერთი წლის წინ დავამატეთ საოჯახო ტორტების ხაზი, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე.





განსაკუთრებული პროექტები...
სერგი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბავშვო მასტერკლასების პროექტია, ამ პროექტს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. შოურუმში ვმასპინძლობთ პატარებს მშობლებთან ერთად, სადაც ჩვენი პროფესიონალი კონდიტერების დახმარებით და ფრუკტაჟით სწავლობენ ტორტების მორთვას, რომელიც ძალიან სახალისო, ფერადი და მხიარული პროცესია. ძირითადად, 4-დან 12 წლამდე ბავშვებს ვსტუმრობთ. იმდენად მოსწონთ, რომ რამდენჯერმე მოდიან. მასტერკლასის ღირებულება 25 ლარია და ამ თანხაში შედის ტორტი, რომელსაც ბავშვი მორთავს და სახლში წაიღებს, ფოტოგრაფი და ანიმატორი.





სამომავლო გეგმები...
მარიამი: სამომავლო გეგმები ჩვენი ქსელის გაფართოებას უკავშირდება. ასევე, გავაფართოვებთ ნამცხვრებისა და დესერტების ხაზს, რადგან მომხმარებლის მხრიდან დიდი მოთხოვნაა. სექტემბრიდან კი, ფილიალებში კაფეების დამატებას ვაპირებთ. მომხმარებელს კი ვეტყვი, რომ ახლა აქტიური საქორწილო სეზონია და "აზზატოს" საქორწილო ტორტები მათ ზეიმს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?
12:03 / 01.05.2020
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?
12:03 / 01.05.2020
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
ჟურნალ
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4507
TRY
TRY
1
0.4457
USD
USD
1
3.0594
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა