ახალი ამბები
თეკუნა გაჩეჩილაძე, შეფმზარეული
...
Gault&Milau-ს აღიარება ჩემთვის არის...
კულინარიული დონის და სარესტორნო ბიზნესის განვითარებისთვის Gault&Milau-ის დონის გიდის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.


ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ...
მიყვარს ადამიანები და საჭმლის მომზადება.


რისი მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად?

მიყვარს ექსპერიმენტები. შესაბამისად, ყოველთვის მიყვარს იმის მომზადება, რასაც პირველად ვაკეთებ.


რომელი ქვეყნის სამზარეულოს წარმოადგენთ?
თანამედროვე ქართულ სამზარეულოს.


სამი, ჩემთვის საყვარელი, სამზარეულო...
ვიეტნამური, ფრანგული და ქართული.


ჩემთვის ყველაზე გემრიელი სამი კერძია...
საყვარელი კერძი არ მაქვს.


ჩემი სამზარეულოს კონცეფცია...
თანამედროვე ქართული სამზარეულო.


მართვის თქვენეული სტილი...
ძალიან სპონტანური ადამიანი ვარ და ვცდილობ, რომ ეს რესტორნის მართვაში არ გადმოვიტანო. ვცდილობ, მოწესრიგებული მმართველი ვიყო.


ვინ არის თქვენთვის სამაგალითო შეფი?
სამაგალითო შეფები დროთა განმავლობაში იცვლებიან. ამ ეტაპზე მხიბლავს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც კარგ და გემრიელ კერძებს ამზადებენ, არამედ ისინი, ვინც რაღაც ღირებულს ქმნის, ასეთია Dan Barber.


ადამიანი, რომლისთვისაც სიამოვნებით მოამზადებდით ვახშამს
ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები


მუშაობისას როდის ხართ ყველაზე ბედნიერი?
ახალი კერძის შექმნის პროცესში.


ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, რაც პროფესიასთან დაკავშირებთ მიგიღიათ
ჩემი მეგობრის შვილისგან: _ ""მე რომ გავიზრდები, თეკუნა უნდა გამოვიდე"".


ბოლოს ვჭამე...
გუშინ, ჩემი რესტორნის დახურვაზე, აზიური კერძი.


საუზმე, სადილი თუ ვახშამი?
ვახშამი


რა არის ტრენდული კვების თანამედროვე ინდუსტრიაში?

პროდუქტები ფერმიდან _ პირდაპირ სტუმრის თეფშზე.


ყველაზე საყვარელი ინგრედიენტი ?

ყველაფერი, რაც ველურია.


როგორ ირჩევთ პროდუქტს და როგორ ამოწმებთ ინგრედიენტების ხარისხს?
ვსინჯავ, ვაკვირდები ვიზუალს და ყურადღებას ვაქცევ არომატს.

Print