ახალი ამბები
ირაკლი თოდაძე, შეფმზარეული
...
Gault&Milau-ს აღიარება ჩემთვის არის...
შეფმზარეულებისთვის საშიში ტენდენცია ყალიბდება, რაც ინფორმაციული დონის ამაღლებით არის გამოწვეული. მომხმარებელი მეტს ითხოვს, კრიტიკულია, უკეთ ერკვევა კულინარიულ სტანდარტებში, რაც Gault&Milau-ს შემოსვლით კიდევ უფრო გამძაფრდება.


ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ...
შემთხვევით. პირველად კულინარიასთან შეხება ბავშვობაში, ე.წ "გოგლი-მოგლის" მომზადებისას მქონდა. ჩემთვის აღმოჩენა იყო, როდესაც ათქვეფილი ცილა `გოგლი-მოგლს~ დავუმატე და მასა გაბევრდა. მერე იყო მჭადში შაქრის დამატება,ნამცხვრების კეთება... დროთა განმავლობაში ეს სფერო და პროდუქტებთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო გახდა.


რისი მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად?
ბოსტნეულით და ხილით მომზადებული კერძების.


რომელი ქვეყნის სამზარეულოს წარმოადგენთ?
ფრანგულ სამზარეულოს, დამახასიათებელი ნიშნებით.


სამი, ჩემი საყვარელი, სამზარეულო...

ქართული, ფრანგული და ესპანური.


სამი, ჩემთვის ყველაზე გემრიელი, კერძია...

კერძების მიმართ ნეიტრალური ვარ. თუმცა, გამორჩეულად ხინკალი მიყვარს.


ჩემი სამზარეულოს კონცეფცია...
არ დანებდე და არ აკეთო საქმე გულგრილი დამოკიდებულებით და მიდგომით. მიუღებელი ფრაზაა _ "ასეც წავა".


მართვის თქვენეული სტილი...
ვამაყობ იმით, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ, დღეს წამყვან რესტორნებში მოღვაწეობენ.


ვინ არის თქვენთვის სამაგალითო შეფი?

René Redzepi


ადამიანი, რომლისთვისაც სიამოვნებით მოამზადებდით ვახშამს
ჩემი ოჯახის წევრებისთვის. განვიცდი, რომ ვამზადებ ყველასთვის და ყველაზე იშვიათად ოჯახისთვის.


მუშაობისას როდის ხართ ყველაზე ბედნიერი?
კერძის დასრულებისას.


ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, რაც პროფესიასთან დაკავშირებთ მიგიღიათ
კომპლიმენტებზე მეტად კრიტიკა მიყვარს. ეს მოტივაციაა, რათა უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე.


ბოლოს ვჭამე...
არ მახსოვს.


საუზმე, სადილი თუ ვახშამი?
სადილი.


რა არის ტრენდული კვების თანამედროვე ინდუსტრიაში?
კერძის პრეზენტაცია.


ყველაზე საყვარელი ინგრედიენტი ...
ვაშლი.


როგორ ირჩევთ პროდუქტს და როგორ ამოწმებთ ინგრედიენტების ხარისხს?
ჩემთვის მთავარია სამი ფაქტორი: ვიზუალი, არომატი და ტექსტურა.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ერთ დღეს, დედაჩემმა დამირეკა
და მთხოვა მისთვის
ერთ დღეს, დედაჩემმა დამირეკა და მთხოვა მისთვის "აკუსტიკის" დისკი ჩამეწერა. თან დააყოლა, - არცერთი სიმღერა არ გამოგრჩესო.
15:04 / 05.12.2019
ერთ დღეს, დედაჩემმა დამირეკა
და მთხოვა მისთვის
ერთ დღეს, დედაჩემმა დამირეკა და მთხოვა მისთვის "აკუსტიკის" დისკი ჩამეწერა. თან დააყოლა, - არცერთი სიმღერა არ გამოგრჩესო.
15:04 / 05.12.2019
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
7 ამბავი შვიდკაცაზე
სად, როდის და როგორ...
13:11 / 11.12.2019
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2028
TRY
TRY
1
0.4975
USD
USD
1
2.8896
ამინდი
ბორჯომი -1 °C
img
სოხუმი 3 °C
img
ახალქალაქი -6 °C
img
გამოწერა