ახალი ამბები
შეფი კონსტანტინ თედელური
...
Gault&Milau-ს აღიარება ჩემთვის არის...
ტონუსი. Gault&Milau-მ მომცა სტიმული, რათა გავაძლიერო ჩემი რესურსები და მომხმარებელს ახალი პროდუქტი შევთავაზო.


ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ...
გასტრონომიასთან შეხება 15 წლის ასაკიდან მაქვს. შემდეგ ვისწავლე არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, გერმანისტიკა. თუმცა, კულინარიასთან და ზოგადად, გასტრონომიასთან მუდმივად მქონდა შეხება. თანდათან ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში კულინარია, რომ ვეღარ გავუშვი.


რისი მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად?

ყოველ კერძს ახალი, განსხვავებული ემოციით ვამზადებ. მომზადების პროცესი ჩემთვის რელაქსია.


რომელი ქვეყნის სამზარეულოს წარმოადგენთ?
ჩემს თავს კონკრეტულად ერთი ქვეყნის სამზარეულოს ვერ მივაკუთვნებ. რა თქმა უნდა, ქართული გემო და სამზარეულო ჩემს შემთხვევაშიც ორგანულია და სადაც უნდა ვიყო, სულ თან დამყვება. ასევე, გამოვარჩევდი აზიურ სამზარეულოს. კონკრეტულად, ტაილანდურს, იაპონურს და კორეულს.


სამი, ჩემი საყვარელი, სამზარეულო...
ტაილანდური, იაპონური, კორეული.


სამი, ჩემთვის ყველაზე გემრიელი, კერძია...
სახლში შემწვარი კარტოფილი, ახალი ტყემლით.


ჩემი სამზარეულოს კონცეფცია...

ექსკლუზიური კერძის, ექსკლუზიურად მიწოდება.


მართვის თქვენეული სტილი
საკუთარი თავის მიმართ ვარ ძალიან მომთხოვნი და თვითკრიტიკული. შესაბამისად, მუშაობის პროცესშიც ვარ მომთხოვნი და ამავდროულად, მეგობრულიც.


ვინ არის თქვენთვის სამაგალითო შეფი?
სამაგალითო შეფი არ მყავს. როგორც პერსონა თავისი ხასიათით, კერძის მიწოდების ფორმით და საქმისადმი დამოკიდებულებით, მომწონს Jamie Oliver.


ადამიანი, რომლისთვისაც სიამოვნებით მოამზადებდით ვახშამს?
დედოფალი.


მუშაობისას როდის ხართ ყველაზე ბედნიერი?
როდესაც ჩემს კერძს სტუმარი აგემოვნებს.


ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, რაც პროფესიასთან დაკავშირებთ მიგიღიათ

"იქაც კი არ მიჭამია ასე გემრიელად"


ბოლოს ვჭამე...
ბროკოლი, ახლა, გადაღების პროცესში.


საუზმე, სადილი თუ ვახშამი?
ჩემი საუზმე არის ლანჩი. დროის სიმცირის გამო სადილი არ მაქვს. ამიტომ, გამოდის, რომ სულ მშიერი ვარ.


რა არის ტრენდული კვების თანამედროვე ინდუსტრიაში?
ტექნოლოგია, როგორ ამზადებ პროდუქტს. მაქსიმალურად შენარჩუნება იმ ვიტამინების, რაც პროდუქტშია და რეცეპტორების გაღვიძება.


ყველაზე საყვარელი ინგრედიენტი...
ნიორი


როგორ ირჩევთ პროდუქტს და როგორ ამოწმებთ ინგრედიენტების ხარისხს?
ვირჩევ და ვიღებ მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც იმპულსს და ემოციას მაძლევს.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?
12:03 / 01.05.2020
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?
12:03 / 01.05.2020
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
ჟურნალ
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
TRY
TRY
1
0.4460
USD
USD
1
3.0624
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა