ქეთი ბაქრაძე, რესტორატორი
...
Gault&Milau-ს აღიარება ჩემთვის
არის...
ეს არის უკვე საერთაშორისო სტანდარტი, გზამკვლევი ამ სფეროში და
ამასთანავე, ძალიან საპასუხისმგებლო მოვლენა.
ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ...
ეს პროფესია არ იყო ჩემი არჩევანი. დავამთავრე ჟურნალისტიკა და არც
ვფიქრობდი ამ სფეროზე. ზოგადად, ძალიან მიყვარს კერძების მომზადება და
შემდეგ ამ ყველაფრის სხვებისთვის გაზიარება.
რისი მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად?
ყველაფრის მომზადება მიყვარს, გააჩნია ხასიათს, სეზონს. თუმცა,
კონკრეტული პროდუქტის ამოჩემებაც ვიცი.
რომელი ქვეყნის სამზარეულოს
წარმოადგენთ?
პირველ რიგში, საქართველოს.თუმცა, არაქართული რესტორნები იმიტომ
გავაკეთე, რომ ეს სფერო განვითარებულიყო და შეგვეგრძნო ახალი
გემოები.
სამი, ჩემთვის საყვარელი,
სამზარეულო...
ესეც ხასიათზეა დამოკიდებული... ქართული, იტალიური და ფრანგული
მთების, აზიური...
ჩემთვის ყველაზე გემრიელი სამი
კერძია...
ჩაქაფული არის ის კერძი, რომელიც ძალიან მიყვარს და მგონია, რომ
გამორჩეული ქართული კერძია. დანარჩენი _ ხასიათის მიხედვით.
ჩემი სამზარეულოს კონცეფცია...
ვარ მკაცრი, ძალიან მკაცრიც. თუმცა, ჩემთვის მთავარია ადამიანების
ნდობა და საქმის მიმართ ერთგული დამოკიდებულება.
მართვის თქვენეული სტილი...
გუნდური მართვის და მუშაობის სტილი.
ვინ არის თქვენთვის სამაგალითო შეფი?
სამაგალითო შეფი არ მყავს. თუმცა, მომწონს სხვადასხვა
შეფმზარეული.
ადამიანი, რომლისთვისაც სიამოვნებით მოამზადებდით
ვახშამს?
კახა ბენდუქიძე
მუშაობისას როდის ხართ ყველაზე
ბედნიერი?
როდესაც ვამზადებ რაღაც ახალს. ვნახულობ ახალ პროდუქტს, რომლითაც დიდი
ხანია მინდოდა კერძის მომზადება.
ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, რაც პროფესიასთან
დაკავშირებთ მიგიღიათ
როდესაც მოსწონთ შენი კერძები. ეს არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი.
ბოლოს ვჭამე...
დეტოქსის დღე მქონდა. თუმცა, დავარღვიე.
საუზმე, სადილი თუ ვახშამი?
გაწერილი გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ არის კონკრეტული ადგილები, სადაც
მიყვარს ლანჩისთვის და სავახშმოდ შევლა.
რა არის ტრენდული კვების თანამედროვე
ინდუსტრიაში?
არ მომწონს სიტყვა ტრენდული. ჩემთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
სტუმარს, რომელიც ჩემთან მოვა, ადგილზევე დახვდეს იქ მომზადებული
ნატურალური პროდუქტი. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ვჭამთ.
ყველაზე საყვარელი ინგრედიენტი...
არ მაქვს საყვარელი ინგრედიენტი, გააჩნია ხასიათს. არ მიყვარს
სუნელები, რომლებიც საკვებს გემოს უკარგავს.
როგორ ირჩევთ პროდუქტს და როგორ ამოწმებთ ინგრედიენტების
ხარისხს?
ფერი,ზომა, სიხასხასე. კარგი პროდუქტი თავად გეუბნება მის
შესახებ.