ახალი ამბები
ეკკო პაუზა

 

განსხვავებული პროფესიები, განსხვავებული გემოვნება და კიდევ უფრო განსხვავებული ჩაცმის სტილი. რა აერთიანებთ ჩვენს გმირებს: ბახვას, დათუნას, დათოს და მიშას? - ოთხივეს დამახასიათებელი, დახვეწილი სტილი აქვს, წარმატებულია, სიმპათიური და უკვე წლებია, ოთხივე ,,ეკკოს''იცნობს. როგორც გვიამბეს, ეს ბრენდი მათი გარდერობის განუყოფელი ნაწილია. რატომ? ყველას თავისი პასუხი აქვს - ხარისხი, ტრენდული მოდელები და მრავალფეროვანი სტილი - კლასიკური შუზიდან დაწყებული, სამთო სპორტისთვის განკუთვნილი ფეხსაცმლით დამთავრებული. ჩვენს ოთხივე გმირს ძალიან, ძალიან დატვირთული დღის გრაფიკი აქვს. ჰოდა, ზუსტად ამ ორომტრიალში მოვახერხეთ ,,ეკკო'' პაუზის აღება და ჩვენი ახალი რუბრიკაც შედგა. აქ ჩვენი გმირები მიმავალი წლის მთავარ საქმეებზე და მომავალი წლის მთავარ გამოწვევებზე მოგიყვებიან.




ბახვა ბრეგვაძე

 

ჩემი ცხოვრების მთავარი საქმის გამოყოფა გამიჭირდება. როგორც იცით, ძალიან ბევრ საქმეში ვარ ჩართული და ჩემთვის ყველა მათგანი მთავარია. არ არსებობს რომელიმე ნაკლებად ან მეტად პრიორიტეტული. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ კარგად გავაკეთო. მთელი ენერგიით, ბოლომდე ვერთვები საქმეში.

დღეს, ჩემთან ერთად, ტელეკომპანია ,,იმედში'' ხარ და მზადების პროცესს ესწრები. ახლა, ჩემი მთავარი საქმე სწორედ ტელევიზიაა. ჩემს გუნდთან: მანიკა ასათიანთან, სალომე არშბასთან და კახა კინწურაშვილთან ერთად, ახალი გადაცემისთვის ვემზადები. მგონია, რომ ეს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპია - ახალი, განსხვავებული იმიჯითა და სერიოზული ფორმატით. ამ ფორმატში არასდროს მიმუშავია.


ეს იქნება დილის და შუადღის გადაცემა, რომელიც ეთერში შაბათ-კვირას გავა. ჯერჯერობით, მხოლოდ დილას. მომდევნო წლიდან კი, შუადღეც დაემატება. მგონია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია - უქმეებზე თქვენს განწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. აუცილებლად უნდა გაიღვიძოთ ჩვენთან ერთად და დამიჯერეთ, ის პოზიტიური განწყობა, რომელსაც ჩვენი გუნდი შეგიქმნით, მთელი დღე გაგყვებათ.


ამ გადაცემაზე ძალიან მაგარი გუნდი მუშაობს. გვეძლევა საშუალება უფრო გავიზარდოთ, უკეთესები გავხდეთ და მეტი ვისწავლოთ. ეს ახალი კარია, რომელიც ჩემთვის გაიღო.
ეს წელი ჩემთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - აღარ მყავს მამა. თუმცა, ამ მძიმე პერიოდში, ტკივილის შემსუბუქებაში მუშაობა მეხმარება. ახლა მთლიანად საქმეზე ვარ გადართული.კარიერული თვალსაზრისით, ჩემს ცხოვრებაში წელს ძალიან ბევრი სიახლე იყო. სხვადასხვა საინტერესო გამოწვევა, რომლებსაც არცთუ ისე ურიგოდ გავართვი თავი.

რაღაც ცუდს ყოველთვის მოჰყვება კარგი. ახალი წლიდანაც ყველაფერ საუკეთესოს ველოდები. 2019 წელს დიდი იმედით ვხვდები. მგონია, რომ როგორც კარიერის მხრივ, ასევე პირად ცხოვრებაში, საუკეთესო წელი იქნება. 2019 წლის მთავარი გამოწვევა ახალი ჩანაფიქრების განხორციელებაა.




დათუნა ალადაშვილი

 

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში, სხვა პიანისტებთან შედარებით, ცოტა გვიან მოვიდა. დაახლოებით მაშინ, როდესაც 11 წლის ვიყავი. თუმცა, მას შემდეგ, ის ჩემს ცხოვრებას ფონად გასდევს.,,ჯულიარდის'' სკოლაში ვსწავლობდი და ნიუ-იორკში 11 წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ დავბრუნდი. მგონია, რომ ადამიანი უნდა შეეცადოს ყველაფერი მოასწროს.


სწორედ ამიტომ, არ შემოვიფარგლები მხოლოდ ფორტეპიანოთი. ყველაფერი მაინტერესებს და სულ რაღაცას ვაკეთებ; ტელევიზიაშიც ვარ, სხვადასხვა პროექტშიც ვერთვები. მოკლედ, მრავალფეროვანია ჩემი ცხოვრება, მაგრამ მუსიკა მას ყოველთვის ფილმის საუნდტრეკივით მიჰყვება. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად სად იქნები. ცხოვრების საინტერესოდ წარმართვა ყველგან შეგიძლია.

საქართველოს ჩემს შემოქმედებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. მახსოვს, კორეაში, 3 500 კაციან საკონცერტო დარბაზში, ბისზე კონტრაქტით გათვალისწინებული ნაწარმოები უნდა შემესრულებინა მაგრამ ლაღიძე დავუკარი. მსმენელისგან საოცარი ემოციები და აპლოდისმენტები მოდიოდა. ერთხელ, ნიუ-იორკში, ქართველი კომპოზიტორების საღამო გავაკეთეთ, რომელზეც დღემდე საუბრობენ: 25-მა უცხოელმა სტუდენტმა უსასყიდლოდ შეასრულა ყანჩელი, ლაღიძე, კვერნაძე, მაჭავარიანი და სხვა. ბოლოს დარბაზი ფეხზე იდგა. გვეკითხებოდნენ საღამოს როდის გავიმეორებდით.

საინტერესო წელი მქონდა. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით 13 დღეში 44 კონცერტის ჩატარება იყო. კომპანია `მაგთის~ ხელშეწყობით, მანქანაზე დავამონტაჟეთ პიანინო და მთელი საქართველო შემოვიარეთ. მთავარი იდეა საქართველოს ყველა კუთხეში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია იყო. 


დავუკარი ენგურის ხიდზე - სოხუმისთვის, 1000 ჯარისკაცისთვის -გორში, სამაჩაბლოსთვის - სოფელ დიცში და ა.შ. რაც ძალიან საინტერესოა, ყველა კუთხეში აღმოვაჩინეთ ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანები, რომლებიც ამოდიოდნენ და მანქანა-სცენაზე უკრავდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ასეთი მესიჯი რომ მოგდის - ,,მე თქვენს კონცერტს დავესწარი, ძალინ მომეწონა და მინდა მეც დავუკრა'' - ხვდები, რომ პროექტმა გაამართლა. რთული პროფესიაა, ბევრი შრომა სჭირდება. ყოველი კონცერტის წინ გაქვს შეგრძნება, რომ მზად არ ხარ, მაგრამ არ არსებობს შენი მსმენელი პატარა ბავშვის ემოციაზე დიდი ბედნიერება და სტიმული. ყველა ხელოვანის მთავარი მიზანიც ხომ ემოციის აღძვრაა.


მომავალ წელს აუცილებლად გვინდა გავაგრძელოთ პროექტი ,,ახლგაზრდები ახალგაზრდებისთვის'', რომელიც უკვე 7 წელია არსებობს. ეს არის ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება, რომელიც დამწყებ ხელოვანებს სცენაზე დადგომაში ეხმარება.
ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ტურნედან - სტრასბურგი-კორეა-პარიზი. 2019 წელიც არანაკლებ დატვირთული და საინტერესო იქნება. გაგიმხელთ, რომ მომავალ წელს შედგება ჩემი ახალი დისკის პრემიერაც. მასში შევა შოპენის 24 პრელუდია და დავით ევგენიძის 24 ნაწარმოები, რომელსაც ის სპეციალურად ჩემთვის დაწერს. 2018 წელიც კარგად მთავრდება: 13 დეკემბერს, კონსერვატორიაში სოლო კონცერტი მექნება.






 

დავით ქაცარავა

აღმოჩნდა, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი დანიშნულება 40 წლის ასაკში ვიპოვე. ჩემში ეს გარდატეხა 2017 წლის 23 ივლისს მოხდა. მაშინ, როდესაც ბერშუეთში საოკუპაციო ზოლი გადმოსწიეს. ეს იყო ბოლო წვეთი და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი. აქამდე ჩემი საქმიანობა იყო კინო, სპორტი, ტურიზმი... მათ აქტუალობა არ დაუკარგავთ, მაგრამ ამჟამად, მთელი ჩემი ენერგიითა და შემართებით ანტისაოკუპაციო საქმიანობაში ვარ ჩართული.

წელს, კინოს მხრივ, ნაკლებად ვმონაწილეობ პროექტებში, მაგრამ გამოვყოფდი ძალიან საინტერესო ფილმის პრემიერას, რომლის პროდიუსერიც ვარ და უარყოფითი გმირის როლიც ვითამაშე. ესაა კრიმინალური დრამა ,,კაცი''. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული 13-14 წლის ბიჭის ისტორია, მისი ბრძოლა... გია კაჭარავას საინტერესო სცენარით. მძიმე ფილმია. მახსოვს, პრემიერაზე ხალხი აცრემლებული და ჩემი უარყოფითი გმირის მიმართ მძიმე ემოციით გამოდიოდა.

წელს ტურიზმისა და სპორტის სფეროშიც საკმაოდ საინტერესო მოვლენები მოხდა. საქართველოში ევროპისა და მსოფლიო თასის ჩატარების უფლება მოვიპოვეთ. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია და შესაბამისი მომზადება უნდა დავიწყოთ. ვაპირებ შევქმნა გუნდი, რომლითაც ამ ტურნირებზე მედლებისთვის ვიბრძოლებ. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ყოველთვის, ჩემს ცხოვრებაში კვლავ აქტუალური რჩება.


ახლა წყალზე გასვლის და ჯომარდობის სეზონი დამთავრებულია და მთელი რესურსით გადართული ვარ საოკუპაციო ხაზზე. უნდა აღვნიშნო ჩვენი პატარა გამარჯვება ატოცში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებში -დაანონსებული იყო საზღვრის 1 კილომეტრით გადმოწევა. 330 მეტრზე მივუსწარით და დღეს უკვე 24 საათიან რეჟიმში ვმორიგეობთ. ერთობლივი ძალისხმევით ბორდერიზაცია შეჩერებულია.


ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში ერთი ბოძიც ვერ დაამონტაჟეს. იქ ყოფნა არ მოგვბეზრდება. ახალ წელსაც იქ შევხვდებით, შობასაც და იქ ვიქნებით მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე. 2019 წლის მთავარი გამოწვევა ანტისაოკუპაციო მოძრაობის გაგრძელება და გაძლიერებაა. სპორტში კი, ახალი მწვერვალების დაპყრობა. დანარჩენი ვნახოთ, ცხოვრებისგან მუდმივად ველოდები სიურპრიზებსა და ახალ გამოწვევებს.





 

მიშა ბაღათურია

 

ხუთი წლიდან ვცურავ. თორმეტიდან კი, წყალბურთს პროფესიულად ვთამაშობ. ამ პერიოდიდან დღემდე, სხვადასხვა კლუბში ვთამაშობდი. თავიდან იყო რუსეთში - ,,დინამო მოსკოვი'', გერმანიაში კლუბი ,,ჰანოვერი'', შემდეგ უნგრეთი. 2011 წელს კი საქართველოში ჩამოვედი და აქაც რამდენიმე კლუბში ვითამაშე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კლუბ ,,დინამო თბილისის'' აღორძინება იყო.

მე და ჩემი ორი მეგობარი ამ კლუბის დამფუძნებლებიც ვართ და მოთამაშეებიც. შემდეგი ნაბიჯი ,,ბავშვთა აკადემიის'' გახსნა იყო. იმ სკოლის, სადაც ახლა ვიმყოფებით. დიდი ხანი ველოდებოდით ამ აუზის გახსნას და წელს ეს ნატვრაც აგვიხდა. დღესდღეობით, დაახლოებით 1000 მოსწავლე გვყავს, რომლებსაც ცურვას და წყალბურთს ვასწავლით და, რაც მთავარია, ვცდილობთ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ.

ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ბანაკი ,,დინამოს'' გაკეთებაც. პროექტში, ქვეყნის მასშტაბით, 10-16 წლამდე წყალბურთელები იყვნენ ჩართული. გვყავდნენ სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდანაც. მოვიწვიეთ უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ჩვენი მწვრთნელები გადაამზადეს და ცოდნა ბავშვებსაც გაუზიარეს. პერსპექტიულ მოთამაშეებს კი, საზღვარგარეთ წასვლის და იქ სწავლის საშუალება ეძლევათ.

პროექტში 200-მდე ბავშვი ჩაერთო. პროფესიული თვალსაზრისის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრდნენ. გვინდა ეს პროექტი ტრადიციად დაინერგოს. უკვე გვწერენ სხვადასხვა ქვეყნიდან და ელოდებიან ,,დინამოს'' ბანაკს. გვინდა, რომ ეს ბანაკი რეგიონში საუკეთესო გახდეს.

 

ეს წელი ჩემი კარიერისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ.მე-13 ადგილზე გავედით - ხუთი თამაშიდან ორი მოვიგეთ, რაც ქართული წყალბურთისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.მომომავალი წლის მთავარი გამოწვევა სანაკრებო კარიერაში უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა იქნება. რაც შეეხება ბავშვებს, კიდევ ერთი, უფრო დიდი აუზის გაკეთება გვინდა. მთავარი მიზანი ესაა.ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, კომფორტულ ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, ფეხსაცმელი ძალიან მიყვარს. ხშირად სხვა რამის საყიდლად წასული, ფეხსაცმლით დავბრუნებულვარ. ჩემი ყოველდღიური სტილი სპორტული ფეხსაცმელია.

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
 
,,ხელოვნება
გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.

 

 

,,ხელოვნება გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.
12:04 / 04.12.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა