ახალი ამბები
მედეა მირიანაშვილი ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს

 

 

,,ხელოვნება გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა. ჩემს თაობას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ფორმირება... მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული კრიზისი ყველა სფეროს შეეხო, ბევრად მძიმე იყო მეგობრების - ლამაზი და ნიჭიერი ახალგაზრდების დაკარგვა... უმრავლესობისთვის დამანგრეველი გამოდგა.. განცდების და ტკივილის გამოხატვის ერთადერთი გზა იყო ხელოვნება.



გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც თვითგადარჩენის იდეით სწორი არჩევანი გააკეთა. გამიმართლა და აღმოვჩნდი მათ წრეში... წლები გადიოდა და ამ წრეს ავსებდნენ კიდევ უფრო ნიჭიერი, წარმატებული და შემდგარი მუსიკოსები, მხატვრები, პოეტები, მწერლები, მოაზროვნეები. სწორედ მათთან ურთიერთობამ და მეგობრობამ მოიტანა ბევრი საინტერესო პროექტი. თანამედროვე ხელოვნების მსოფლიო კურატორებთან, დიდ ფონდებთან, მუზეუმებთან, ფესტივალებთან თანამშრომლობა.





 

რამდენიმე წლის წინ, „კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ფონდი“ დავაფუძნე, რომელიც არაერთი საინტერესო პროექტის სულისჩამდგმელია. თუმცა, ამჟამად წლევანდელ წელზე ვისაუბროთ. ის დატვირთული და ინტენსიური გახლდათ. ყველა პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო შედგა, თან წარმატებით.

დავიწყოთ ვლადიმერ სოროკინის ნაწარმოებით „ოპრიჩნიკის დღე“, რომელიც 2006 წელს გამოიცა. ეს არის ერთგვარი წინასწარმეტყველური იგავი. მოქმედება მომავალში ვითარდება, სადაც მონარქიული წყობა დაბრუნდა და მთელი დანარჩენი სამყაროსგან კედლითაა გამიჯნული. დაბრუნდა ოპრიჩნიკთა ინსტიტუტიც, პირსისხლიანი ჯალათები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდიან.


ამ წიგნის თემაზე დაიბადა იდეა და შეიქმნა ილუსტრირებული სამუზეუმო პროექტი, რომლის პროდიუსერიც, ჩემი სიძე, ცნობილი ბიზნესმენი, კინოპროდიუსერი, კოლექციონერი და ფოტოხელოვანი ლეონიდ ოგარიოვია. სოროკინი გარდა იმისა რომ საუკუნის მწერალია, დიდებული მხატვარი და კალიგრაფიცაა.

ლეონიდის იდეით, ამ ორი დიდი მხატვრის, ვლადიმერ სოროკინისა და იაროსლავ შვარცშტეინის ნამუშევრებით უნიკალური აბრეშუმის ტრაფარეტული ბეჭდვითი ტექნოლოგიით შეიქმნა წიგნი, სამუზეუმო ობიექტი - ლიტერატურის, მხატვრობისა და კალიგრაფიის შეუდარებელი შერწყმა, რომელიც სულ 20 ეგზემპლარად შეიქმნა. პროექტის პრემიერა ლონდონში შედგა. ლონდონის შემდეგ კი გადავწყვიტეთ, პროექტი ქართული საზოგადოებისთვის, „ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ შეგვეთავაზებინა.


ექსპოზიცია იაროსლავ შვარცშტეინთან და ვლადიმერ სოროკინთან ერთად შეიქმნა. ყველაფერი ჩვენი ხელით ავკინძეთ და ავაწყვეთ, ჩამოვკიდეთ და დავალაგეთ. წარწერები კედლებზე სოროკინმა თავისი ხელით, საკუთარი კალიგრაფიით შექმნა. ერთ-ერთი მათგანი სპონტანურად მოვიფიქრეთ და ავტორი ამ იმპროვიზაციაზე წამოგვყვა - ზუსტად გახსნის დღეს შეასრულა. ეს პროექტი წარმატებული და ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. სამუზეუმო ექსპოზიცია აგვისტოში უნდა დასრულებულიყო და მათი თხოვნით ორი თვით გავაგრძელეთ.

ზოგადად, ის თემები, რაზეც ამ წიგნში, მის ილუსტრაციებში და საერთოდ, ამ გამოფენასა და პროექტშია საუბარი, ნებისმიერს ეხება. ურჩხული ჩვენში ცხოვრობს, ადამიანებში. კეთილშობილ, ღვთისნიერ ადამიანებშიც კი. ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა ამ ჩვენსავე ურჩხულებთან დაუსრულებელი, დაუღალავი ბრძოლა, რათა გარეთ გამოსვლის გზა არ მიეცეთ!

წლის კიდევ ერთი აღსანიშნავი პროექტი ვენაში, „ალბერტინას“ მუზეუმში ფიროსმანის გამოფენა გახლავთ, რომლის განხორციელებაში ჩემმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ინიციატივა და შესრულება ეკუთვნის თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთ კურატორს, ჩიპრიან ედრიან ბარსანის, Infinity Art Foundation-ის დირექტორსა და დამფუძნებელს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა და მიაღწია იმას, რომ ფიროსმანის 30 ნამუშევარი „ალბერტინას“ მუზეუმში, კლოდ მონეს, მარკ შაგალისა და პიკასოს გვერდით გამოიფინა.

ახლახანს დავბრუნდი პარიზიდან, სადაც ჩემი დის, მირანდა მირიანაშვილის პერსონალური კონცერტი გაიმართა, რომლის ინიციატორი პარიზული არისტოკრატიის წარმომადგენელი, არაჩვეულებრივი ფრანგი ქალბატონი, ქრისტინა ბურუსი გახლავთ, უამრავი მსოფლიო პროექტის ავტორი და შემსრულებელი.






პარიზის ქუჩებში მირანდას 12 ბანერი იყო გამოკრული. საღამო კი ისტორიულ, ერთ-ერთ პირველ საოპერო თეატრში, Théâtre de l’Athénée-ში გაიმართა. თამამად ვიტყვი - კონცერტი ტრიუმფალურად შედგა. მირანდა, როგორც შემსრულებელი, არავის ჰგავს. ნიჭიერი მსახიობი, რომელიც სხვადასხვა ენაზე მღერის და თითოეულ ნაწარმოებს მონოსპექტაკლად წარმოადგენს.

საღამოს ესწრებოდნენ სტუმრები ლონდონიდან, ნიუ-იორკიდან, მოსკოვიდან და თბილისიდან. დარბაზის უმეტესი ნაწილი კი პარიზელი სტუმრებით იყო შევსებული. ოვაციები და აპლოდისმენტები 15 წუთი გრძელდებოდა, მირანდა ბისზე ორჯერ მოიხმეს. ქალბატონმა ქრისტინამ მირანდას პროდიუსერობა ითავა და უკვე დაიგეგმა შემდეგი ტურები მსოფლიოს მასშტაბით. კონცერტს ასევე ესწრებოდნენ რეჟისორები და პროდიუსერები, რომლებისგანაც მირანდამ საინტერესო შეთავაზებები მიიღო.

ამ წლის კიდევ ერთი მოვლენის შესახებ მინდა გიამბოთ - ლარს ფონ ტრიერის ბოლო ფილმის, „სახლი, რომელიც ააშენა ჯეკმა“. ერთ-ერთი პროდიუსერი ჩვენი ოჯახის წევრი, ჩემი სიძე, ლეონიდ ოგარიოვია. კანის ფესტივალზე ჩვენებისას, მაყურებელმა ის შეაფასა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სკანდალური. კრიტიკოსებმა კი, როგორც მნიშვნელოვანი და ღირებული. ლარს ფონ ტრიერის შემოქმედება სოროკინისა და დოსტოევსკის შემოქმედებას ჰგავს. კაცობრიობის ეს სამივე გენიოსი შეცდომებზე დაფიქრების და არჩევანის საშუალებას გაძლევს, რომელი პერსონაჟის თარგს აირჩევ? იქნება ეს კეთილი თუ ბოროტი...

მსოფლიო პრემიერის შემდეგ, ფილმის ჩამოტანა საქართველოშიც გვინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წლის გეგმაშია სამუზეუმო პროექტის შესრულება, რომლის გახსნაც 7 თებერვალს, ანტვერპენში, „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ შედგება. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ დიდი რეჟისორი სამუზეუმო სივრცეში არასდროს წარდგენილა და სწორედ ჩემს სიძეს, ლეონიდს გაუჩნდა იდეა, კინო და სამუზეუმო ხელოვნება ერთმანეთს შერწყმოდა, რასაც გარკვეული მსოფლიო საზოგადოება ძალიან ელოდება.

10 წლის წინ, საქართველოში მოვიწვიეთ იგორ მუხინი. დიდი ფოტოგრაფი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ აღფრთოვანდა საქართველოთი. გადაიღო თბილისი, თავისი ძველი ქუჩებით, ცნობილი აივნებით, ისტორიული შენობები, მთიანი აჭარა, თუშეთი, ხევსურეთი, კახეთი... დაგროვდა საოცარი მასალა, სადაც ნაკლებად იყო გაშლილი ღვინის თემა. ამიტომ, წლევანდელი რთველის ფოტოებით, წიგნი სრულყოფილებამდე მივიყვანეთ და ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წარვადგინეთ.


საოცარი ტემპით ვიმუშავეთ, ვინაიდან ვადებში ვიყავით შეზღუდული. წიგნი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტენდზე გამოიფინა. ნამუშევარი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, გადმოსცემს საქართველოს განვითარებას ბოლო დეკადის განმავლობაში. წიგნში არსებული ფოტომასალა ექსპოზიციად იქცევა და გამოფენის გახსნა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში შედგება. გამოფენას „ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“ უმასპინძლებს. წიგნი საინტერესოა იმითაც, რომ ტექსტების ავტორი, დიდი ჟურნალისტი და მწერალი, ლეონიდ პარფიონოვი გახლავთ. მთავარი იდეა კი ასეთია - В Грузию не наездишься.

აქვე, მინდა გიამბოთ ლეონიდ პარფიონოვის ისტორიულად ღირებული პროექტის შესახებ, რომელზეც ის ახლა მუშაობს. მისი, როგორც მოაზროვნის, რწმენით, რუსეთზე დიდი გავლენა მოახდინა სამმა ერმა - ებრაელებმა, ქართველებმა და გერმანელებმა. იდეის საფუძველზე ტრილოგია, რომლის პირველი სერია, ებრაელების შესახებ გადაღებულია და პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ 3 წლის წინ მოვაწყვე, ქართველთა შესახებ ფილმის გადაღებით გრძელდება. საქართველოში მისი ჩვენების უფლება ავტორმა მე დამითმო.












ამ წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამებისას არ შემიძლია არ ვისაუბრო ჩემი შვილის, ირაკლი ლოლაძის წლევანდელ წარმატებაზე. ირაკლი 8 წელი ცხოვრობდა და სწავლობდა ინგლისში, სადაც ჟურნალისტის პროფესიას დაუფლა. თბილისში დაბრუნდა და ეკა ხოფერიასა და ზვიად კორძაძესთან ერთად, ჟურნალ „სითიმენის“ მესამე რედაქტორი იყო.


ორი საკმაოდ შინაარსიანი და წარმატებული ნომერი გამოსცეს. ირაკლიმ თბილისში ინტენსიური ერთი წელი გაატარა. შემდეგ კი გამოგვიტყდა, რომ მსახიობობა უნდოდა და ლოს-ანჯელესში, Stella Adler Acting Academy-ში ჩააბარა. ქალბატონი სტელა ადლერი, ერთადერთი ამერიკელი მოქალაქე გახლდათ, რომელიც კონსტანტინე სტანისლავსკის მოწაფე და მისი მეთოდის გამგრძელებელი იყო. სწორედ ამ აკადემიაში ეზიარნენ სამსახიობო ოსტატობას: პოლ ნიუმენი, მარლონ ბრანდო, რობერტ დე ნირო, შერონ სტოუნი...

აგვისტოში სპექტაკლს დავესწარი, „ბენგალის ვეფხვი ბაღდათის ზოოპარკში“, ძალიან მძიმე და საინტერესო პიესაა. სადამ ჰუსეინის ტირანული მმართველობის დამხობისა და მისი შვილის, უდეი ჰუსეინის დანაშაულებების შესახებ. პიესა კეთილ და ჰუმანურ მებაღეზეა, რომელიც ბუჩქებისგან ცხოველებს აკეთებს და მწვანე ზოოპარკი აქვს შექმნილი.


სისასტიკისა და ბოროტების გამოვლის შემდეგ, მისნაირი კეთილი ადამიანიც კი შეიძლება გახდეს მკვლელი. მთავარ როლს ირაკლი თამაშობდა - მომეწონა. დადგმული აქვთ შექსპირის და ჩეხოვის ორ-ორი პიესა, ტენესი უილიამსი და ყველა სპექტაკლში ირაკლის წამყვანი როლები აქვს. ახლა ის დაგ რაითის Quills-ზე მუშაობს. მალე აკადემიას ამთავრებს და წინ დიდი გეგმები აქვს.

მომავალი წლის მთავარი გამოწვევა ფიროსმანის შემდეგი გამოფენის დაგეგმვა და მირანდას მსოფლიო ტურნეს გაგრძელებაა. იგეგმება ტადაო ანდოს დიდი შემოქმედებითი იუბილეც, სადაც ასევე ორგანიზატორის ამპლუით უნდა ჩავერთო. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქიტექტორია, რომლის 40 შედევრიც დიდ ქალაქებს ამშვენებს.


სწორედ ტადაო ანდო გახლავთ ფიროსმანის გამოფენის მთავარი დიზაინერი და იქ წარმოდგენილი მაგიდის ავტორი. ჩიპრიან ედრიან ბარსანიმ მას ოსაკაში ჩააკითხა. საათ-ნახევრიანი შეხვედრს შემდეგ, დაითანხმა თანამშრომლობაზე.




წინ ბევრი საინტერესო პროექტია, სადაც ასევე ერთ-ერთ პროდუსერად და ორგანიზატორ-შემსრულებლად მოვიაზრები. ხანდახან არც მჯერა, ყოველი ახალი პროექტი წინას მნიშვნელობითა და ღირებულებით აღემატება. რაღაც მომენტში ცოტა გეშიანია, რომ ვერ გაუმკლავდები, მაგრამ რასაც მთელი არსებით მოიწადინებ, ყველაფერი გამოგივა, მთავარია მონდომება.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ - ხელოვნება გადაგვარჩენს!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
ერთი ისტორია უნდა გიამბოთ.
სტაციონარში ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა.
ერთი ისტორია უნდა გიამბოთ. სტაციონარში ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა.
11:30 / 03.12.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა