ახალი ამბები
ანდრეა პირლო #GRAZIEMAESTRO ანუ დაუჯერებელი ამბავი... ლეგენდა ,,ევროპაბეთის'' სახეა

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,



ვარსკვლავების ცხოვრების ყვითელ თუ არაყვითელ ამბებს ჟურნალ - გაზეთებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან ვიგებდით.

თუ დღეს საფეხბურთო ,,ჰაილაითები'' გამოჩენისთანავე იპყრობს ინტერნეტს, მაშინ ასეთი მომენტები, პოსტერებზე ჩნდებოდა და რამდენიმე დღეში მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა.

ფეხბურთელების პლაკატები მეც ბევრი მქონდა. მათ შორის იყო ერთი, რომელიც, წლების შემდეგ, ჩემი რესპონდენტი გახდა.

იმ ძველ ფოტოზე ლეგენდარულ ფეხბურთელს ,,მილანის'' ფორმა აცვია, ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა უკვე აღიარებული, მაგრამ მას მთავარი წარმატებები მაინც წინ აქვს.

შეუძლებელია დაგავიწყდეს ის მზერა, რაც მას იმ ფოტოზე აქვს
.






შეუძლებელია დაგავიწყდეს მისი პასები, პენალტები, გოლები და მისი გამარჯვებები. არ ვიცი ვის ვინ გყავთ ფავორიტი ფეხბურთელი, თუმცა ჩემთვის, დღემდე განსაკუთრებული ანდრეა პირლოა - მაესტრო, რომელიც ყველას ფეხბურთელია.

 

რაც ჩვენს ცხოვრებაში ,,ინსტაგრამი'' გაჩნდა, ვარსკვლავების ცხოვრება უფრო ხელშესახები გახდა, მათ შორის, ანდრეა პირლოსიც.

მე იმ შვიდ მილიონს შორის ვარ, ვინც მის ყოველდღიურობას ყოველდღიურად „ინსტაგრამზე“ ადევნებს თვალს. რამდენიმე კვირის წინ, აეროპორტში გადაღებული ფოტო ატვირთა და თბილისისკენ გამომგზავრება დააანონსა.

მისთვის რიგითი პოსტი იყო, ჩემთვის კი, იმ ფოტოს თან ახლდა მთელი საფერხბურთო ნოსტალგია, რომელიც იმ წლებთან მაკავშირებს, როცა ლეგენდა, სახელად ანდრეა პირლო, აქტიური ფეხბურთელი იყო.

ეს ფოტო მარწმუნებდა, რომ მასთან ინტერვიუ ნამდვილად შედგებოდა და კიდევ ერთ დაუჯერებელ ამბავს დასაჯერებელს გახდიდა.

ალბათ, ჩემსავით ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ანდრეა პირლო ოდესმე ქართული კომპანიის სახე გახდებოდა.

თუმცა, ლეგენდა საქართველოში საქმიანი ვიზიტით მოემგზავრებოდა, ამჯერად, საფეხბურთო მოედანზე არა, გადასაღებ მოედანზე სათამაშოდ.

ის ერთ -ერთი ქართული ბრენდის სარეკლამო კამპანიის ვიდეორგოლის მთავარი გმირია, კომპანია კი, რომელმაც დაუჯერებელი ამბავი რეალობად აქცია - ,,ევროპაბეთია''.

,,ევროპაბეთი'' საქართველოს ონლაინ თამაშების ბაზარზე 2010 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ, მომხმარებელს ინოვაციურ მიდგომებს არა მხოლოდ საკუთარი პლატფორმის ფარგლებში, არამედ სარეკლამო კომუნიკაციაშიც სთავაზობს.

უკვე დიდი ხანია, რაც სარეკლამო ინდუსტრიის მიზანი გასცდა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვას.

მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სარეკლამო კამპანიები ხშირად სხვადასხვა სფეროს განვითარების საწინდარი ხდება.

სწორედ ამ ტრენდს მისდევს ,,ევროპაბეთიც'', რომელიც მომხმარებელს მუდამ თავისი გაბედული კომუნიკაციით ამახსოვრებს თავს.

2-3 კვირის წინ მათ ეფექტურ ონლაინ კამპანიას სტატია, არც მეტი, არც ნაკლები - Facebook-მა მიუძღვნა, რასაც ძალიან მალე ,,ევროპაბეთის'' ახალი პროექტის, popx-ის სტარტი popx spotlight-ის ღონისძიებით მოჰყვა.

ახალი პლატფორმის ფარგლებში, კომპანია ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მსურველებს შეუწყობს ხელს.

და რა არის, თუ არა ინოვაცია ადგილობრივ ბაზარზე, ის ფაქტი, რომ ლეგენდა, რომელსაც მთელი ბავშვობა ეკრანიდან ვგულშემატკივრობდით, ჟურნალებიდან ვჭრიდით

მის პოსტერებს და ვაკრავდით ჩვენს კედლებზე, მის გამოჩენას მოუთმენლად ველოდით ტელევიზორთან - ერთ დღესაც, საქართველოში სწორედ იმიტომ ჩამოდის, რომ - ქართული კომპანიის სახე გახდეს!



ანდრეა პირლო

,,ამას თავი მარადონა ჰგონია? - ჩემ მიმართ ყველაზე ხშირად დასმული ეს კითხვა, ამავდროულად, კომპლიმენტიც იყო, რომელიც მოტივაციას მაძლევდა. არასდროს მქონია სურვილი, რომ განსაკუთრებულად გამოვჩენილიყავი.


მე, უბრალოდ, ასეთი ვიყავი. წინასწარ არაფერს ვგეგმავდი, სპონტანურად ლაგდებოდა ჩემს გონებაში - გადაცემა, გოლი. მეც გავრბოდი, სხვებზე სწრაფად, ზოგჯერ საკუთარ თავზე სწრაფადაც, რათა გონებაში წარმოსახული გოლი გამეტანა.''

,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ''  იტალიის ნაკრების მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი, ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, რომ პირლო ყველა მეტოქეს ხიბლავდა.


ამიტომ, თამაშის შემდეგ, გასახდელთან მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეთა რიგი იდგა. ყველას მასთან სურდა მაისურის გაცვლა. ამ ისტორიას თავად მაესტროსაც ვახსენებ.

,,ეს ტრადიციაა, თამაშის შემდეგ მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მაისურებს უცვლიან.

ცხადია, კარიერის დასაწყისში მსგავსი შემთხვევები ნაკლები იყო.

წარმატებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტ ფეხბურთელს სურდა ჩემი მაისური.

კარგად მახსოვს ჩემი კარიერის დასაწყისი, როცა მე ვთხოვდი ჩემზე გამოცდილ ფეხბურთელებს მაისურის გაცვლას.

ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი იყო ამ მხრივ. თუმცა, ალბათ გამოვყოფ რობერტო ბაჯოსთან გაცვლილ მაისურს, როცა ის ,,ბოლონიაში''  თამაშობდა მე კი -,,ბრეშაში''.

პირადად მე, იტალიელი ლეგენდა ,,მილანის''21 - ნომრიანი მაისურით აღმოვაჩინე.

თუმცა, მისთვის მთავარი საფეხბურთო მაისური სანაკრებო 21 ნომერია, რომელთან დამშვიდობებაც ძალიან გაუჭირდა.

მის წიგნში, ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ'' ამბობს, რომ 2014 წელს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ,

როცა მისთვის სანაკრებო კარიერა შეწყდება, გულს ლურსმანზე ჩამოკიდებს და ისე გააგრძელებს იტალიის ნაკრების გულშემატკივრობას.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პირლო ნაკრების მთავარი გულშემატკივარი იქნებოდა, რომ არა საკვალიფიკაციო ეტაპიდან იტალიის გამოვარდნა.

პირლოს, როგორც ნაკრების ახლა უკვე ერთგულ გულშემატკივარს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აღარ აინტერესებდა. მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით - No Italy – No party !

იტალიის გარეშე, საფეხბურთო დღესასწაულმა მისთვის აზრი დაკარგა.





,,15 წლის ვიყავი, როცა იტალიის ეროვნულ ნაკრებს შევუერთდი. იმ დროს ნაკრების მაისური დიდი მქონდა.

ასე მგონია, ამ მაისურთან ერთად გავიზარდე. ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, დღემდე ყველაზე ემოციურია ის წუთები, როდესაც მოედანზე პირველად მოვისმინე იტალიის ჰიმნი.

ამიტომ, ეროვნულ ნაკრებს ნებისმიერ კლუბზე მაღლა ვაყენებ. სრულიად განსხვავებული ემოციაა ითამაშო კლუბში და ითამაშო იტალიის ნაკრებში.

ნაკრების მაისურში ჩაცმულ ფეხბურთელს სხვა განცდა ეუფლება. იტალია გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა კლუბი ერთად აღებული.''

იმ დროს, როდესაც ,,მილანისა'' და კახი კალაძის გზები გადაიკვეთა, საქართველოში ამ კლუბის და, ზოგადად, იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრების რიცხვმა იმატა.

ეს ამბავი ყველა ,,მილანელმა'' იცის, ამიტომ თბილისში ჩამოსვლა მათაც ძალიან უყვართ.

,,საქართველოში პირველად 2006 წელს ჩამოვედი, საქართველო-იტალიის მატჩზე.

ვფიქრობ, რომ ახლა სიტუაცია ბევრად გაუმჯობესებულია, ქალაქი გალამაზებულია, რაც ძალიან სასიამოვნოა.

მართალია ამჟამად ჩემი ჩამოსვლა საფეხბურთო თამაშს აღარ უკავშირდება და კახი კალაძეც უკვე ყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ, ცხადია, მოვახერხეთ ერთმანეთთან შეხვედრა.

გავიხსენეთ მილანში ერთად გატარებული წლები და საერთო გამარჯვებები. ყოველთვის მიხარია კახისთან შეხვედრა, ვინაიდან მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს.''

საერთო გამარჯვებებსა და „მილანის“ წარმატებებზე საუბრის შემდეგ, მაესტროს იმ პერიოდს და იმ თამაშებს ვახსნებ, რომლებიც ჩემთვისაც მძიმედ გასახსენებელია.

ყველაზე რთულ მატჩად რომელი მიგაჩნიათ -  ,,სტამბულის ფინალი''  ,,ლივერპულთან'', თუ ,,მილანის'' მარცხი ,,დეპორტივოსთან'', როცა თამაში 4-0 დამთავრდა?

-  ორივე ნამდვილად ძალიან რთულად გასახსენებელია. ეს არ არის ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტები, მაგრამ მსგავსი სიტუაციის გადატანა გაძლევს შანსს, უფრო დააფასო გამარჯვება და გუნდურობა.

ასეთი დღეებისგან რაღაც უნდა ისწავლო. „სტამბულის ფინალის“ შემდეგ, ყველაფრის მიტოვება მინდოდა. თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. თუმცა, შევძელი ამ მძიმე პერიოდის დაძლევა და თამაშის გაგრძელება.

იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით ორი მნიშვნელოვანი პენალტი გაქვთ გატანილი: ე.წ. ,,პანენკა“ ინგლისის წინააღმდეგ და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველი პენალტი, რომელმაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. გახსოვთ ის გრძნობა რაც ამ პენალტების შესრულებას ახლდა?

_ ორივე სიტუაცია მსგავსია. თუმცა, განსხვავებული იყო ემოციები. ,,პანენკა'' სხვა სიტუაცია იყო -  წინასწარ არ მიფიქრია, იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი.

შესაძლოა, ამ ქმედებამ მატჩის მსვლელობა მთლიანად შეცვალა, თუმცა ეს წინასწარ არ გამითვლია, სპონტანურად ვიმოქმედე.

არავის სჯერა, მაგრამ მე ბევრად მაგარ პირლოდ თავი 2006 წელს, კარის ცენტრში დარტყმული პენალტით ვიგრძენი.

ეს იყო მსოფლიო თასის ფინალი. ამ პენალტზე იყო დამოკიდებული ნაკრების გამარჯვება. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ბევრად დიდი იყო.

ჩემი პენალტის შემდეგ დაძაბულობა არ მოხსნილა, თუმცა ბევრად მსუბუქად დამთავრდა თამაში.

ესპანეთში თამაშის შანსიც გქონდათ. გული ხომ არ გწყდებათ ,,რეალში'' ან ,,ბარსელონაში''  რომ ვერ ითამაშეთ?

ესპანეთში თამაშის შანსი ნამდვილად მქონდა. უბრალოდ, ჩემი გადაწყვეტილება იყო იტალიაში დარჩენა.

მე მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იტალიის სამ უძლიერეს კლუბში -  „ინტერში“, „მილანში“, „იუვენტუსში“.

იმ პერიოდში იტალიური ფეხბურთი იმავე სიმაღლეზე იყო, რაზეც ესპანური. ამიტომაც, სინანულის გრძნობა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ და მადრიდის „რეალს“ მსოფლიოს უძლიერეს კლუბებს მივაკუთვნებ.

- თქვენი მიზანი იყო ისტორიაში შესულიყავით როგორც ფეხბურთელი, რომელსაც სერია A-ში საჯარიმო დარტყმებით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 28 საჯარიმო დარტყმა გაქვთ წარმატებით შესრულებული. როგორ გგონიათ, ახლგაზრდა თაობიდან ვინმე გაიმეორებს ამ რეკორდს?

- არ ვიცი, თუმცა მოხარული ვიქნები, თუკი ვინმე მომავალში ამ რეკორდს გაიმეორებს.

ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელი ჩნდება თანამედროვე ფეხბურთში.

ასე რომ, ვნახოთ.

თქვენს წიგნში ამოვიკითხე, რომ ,,ფლეისთეიშენი''  სამყაროს ერთ-ერთ მთავარ გამოგონებად მიგაჩნიათ. ისევ აქტიურად თამაშობთ?

- არა, ისე აქტიურად აღარ ვთამაშობ. იშვიათად, მე და ჩემი შვილი ვთამაშობთ ხოლმე.

ვირტუალურ თამაშში გუნდები არ შეცვლილა  -  ისევ ,,ბარსელონა''  ,,ბარსელონას'' წინააღმდეგ.

- ,,როცა გრძნობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია, უბრალოდ ისეთ რამეზე იფიქრე, რაც მოგადუნებს''  -  ეს რჩევა მეგობარმა მოგცათ, რომელიც რთული თამაშების დროს გეხმარებოდათ. ასეთ დროს, ფიქრს იწყებდით რთველზე, ღვინის დაწურვაზე. ჩართული ხართ თქვენი ოჯახის ღვინის ბიზნესში?

-  კი, ეს ნამდვილად ძალიან ძვირფასი რჩევაა. „ინტერში''  თამაშის დროს, როცა სათადარიგო სკამზე ან ტრიბუნაზე ვიჯექი ხოლმე, წარმოვიდგენდი როგორ ვწურავდი ღვინოს.

ალბათ, სწორედ მაშინ ვისწავლე ღვინისა და ალკოჰოლის დაფასება.

თუმცა, მეღვინეობასთან შეხება ბავშვობიდან მქონდა, როდესაც ჩემი ოჯახის მოსავალს ფეხით ვწურავდი. მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ დამატებით შემეძინა ვენახები.

როცა მივხვდი, რომ ეს საქმიანობა კარგად გამომდიოდა, საოჯახო ბიზნესად გადავაქციე.

ასე გაჩნდა ბაზარზე ჩემი ღვინო  -  Pratum Coller, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყიდება და იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოშიც გამოჩნდება.

ვთვლი, რომ ჩემი კომპანიის ღვინოები ძალიან კარგად დაწყვილდება ქართულ კერძებთან.

ქართული ღვინო გაგისინჯავთ?

- ქართული ღვინო გამისინჯავს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო არომატი აქვს. სასმელთან დაკავშირებით გემოვნება, ჩემი ცხოვრების პერიოდებიდან გამომდინარე, მეცვლება. ამ ეტაპზე მომწონს შარდონე და პინო ნუარი.

- მაისში, როდესაც დაემშვიდობეთ გულშემატკივარს, უპასუხოდ დარჩა კითხვა თქვენს მომავალზე. ახლა იცით რას გააკეთებთ?

- მხოლოდ ერთი წელია, რაც საფეხბურთო კარიერა დავამთავრე.

ჯერ არ მაქვს დაგეგმილი მომავალი. სამწვრთნელო კურსები გავიარე და ლიცენზიაც ავიღე.

დროთა განმავლობაში ალბათ გამიჩნდება მწვრთნელად მუშაობის სურვილი, მაგრამ დღეს არ მაქვს გადაწყვეტილი თუ რას გავაკეთებ მომავალში.

დანამდვილებით ვიცი, რომ ფეხბურთში დავრჩები, მაგრამ რა მიმართულებით ვიმუშავებ, ამას დრო გვიჩვენებს.




- ჯერჯერობით, დანამდვილებით ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფეხბურთო მოედნიდან გადასაღებ მოედანზე გადაინაცვლეთ. სწორედ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა გახდა თბილისში ჩამოსვლის მიზეზი. მოგწონთ ის როლი, რომელიც ,,ევროპაბეთის'' სარეკლამო რგოლში მოირგეთ?

- კი, მომწონს. ,,ევროპაბეთის“ სარეკლამო რგოლის სცენარი ჩემი პროფესიონალური და პიროვნული თვისებების გარშემო ტრიალებს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

თან, გულწრფელად მიხარია საქართველოში ჩამოსვლა.

ინტერვიუ სრულდება და ვიდრე ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ,,ინსტაგრამზე''  გამოჩნდება ფოტო წარწერით -  Arrivederci, Georgia

- მასთან გადაღებულ სელფის საკუთარ ,,ინსტაგრამზე'' ვტვირთავ იმ სიტყვებით, რომლითაც ანდრეა პირლო მთელმა მსოფლიომ გააცილა, როცა ლეგენდა ფეხბურთს დაემშვიდობა - #Graziemaestro. #მადლობამაესტრო.

კიდევ ერთი დაუჯერებელი ამბავი -  ზემოთხსნებულ 7 მილიონს შორის ერთ-ერთი ვარ, ვინც ეს სიტყვები მაესტროს პირადადაც უთხრა.

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
 
 
,,ხელოვნება
გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.

 

 

,,ხელოვნება გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.
12:04 / 04.12.2018
 
 
,,ხელოვნება
გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.

 

 

,,ხელოვნება გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.
12:04 / 04.12.2018
ერთი ისტორია უნდა გიამბოთ.
სტაციონარში ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა.
ერთი ისტორია უნდა გიამბოთ. სტაციონარში ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა.
11:30 / 03.12.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა