ახალი ამბები
თაბაშირის შაქარი

ჩვენ, ყველანი, ერთმანეთს ვცვლით. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ როლებს ვირგებთ.

ან მოსწავლეები ვართ, ან მასწავლებლები. ზოგჯერ კი, ორივე ერთად.

,,ნაკანიმამასახლისის ფოტოგრაფიის სკოლაში'' რთულია მხოლოდ მოსწავლე იყო, რადგან ვიზუალური ხელოვნება ადამიანის ბევრ დაფარულ ,,მეს''  წევს წინ. ეს სფერო ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მხოლოდ ფოტოგრაფიას არ მოიცავს.

ფოტოგრაფების, მარი ნაკანის და გიორგი მამასახლისის გაერთიანება -  ნაკანიმამასახლისი, 14 წელია რაც ბაზარზე არსებობს. მათი ნამუშევრები ცალკე აღებული ისტორიაა თავისი ხელწერით, შინაარსითა და სტილით.

„ნაკანიმამასახლისის ფოტოგრაფიის სკოლაში'' მარი და გიორგი, კოლეგებთან და არა მარტო მათთან ერთად, ადამიანებს არა მხოლოდ ფოტოგრაფიას და სხვადასხვა დისციპლინას ასწავლიან, არამედ საკუთარი თავის და შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში ეხმარებიან.

 

ექვსი წლის წინ, მე და გიორგიმ ,,ნიუტონის თავისუფალ სკოლაში'' დავიწყეთ მუშაობა. ჩვენი გაკვეთილები ბავშვებს ძალიან მოეწონათ, რადგან სტანდარტულ სასკოლო გაკვეთილებს არ ჰგავდა, რომლის დროსაც მოუთმენლად ელოდები ზარის დარეკვას.

ვაწყობდით გამოფენებს და ვგრძნობდით, რომ ის სიყვარული, რომელსაც გავცემდით, ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან გაათმაგებული დოზით გვიბრუნდებოდა.

მოგვიანებით, ,,ჯიპას'' მიწვეული ლექტორები გავხდით. სწავლების ერთ-ერთ წელიწადს კი, ,,წლის საუკეთესო ლექტორის''  პრიზი მივიღეთ.

ამ ყველაფერმა ერთად, ჩემში საკმაოდ დიდი გარდატეხა მოახდინა -  დაიბადა სკოლის იდეა! ასე შეიქმნა ,,ნაკანიმამასახლისის ფოტოგრაფიის სკოლა''.

თიკუ კობიაშვილი

დათო კიკაბიძე

სკოლის კონცეფცია განსხვავებულია და მხოლოდ ფოტოგრაფიის შესწავლით არ შემოიფარგლება. ჩვენ ფოტოგრაფიის ალტერნატიული სკოლა გავაკეთეთ, სადაც ყველას შეუძლია მოვიდეს.

ადამიანებს, რომლებსაც სარეკლამო სფერო, რეჟისურა, copywriting აინტერესებთ. მხატვრებს, რომლებსაც სურთ იცოდნენ როგორ ხდება set-ის აწყობა და უბრალოდ ადამიანებს, რომლებსაც ერთფეროვანი სამსახური აქვთ და რუტინული ცხოვრების გამრავალფეროვნება უნდათ.

ალტერნატიული სწავლების მეთოდში ფიქრის, აზროვნების და ხედვის გაფართოება იგულისხმება. სწორედ ამიტომ, ფოტოგრაფიის გარდა, ჩვენთან სხვადასხვა საგანი ისწავლება.

ფილოსოფია, რომელსაც ლევან ღამბაშიძე ასწავლის, სცენარს ქეთი დევდარიანი კითხულობს, კომპოზიციას - გია ბუღაძე, ქასთინგს - ნუცა წიქარიძე, კინოს ისტორიას -მინდია ჩლაიძე, დრამატურგიას -დავით ფირცხალავა, რეჟისურას - ქეთი მაჭავარიანი, ხოლო კინოს მხატვრობას - მხატვარი თეა თელია.

ამ საინტერესო, განსხვავებული საგნებით, ვცდილობთ ადამიანის ზოგადი ცოდნა სამყაროზე გავშალოთ, მათთვის ბიძგის მიმცემები ვიყოთ, რათა განსხვავებული აზროვნება დაიწყონ და ჩარჩოებს გასცდნენ.

ფოტოგრაფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტი. ტექნიკური საგნების გარდა, როგორიცაა, განათება, ფოტოშოფი... რომელსაც რუსუდან ოსიაშვილი ასწავლის, მუდმივად ვცდილობთ გავამდიდროთ და ვკვებოთ მათი ფანტაზია.

ჩვენ სწავლების საკუთარი მეთოდი გვაქვს: ფართო სარბიელს ვაძლევთ მოსწავლეებს, რათა რაც შეიძლება მეტი ითამაშონ.

თამაშით მათ ნელ-ნელა სრულიად უქრებათ კომპლექსები, ეკარგებათ ავტორიტეტების შიში, ეხსნებათ ბარიერები და თავად აკეთებენ აღმოჩენებს, რომ თურმე რამდენი რამ შეძლებიათ.

ბოლომდე ითავისებენ თამაშს და ეს პროცესი იმდენად აზარტულია, საერთოდ აღარ ფიქრობენ ვინ რას იტყვის მათზე და საქმიდან ბოლომდე იღებენ სიამოვნებას.

თაკო პარასკებაშვილი





მარო შარაშენიძე


სწავლება ორი საფეხურისგან შედგება: პირველი და მეორე საფეხური, რომელიც წელს დავამატეთ.

პირველი საფეხურის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მეორე საფეხურზე კი, უკვე ფოტოგრაფები მოდიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცხოვრებისეული პრაქტიკის გამდიდრება და მეტი სწავლა სჭირდებათ.

სწავლის პროცესში დიდი დრო ეთმობა პრაქტიკულ დავალებებს, რადგან მხოლოდ თეორიის მოსმენით რთულია ყველაფრის ათვისება.

ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო დავალებები გვაქვს, რადგან თვითონ ლექტორები გვყავს განსხვავებული.

ცნობილი ფოტოების იმიტაციები, სახალისო და აზარტული სამუშაოები, რომლის შესრულებისას ადამიანები თანდათან იხსნებიან და საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

სკოლა უკვე ორმა გამოშვებამ დაასრულა. მათ ყოველთვის ვაკვირდები და ჩემს აღმოჩენებს ვაკეთებ. ადამიანის შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა, როდესაც მასში ბავშვი იღვიძებს.

ადგილი, სადაც ახლა იმყოფებით, მელი კაზარიანცის შენობაა. აქ Look Models-ის სააგენტოა, სადაც პარალელურად ნინო ცქიტიშვილის გოგოებს ვასწავლი.

შემდეგ, ამ მოდელებს ჩვენი ფოტოგრაფები იღებენ, რაც მათთვის დიდი გამოცდილებაა. ერთგვარი workshop-ი გამოსდით, რადგან ყველა აქ არის: სხვადასხვა ჟანრის ფოტოგრაფი, ვიზაჟისტები... მთელი შიდა სამზარეულო მათ წინ ტრიალებს.

ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან, სხვადასხვა ჟანრის ფოტოგრაფიას ვასწავლით.

Food Photography, დოკუმენტურ და კონცეფტუალურ ფოტოგრაფიას ნატა სოფრომაძე ასწავლის, ფირის ფოტოგრაფიას - მარიამ სიჭინავა, ლუიზა ჩალათაშვილი მობილურის ფოტოგრაფიას, ჯიჯი რეჯინი მოდას,

არასტანდარტულ იდეებს და ინტერპრეტაციებს, ჩვენს მოსწავლეებთან ერთად, ნიკა გუჯეჯიანი განიხილავს,

კრეატიული ხედვის შესახებ რჩევებს გიორგი პოპიაშვილისგან ვისმენთ, ბახვა ბრეგვაძე ჟურნალის რედაქციას და იმ გზებს ასწავლის, რომელიც ფოტოგრაფმა უნდა გაიაროს, რათა ჟურნალის ყდაზე მოხვდეს,

ლევან ბუთხუზი - ფოტოჟურნალისტიკას, სანდრო კაკულია კი, copywriting-ს ასწავლის.

თამთა რუხაძე


ხშირად უჩნდებათ ბუნებრივი კითხვა - რას გავაკეთებ მერე, როდესაც ამ სკოლას დავამთავრებ?

სწორედ ამ მიზნით მოვიყვანეთ ეკა ყიფიანი, რომელიც პრეზენტაციას და სოციალურ ქსელებში საკუთარი თავის წარმოსაჩენად, სწორი პლატფორმის შერჩევას ასწავლის.

ჩვენ ყველა ის ადამიანი შევკრიბეთ, რომლებსაც კარგად ესმით და იციან თავიანთი საქმე.

ფოტოპროექტში ,,თაბაშირის შაქარი'' ათი სტუდენტის მიერ გადაღებული ერთი მოდელია ასახული. საინტერესოა როგორ ხედავს ერთსა და იმავე გოგოს სხვადასხვა ფოტოგრაფი.

სახელი ალეგორიაა, რომელშიც გოგონა შაქარია, როგორც ლამაზი და ტკბილი არსება, რომელსაც ფოტოგრაფი ახლოს ვერ ეკარება, რადგან მხოლოდ მისი ყურება და გადაღება შეუძლია.

საბოლოოდ კი, თაბაშირს ვიღებთ, რადგან ფოტოგრაფისთვის გოგონა ბოლომდე ხელშეუხებელი და მიუწვდომელი რჩება. საინტერესო კოლაბორაცია შედგა ვიზაჟისტ თაკო კოპაძესთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან.

თაკო სრულიად განსხვავებულ beauty მაკიაჟს აკეთებს. პროექტზე ჩვენთან ერთად ფერადკანიანმა ჰიპ-ჰოპის მოცეკვავემ Aaron Charles-მაც იმუშავა, რომელსაც თავისი დასი ჰყავს.

გადაღების პროცესი ,,ინსტაგრამზე'' პირდაპირ რეჟიმში ჩავრთეთ. მოულოდნელად, ეს მოცეკვავე გამოგვეხმაურა და სპონტანურად მოვიდა გადაღებაზე.



ბუიღლიშვილი ქეთა
ქეთი ყანჭაველი

ხელოვნებაში სწორედ ეს დამოკიდებულება მიზიდავს - დაგეგმილის და იმპროვიზაციის ნაზავი. შუა პროცესში შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს.

დიდი ინტერესით ველოდები თუ როგორ მოეწონება ეს პროექტი საზოგადოებას. ვფიქრობთ, სამომავლოდ სკოლა გაიზრდება და სხვადასხვა კურსი დაემატება.

მომავალი წლიდან კინოკლასის გაკეთება გვინდა. უახლოეს პერიოდში კი, საერთო გამოფენის გაკეთებას ვაპირებთ, სადაც ყველა ჩვენი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვებს საზოგადოება იცნობდეს.

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა