ახალი ამბები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

ამ მითს სამუდამოდ დაგავიწყებენ ,,მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის'' სტუმრები - ქართველებიც და უცხოელებიც.

ისინი არიან ყველგან - პირველ რიგში იმ სივრცეში, სადაც ჩვენებები იმართება; თბილისის პოპულარულ ადგილებში: რესტორნებში, კაფეებში, ქალაქის ძველ უბნებში, კლუბებში... ძალიან ჭრელია ამ დროს ჩვენი ქალაქი.

მოდის კვირეულის დროს ჩემთვის ცალკე არტია ,,ქუჩის სტილი''. არ ვიცი, მხოლოდ მე მეჩვენება თუ როგორ არის, მაგრამ მგონია, რომ ამ დღეებში ადამიანები უფრო თამამდებიან, ფანტაზია ასი პროცენტით ირთვება, თითქოს.

აქ, ხშირ შემთხვევაში, წმინდა პრაგმატული მოტივაციაც მუშაობს - სტანდარტულად, ან გნებავთ კლასიკურად ჩაცმული პერსონა არავის აინტერესებს.

სურვილი კი მსოფლიო გამოცემების ონლაინ ვერსიებში მოხვდე წარწერით, მაგალითისთვის VOGUE, აქვს ყველას, ან თითქმის ყველას. ამიტომაც, კვირეულის დღეებში ჩვენი დედაქალაქი უჩვეულოდ ფერადი და საინტერესოა.





 

სანამ კვირეულს ტრადიციულად გახსნიდა ავთანდილი, ორგანიზატორებმა მოდური აპერატივი შემოგვთავაზეს და ერთი საათით ადრე სტამბაში ტატუნა ნიკოლაიშვილის კოლექციის პრეზენტაციაზე დაგვპატიჟეს.

ტატუნას თავისი ჩვეული ელეგანტური სამოსი პირდაპირ საკიდებზე ჰქონდა განთავსებული. ყველას შეგვეძლო ხელით შევხებოდით და დავმტკბარიყავით მისი საყვარელი აბრეშუმის სამოსის მაღალი ხარისხით.



შემდეგ გადავინაცვლეთ რუსთაველის გამზირზე. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩვენებების მთავარი სივრცის მოწყობა თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმის პარკინგზე.

საკმაოდ ტევადი (300 სტუმარი თავისუფლად ეტევა) არაჩვეულებრივი განათებით და ხმის სისტემით, არაფრით ჩამოუვარდებოდა ევროპული მოდის კვირეულების ტექნიკურ აღჭურვილობასა და ხარისხს.

ავთანდილმა გადაწყვიტა ახალი კოლექციით ღირებულებებისთვის გაესვა ხაზი, არამატერიალური ღირებულებებისთვის.

სამოსსაც პირდაპირ ციფრები დააწერა, ზოგზე ფასდაკლებას ამოიკითხავდით, სადაც ფასი ათასიდან ნულ ლარამდე იყო ჩამოსული, ზოგან კი, მილიონი ლარი ხელუხლებელი იყო.

,,სული უნდა დარჩეს გაუყიდავი'' -  ასეთი პათოსით დაასრულა ჩვენთან ინტერვიუ დიზაინერმა (რომლის ნახვაც, სხვათა შორის, ჩვენს ინსტაგრამგვერდზე შეგიძლიათ @citymagazineofficial).


მეორე დღე ,,მატერიელის'' საოცარი ფერებით, საინტერესო სილუეტებით, მაღალი ხარისხით და ულამაზესი ფეხსაცმელებით დაიწყო. ეს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.

ამ ბრენდს ვინ არ ვიცნობთ?! ვიცოდი, რომ თბილისში ,,მატერიელი'' ევროპული სტანდარტების თანამედროვე ფაბრიკაში ქმნის სამოსს, რომელიც, სხვათა შორის, მსოფლიოს 10 ქვეყანაში გადის ექსპორტზე

და შესაბამისად ველოდებოდი მაღალი დონის ნამუშევარს, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.





ერთხელ მაინც გექნებათ გაფიქრებული თქვენი საყვარელი დიზაინერის ახალ კოლექციაზე - ,,ყველაფერს შევიძენდი!'' ზუსტად ეს გავიფიქრე ,,მატერიელის'' ჩვენების დასრულებისას.

ორი ნოემბრის ჩვენებები „სფეის ჰოლში“ დათუნამ დახურა. ხელწერა მისეული - ფერი შავი, ჭარბად ხავერდი, სამოსი მაღალი მოდის აქცენტით.

მუქ კოლექციაში ნამდვილი დედოფალივით ანათებდა ერთადერთი წითელი კაბა - სხეულზე კარგად მომდგარი, მუხლს ქვემოთ სიგრძით. დათუნას POWER WOMEN in Red! 


მესამე დღეს ორგანიზატორებმა პარკინგიდან განათებულ სივრცეში ამოგვიყვანეს. ოღონდ ტერიტორია არ შეგვიცვლია - მუზეუმის შუშებიან ფოიეში შედგა თამუნა ინგოროყვას ჩვენება.

ფეხსაცმელები აქაც თვალს მოგჭრიდათ - გრძელი თასმებითა და საშუალო სიმაღლის ქუსლით.




ხოლო კოსტიუმებს, რომელიც ნებისმიერი ქალის (განსაკუთრებით კი საქმიანი ქალის) გარდერობს დაამშვენებდა,

ალბათ მალე ვიხილავთ ისეთ ვარსკვლავებზე, როგორებიც არიან: Doutzen Kroes, Adwoa Aboah, Jessica Chastain და სხვ. (ეს ინგოროყვას ბრენდის მოყვარულების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.)

ლადო ბოკუჩავამ ჩვენება ასათიანის ქუჩაზე, მეექვსე ექსპერიმენტულ სკოლაში მოაწყო და უცხოელ სტუმრებს ძველი თბილისის გოთიკური შენობა აღმოაჩენინა.

სტუმრები ბოლო სართულის დერეფანში ჩამწკრივებული მერხების სკამებზე დაგვსვა და ჩვენც პირველკლასელი ბავშვების მოუთმენლობით ველოდით ,,გაკვეთილის'' დაწყებას.






კოლექცია იყო ფერადი, ჰაეროვანი, ბუმბულებითა და მეტალის დეტალებით გაჯერებული. მე ზუსტად ასეთი გადაწყვეტა მხიბლავს, სადაც მსუბუქი ნაჭრები მძიმე მეტალით არის დაბალანსებული.

ბოკუჩავას ჩვენების შემდეგ, თაბუკაშვილის 27 ნომერში გადავინაცვლეთ და აქ უკვე მარტო უცხოელი სტუმრები კი არა, ჩვენც გაოცებული ვიყავით იმ სივრცით, სადაც გვანცა ჯანაშიამ მოაწყო ჩვენება.

ეს ელეგანტური შენობა მეცხრამეტე საუკუნის ოსმანის სტილს მოგაგონებდათ. აქ, წლების წინ, ალბათ მაშინდელი ინტელიგენცია იკრიბებოდა და ჯანაშიას ჩვენებასაც სალონური შეხვედრების აურა დაჰყვებოდა თითქოს.

თუმცა კოლექცია იყო ძალიან თანამედროვე, ასიმეტრიული გადაწყვეტით, ბრჭყვიალა ქსოვილებით, ელეგანტური თრენჩებით, სახელოჩაჭრილი პიჯაკებით...




ჭრელი კოსტიუმების დანახვისას კი, 70-იანების დისკო სტილი გამახსენდა, სადაც სექსუალური და კომფორტული სამოსი ერთმანეთს ხელს არ უშლის.

მესამე დღეს იყო ჯაბა დიასამიძე. დიზაინერს წინა წლის ადგილი არ შეუცვლია: აბრეშუმის ქარხნის ბრაუნფილდი, ისევ Moët & Chandon, ისევ გადაჭედილი დარბაზი და, რაც მთავარია, ისევ მაღალი მოდა.

ჩვენება ლუკინო ვისკონტის ფილმის ,,სიკვდილი ვენეციაში'' სცენების დიასამიძისეული ციტირება იყო. მოგვიანებით, რუსული „ვოგი“ დაწერს, რომ ჯაბა საღამოს კაბების უკვე აღიარებული მეფეა კვირეულზე.

ალბათ, არა მხოლოდ კვირეულზე.



ჩვენების შემდეგ ჯაბა დიასამიძის, მისი მუზებისა და მოწვეული სტუმრებისთვის After Party გაიმართა, სადაც ჯაბამ ჩვეულ სტილში აღნიშნა წარმატებული საღამო.

ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მეორე დღეს 12 საათზე ანუკის ჩვენებაზე დამაგვიანდა (თან კვირა დაემთხვა) ადგილზე მისულს „სტამბას“ ტერიტორია უკვე გადაჭედილი დამხვდა და ხუთ რიგად ჩამწკრივებული ხალხის ფონზე მომიწია კოლექციის დათვალიერება.

კოსტიუმები ფერადი და ბრჭყვიალა იყო. ყველაფერი ანუკის სტილში. ბოლოს, მოდელების ერთობლივ გავლაზე, როცა რევაზ ლაღიძის ,,ინათებს მალე'' აჟღერდა, ანუკის ფერადი კოლექცია კიდევ უფრო ნათელი მომეჩვენა.






ნათელი და ძალიან ქალური. დიზაინერის შთაგონება 70-იანების თბილისი იყო, რომელსაც მაშინ, საბჭოთა კავშირში, მეორე პარიზადაც მოიხსენიებდნენ.

ანუკის შემდეგ გიორგი ქებურიამ კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შემოგვთავაზა. ჩვენება საქართველოს ბანკის სათავო ოფისში შედგა.

ქებურიას კოლექციაში სათვალეები აღარ ჰქონდა გამოყენებული. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ქუდებით მიიპყრო, რომელიც მზარეულის ქუდებს წააგავდა.

სამოსზე კი ქებურიამ სერიოზული განაცხადი გააკეთა ასიმეტრიული გადაწყვეტით: ზედები - ერთი გრძელი, ხოლო მეორე მოკლე სახელოთი; კაბები გაყოფილი ორად - ერთი მხარე სიგრძით მუხლს ქვემოთ, ხოლო მეორე - მინი.

ჯერ ხომ წვრილი სათვალეებით მოიცვა მსოფლიო (ჰადიდები, ჯენერები, ბიონსე, რიანა) ახლა, დარწმუნებული ვარ, ამ ასიმეტრიული ჭრებით და ქუდებით იტყვის ახალ სიტყვას მსოფლიო მოდაში,

სადაც სულ ახალს ეძებენ, Out of the Box იდეებს, რაც აქამდე უნახავთ იმისგან განსხვავებულს და თან ძალიან პრაქტიკულს.





ასე რომ, თუ ეძებთ არატრადიციულ და უნიკალურ სტილს, ქებურიას ახალი კოლექცია გადაათვალიერეთ შთაგონებისთვის.

ვინც საღამოს კაბებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარების აუცილებლობამ დაგღალათ, აკა ნანიტაშვილის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია შვებას მოგგვრით.

დიზაინერმა გადაწყვიტა ქალებისთვის გაემარტივებინა ცხოვრება და სხვადასხვა სტილის სამოსზე სანდლები შემოგვთავაზა.

თუმცა აკამ ტრადიციას არ უღალატა და კარგად ნაცნობი ნაქარგებით და ბრჭყვიალა თვლებით კვლავ შეამკო რამდენიმე კოსტიუმი.

კვირეულის ყველაზე ფერადი კოლექცია ალბათ DALOOD-მა წარმოგვიდგინა, სადაც დიზაინერმა მაკა კვაციანმა ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მისცა და ამით აბსტრაქციონიზმის ელემენტები შესძინა კოლექციას.

განათებულ დარბაზში ასეთი ფერადი პალიტრით შექმნილმა სამოსმა რეინჰარდტის და მონდრიანის შემოქმედება გამახსენა.

პატარა ისტორიას მოგიყვებით, სანამ SITUATIONIST-ის ჩვენებაზე დავწერ. დაახლოებით 8-9 წლის წინ, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, კრისტი ყიფშიძე მირეკავს და მეუბნება: ,,ეს ბიჭი უნდა გადაიღო! მენდე, ნამდვილი გენიოსია.'' 

მივედი ირაკლი რუსაძესთან სახლში. მაშინ ალბათ 19-20 წლის იქნებოდა. ერთ ოთახში ჰქონდა თავმოყრილი პატარა საკერავი მანქანა და მასალები.

კრისტის შემოახვია ყვითელი აბრეშუმის ნაჭერი და ჩართული კამერის წინ ,,მიაბლანდა'' ქინძისთავებით. იცით რა ლამაზი გამოვიდა ეს კაბა? ახლაც დიდი სიამოვნებით ჩავიცმევდი!

ეს იყო მისი პირველი გამოჩენა მედიაში. დღეს უკვე მსოფლიოში იცნობენ. მთელი ეს წლები ისე ვითარდებოდა, რომ პირვანდელი ესთეტიკა არ დაუკარგავს.

ეს არის ნამდვილი 90-იანების ქართველი ბიჭი, რომელიც მაშინდელ ტრენდებს (თუმცა, მაშინ სად იყო სიტყვა ტრენდი ან მოდა ვის ახსოვდა? უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მაშინდელ ,,ხელში-რაც-მომხვდება'' და Oversised ჩაცმის სტილს)

დღევანდელი კოლექციის შთაგონებად იყენებს.

მაგალითად, SITUATIONIST-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში კვლავ ტყავი დომინირებს.

ირაკლის ჩვენება, რომელიც კლუბ ,,ბასიანში'' შედგა, ჩემთვის იყო გამორჩეული.





ის პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს, სადაც უნისექსი იმყარებს პოზიციებს და, ამავდროულად,

გვთავაზობს წელში გამოყვანილ მინი კაბებს და კლასიკურ კოსტიუმებს, რომელიც ერთი შეხედვით სტანდარტული საოფისე უნიფორმაა, მაგრამ საკმარისია დააკვირდეთ დეტალებს, ნაკერს, ჭრებს,

მიხვდებით რომ ეს არ არის სტანდარტი, ეს არის ყველასგან განსხვავებული SITUATIONIST.

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული'' ბესარიონმა დახურა.

ეს იყო კოლექცია, რომელიც სპორტულ და კლასიკურ, ყოველდღიურ და გამოსასვლელ სტილს აერთიანებდა - დიდი ზომის ჩანთებით, ბესარიონის საყვარელი ქუდებითა და თავისუფალი ფორმებით.





შავ, კრემისფერ, ლურჯ და ლეოპარდის პრინტიან ქსოვილებს შორის რამდენიმე ღია იისფერი კოსტიუმი გამოვარჩიე. მგონია, რომ ეს ფერი, ფოსფორისფერთან ერთად, მომავალი წლის ტრენდული ფერების ფლაგმანი იქნება.

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ
მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ
ასეთ სახლში მასპინძლობს
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
"რიჟრაჟზე სანადიროდ გასულს, ჭალებში ლურჯი ფრინველი აგიფრინდა.
14:41 / 12.05.2019
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის
ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი
ნამდვილი სიყვარული - იოგა
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი ნამდვილი სიყვარული - იოგა "ლიფერენტისა". მოდით, ყველაფერს თავიდან გიამბობთ.
18:41 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ეკკო პაუზა
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1001
TRY
TRY
1
0.4559
USD
USD
1
2.7756
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა