ახალი ამბები
„ნიკორასეული“ სუფრა... რედაქტორისგან

ჩემს ცხოვრებაში საგნები, მოვლენები, ადამიანები, ადგილები, ისტორიებთანაა დაკავშირებული.

ისევე, როგორც თქვენთან.

რასაც ჩემთან დაკავშირებული ისტორია არ აქვს, ის უმნიშვნელოა, არსებობს თავისთვის, ჩემ მიღმა, ალბათ, სხვა ადამიანების ისტორიებში.

 

ნიკორასთანმე ბევრი ამბავი მაკავშირებს. ყველაზე ახლით დავიწყებ.






კიდევ ერთი კულინარიული სიურპრიზი ჩამეშალა. მოკლედ, ჩემი და კულინარიის მეგობრობაზე იმდენი დამიწერია, ყველამ იცით, რომ დიდი ნინო ხოფერიას (საოჯახო წიგნის ავტორი) შთამომავალს ამ ამბავთან ახლოსაც არ გამივლია.

როგორ მოხდა ეს, კაცმა არ იცის. ბებია, აფხაზი ქალბატონი სახელად ზინა, უზადო კულინარი იყო. საფირმო ხაჭაპურებით, აფხაზური შედევრებითა და სახლის გვერდით სპეციალურად აშენებულ პატარა ნაგებობაში ვიჩინების, კანჭებისა და შებოლილი ყველის დიდი ასორტიმენტით.

არ მასწავლა ან ვერ ვისწავლე. მერე, რაც თავი მახსოვს, სულ გადარბენაზე ვიყავი, საქმიანობიდან გამომდინარე და ხან ვინ მეხმარებოდა, ხან ვინ.

ერთხელაც, საახალწლო საცივის გაკეთება გადავწყვიტე დადამხმარედპროფესიონალი მზარეული, ჩვენი ოჯახის მეგობარი, შეფი მიშიმა ავიყვანე. ჩემი ჩართულობა, ძრითადად, გარეცხვა დალაგებასა და რაღაცების დაჭრით შემოიფარგლებოდა.

სამზადისმა (მხოლოდ საცივს ხომ არ გავაკეთებდით!) რამდენიმე საათს რომ გადააჭარბა, ცოტათი მოწყენილობამ შემიპყრო და ვთქვი: ხალხო, ამ დროში ორ გადაცემას და ერთ ჟურნალს გავაკეთებდი-მეთქი და გამოვიხურე კულინარიის კარი. ეს 5 წლის წინ მოხდა.


მეხუთე, საიუბილეო წელს კარის გაღებანიკორასთანერთად გადავწყვიტე.

თან საახალწლოსითისვამზადებდი და თანნიკორასთანჩემი ოცწლიანი მეგობრობის ამბავი უნდა მომეყოლა.

ვიფიქრე ასე: წინასაახალწლოდ ყველას მეტ-ნაკლებად ერთნაირი სუფრა ექნება, გოჭებითა და ინდაურებით.

მე საპირველიანვრო, სრულიად განსხვავებულ, „ნიკორასეულსუფრას გავაკეთებ კანჭებით, შაშხებით, ძეხვებითა და მათთანდამეზობლებულიმოხარშული კარტოფილებით.

ან, სულაც, ოჯახურად დამზადებული კიტრისა და პომიდვრის მწნილებით და კარგი, გემრიელი შავი პურით.

აი, თქვენ, მოიარეთ მთელი ღამე თქვენი და თქვენი სამეგობროს მამაპაპური სუფრები, მერე ბევრი დალიეთ, იცეკვეთ და პირველი იანვრის ასე, დღის პირველი საათისთვის, დაღლილ-დაქანცულები და მშივრები მოხვედით ჩემთან.

ვერც საცივს უყურებთ და ვერც გოზინაყს. ამ დროს კი მე, სრულიად გამოძინებული, (იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე) გხვდებით თქვენ, ჩემინიკორასეულისაპირველიანვრო სუფრით. როგორია? მაგარი!

ჰოდა, ვყვები ამ ჩემს გეგმებზე რედაქციასა და შემდეგ ოჯახში. სკეპტიციზმმა შეიპყრო ჩემი საყვარელი და ახლობელი ადამიანები.

რა
მითხრეს იცით? მაგარია, მაგრამ მოდი ეს კი არ გააკეთო, არამედ დაწერეო. შენებურად დაწერილი მაინც ძალიან გემრიელი გამოვაო.

ასე დადგა საფრთხის ქვეშ ჩემი მეორე კულინარიული ექსპერიმენტი. თუმცა, დანებება საჩემო ამბავი არ არის და ჩემს გადაწყვეტილებას ბოლოში მოგახსენებთ.

ამ სულ ცინცხალი ისტორიის გარდა, იუბილარინიკორასბევრი პატარ-პატარა ისტორია მაქვს;




ნიკორასხორცპროდუქტების პირველი მაღაზია დედაჩემის სახლის მახლობლად, საბურთალოზე. პირველი ქართული ძეხვი, რომელსაც ვყიდულობდი, პატარა ბუტერბროდებს ვაკეთებდი და სამსახურეობრივ მივლინებებში გადამღებ ჯგუფს ვაპურებდი.

პირველი ქართული პროდუქცია, რომელიც ჯერ ანანოს და მერე უკვე ბიჭების კვების რაციონში შევიტანე. მათი გრაფიკიდან გამომდინარე, შუალედებში სკოლასა და სხვადასხვა წრეს შორის, „ნიკორასჰოთდოგები დღემდე უალტერნატივო საკვებია.

საბავშვო ძეხვიმინი“, თავისი ფერადი და მხიარული კონტეინერებით, ბიჭების თითქმის ყველა ექსკურსია რომ მოიარეს. მაქვს ბიჭების ფოტოც, გახარებულები ამ საჩუქრებს რომ ათვალიერებენ.


რა ქმნის ბრენდის ისტორიას? წლები და ადამიანები, რომლებიც თანდათან ამ ბრენდის ერთგულები ხდებიან. ამ ერთგულების მიღმაა ხარისხი, გემო, შეფუთვა, სერვისი და გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნის.


ჰოდა, გილოცავთ! გილოცავთ 20 წელს და გილოცავთ დამდეგ 2019 წელს, რომლის პირველ იანვარს მე მაინც ჩემებურ, „ნიკორასეულსუფრას გავაკეთებ!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ
მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ
ასეთ სახლში მასპინძლობს
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
"რიჟრაჟზე სანადიროდ გასულს, ჭალებში ლურჯი ფრინველი აგიფრინდა.
14:41 / 12.05.2019
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის
ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი
ნამდვილი სიყვარული - იოგა
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი ნამდვილი სიყვარული - იოგა "ლიფერენტისა". მოდით, ყველაფერს თავიდან გიამბობთ.
18:41 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ეკკო პაუზა
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1001
TRY
TRY
1
0.4559
USD
USD
1
2.7756
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა