ახალი ამბები
თამარ ბარბაქაძე და კლინიკა "რეპროარტი"
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ "სითიში" გამოქვეყნებულმა "რეპროარტის" ისტორიებმა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. უამრავმა ადამიანმა მოგვმართა სხვადასხვა კითხვით, რომლებიც ჩვენს რესპონდენტთან, თამარ ბარბაქაძესთან განვიხილეთ. მან კი, რჩევების სახით, მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა. ამ ყველაფერს სტატიის ბოლოს აუცილებლად გაეცნობით. მანამდე კი, თამარის საქმიანობაზე გიამბობთ "რეპროარტში".

ჩემი არჩევანი...

ექიმობა ყოველთვის მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ეს ის პროფესია იყო, რისკენაც გული ყველაზე მეტად მიმიწევდა. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ამავე უნივერსიტეტში გავიარე სარეზიდენტო პროგრამა მეან-გინეკოლოგიაში და ენდოკრინოლოგიაში. 2015 წელს გინეკოლოგიური ენდოსკოპიის ევროპული აკადემიის ბაკალავრის ხარისხი მივიღე. 2016 წელს კი, ენდოსკოპიის მიმართულებით ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის (ESHRE) ლიცენზია ავიღე. რეზიდენტურის წლები ძალიან დატვირთული მქონდა. აქტიურად ვმუშაობდი როგორც გინეკოლოგიაში, ასევე სამეანო განხრითაც. სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ, მალევე მივიღე შემოთავაზება ლიკა ჭყონიასგან სრული დატვირთვით ჩავრთულიყავი "რეპროარტში" და გავმხდარიყავი ამ გუნდის წევრი. ამ კლინიკის გუნდში მოხვედრა ჩემთვის პრესტიჟი, დიდი პასუხისმგებლობა და სამედიცინო კარიერაში არაჩვეულებრივი გამოწვევა იყო. ჩემი საქმიანობის ყველაზე საინტერესო ეტაპიც სწორედ ამ კლინიკაში დაიწყო.

"რეპროარტი" და სამეცნიერო საქმიანობა

"რეპროარტი" ფეხს უწყობს და მიჰყვება მსოფლიოში რეპროდუქციული მედიცინის განვითარებას და შემოაქვს ის ინოვაციები, რაც ინერგება ამ დარგში. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ბატონ დევიდ მაკკალას, რომელიც ასევე, ნიუ ჯერსის ბიოგენეტიკური კორპორაციის (Biogenetics Corporation in New Jersey) ანდროლოგიური ლაბორატორიის დირექტორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნაყოფიერების ცენტრის (NYUFC – New York University Fertility Center, NY, USA) სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეა. "რეპროარტის" გუნდის ყველა წევრი არცერთი წამით არ ადუნებს ყურადღებას. ვესწრებით სემინარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და თავადაც ვუზიარებთ მათ ჩვენს გამოცდილებას და მიღწევებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოდან მხოლოდ "რეპროარტია" ჩართული მულტიცენტრულ კვლევებში. მასში მონაწილეობა დიდი პრესტიჟია, რადგან მოწინავე ლაბორატორიამ და კლინიკებმა გამოგვიცხადეს ნდობა. ჩვენი კლინიკის სახელით, სტატიები რეპოდუქტოლოგიის თემებზე ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალებში ქვეყნდება, რაც ქართული რეპროდუქციული მედიცინის განვითარების, მსოფლიო მასშტაბით ცნობადობისა და ნდობის გაზრდის გარანტია.

"რეპროარტის" ახალ შენობაში გადმოსვლის შემდეგ, მომეცა შესაძლებლობა იმ ცოდნის რეალიზება მომეხდინა, რომელიც უახლოეს წარსულში დავაგროვე. ახალმა გარემომ მოგვცა საშუალება ჩვენს კლინკაში დაგვენერგა საოფისე ჰისტესოკოპია, რომელიც არის მინიინვაზიური დამზოგველი პროცედურა, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ღრუს შეფასებასა და მასში არსებული პრობლემის კორექციას. ის იძლევა შესაძლებლობას უნაყოფობის მკურნალობის დასაწყისშივე მოხდეს საშვილოსნოს პრობლემის დიაგნოსტირება და მკურნალობა.

თანამედროვე რეპროდუქციულ მედიცინაში ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტთან პერსონალიზირებული მიდგომა. თანამედროვე კვლევებიდან ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზმა მიიქცია. დიაგნოსტირების ეს მეთოდი იძლევა საშუალებას თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად შეირჩეს ემბრიონის გადატანისათვის საუკეთესო პერიოდი. კვლევის ამ მეთოდისადმი დიდი ინტერესის გამო, ჩემი სადოქტორო პროგრამის თემად სწორედ ეს კვლევა ავირჩიე, რომელსაც ვალენსიის უნივერსიტეტეში გავდივარ და მოუთმენლად ველოდები საბოლოო შედეგებს.

მე და ჩემი პაციენტები...

როცა პაციენტი ნდობას მიცხადებს, ცხადია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევაა მრავალფეროვანი სამედიცინო ანამნეზის მქონე პაციენტებთან ურთიერთობა. ამ დროს განსაკუთრებით ვარ მოტივირებული მასთან ერთად მივაღწიო წარმატებას. არასოდეს ვიშურებ ძალისხმევას ჩემი და პაციენტის ერთობლივი მიზნის ასრულებისთვის. ყოველი დადებითი შედეგი ექიმისა და პაციენტის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია. მედიცინაში მცირე დეტალებსაც კი, ხშირად დიდი მნიშვნელობა აქვს. მაქსიმალურად ვცდილობ აქტიურად ვაკონტროლო პაციენტის მკურნალობის ყველა ეტაპი და არაფერი გამომრჩეს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად დაკავებულია "რეპროარტით", ჩემი პაციენტებითა და სამეცნიერო საქმიანობით. ახლა კი, რამდენიმე რჩევას გაგანდობთ.

საკვერცხის ყველა ტიპის კისტა არ საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას. იქამდე, სანამ გადაწყდება ქირურგიული ჩარევა, უნდა შეფასდეს კისტის ტიპი, საკვერცხეების ოვარიალური რეზერვი და რამდენად დამაზიანებელი იქნება ქირურგიული ჩარევა ქალის რეპროდუქციული ფუნქციისათვის. არასწორი ქირურგიული მკურნალობით შეიძლება ქალს საკუთარი ბიოლოგიიური შვილის ყოლის შესაძლებლობა შეეზღუდოს.

კონტრაცეფცია უნდა შეირჩეს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად. კონტრაცეფციის ტიპი უნდა იყოს გინეკოლოგის მიერ შერჩეული, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ. არასწორად შერჩეულმა საშუალებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა სახის გართულება.

ცხოვრების ჯანსაღი სტილი, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევების ამოღება ან შეზღუდვა (მაგ: ნიკოტინის მოხმარება), მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას, ისე რეპროდუქციულ უნარებს.

ასაკს რეპროდუქციაში დიდი მნიშვნელობა აქვს. დაახლოებით 35 წლის შემდეგ, ქალის ორგანიზმში ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება იწყება. ასაკის მატებასთან ერთან, ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსი იკლებს. ამიტომ, გირჩევთ დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

თუ ქალი ადრეულ ასაკში არ გეგმავს ორსულობას ან აქვს რამე სახის ჯანმრთელობის ან სოციალური პრობლემა, მას შეუძლია გაყინოს ჯანმრთელი კვერცხუჯრედები, გამოიყენოს მოგვიანებით და გახდეს დედა.


ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროფესიის არჩევა
- ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან
ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია
იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
10:54 / 12.03.2020
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი
ამბავი
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი ამბავი "გასტრონომის" შესახებ?
18:38 / 10.03.2020
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის
ახალი ცხოვრება
მსოფლიო ბრენდის ახალი ამბასადორის ახალი ცხოვრება
10:48 / 10.03.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
თამარ ბარბაქაძე და კლინიკა "რეპროარტი"
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
ექიმ- რადიოლოგ მარიკა რაზმაძის გზა მედიცინაში
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
ამინდი
ბორჯომი 5 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა