ახალი ამბები
ორი წელი და ორი ორსულობა
ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და წავიკითხე ორსულობის შესახებ.
ბევრიც პრაქტიკამ მასწავლა. ასე რომ, თავს უფლებას ვაძლევ მომავალ დედებს პატარ-პატარა რჩევები გავუზიარო.

ამ კონკრეტულ ბლოგში, მოკლედ მოგიყვებით როგორ ვუვლი თავს ორსულობისას და რა მნიშვნელოვანი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სილამაზისა და პატარების უსაფრთხოებისთვის.

რით უნდა დავიწყო ამ ამბის მოყოლა, თუ არა სტრიების პრევენციით. ეს საკმაოდ ვრცელი და ამოუწურავი თემაა, თუმცა მასთან დაკავშირებული არც თუ ისე ბევრი რჩევა არსებობს:

დალიეთ ბევრი წყალი;

კარგად დაიტენიანეთ სხეული, დღეში ორჯერ მაინც. ნუ დაიხარჯებით ზედმეტად ძვირადღირებულ პროდუქტებზე. ორსულობის დროს თქვენი ორგანიზმი ისედაც ემზადება მუცლის ზრდისთვის და E ვიტამინისა და კოლაგენის შემცველი ზეთიც საკმარისია იმითვის, რომ სტრიები არ გაგიჩნდეთ. თუ, რა თქმა უნდა, ძალიან არ მოიმატებთ წონაში. ამ შემთხვევაში კი, ძვირადღირებული პროდუქტებიც, მეტწილად, უძლურია.

მე პირადად, ორივე ორსულობისას "პალმერსის" ზეთს ვიყენებდი. რომელიც, რა თქმა უნდა, სერთიფიცირებულია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და იდეალურად ატენიანებს კანს.

ორსულობის დროს კანი უფრო მგრძნობიარე ხდება. შესაბამისად, პროდუქტები, რომლებსაც მანამდე იყენებდით, შესაძლოა სულაც არ იყოს მისაღები კანისთვის ამ პერიოდში. ასე რომ, კარგად უნდა დააკვირდეთ თითოეულ მათგანს. ასევე, მოხმარებიდან უნდა ამოიღოთ რეთინოლისა (retinol) და A ვიტამინის შემცველი პროდუქტები, ვინაიდან კვლევებით დადასტურდა, რომ ნაყოფზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ორსულობისას ორგანულ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქტებს ვიყენებ. მთავარია წაიკითხოთ შემადგენლობა და დარწმუნდეთ, რომ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია არ გაქვთ.

ჩემი სახის კანისთვის Kora-ს შრატი (სერუმი) აღმოჩენა იყო. სურნელიც ძალიან მსიამოვნებს და კანი იდეალურად დატენიანებულია მთელი დღის განმავლობაში.

და ბოლოს - პიგმენტური ლაქები. ორსულობის დროს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური პროცესების გამო, პიგმენტაცია ხშირად პრობლემა ხდება. ასეთ დროს, მზისგან კანის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია. აუცილებლად შეიტანეთ SPF-ის შემცველი პროდუქტები თქვენი დილის რუტინაში.


ხატია ჩარვაშვილი
სითი/ბლოგერი
ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა