ახალი ამბები
შექმენი ხელოვნება იზოლაციაში
არ არის საკმარისი მხოლოდ გადარჩენა. ცხოვრებას აზრი ეკარგება შემოქმედების გარეშე. ჩემთვის, ცხოვრობდე - ნიშნავს ქმნიდე და გიყვარდეს. ხელოვნების, სილამაზის და სიყვარულის გარეშე აზრი არ აქვს არაფერს.

დიდი გამოწვევაა იზოლაცის გამო გაჩერებული პროექტები. ეკონომიკური კრიზისი ადამიანისთვის, რომელსაც სტაბილური შემოსავალი არ აქვს, კატასტროფის ტოლფასია, მაგრამ ყველაფერში შეიძლება იპოვო დადებითი მხარე.

ამ აჩქარებულ სამყაროში არასდროს აღარ იყო საკმარისი დრო დასაფიქრებლად, გასააზრებლად თუ რას აკეთებ, რატომ აკეთებ, რა შეიცვალა შენში... რას იზამდი ეს რომ შენი ცხოვრების ბოლო დღე იყოს... რას გააკეთებდი... რას ეტყოდი ადამიანებს...

ესე დაიბადა "იზოლაციის პორტრეტების" სერია, ჩემი მეგობრების და მუზების მონაწილეობით. სპეციალურად ამ პროექტისთვის, ჩემს სახლში პატარა სტუდია გაჩნდა, რომელიც უფრო ორანჟერეას ჰგავს და გადაღებები დღესაც გძელდება...

ასევე, დავიწყე ავტოპორტრეტების და პატარა ვიდეოგაკვეთლების გადაღება, რომელსაც სულ ვგეგმავდი და ვერ ვიცლიდი.

სოციალურ ქსელში გამოწვევას #შექმენიხელოვნებაიზოლაციაში ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მერე ნამდვილი გაზაფხულიც მოვიდა. გაზაფხული ძალიან მეძვირფასება. ამ დროს სული მეკვრის ისე მინდა სადმე მინდორში გავიქცე ამ ქალაქიდან და აყვავებულ ხეებს ჩავეხუტო. ვიდეოარტს, რომელიც დაიენ პერნეტის "მოდის ფილმების ფესტივალისთვის" გადავიღე, სწორედ ასე ჰქვია: "ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო". მინდოდა მზით და ყვავილების სურნელით ყოფილიყო გაჟღენთილი. მიხარია, რომ ჩემი ვიდეო, ფესტივალის "შორთ ლისტში" მოხვდა. არადა, კომენდანტის საათის დროს, ზუსტად 5 დღეში გადავიღე ბიუჯეტის გარეშე. მსახიობიც, რეჟისორიც და ოპერატორიც თავად ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა მშვენიერ სალომე ფაღავას გადაღებებში მონაწილეობისთვის.

"ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო" ამაღელვებელი პერფორმანსია მოდის, მუსიკის და კონცეპტუალური ხელოვნების კვეთაზე, რომელიც ეძღვნება ქართველ ქალს, მის გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობასა და სილამაზის იდუმალებას.
ასე რომ, მე არ ვკარგავ ჩემი თავის რწმენას. ვმუშაობ საკუთრი თავის განვითარებაზე, ვქმნი ჩემს ნამუშევრებს და დიდი სიყვარულით გიზიარებთ.❤️

ენერგიას ვიღებ სწორი კვებით, იოგათი, მედიტაციით, მზით და თქვენი სიყვარულით...

ირმა შარიქაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
13:10 / 18.08.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
13:10 / 18.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა