ახალი ამბები
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, დაზღვეულებისა და თანამშრომლების წინაშე აღებული ვალდებულებები ჯეროვნად უნდა შესრულებულიყო. მეორე მხრივ კი, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით ჩვეული ხარისხი და ოპერატიულობა არ უნდა შენარჩუნებულიყო. ტექნოლოგიის დახმარებით არდი კიდევ უფრო ახლოს აღმოჩნდა თავის დაზღვეულებთან და კომპანიამ ჩვენი დროის რთულ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა.

როგორ, რა იყო ყველაზე რთული, დასრულდა თუ არა მძიმე პერიოდი და რატომ ითვლება არდი სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე "მართალ" და "ნაღდ" კომპანიად, როგორც მას პირად საუბრებსა თუ სოციალურ ქსელებში დაზღვეულები მოიხსენიებენ. ჩვენს კითხვებს სადაზღვევო კომპანია არდის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ჯაფარიძე პასუხობს.

- გამოცხადდა პანდემია და კომპანია დადგა ახალი გამოწვევების წინაშე. რით დაიწყო ყველაფერი, რომელი იყო პირველი რიგის ამოცანები, რომელთა გადაჭრა უსწრაფად უნდა მომხდარიყო?

- ზოგადად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულმა კომპანიებმა, ძირითადად, კარგად შეძლეს ადაპტირება და დისტანციურ სერვისებზე გადასვლა. ქართულმა სადაზღვევო ინდუსტრიამაც ღირსეულად გაართვა თავი ამ რთულ პერიოდს.

რაც ეხება არდის, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დავიწყეთ. მთავარი იყო გვემოძრავა სწრაფად, მაგრამ ფრთხილი ნაბიჯებით. არდი გამორჩეულად პასუხისმგებლიანი კომპანიაა, როგორც ჩვენი დაზღვეულებისა და თანამშრომლების, ისე ზოგადად, ცხოვრებისეული ღირებულებების მიმართ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო ყველა დაზღვეულს არა მხოლოდ დროულად მიეღო კუთვნილი ანაზღაურება, არამედ იმაზე უფრო მოკლე დროშიც კი, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში მიიღებდნენ (ანუ კარატინამდე). ასევე, პრინციპული იყო ჩვენს თანამშრომლებს ოდნავადაც არ გასჩენოდათ მომავლის შიში. მიგვაჩნია, რომ კომპანიის ღირსების საკითხია შეინარჩუნო თანამშრომელი ბოლო წუთამდე. თუკი არდი არის წარმატებული, ეს სწორედ ჩვენი თანამშრომლების დამსახურებაა და ეს ის ხალხია, ვისთანაც აქვთ ურთიერთობა ჩვენს დაზღვეულებს. ისინი თუ მოსწონთ, ესე იგი მოსწონთ არდიც და პირიქით. არდი არის ის, ვინც ვართ ჩვენ ცალ-ცალკე და ერთად.

- არდის 500-ზე მეტი თანამშრომელი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე?

- მარტის დასაწყისშივე (ანუ საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე), დაახლოებით 70%, შემდეგ მალევე, მთელი გუნდი. აქ გასათვალისწინებელი იყო ორი მნიშვნელოვანი რამ: პირველი, დისტანციური მუშაობის თანმდევი ტექნიკური მხარე და მეორე, ადამიანების პროდუქტიულობის შენარჩუნება ახალ სამუშაო პირობებში. გუნდმა ამ გამოწვევას მოსალოდნელზე უკეთ გაართვა თავი. თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს იმ ერთიანობის შედეგია, რომელიც გვაქვს არდიში. სტრესის და გაურკვეველობის ფონზე, მთელი კომპანია იდგა ერთად და მუშაობდა როგორც ერთი. ასეთ ერთიან ძალისხმევას კი, საოცარი შედეგების მიღწევა შეუძლია. ვფიქრობ ყველა კომპანია, რომელმაც შეძლო რთული პერიოდის გავლა, იგივეს გეტყვით.

- შეიზღუდა თუ არა რომელიმე სერვისი პანდემიის დროს?

- არათუ ყველა სერვისი უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა, მეტიც, სწორედ გაზაფხულს დაემთხვა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, მაგრამ სეზონური პროექტი - აგროდაზღვევა. აპრილის თვეში გავააქტიურეთ ეს პროდუქტი სახელმწიფო სუბსიდიის ფარგლებში და ჩვენი წარმომადგენლები, არსებული კარჩაკეტილობის მიუხედავად, კოლეგების მსგავსად, სპეციალურად დაშვებული საშვებით ახერხებდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი ბირთვი - აგრომეურნეობა, არ დაეტოვებინათ გაზაფხულის სეტყვების და ქარიშხლების პირისპირ, სადაზღვევო დაფარვის გარეშე.

ამასთან, ავტოდაზღვევის მობილურ ჯგუფს არ შეუწყვეტია მუშაობა არცერთი დღე, ვინაიდან ჩვენ ვემსახურებით არაერთ ორგანიზაციასა თუ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელთაც საგანგებო ვითარების პერიოდშიც კი უწევთ ფუნქციონირება.
და ბოლოს, მინდა გამოვყო ჩვენი საამაყო "ჯარისკაცები" ფრონტის ხაზიდან, ჩვენი ოჯახის ექიმების დიდი გუნდი, რომელთა ნაწილი დილიდან გვიან საღამომდე უწევდა პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციებს. მეორე ნაწილი, სპეციალურად მათთვის დაქირავებული პერსონალური ტრანსპორტით ახორციელებდა გასვლებს ბინაზე, ხოლო მესამე ნაწილი, მორიგეობის პრინციპით მუშაობდა გავრცელებული რესპირატორული ინფექციის სამართავად სპეციალურად შექმნილ ზონაში. განსაკუთრებული ყურადღების და მზრუნველობის ქვეშ გვყავდა ჩვენი ასაკოვანი დაზღვეულები, რომელთაც, მომატებული რისკის გამო, სახლიდან გასვლა ეკრძალებოდათ. ვცდილობდით ასეთი დაზღვეულებისთვის ქრონიკული საჭიროების მედიკამენტები პირდაპირ ბინაზე მიეტანათ კურიერებს ან უშუალოდ ჩვენს ოჯახის ექიმებს, საჭიროების მიხედვით.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კარანტინის პერიოდში დისტანციურად გრძელდებოდა მუშაობა ორ ახალ, სახლის კონცეფციის დაზღვევის პროექტზე საქართველოს ორი ზღვისპირა ქალაქის - ბათუმის და ფოთისთვის. ივნისის თვეში, როგორც კი რეგულაციების დაცვით სადაზღვევო კომპანიებს მოგვეხსნა საქმიანობის შეზღუდვა, მალევე გავხსენით ეს ახალი, საკმაოდ დახვეწილი და კომფორტული ფილიალები, რომლებიც თავისი შეცვლილი კონცეფციით უკვე ნაკლებად გვანან სადაზღვევო კომპანიის ოფისებს.

- საინტერესოა, პანდემიის დროს რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემებით მოგმართავდნენ ყველაზე ხშირად დაზღვეულები?

- მომართვების საკმაოდ დიდი ნაწილი ცხადია, იყო უფრო შიშზე დაფუძნებული, ვიდრე ობიექტურ გამოწვევებზე. ისეთი უმნიშვნელო სიმპტომების მიმართ მგრძნობელობა, როგორიც არის ყელის მსუბუქი ტკივილი ან ცემინება, რასაც იქამდე არავინ მივაქცევდით განსაკუთრებულ ყურადღებას, კარანტინის პერიოდში უჩვეულოდ იყო გამძაფრებული, რაც ბუნებრივია. სწორედ ამიტომ, ჩვენ არათუ მხოლოდ იმ მომსახურებებს ვუგეგმავდით, რაც ისედაც ეკუთვნოდათ ჩვენს დაზღვეულებს მათი ინდივიდუალური სადაზღვევო ბარათებით, მაგ. ბინაზე ლაბორატორიული კვლევები, ექიმის ვიზიტი და ა.შ არამედ, აბსოლუტურად ყველა ჩვენს დაზღვეულს გავუაქტიურეთ დამატებითი სერვისი სრულიად უფასოდ - ფსიქოლოგის მომსახურება "კამარას" ბაზაზე, პროფესიონალების არაჩვეულებრივ გუნდთან, ქალბატონი ნათია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში უჩვეულოდ იმატა საყოფაცხოვრებო ტრავმების სიხშირემ, უმეტესად ქალბატონებში. ხოლო მამაკაცებში, ხშირი იყო მომართვიანობა ძაღლის ნაკბენის ან მოტეხილობების გამო.

- როგორ ფიქრობთ, ურთიერთობა დაზღვეულებთან მომავალშიც დისტანციურად გაგრძელდება? შეეჩვია ხალხი ონლაინ კომუნიკაციას?

- არათუ დიახ, არამედ აუცილებლად! მიგვაჩნია, რომ ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც ისედაც უნდა გაევლო ჩვენს კომპანიას და დაწყებული გვქონდა კიდეც პანდემიამდე, მაგრამ COVID19-ის ეპიდემიამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და უახლოესი პერიოდის პრიორიტეტი სწორედ სრული გაციფრულება გახდა. არდის ძალიან ბევრი სერვისი უკვე გაციფრულებულია და ყოველ წელს მხოლოდ მატულობს ახალი სერვისების რაოდენობა. მიზნად გვაქვს, რომ ყველა პროცესი ძალიან მალე უქაღალდო გავხადოთ. რაც შეეხება ანაზღაურებას, უკვე დიდი ხანია მაქსიმალურად უკონტაქტო პროცესად ვაქციეთ. თუმცა ბევრი საინტერესო, კომფორტული და დროის დამზოგავი სერვისი ჯერ კიდევ წინ არის.

- პანდემიის დროს, არდი, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, არაერთ სოციალურ პროექტში მონაწილეობდა. თუმცა, აქ მკითხველებს უნდა ვუთხრათ, რომ ამის შესახებ თავად კომპანია არ წერდა. წერდნენ ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კამპანიაში და ისინი, ვისაც ეხმარებოდით. მოდით, რამდენიმეს შესახებ ვთქვათ.

- სიმართლე გითხრათ, ახალაც მირჩევნია ბევრი არაფერი ვთქვათ, რადგან გულწრფელად ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია. ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ მსგავსი საყოველთაო კრიზისის დროს. ამ მიმართულებით გაგიზიარებთ სხვა ინფორმაციას, რომელზეც ასევე ხმამაღლა არ გვისაუბრია: იმ პერიოდში თითქმის ინდივიდუალურად გავიარეთ თითოეული ჩვენი ბიზნეს-პარტნიორის საჭიროება და კრიზისის სიმწვავე. ჩვენთან დაზღვეული კომპანიებიდან _ იქნებოდა ეს სასტუმრო, რესტორანი თუ სარეკლამო სააგენტო, არცერთი არ მიგვიტოვებია. მივიღეთ ობიექტური რეალობა, რომ ისინი იყვნენ გამოუვალ მდგომარეობაში და შევეცადეთ ისეთი გამოსავალი გვეპოვა, რომელიც ორივე მხარეს გადაატანინებდა ამ რთულ დროს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სადაზღვევო ინდუსტრია ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია, ასეთი გამოწვევები არ არის მარტივი.

- მართალია თქვენ არ საუბრობთ, მაგრამ მე კარგად მახსოვს სოციალური ქსელებიდან, არდის კალათებით მოსიარულე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანები, მოხუცებთან რომ მიჰქონდათ ხან საკვები, ხან მედიკამენტები. თუ არ ვცდები, ინფექციური საავადმყოფოს ექიმებსაც 100,000 ლარის ღირებულების ჯანმრთელობის დაზღვევის 1 წლიანი მომსახურება აჩუქეთ?

- დიახ, ყველაფერი ასე იყო. მაინც მასაუბრებთ ამ თემაზე, თუმცა ვერ წარმოგვიდგენია სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ძალიან მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ საერთო გამოწვევაში ჩვენი რესურსების გათვალისწინებით. ისევ აღვნიშნავ, რომ უპირველესი ამოცანა იყო ის, რომ "არდელებს" ანუ ჩვენს დაზღვეულებს და თანამშრომლებს, არანაირი რყევა არ ეგრძნოთ.

- ჩვენი სპეციალური ნომრის ყველა გმირს, საუბრის ბოლოს ერთ კითხვას ვუსვამ - როგორ გგონიათ, ამ ახალ რეალობაში რა არის მთავარი, რაც დაგვეხმარება ამ სერიოზული პრობლემების დაძლევაში?

- ძალიან მარტივი პასუხი მაქვს თქვენს ამ შეკითხვაზე - ადამიანი. იცით, ისევე როგორც ყველას, ჩვენც გვიყვარს თავისუფლება. თუმცა იქ, სადაც თავისუფლებაა, აუცილებლად ჩნდება პასუხისმგებლობაც. ეს კი ხანდახან გვავიწყდება ხოლმე. გვჯერა, რომ არდიც ინდივიდია, ადამიანია თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. არდი "არდელების" ჯამია, მაგრამ მაინც ინდივიდუალური. ასევეა ქვეყანა და მსოფლიოც. ადამიანს ბევრი რამის გადალახვა შეუძლია.
ერთხელ, სოციალურ ქსელში, ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ არდი მართალი სადაზღვევო კომპანიაა. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია. ვეცდებით, რომ არდი ახალი გამოწვევების პირობებშიც ადამიანებისთვის მართალ და მარტივად საურთიერთო კომპანიად დარჩეს.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
13:10 / 18.08.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
13:10 / 18.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა