ახალი ამბები
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
მართლაც, არსებობს შეხვედრები, რომელიც ბევრ რამეს ცვლის და არსებობენ ადამიანები, რომლებიც თითქოს უკვე ნაცნობ თემებს სულ სხვაგვარად დაგანახებენ. ვინც მაკო ჯაოშვილს შეხვედრია და მასთან უსაუბრია დამეთანხმება, რომ ის ზუსტად ასეთი ადამიანია. ისტორია მის შესახებ მგონია, რომ თავად მაკომ უნდა მოყვეს.

განათლებით ბიოლოგი ვარ. თუმცა, ახლა ხუმრობით ვამბობ ხოლმე - ეს წინა ცხოვრებაში ვიყავი-მეთქი. 25 წელზე მეტი გავიდა, რაც პროფესია შევიცვალე და უკვე რამდენიმე წელია აქტიურად გადავინაცვლე განათლების სფეროში. ამჟამად ვარ მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "ალტერბრიჯის" ვიცე-რექტორი და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი. ასევე, მაქვს კომპანია საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა-ორგანიზების მიმართულებით. დაახლოებით 18 წლიანი გამოცდილება დავაგროვე ლექტორობის, ტრენერობის, მასტერკლასების ჩატარების, ღონისძიებათა წამყვანობის, მოდერატორობის და ა.შ.

პერიოდულად, მუზა როცა მეწვევა ხოლმე, ვწერ ლექსებს. არ მაქვს ამბიცია პოეტობაზე, თუმცა პოეტური განწყობა ჩემი ხასიათის ერთ-ერთ შტრიხს წარმოადგენს. ლექსების და პროზაული ჩანახატების კრებული ღია ბარათების სახით მოვამზადე და საჩუქრად დავარიგე. ბარათების მესამე სერია, სახელად "თბილისური წალკოტი," გოგა ჩანადირთან ერთად შევიმუშავე. მოვიარეთ ჩვენი დედაქალაქის ქუჩები, უბნები. ბევრი საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე საოცარი სიმწვანით როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანის ხელით შექმნილი. გოგამ ფოტოფირზე აღბეჭდა, მე მინაწერი გავუკეთე, ჩემებურად და ჩვენი შთაბეჭდილებები თბილისის საკრებულოში "გამოვფინეთ". საკმაოდ თბილი და საინტერესო საღამო შედგა.

ამჟამად დავასრულე წიგნზე მუშაობა. ეს არის ამბების ნაკრები პიროვნული ტრანსფორმაციის შესახებ. 3 ნაწილად დავყავი. პირველი აღწერს შვიდ ამბავს, რომლითაც ვყვები ჩემს პროფესიულ თუ პიროვნულ ზრდა-განვითარებაში მიმდინარე მოვლენებზე, შეფასებითა და მიღწეული შედეგებით. პარალელებს ვავლებ ცნობილი ადამიანების წარმატების ფორმულასთან. მეორე ნაწილში ჟურნალისტის როლი მოვირგე, რათა შემესწავლა ჩემთვის საინტერესო ადამიანების ცხოვრების გზა, მათი ემოციები და შეგრძნებები მათივე პიროვნული ცვლილებების ფონზე. მესამე ნაწილი დავუთმე საკუთარი თავის შეცნობას - ათი ბილიკი საკუთარი "მეს" მოსაძებნად. ჩემი მეგობრების, კოლეგებისა და სტუდენტების შეგულიანებით გადავდგი გაბედული ნაბიჯი წიგნის გამოსაცემად. ამ ფაქტს ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება.

საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ბოლო ხანს მნიშვნელოვანი პიროვნული ტრანსფორმაცია განიცადეთ...

ჩემი ცხოვრების რადიკალური ცვლილებები უკავშირდება გასული წლის ოქტომბერს, როცა დავიწყე პოზიტიური ფსიქოთერაპიის კურსის შესწავლა. ზუსტად პანდემიის პირობებში მომიწია სწავლის დასრულება და რეალური ტრანსფორმაციული ძვრებით, ადვილად შევძელი სიტუაციასთან ადაპტირება. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი ფსიქოლოგიით და უამრავ ლიტერატურას გავეცანი. თუმცა, ეს არ იყო საკმარისი. სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ბოლოს მივაგენი იმას, რისკენაც ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე დიდი ხნის მანძილზე მივისწრაფოდი. ჩემში სერიოზული გარდატეხა მოხდა. ერთი მხრივ, გავძლიერდი შინაგანად და ვარ სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, მეორე მხრივ, შევიარაღდი ახალი ცოდნით, რომელსაც წარმატებით ვნერგავ საგანმანათლებლო პრაქტიკაში და უკვე ფსიქოკონსულტანტის სტატუსით ახალ ორბიტაზე გადავედი. ამ მიმართულებით მუშაობა ორმხრივად სასარგებლოა _ ეხმარები სხვებს და შენც იზრდები. პარალელურად, ვიღრმავებ გამოცდილებას პრაქტიკული ფსიქოლოგიის სასწავლო კურსით. დაბეჯითებით ვამბობ, ნებისმიერი ადამიანის სწორი პიროვნული ფორმირებისთვის, ფსიქოლოგიურ ასპექტებში გარკვევა ცხოვრების თანამდევი უნდა გახდეს. ჩვენი საზოგადოების სულიერი გაჯანსაღების
ამოსავალ წერტილს სწორედ აქ და უწყვეტ განათლებაში ვხედავ.

რა არის თქვენთვის ყველაზე ღირებული?

ჩემს ფასეულობათა შორის გამოვყოფ პირად პასუხისმგებლობას, ოჯახზე ზრუნვას, როგორც ღირსების საგანს. შვილებს, ხუმრობით ჩემს "სამთა კავშირს," დიდად ვაფასებ. ყოველთვის ვითვალისწინებ მათ აზრს. სამი შვილი და ორი შვილიშვილი ჩემი სიმდიდრეა. მიმაჩნია, რომ რაც მეტად გახსნილი ხარ შვილებთან ურთიერთობაში, მეტი შესაძლებლობა გაქვს შეიგრძნო ბედნიერება მათში ჩადებული ამაგის სახით. ხშირად მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, იმაზე ძლიერი რა შეიძლება იყოს, ვიდრე მათი გაჩენით მონიჭებული სიხარული. ამასობაში შვილიშვილებიც წამოიზარდნენ _ ეს სრულიად განსხვავებული განცდაა, სხვა დამოკიდებულება. ბარბარე 4 წლის ხდება, ქეთო ჯერ წლინახევრის არის. მათთან ერთად ჩემი თავი მარად ახალგაზრდა მგონია, უფრო სწორად, ასეც არის.

პანდემიის პერიოდი როგორ გაატარეთ?

ვირუსის პერიოდში სახლში ჩაჯდომა ოჯახური თავყრილობის აღდგენად ვაქციეთ. ეს ერთ-ერთი დადებითი მხარე აღმოჩნდა. თუმცა გეთანხმებით, გაგვიძნელდა სახლის და სამსახურის ერთ სივრცეში შეთავსება. მე მალევე გადავერთე დისტანციურად ლექციების ჩატარების ფორმატზე. ახალ სამუშაო რეჟიმზე გადაწყობა ადვილად შევძელი. სწრაფადვე ავუღე ალღო ონლაინ სწავლებას. პროცესის გასახალისებლად დავეუფლე სხვადასხვა ტექნიკას, მოდიფიცირება გავუკეთე სასწავლო მეთოდებს და საბოლოოდ, სამსაათიან ლექციას ისე ვატარებდი, არც მე და არც სტუდენტები დაღლილობას არ ვგრძნობდით. დასწრებაც მაღალი იყო და ჩართულობაც. მახსოვს, პირველი ლექციისთვის როცა მოვემზადე, გარდა იმისა რომ ტანისამოსი გამოვიცვალე, ინერციით სუნამოც დავისხი და... ერთი ოთახიდან მეორეში გადავინაცვლე. როგორც ჩემმა კოლეგა ფსიქოლოგმა მითხრა, ეს ერთ-ერთი საშუალებაა შინაგანი განწყობის ამაღლებისა და მედეგობის გასაძლიერებლად. ამ რეჟიმის პლუსი კიდევ იმაში დავინახე, რომ გზაში დრო არ გეკარგება, საცობები არ გაწუხებს და მარტივად ასწრებ ბევრ რამეს ერთდროულად.

სხვათა შორის, გაცილებით გამიძნელდა როცა კარანტინის შემდეგ პირველად გარეთ გამოვედი დაცარიელებულ ქუჩებში. შენობათა უმეტესობაზე წარწერები "ქირავდება/იყიდება" დამხვდა. დავფიქრდი, რაოდენ მძიმე შედეგებია მოსალოდნელი. ამან უფრო დამთრგუნა.

ადამიანებს და მათ შორის მეც, ალბათ, ბევრჯერ გვიფიქრია, რომ ბედნიერება რაღაც კონკრეტულ სიტუაციებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ასეცაა, გარკვეულ მოვლენებზეა დამოკიდებული. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ბედნიერების საფუძველი არის შინაგანი ბედნიერება, რომელიც ჩვენშია. ბედნიერებაა, რომ ცოცხალი ხარ, შეგიძლია რამე კარგი გააკეთო. ეს ყველაზე რთულად გასააზრებელი ბედნიერებაა. სწორედ ამ კუთხით გავშალე თემა და გავაკეთე მასტერკლასი -"ბედნიერების პარადიგმა". საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მწერდა და როდესაც ამ უკუკავშირს იღებ, გსიამოვნებს, რომ რაც დაიხარჯე - უკან დაგიბრუნდა პოზიტივის სახით. თითოეული ჩვენგანი ბედნიერების ერთ წვეთად რომ წარმოვიდგინოთ, რაც მეტი იქნება ასეთი წვეთი, მით უფრო დიდი იქნება ბედნიერების ოკეანე. სოციალურ ქსელებში, საკუთარ გვერდზე ხშირად ვწერ სამოტივაციო შინაარსის პოსტებს, აფირმაციებს და პოზიტიურ მოწოდებებს. ბევრს უთქვამს, რომ ჩემს გვერდზე ზუსტად პოულობს მისთვის საჭირო პასუხს. სტუდენტებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ სუპერმოტივატორი ვარ. ამის მოსმენა, ცხადია, კიდევ უფრო მაბედნიერებს.

და თქვენთვის რა არის მთავარი მოტივაცია?

უდიდესი შინაგანი მოტივაცია მაქვს. ძალიან მსიამოვნებს რასაც განათლების მიმართულებით ვაკეთებ. მუდმივად ვმუშაობ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. ნათქვამია, "რასაც დასთეს, იმას მოიმკი", მე ნელ-ნელა მიბრუნდება იმ სიკეთის ნაყოფი, რაც მარცვალ-მარცვალ დამითესავს. ეს გაცილებით სასიამოვნოა და გარკვეულწილად, მოტივაციის მომცემიც, რომ სულ უფრო მეტი და მეტი აკეთო.

ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, ბევრი წიგნი და მათი ავტორი აღმოჩნდა ჩემი მოტივატორი. ყოველდღიური რიტუალი ასეთია: დილაობით ერთი ჭიქა წყალი. იმის მიხედვით როგორი გეგმა მაქვს, მინიმუმ 15 წუთი მაინც აუდიოლექციის მოსმენა. თუ მაქვს მეტი დრო, დილითვე ან მერე, დღის განმავლობაში, წიგნს ვკითხულობ, ვამუშავებ, ვიწერ მნიშვნელოვან ამონარიდებს. ძილის წინ ვაჯამებ განვლილი დღის შედეგებს.

როგორ ფიქრობთ, როგორ გადავივლით ამ პერიოდს?

ამ პერიოდის გადასატანად ემპათია არის უმნიშვნელოვანესი. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ვერცერთი ადამიანი, ცალკე აღებული, ძლიერი ვერ იქნება. ჩვენ გარშემო ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ თანადგომა, ერთმანეთის გამხნევება. სიტუაციის დაძლევის საშუალებას ვხედავ იმაში, რომ პრობლემას შეხედო როგორც შესაძლებლობას, კარგად გააანალიზო და იპოვო გამოსავალი. ნებისმიერ ჩვენგანში არის უამრავი რესურსი და მათი აღმოჩენით გეძლევა შანსი ყველაზე რთული პერიოდიც შეძლებისდაგვარად დაძლიო.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: LIG STUDIO
გადაღების ადგილი: "შოკოლატერია არტიზანი"


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლურ-ვენეციური სურნელების
ისტორია
აღმოსავლურ-ვენეციური სურნელების ისტორია "არომატეკაში".
08:39 / 11.06.2021
ჯუდა-ხატია ფსუტური, ფოტოგრაფი.
ჯუდა-ხატია ფსუტური, ფოტოგრაფი.
13:21 / 10.06.2021
თუ სოციალურ ქსელებში ვინმე სვამს
კითხვას - ვინ არის დღეს, თბილისში, ერთ-ერთი საუკეთესო დერმატოლოგი,
80-90% პასუხობს - ზაზა თელია. ამ სახელის მიღმა, 31 წლის ახალგაზრდა,
შრომისმოყვარე და უკვე ძალიან წარმატებული ადამიანი დგას.
თუ სოციალურ ქსელებში ვინმე სვამს კითხვას - ვინ არის დღეს, თბილისში, ერთ-ერთი საუკეთესო დერმატოლოგი, 80-90% პასუხობს - ზაზა თელია. ამ სახელის მიღმა, 31 წლის ახალგაზრდა, შრომისმოყვარე და უკვე ძალიან წარმატებული ადამიანი დგას. "სითის" ამ ნომერში, გადავწყვიტეთ სწორედ მის შესახებ მოგიყვეთ.
10:49 / 07.06.2021
"ყველაზე დიდი არქიტექტორი, იმავდროულად, პოეტიცაა. იგი თავისი დროის უდიდესი ინტერპრეტატორიც უნდა იყოს." - ამ სიტყვების ავტორი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქიტექტორი, ფრენკ ლოიდ რაიტია. არქიტექტორები, როგორც შემოქმედები და როგორც ქალაქის იერსახის ავტორები. რა არის მათი ინსპირაცია, სასურველი შედეგის მიღების გზა და როგორ უნდა ვიგრძნოთ საკუთარი თავი ჰარმონიაში სივრცესთან.
10:26 / 07.06.2021
სიცოცხლე არის
დღესასწაული!
სიცოცხლე არის დღესასწაული!
12:12 / 05.06.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Gritti Venezia
აღმოსავლურ-ვენეციური სურნელების ისტორია "არომატეკაში".
08:39 / 11.06.2021
ზურა ხიზანიშვილის  WORLD CLASS
სულ ახლახანს, World Class -ის ოჯახს ახალი წევრი შეემატა, ზურა ხიზანიშვილი. ადამიანი, რომლისთვისაც სპორტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პროექტის გადასაღებად, დათქმულ დროს, დილით მივდივართ. ზურა უკვე აქაა და როგორც მივხვდით, ჩვენს მისვლამდე ვარჯიშის ნაწილი უკვე მოსწრებული აქვს.
14:54 / 01.06.2021
თქვენთან კითხვებია ...

9 წლის ტაისია ცხვირაშვილის შეკითხვებს ბესიკ ხარანაული უპასუხებს.
14:49 / 31.05.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2021 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.7754
TRY
TRY
1
0.3648
USD
USD
1
3.1681
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა