ახალი ამბები
ნათია თოდუა - მომღერალი
მე ვარ ნათია თოდუა, 24 წლის. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან. ჩემი პირველი მოგონება აფხაზეთზე ასეთია - ვდგავარ დანგრეული სახლის მეორე სართულზე, რომელიც იყო რკინებით, ბეტონით და ფერფლით სავსე. წარმომიდგენია, რომ მაცვია უშველებელი კაბა. ეს რკინის ბოძი იყო ჩემი მიკროფონი და ეს ნახევრად ჩამონგრეული მეორე სართული - ჩემი სცენა. ჩემი სცენიდან ჩანდა ეზო, მაგნოლიის დიდი ხით. მაგნოლიის ხის ფოთლები იყვნენ ჩემი მაყურებლები, გულშემატკივრები. მაშინ არც მქონდა ნანახი, რომ მომღერალი სცენაზე იდგა და პუბლიკას უმღეროდა. ეს, უბრალოდ, ჩემი წარმოდგენა იყო.

დავიბადე თბილისში. აქ გარკვეული პერიოდი გავატარე ლტოლვილობის დროს, მაგრამ, ძირითადად, ვიზრდებოდი აფხაზეთში. 2013 წელს დავამთავრე გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საჯარო სკოლა.

ბოლოს აფხაზეთში 2015 წელს ვიყავი. მანამ, სანამ გერმანიაში წავიდოდი. აფხაზეთში ყოფნისას, ასე მგონია, რომ ვსუნთქავ ყველაზე ბუნებრივად და ვივსები ჩემი ნაწილით, რომელიც იმ მიწასთან მაკავშირებს. ეს მე ყველაზე მეტად მენატრება.

არ მქონია იმის საშუალება, რომ მუსიკალური განათლება მიმეღო. მაგრამ, ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით კი დედაჩემი, ლალი ანჯაფარიძე, ყოველთვის ცდილობდა ჩემს მუსიკალურ აქტივობებში ბოლომდე ჩემ გვერდით მდგარიყო და კონკურსის ყველა ეტაპზე ჩემთან ერთად ებრძოლა. კონკურსები იყო მთავარი გამოცდილება, რამაც მაპოვნინა, საბოლოოდ, ჩემი შესაძლებლობები მუსიკაში.

ჩემი პირველი სიმღერა იყო "ვა გიორქო მა", რომელსაც მშობლები მიმღეროდნენ ძილის წინ.

ყოველთვის მეგონა, რომ სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, ან კლიპებს მიღებდნენ და მე ჩემს სიმღერებს ვმღეროდი.

საოცრება ის არის, რომ არ მეგონა ეს თუ ოდესმე რეალობა გახდებოდა. ეს ყოველთვის ჩემი წარმოსახვითი სამყარო მეგონა, სადაც "მომღერლობანას" ვთამაშობდი ხოლმე.

მაგრამ, ხომ ხედავთ რომ ყველაფერი, რაზეც მართლა ოცნებობ და რისთვისაც მართლა იბრძვი, ხდება. მე დღეს ვარ ნათია თოდუა, მომღერალი. ვაკეთებ და ვცხოვრობ ჩემი საყვარელი საქმით. ძირითადად, ვმოღვაწეობ გერმანიაში, მაგრამ ვცდილობ, რომ საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას, გავაკეთო ახალი პროექტი.

ჩემი ოცნებაა აფხაზეთი და მჯერა, რომ ესეც ახდება.

თავისუფლება ვიგრძენი პირველად გერმანიაში, რამაც დიდი ძალა და უშიშრობა შემმატა. ძალიან მინდა, რომ ზუსტად ამ გრძნობით და განწყობით შევძლო ჩემს მშობლიურ აფხაზეთში სიმღერა და ცხოვრება.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა