ახალი ამბები
ბაჩანა ჭანტურია - მოცეკვავე
აფხზეთის ომის დაწყებისთანავე გაიქცა სახლიდან ჩემი ტორებიანი მეგობარი. ძაღლი "ჩიპა", რომელიც პირველი და უკანასკნელი იყო ჩემს ცხოვრებაში. კავკასიური ნაგაზი, რომელმაც შემაყვარა ცხოველები და ასევე, შემიქმნა ბარიერი მათთან ურთიერთობაში. ეს, ალბათ, მიჩვევის და განშორების შიშის ბარიერია. ახალი და წარმოუდგენელი ცხოვრებისკენ მიმავალმა გზამ სულ "ჩიპას" ძებნაში გაიარა.

იმედია არ მიწყენს მკითხველი, თუ ვიტყვი, რომ ამ გზაზე საუბარს მოვერიდები.

დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი პროფესიით - "ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი". ასევე, ამ პერიოდში ვცეკვავდი და ვიყავი რეპეტიტორი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ანსამბლში.

2010 წელს მივედით მე და ჩემი მეგობარი, დავით ჭანიშვილი ანსამბლ "სუხიშვილებში" და მის მერე ვითვლები ამ დიდი ოჯახის წევრად.

ეს წარმატებაა და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო "სუხიშვილების" მოცეკვავე, ეს გამარჯვებაა.
ანსამბლთან ერთად მივაღწიე იმ მწვერვალებს და განვიცადე ის სიამაყე, რაზეც მხოლოდ მიოცნებია.

ყველაზე მეტად გამოვარჩევდი პირველ კონცერტს, რომელიც ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარი იქნება ემოციურად და შეხვედრას ჩვენს უსაყვარლეს და უნეტარეს პატრიარქთან, რომელთანაც საუბარი და შეხება შევძელი, თან, არაერთხელ. ეს მადლი, სიძლიერე და სიყვარული-მთელი ცხოვრებაა.

სვეტიცხოვლობის აღსანიშვნავ ღონისძიებაზე ვიცეკვეთ და იმ საღამოსვე მოგვივიდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი საპატრიარქოში, ტრაპეზზე გვეპატიჟებოდა. ეს იყო პირველი შეხვედრა მის უწმინდესობასთან, საიდანაც დაიწყო ჩემი ამ ცხოვრების მიმართ სხვა დამოკიდებულება. როდესაც გაიგო,რომ მე აფხაზეთიდან ვიყავი დამიძახა, მომეფერა და ჩამიკრა იმ გულისტკივილით, რომელსაც ის ყველაზე მეტად გრძნობს.

ამავდროულად, ეკა ჯავახიშვილთან ერთად, რომელიც შემდგომ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და მეუღლე გახდა, შევქმენით "ნაციონალური სამოსის სახლი", რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მცირე დროში და დღემდე ინარჩუნებს. აქ იქმნება როგორც ძველი, ტრადიციული სამოსი, ასევე სასცენო კოსტიუმი და დღევანდელ ეპოქასთან მორგებული, ძველ ტრადიციებზე დაყრდნობილი ყოველდღიური სამოსი.

ბატონ გიორგი კალანდიასთან და "ხელოვნების მიზეუმთან" ერთად მუშაობის შედეგად, გამოვეცით წიგნი "ქსოვილი საქართველოდან" ორ ტომად, სადაც აღვადგინეთ ქსოვილები ფრესკებიდან და თავსაბურავები.

ასევე, 51-ე საჯარო სკოლაში, დავაარსე სტუდია "სოლო" მეგობარ, ლევან თეთვაძესთან ერთად, სადაც გადავცემთ გამოცდილებას და ქართულ ტრადიციებს ხელოვნებაში.

იმავე წელს, ქალბატონ მანანა ბურბუთაშვილის მხარდაჭერით, გავხსენით სტუდია დევნილი ბავშვებისთვის სრულიად უსასყიდლოდ, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობას და მის ხელმძღვანელ, ბატონ რუსლან აბაშიძეს მხარდაჭერისთვის, ლიკა კვარაცელიას, ლევან თეთვაძეს, მონიკა ღვინჯილიას და ბავშვებს, რომლებიც გულანთებულები დაუღალავად შრომობენ.

ამავდროულად, ვარ მოქმედი მოცეკვავე და ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს ტრადიციებს, კულტურას, ისტორიას. მადლობა "სუხიშვილებს" დიდი წარმატებისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის, მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისაც ჩემს წინსვლაში წვლილი მიუძღვის. მადლობა თქვენ იმ ჯილდოსთვის, რასაც "მე - აფხაზეთისთვის" ჰქვია.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა