ახალი ამბები
საახალწლო ზღაპარი, სახელად -- "ნამცხვარი"
მაშინ, როცა საახალწლო ფუსფუსი ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ყველა ცდილობს, რომ განსაკუთრებული განწყობა საახალწლო სუფრასაც ეტყობოდეს. მგონია, რომ ეს განწყობა სუფრაზე არაფერს ისე არ მოაქვს, როგორც უგემრიელეს ნუგბარს. ამიტომ, დღეს გვინდა მოგიყვეთ კომპანიაზე, რომელიც ქართულ ბაზარზე არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა, მაგრამ უკვე მოახერხა და ბევრისთვის საყვარელი და ამოჩემებული საკონდიტროების სიის სათავეში მოექცა. მაშ ასე, მოინიშნეთ, საკონდიტრო "ნამცხვარი".

"ჩვენი მიზანია, რომ თქვენ გაიღიმოთ"
- ამ ფრაზით იწყება ჩვენი საუბარი და ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ფრაზაშივე ჩანს კომპანიის დამოკიდებულება საკუთარი პროდუქტისა და მომხმარებლის მიმართ.

გარემო აქ მართლაც განსაკუთრებულია. დილიდან გაუჩერებელი სამზადისი და ფუსფუსია უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმის შესაქმნელად. დაახლოებით ისეთი, ფილმებში რომ გვინახავს. თუმცა, კიდევ უფრო განსაკუთრებულია აქ შექმნილი "გემრიელობები". ტორტებს, ნამცხვრებსა და ორცხობილებს თანამედროვე, მსოფლიო ტენდეციების შესაბამისი ვიზუალი აქვს, გემო კი - "სახლური" და სხვანაირად გემრიელი. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან თითოეული პროდუქტის გემოსა და ვიზუალზე ახალგაზრდა და ნიჭიერი კონდიტერები ზრუნავენ, რომლებსაც მასტერკლასები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აქვთ გავლილი და საკუთარი საქმე საუკეთესოდ იციან.

საკონდიტროში მიყვებიან, რომ ყველა ნამცხვარს ისეთივე სიყვარულით ამზადებენ, როგორც სახლში, საკუთარი ოჯახის წევრებისათვის. რაც ეხება ინგრედიენტებს, იყენებენ მაღალი ხარისხის, ნატურალურ, ქართულ პროდუქტს. მაგალითად, მათი ყველაზე პოპულარული საფირმო პროდუქტის, გოზინაყის ტარტისთვის, სპეციალურად მზადდება ეკოლოგიურად სუფთა თაფლი კახეთში. ასე ჩამოდის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყველა ინგრედიენტი - ქართული ნიგოზი, თხილი, ნატურალური ხილი, კვერცხი. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კონსერვანტების გარეშეა და, შესაბამისად, ყველა პროდუქტი უსაფრთხოა თქვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვისაც კი.

მოკლედ, საუკეთესო ქართული ინგრედიენტები, კონდიტერების ჯადოქრობა, ბევრი სიყვარული და "ნამცხვრის" საახალწლო ნუგბარიც მზადაა!

სამომავლოდ, საკონდიტროს გაფართოება იგეგმება. მომხმარებელს შეეძლება არა მხოლოდ ონლაინ შეკვეთა, არამედ, ადგილზე მისვლა, პროდუქციის დათვალიერება და შეძენაც. მანამდე კი, ყველა საჭირო ინფორმაციას, მათ ფეისბუქგვერდზე იპოვით. @Namtskhvari • ნამცხვარი


ანა არაბიძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა