ახალი ამბები
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
ჩვენი რუბრიკის გმირი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს კვების რაციონსა და ცხოვრების სტილს. მიირთმევს ძალზე მცირე ულუფებით და დაკვირვებით. თუმცა, ცხოვრების გადატვირთული რიტმის მიუხედავად, თვლის, რომ სრულფასოვანი კვება აუცილებელია, დღეში ერთხელ მაინც. ჩვენ ვიკას "ნიკორას" რეცეპტების" რუბრიკით მივადექით. ვიკას სრული თავისუფლება მივეცით კერძის შერჩევაში და ინგრედიენტების არჩევაშიც.

ვიკა კალანდია

გაზაფხული დგება, ნანატრი და იმედებით სავსე. ძალიან მინდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვისაც ჩვეული რიტმი ნელ-ნელა დაბრუნდეს. ბრუნდება კიდეც. ჩემთანაც საინტერესო პროექტები იკვეთება. მათზე მომავალში აუცილებლად მოგიყვებით. იწყება ჩვენი სერიალის გადაღებებიც. რაც იმას ნიშნავს, რომ მეც ჩვეულ და ძალიან დატვირთულ რიტმს ვუბრუნდები. რას მოვიმზადებდი ჩემთვის სწორედ ასეთ დატვირთულ დღეს? არჩევანს, მაინც, სალათზე გავაკეთებდი. მაგალითისთვის, "ცეზარის" სალათზე, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს. შემოგთავაზებთ "ცეზარს" "ნიკორას" შაშხით, რომელიც სალათს უფრო მსუყეს ხდის და განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ის საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია და ყველა იმ ინგრედიენტს, რომელსაც თქვენ რეცეპტში წაიკითხავთ, იოლად იპოვით "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში. ჩემს სახლთანაც, ცხადია, არის "ნიკორას" მარკეტი. წლების მანძილზე გამოვცადე და ამოჩემებული პროდუქტებიც მაქვს. მათ შორის, ძეხვეული. "ცეზარის" შემთხვევაში, "ნიკორას" შაშხი შევარჩიე. საფანელში ამოვლებული და შემწვარი მართლაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს ამ კერძს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი გაზაფხულის სალათა მოგეწონებათ და შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებთ.

"ცეზარი" "ნიკორას" შაშხით

ინგრედიენტები :
"ნიკორას" შაშხი (ჩალაღაჯი, შეიკა) - 100-100 გრამი
სალათი "აისბერგი" - 300 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
საფანელი
ფქვილი
პარმეზანი/დახეხილი - 50 გრამი
ლიმონის წვენი - 1 სუფრის კოვზი
ლიმონის ცედრა - 0.5 ლიმონი
მაიონეზი - 2 სუფრის კოვზი
არაჟანი 20%-იანი - 1 სუფრის კოვზი
"ვორჩესტერის" სოუსი - 1 სუფრის კოვზი
დახეხილი ნიორი - 0.5 კბილი
პურის კრუტონები - 50 გრამი
ზეითუნის ზეთი - 50 გრამი

ცეზარის ე.წ. "დრესინგს" ვამზადებთ მითითებული ინგრედიენტებით. მცირე კუბებად დაჭრილ პურს მოვასხათ ნივრიანი ზეითუნის ზეთი და გავხუხოთ ტაფაზე, ოქროსფერ ქერქამდე. "ნიკორას" ჩალაღაჯი და შეიკა ამოვავლოთ ფქვილში, ათქვეფილ კვერცხსა და საფანელში. შემდეგ კი შევწვათ "ფრიტიურში", შესაძლებელია ტაფაზეც. გავაგრილოთ და დავჭრათ სლაისებად. შაშხი შესაძლებელია ჯერ დაჭრათ წვრილ ნაჭრებად და შემდეგ, ფქვილსა და კვერცხში ამოვლებული, შევწვათ. ეს თქვენს სურვილსა და ხასიათზეა. მოვხარშოთ 2 კვერცხი და თითო ოთხ ნაჭრად დავჭრათ. ასევე, დავჭრათ "აისბერგის" ფურცლები და, პურის კრუტონებთან ერთად, მოვათავსოთ ამოსარევ ჯამში. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი "დრესინგი" და ნაზად ამოვურიოთ. გადავიღოთ სალათის თეფშზე, მოვაყაროთ დახეხილი პარმეზანი. მივუწყოთ "ნიკორას" დაჭრილი შაშხი და კვერცხი.

ცეზარი "ნიკორას" შაშხით მზადაა. ის მსუბუქიცაა, გაჯერებული სალათის ფურცლებით, მაგრამ, ამავდროულად, ნოყიერი და ძალიან გემრიელი!


ტექსტი: ნატალია ყიფიანი
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა