ახალი ამბები
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA - 25 წელი საქართველოში
წინასაახლო ნომერში ჩვენ გაგაცნობთ IWA - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობას საქართველოში. ასოციაციას წელს საიუბილეო თარიღი აქვს. იგი 25 წელია ემსახურება ქველმოქმედებას საქართველოში, ეხმარება და გვერდში უდგას ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ასოციაციის წევრები ძირითადად, დიპლომატიური მისიებიდან არიან. საშობაო საქველმოქმედო ყოველწლიურ ბაზრობაში, რომელსაც უკვე 21 წელია ატარებს ასოციაცია, დიპლომატების მეუღლეები აქტიურად არიან ჩართულნი.

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში (IWA) არსებობს 1996 წლიდან. ასოციაციის წევრები არიან ქართველი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ქალბატონები, ძირითადად დიპლომატიური მისიებიდან. ეს არის მოხალისეთა მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ქართული მრავალეროვან კულტურათა გაცნობას და დაახლოებას და ასევე, აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ტარდება ყოველწლიურად წინა საშობაო პერიოდში. წელს ეს 21-ე ღონისძიებაა. გაყიდვიდან შემოსული თანხა ხმარდება სოციალური პროექტების დაფინანსებას, რომელსაც მუდმივმოქმედი კომიტეტი განკარგავს და უწევს მონიტორინგს.

პანდემის გამო შარშან ვერ ჩატარდა გამოფენა, მაგრამ წელს რეგულაციების დაცვით, ასოციაციამ შეძლო გამოფენის მოწყობა, სადაც მონაწილეობს 15 საელჩო და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, ასამდე ქართველი ხელოვანი და მეწარმე და ასოციაციის პარტნიორი კომპანიები.

ნანა დვალი, "ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის" დამფუძნებელი

ნანა: მე ვარ ნანა დვალი, "ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის" დამფუძნებელი.

უკვე 25 წელია ასოციაცია (IWA) აერთიანებს საქართველოში აკრედიტებული მისიების წევრებს, მათ მეუღლეებს. ჩვენ შევძელით ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც ჩვენს უცხოელ მეგობრებს და ქართველ წევრებს შეუძლიათ დამეგობრება, გამოცდილების, ცოდნის და კულტურის გაზიარება. ასოციაციის მთავარი ამოცანა საქველმოქმედო საქმიანობაა.

ბედნირი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უამრავი ადამიანის ცხოვრება შეგვეცვალა. საშობაო ბაზრობიდან შემოსული თანხით კი, საშუალება გვეძლევა განვახორციელოთ სოციალური პროექტები.

მარგრეტ შმიდტი, "ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი

მარგრეტი: მე ვარ მარგრეტ შმიდტი ავსტრიიდან და მე გახლავართ "ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი და ამავე ორგანიზაციის საქველმოქმედო პროექტების კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოში. "ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" "ზამთრის ბაზრობა" წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ თანხების მოზიდვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას და მოხარული ვარ, რომ წელს მოვახერხეთ ამ ღონისძიების ორგანიზება. მიღებულ შემოწირულობებს მოვახმართ შესაბამისი საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს 2022 წელს!

ელენა როტუნდუ, რუმინეთის ელჩის მეუღლე

ელენა: მე ელენა როტუნდუ ვარ, რუმინეთის ელჩის მეუღლე და "ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" ღონისძიებების მენეჯერი. როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინდივიდებს და ორგანიზაციებს, მაგრამ ძირითადი მიზანი ქალებისა და ქართული საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების დახმარებაა. აგრეთვე, უცხოელების ხელშეწყობა რათა აღმოაჩინონ კულტურული და კულინარიული სიმდიდრე ამ ულამაზესი ქვეყნის ტრადიციულ, ქართულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად.
ქალები ამ ერის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა და ქალების გაძლიერებას შეუძლია საქართველო კვლავ დიდებული გახადოს!

იოჰანა მუჰლმანი, ავსტრიის ელჩის მეუღლე

იოჰანა: მე მქვია იოჰანა მუჰლმანი. ვარ საქართველოში "ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის" პრეზიდენტი. 2020 წელს ჩამოვედი საქართველოში ავსტრიიდან. IWA დაარსდა 1996 წელს, რათა ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო პლატფორმა ქართველი ქალებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ შეხვდნენ და გაიცნონ ერთმანეთი, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, კულტურა, ჰობი და იდეები. 25 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავარი საქველმოქმედო დევიზია "განათლება და სწავლა უკეთესი მომავლისთვის".

გმადლობთ მხარდაჭერისთვის!


ავტორი: ნანა გოგოხია
ფოტო: აზი სვანიძე/დავით ხიზანიშვილი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო
ბეროშვილი
მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო ბეროშვილი "ნიკორას" კულინარიული პროექტის ახალი სტუმარია.
10:14 / 23.02.2022
მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო
ბეროშვილი
მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო ბეროშვილი "ნიკორას" კულინარიული პროექტის ახალი სტუმარია.
10:14 / 23.02.2022
არსებობენ ფიქრები, ქმედებები და
ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას
განსაზღვრავენ.
არსებობენ ფიქრები, ქმედებები და ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ.
10:10 / 30.11.2021
არსებობენ ფიქრები, ქმედებები და
ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას
განსაზღვრავენ.
არსებობენ ფიქრები, ქმედებები და ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ.
10:10 / 30.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა