"ფარმსახლი" და "არტფარმა",
უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო
კამპანიაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი, გადაუდებელი დახმარების ინვენტარი,
ჭრილობებისა და დამწვრობის დროს გამოსაყენებელი საშუალებები,
მედიკამენტები თუ სხვა პირველადი დანიშნულების საგნები გაეგზავნა
უკრაინას ჰუმანიტარული მისიით.
ამჯერად, "არტფარმასა" და "ფარმსახლის" მიერ, საქართველოში მყოფი
უკრაინელი ოჯახების მხარდასაჭერად, კიდევ ერთი საქველმოქმედო კამპანია
განხორციელდა.
ბავშვებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ გამხნევება და პოზიტიური
გარემოს შექმნა, სტრესის და უარყოფითი ინფორმაციის, თუნდაც მცირე
ხნით, დასავიწყებლად. ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, "ფარმსახლისა" და
"არტფარმას" მიერ, შეიქმნა ულამაზესი, ფერადი სასაჩუქრე ყუთები. მათ
შეფუთვაში და დამზადებაში "არტფარმასა" და "ფარმსახლის" ყველა
თანამშრომელი და მათი შვილები აქტიურად იყვნენ ჩართულები. სააფთიაქო
ქსელმა "ფარმსახლი" ყველასათვის დააწესა 100 ლარიანი სასაჩუქრე
ვაუჩერი, რომლითაც საქართველოში მყოფი უკრაინელი ოჯახები შეძლებენ
მათთვის საჭირო ფარმაცეფტული, ჰიგიენური თუ კოსმეტიკური პროდუქტის
შეძენას "ფარმსახლის" ნებისმიერ აფთიაქში. ასევე, მათ გადაეცათ
"ფარმსახლის" ლოიალური, დაგროვებით "სკა ბარათი", რომლის
გამოყენებითაც, ერთის მხრივ, მედიკამენტებზე ისარგებლებენ სპეციალური,
35%-იანი ფასდაკლებით, ხოლო მეორეს მხრივ, ბარათზე დააგროვებენ
ქულების ნაცვლად-თანხას და დაგროვილი თანხით შეძლებენ მიიღონ მათთვის
სასურველი ნებისმიერი პროდუქტი იმ ფართო ასორტიმენტიდან, რომელიც
წარმოდგენილია "ფარმსახლის" სააფთიაქო ქსელში.
უკრაინელი ბავშვების ჯანსაღი ზრდა - განვითარებისა და ჯანმრთელობის
შენარჩუნების მიზნით, სასაჩუქრე ყუთებში მოთავსებულია ისეთი
მოთხოვნადი პროდუქცია, როგორიცაა ვიტაფეროლი D3, სახალისო და
სასარგებლო ვიტამინების კომპლექსი: მარსიანჩიკი" ომეგა 3, სინულანის
ინოვაციური პატჩები, დამამშვიდებელი და გაციების საწინააღმდეგო
მოქმედებით, რეკოტინის გელი გაღიზიანებული კანისთვის და იტალიაში #1
დერმატო-კოსმეტიკური ბრენდის "ბიონიკე" ბავშვის მოვლის საშუალებები,
პატარების ნაზი და მგრძნობიარე კანისთვის.
კამპანიაში მონაწილეობა მიიღო წიგნის სახლმა "ბიბლუსი", რომელმაც
პატარებს ძალიან საინტერესო და სახალისო საჩუქრები
გაუკეთა.
"არტფარმა" და "ფარმსახლი" უკრაინას უსურვებს გამარჯვებას და
განაგრძობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. მომავალშიც გეგმავს მათ
დახმარებას და საქველმოქმედო აქტივობების
განხორციელებას.
სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლი" და ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა"
საქართველოში მუდმივად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის სოციალურ
დახმარებაში და აქამდეც არაერთი საქველმოქმედო კამპანია
განუხორციელებიათ.