5 ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ შაბათ-კვირას

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. თვალი გადაავლეთ ჩვენს მიერ ჩემოთავაზებულ ხუთ ფილმს, რომლის ჩვენებაც წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა.


1 უცნობი გოგონა - ლუკდაჟან-პიერდარდენები: https://www.youtube.com/watch?v=caKLk-LizyI

ახალგაზრდა პრაქტიკოსი ექიმი, ჟენი, თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ პრაქტიკის დროს, კარი არ გაუღო გოგონას, რომელიც მოგვიანებით მკვდარი იპოვეს. როდესაც პოლიციისგან შეიტყობს, რომ გოგონას ამოცნობას ვერ ახერხებენ, ჟენის მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: უნდა დაადგინოს გოგონას სახელი, რომ ის ანონიმურად არ დაკრძალონ და ისე არ გაქრეს, თითქოს ამ ქვეყნად არასოდეს უცხოვრია.

2 „პირადი მყიდველი“ - ოლივიე ასაიასი - https://www.youtube.com/watch?v=7hghXP4F3Qs

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელ ქალზე, მორინზე, რომელიც ცხოვრობს პარიზში და ცნობილი ადამიანის, კირას პერსონალური მყიდველობით ირჩენს თავს. მორინს სულებთან კავშირის უნარიც აქვს, თავისი ტყუპისცალი ძმის, ლუისის მსგავსად, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ცოტა ხანში, მორინი ორაზროვან შეტყობინებებს იღებს უცნობი წყაროდან..

3 „ტონი ერდმანი“ - მარენ ადე: https://www.youtube.com/watch?v=GVaKNyAS_xI

მამა საზღვარგარეთ წასულ შვილს გაუფრთხილებლად ესტუმრება. მას ჯერა, რომ შვილმა იუმორის გრძნობა დაკარგა და ამიტომაც, ხუმრობების კასკადით ცდილობს მის გაოცებას.

4 „მე, დენიელ ბლეიკი“ – კენ ლოუჩი https://www.youtube.com/watch?v=ahWgxw9E_h4

59 წლის დენიელ ბლეიკი მთელი ცხოვრება დურგლად მუშაობდა ნიუკასლში. ახლა, ცხოვრებაში პირველად, დახმარება დაჭირდა სახელმწიფოსგან. მისი ბედი გადაეკვეთება მარტოხელა ქეითის და მის ორ ახალგაზრდა შვილს _ დეიზის და დილანს. ქეითის, ლონდონის უსახლკაროთათვის განკუთვნილი ერთოთახიანი ჰოსტელიდან თავის დასაღწევად, ისღა დარჩენოდა, რომ 300 მილის მოშორებით, უცნობ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლაზე დათანხმებულიყო. თანამედროვე ბრიტანული ბიუროკრატიის მახეში აღმოჩენილი დენიელი და ქეითი ერთმანეთს ამ უკაცრიელ მხარეში ხვდებიან. აქ ისევ გაისმის ნაცნობი რიტორიკა, რომ „ვინც არ მუშაობს, მას არც ჭამის უფლება არ აქვს“.

5 „ბოლო ზარი“ -ქრისტიან მუნჯიუ https://www.youtube.com/watch?v=j0Rh8WLxKd8

49 წლის ექიმი რომეო ალდეა, რომელიც ტრანსილვანიის ერთ პატარა მთის ქალაქში ცხოვრობს, ქალიშვილს _ ელიზას იმ იდეით ზრდიდა, რომ ოდესღაც ის 18 წლის გახდებოდა, სასწავლებლად უცხოეთში წავიდოდა. მისი გეგმა ასრულებასთან ახლოა _ ელიზა სტიპენდიას იღებს ბრიტანეთში ფსიქოლოგიური განათლების მისაღებად. უბრალოდ, მხოლოდ ბოლო გამოცდები-ღა დარჩა ჩასაბარებელი. ასეთი კარგი სტუდენტისთვის ეს რთული არ არის. პირველ წერით გამოცდამდე ერთი დღით ადრე, ერთი ინციდენტი ელიზას წასვლაში ხელს უშლის. ახლა რომეომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ  დღეს 19:00 საათზე გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება ფესტივალის მთავარი ჯილდოს - ოქროს და ვერცხლის პრომეთეს მფლობელი.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
იმისათვის, რომ დავიწყოთ გრძელვადიანი, ჯანმრთელი დიეტა, უმჯობესია შევამზადოთ ჩვენი ორგანიზმი. დიეტის წინა პერიოდი შეიძლება 2, ან 3 კვირა გაგრძელდეს!
16:28 / 18.03.2016

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
დილით თბილისი-მერიოტში ზუსტად ათ საათზე მივედი. სასტუმროს შიდა ეზოში დამხვდა გაშლილი ქოლგები,
13:44 / 10.04.2016
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ფრანგი ფიტნესინსტრუქტორი მალამოს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
ფრანგი სექსსიმბოლო, ფიტნესინსტრუქტორი რებეკა ბურგერი, მალამოს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა,- ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები იუწყებიან.
10:01 / 22.06.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
რატომ არ უყვარს გიორგი ცაგარელს ჟურნალისტები და როგორ ხსნის რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სკანდალს

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017
VERE BLOOMS   კაფე-რესტორანი, სადაც კერძი ხელოვნებაა

თბილისში უამრავი კაფეა, სადაც ევროპული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, თუმცა იშვიათად შეხვდებით რესტორანს, სადაც საკვები არა მხოლოდ გემოსთან, არამედ განწყობასთანაც ასოცირდება.

15:04 / 01.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017
Red Nose Day Georgia - სარედაქტორო

ამბავი ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი - არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ ბავშვები!

08:18 / 12.05.2017

კალენდარი
«« ივნისი 2017 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
2.6921
TRY
TRY
1
0.6878
USD
USD
1
2.4110
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
გამოწერა