სიცოცხლე ფერად ქვებში - მარინა ნაცვლიშვილი

ქართველი დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ქალთა იმ მცირე ნაწილს განეკუთვნება, რომელიც იუველირობის მძიმე ტვირთს მარტო შეეჭიდა და რამდენიმე წელიწადში ამ სფეროში საკუთარი სიტყვა თქვა.


მარინა ნაცვლიშვილის M.N JEVELLERY თქვენ წინაშე გრავირებული ვერცხლისა და წარმოუდგენლად დახვეწილი ფერადი ქვების სამყაროს შლის; პროფესიით დიზაინერი და კოსტიუმების მხატვარი ვარ. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რა მისცემდა საშუალებას ადამიანს, ნაკლები ეფიქრა ჩაცმაზე და თუნდაც მცირე დეტალის დამატებით მიეღო დახვეწილი და არაორდინარული იმიჯი. თავად ძალიან მიყვარს სამკაულები და თავდაპირველად ლითონზე მუშაობა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის დავიწყე. პირველი გამოფენის შემდეგ სამკაულებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, იუველირობა ბიზნესად ვაქციე. ვერცხლსა და ქვებზე მუშაობა,ერთგვარად, ჩემი ინსპირაციაა. პროცესი ძალიან რთულია. ხელის ყველა თითი დაზიანებული მაქვს, თუმცა, როცა სამკაულის კეთებას ვიწყებ, ეს მაშინვე მავიწყდება და მოუთმენლად ველოდები, როგორ დასრულდება ახალი ნამუშევარი.“

ლურჯი ფრინველი


მარინა ნაცვლიშვილის საიუველირო ხაზის მთავარი სიმბოლო ჩიტია. სწორედ „ლურჯი ფრინველი~ დაარქვა თავის პირველ ნამუშევარს, რომელიც დღეს მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთია. ყველა ნამუშევარი ერთადერთია და, მოთხოვნის მიუხედავად, არასდროს იმეორებს. "ჩიტი თავისუფლებასთან ასოცირდება და ამიტომ ჩემს ყველა ნამუშევარს ჩიტის სიმბოლო აქვს. ქვებს, რომლებითაც ამ სამკაულებს ვაფორმებ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. ყველა ქვას თავისი ენერგია აქვს, ყოველთვის ვიცი მათი ისტორია და ვცდილობ, რომ თითოეული მათგანი პოზიტიური და დადებითი თვისებების მტარებელი იყოს. ვფიქრობ, რომ ქვების შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ჩემს საქმეში."


M.N Jevellery საქართველოს გარეთ


მარინა ნაცვლიშვილის ნამუშევრების მიმართ უცხოელი მომხმარებლების დაინტერესება დიდია. თბილისის გარდა, მისი ნამუშევრები მოსკოვსა და
ვენაშია წარმოდგენილი. რამდენიმე თვის წინ კი M.N Jewellery-ის უშუალო ორგანიზებით სანკტ-პეტერბურგში, Русские Самоцветы-ში მარინა ნაცვლიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ნაცვლიშვილს წინ ბევრი გეგმა აქვს, უახლოეს თვეებში კიდევ ერთი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. "ამჟამად აქტიურად ვმუშაობ ახალ სამკაულებზე. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი მაღაზია გავხსნა, რომელშიც ძვირფასი ფერადი ქვების, ვერცხლისა და ლამაზი ფიგურების ჯადოსნური სამყარო განთავსდება. მიუხედავად წარმოუდგენელი შრომისა, ჩემთვის ყველაზე რთული არა სამკაულის შექმნის პროცესი, არამედ მასთან განშორებაა. როდესაც ახალ ნივთს ვაკეთებ, ჯერ თავად ვატარებ, ამით თითქოს ვეჩვევი, რომ ის სხვა ადამიანს უნდა გადავსცე. ჩემ მიერ შექმნილ ყველა დეტალში დიდ სიყვარულს, ენერგიას და ფიქრს ვდებ, სწორედ ამიტომ ჩემი ნამუშევრები მთელ ჩემს შინაგან სამყაროს გადმოსცემენ.“















Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2365
TRY
TRY
1
0.5072
USD
USD
1
2.9279
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა