ნეპტუნი, როგორც ცხოვრების სტილი

გაზაფხულიდან მზე უფრო ძლიერად ანათებს, იმატებს ტემპერატურა და მცირდება ტანსაცმლის რაოდენობა. ამ პერიოდს ყველაზე მეტად უხდება სიახლეები: განახლებული გარდერობი, მეტი ნათელი ფერი და სიმსუბუქე, თუმცა მთავარი შინაგანი შეგრძნებებია - თავდაჯერებულობა და სარკის წინ კმაყოფილების განცდა.


საზღვაო სეზონის დადგომამდე განსაკუთრებით აქტუალური ხდება იდეალურ სხეულამდე მისასვლელი სწორი გზის პოვნა - გვჭირდება ეფექტიანი, სასიამოვნო და განსხვავებული მეთოდები, რათა ეს გზა რუტინად და მოსაბეზრებელ საქმიანობად არ გვექცეს. დამეთანხმებით, დატვირთული დღის რეჟიმის დროს დიდი კომფორტია ერთ სივრცეში თავმოყრილი სავარჯიშო პროგრამები, აუზი, მასაჟის კაბინეტი, სოლარიუმი თუ ბუნებრივი ნამზეურის მიღების საშუალება. მოკლედ, ყველაფერი იმისათვის, რომ ზაფხულს თავდაჯერებული, ბედნიერი და, რაც მთავარია, ჯანსაღი სხეულით შევხვდეთ. ასე რომ, "ნეპტუნთან" ერთად ფორმაში ჩადგომის სეზონს გახსნილად ვაცხადებთ!

ეკა დოლიძე, სპორტკომპლექს "ნეპტუნის" დირექტორი

განახლებული "ნეპტუნი" კლუბის წევრებს სთავაზობს ორ საცურაო აუზს, ორ საუნას - ორთქლისას და მშრალს, თანამედროვე ტრენაჟორებით აღჭურვილ სავარჯიშო დარბაზსა და ფიტნესდარბაზს. ჩვენთან ასევე ფუნქციონირებს მასაჟის კაბინეტი, სოლარიუმი და კაფე. ვგეგმავთ სილამაზის სალონის დამატებასაც "ნეპტუნში" სავარჯიშო პროგრამების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია. ჩვენი კლუბის წევრებისთვის ვარჯიშები აბონემენტის ღირებულებაში შედის. გვაქვს თითქმის ყველა ტიპის ვარჯიში: ტაე-ბო, პილატესი, კანგო ჯამფი, ვარჯიში ელასტიკური თოკების საშუალებით (Freestyler supper toning system), ასევე აკვააერობიკა და აკვასპინინგი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან არის წარმოდგენილი.


აკვასპინინგი წყალში ველოსიპედებით ვარჯიშია. ზოგადად, წყალში ვარჯიში ძალიან ეფექტიანია წონაში დასაკლებად, წყლის დახმარებით გაცილებით მეტი კალორია იწვის. მომხმარებლებს ვთავაზობთ სარეაბილიტაციო პაკეტსაც, მათთვის, ვისაც აქვს რაიმე ტრავმა, აწუხებს ვარიკოზული ვენები, ან არ შეუძლია დარბაზში ვარჯიში, აკვასპორტი შესანიშნავი ალტერნატივაა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ვარჯიშისას ზურგიდან და სახსრებიდან იხსნება დატვირთვა, ამიტომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იდეალურია.


წონაში კლებისათვის ასევე ძალიან შედეგიანია კანგოჯამფი - "ჯადოსნური ფეხსაცმლებით" ვარჯიშის დროს 45 წუთში იწვება საშუალოდ 1500 კალორიამდე, ორი ვარჯიშის შემდეგ კი ეფექტი უკვე შესამჩნევია. სატესტო ჯგუფში წონაში კლების საშუალო მაჩვენებელმა 5-7 კილოგრამს მიაღწია.





კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც "ნეპტუნი" სთავაზობს მომხმარებელს, Freestyler supper toning system -  სხვადასხვა სიძლიერის ელასტიკური თოკების წინაღობის საშუალებით სხეულის ყველა კუნთი ერთდროულად ვარჯიშობს. სულ რამდენიმე ვარჯიში და თავად დარწმუნდებით, თუ როგორ იღებს თქვენი სხეული ლამაზ ფორმებს.

ახალი სავარჯიშო პროგრამების შემოტანისას დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ინსტრუქტორების კვალიფიკაციას. ვზრუნავთ, რომ ყველა სიახლეს ისინი პროფესიონალურად მომზადებულნი შეხვდნენ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვაგზავნით საზღვარგარეთ, ან აქ ვიწვევთ უცხოელ ინსტრუქტორებს ტრენინგების ჩასატარებლად. ჩვენს ინსტრუქტორებს აქვთ საერთაშორისო სერტიფიკატები. "ნეპტუნი" ყველა ჩამოთვლილი სავარჯიშო პროგრამის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ბავშვებისთვის ფუნქციონირებს ცურვის შემსწავლელი და სპორტული ჯგუფები, სინქრონული ცურვა და მხატვრული ტანვარჯიში. ვატარებთ სხვადასხვა შეჯიბრსა და ჩემპიონატს, რათა ბავშვებს მეტი სტიმული და ხალისი ჰქონდეთ.

ზაფხულის სეზონისთვის ჩვენი სპორტკომპლექსი სრულ მზადყოფნაშია, სულ მალე ჩვენი სახურავი გაიხსნება და რუჯის სეზონსაც გახსნილად გამოვაცხადებთ. თუ სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კომფორტი თქვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენთან ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი.






Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა