პიანინოს დროა

დროდადრო სოციალურ ქსელში წააწყდებით ფოტოებს, ან ასე პოპულარულ Live- ჩართვებს თქვენთვის თითქოს ძალიან კარგად ნაცნობი ადგილიდან, აკვირდებით დეტალებს და ხვდებით, რომ იქ ჯერ ნამყოფი არ ხართ.

წარწერა ფოტოზე თუ Live-ზე გატყობინებთ, რომ ამ დიდი მხიარულების "პიანინოა". ადგილი ყველამ იცით - სანაპიროზე, იქ, სადაც პარასკევს საღამოდან იწყებენ თავშეყრას ყველაზე მხიარული უქმე დღეების გატარების მსურველები. ეს ტერიტორია უკვე წლებია დედაქალაქის მთავარ გასართობ ზონად ჩამოყალიბდა. "პიანინო" კი აქაურობას სულ რამდენიმე თვეა შეუერთდა.

აქ ნამყოფი ვარ, თან არაერთხელ, თქვენც ნამყოფი ხართ, თუმცა, შემოსვლისთანავე ხვდებით, რომ თითქმის ყველაფერი შეცვლილია. დამატებული მოწითალო-მოიისფრო განათებები აგურის კედლებს მეტ სიმყუდროვესა და სითბოს აძლევს, დიდ დარბაზში განლაგებული მაგიდები გართობის ნებისმიერ მსურველს დააკმაყოფილებს, შეგიძლიათ დიდი 20-კაციანი ჯგუფით მიხვიდეთ, ან იმავე ჯგუფით ცალკე VIP ოთახში განმარტოვდეთ, ან, უბრალოდ, თქვენი შეყვარებული დაპატიჟოთ, მშვიდად დასხდეთ ფანჯარასთან ზემოხსენებული მოწითალო განათების ფონზე და საღამო თქვენია - გინდა სიყვარულში გამოუტყდით, გინდა ცოლობა სთხოვეთ (ან ქმრობა, რატომაც არა?); შეგიძლიათ უახლოესი დაქალი წამოიყვანოთ, სალაპარაკოს რომ მოილევთ, სიმპათიური ბარმენის მიერ მომზადებული ექსკლუზიური კოქტეილების წყალობით საღამოს ბოლოს საცეკვაო მოედანზეც აღმოჩნდებით.


ყველაფერი რომ წესრიგში იყოს და თქვენ გართობა კვირის ნებისმიერ დღეს შეძლოთ, ამას მკაცრად აკონტროლებს გამოცდილი და პროფესიონალი გუნდი, რომელსაც ამ სფეროში ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანი ტატა ავალიშვილი ხელმძღვანელობს. ვიდრე მოსაღამოვდება და აქაურობა სტუმრებით აივსება, ექსკურსიას მშვენიერი მასპინძლები - "პიანინოს" მმართველი მენეჯერი ტატა ავალიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნუკა მარგველაშვილი გვიტარებენ.


- "პიანინო" ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. როდესაც ამ სივრცეში შემოვდგი ფეხი და ეს პროექტი გამაცნეს, მივხვდი, რომ საჩემო საქმე იყო და ცნობილი ფილმის გმირის არ იყოს, ჩემთვის გავიფიქრე - მე ამისგან გავაკეთებ!" - ამბობს გამოცდილი მენეჯერი ტატა ავალიშვილი. გააკეთა. მცირე დანახარჯებით შეცვალა ინტერიერი, კორექტივები შეიტანა მენიუში და განსაზღვრა მთავარი მიმართულება - "პიანინო" არ არის მხოლოდ უქმე დღეების სივრცე, ესაა ადგილი, რომელიც აუცილებლად პირველი გაგახსენდებათ კვირის ნებისმიერ საღამოს დასმულ კითხვაზე - "სადმე ხომ არ წავიდეთ?" რა თქმა უნდა, "პიანინოში".


სახელწოდებაზე ბევრი არ უფიქრიათ. დამფუძნებლების პირველი ბიზნესი ყველასათვის კარგად ნაცნობი "პიანო ბარი" გახლავთ, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლოგიკურად, ლაუნჯის სახელიც "პიანო" უნდა ყოფილიყო, თუმცა "პიანო" სრულად ვერ ასახავდა ახალი სივრცის მუსიკალურ ამბიციებს და სივრცეს "პიანინო" დაერქვა.


- "პიანინო" ყოვლისმომცველი სახელია. იგი, უპირველეს ყოვლისა, მიგანიშნებთ, რომ აქ გემოვნებიან მუსიკას მოისმენთ, მხოლოდ არა ერთი კონკრეტული მიმართულებისას; ჩვენი მიზანია სხვადასხვა გემოვნების სტუმრებისთვის ვიყოთ საინტერესონი. ძალიან გვეამაყება, რომ ამას ვახერხებთ. - დასძენს ტატა.


ლოგიკურად, "პიანინოს" ამბიციური გეგმების გაპიარება ისეთ ადამიანს უნდა ჩაბარებოდა, ვისი ცხოვრებაც მუსიკასთან კავშირშია და ვისთვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობა, პროფესიის გარდა, ერთი სიამოვნებაა. ასეთი ჩვენს ქალაქში ბევრი არ მოიძებნება და, ჩამოთვლას თუ დაიწყებთ, პირველი თუ არა, მეორე მაინც აუცილებლად ნუკა მარგველაშვილი გაგახსენდებათ.


- პროფესიით მსახიობი ვარ, ვმღერი, გამოვდივარ სხვადასხვა მუსიკალურ საღამოზე, პიარის კუთხითაც მცირე, მაგრამ საინტერესო გამოცდილება მაქვს, არაერთი საღამო დამიგეგმავს, ამიტომ `პიანინოს~ გუნდის წევრობა რომ შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. უცებ წარმოვიდგინე, რა საინტერესო საღამოების გამართვა შეგვეძლო აქ. მე და გუნდის სხვა წევრები არცერთ საღამოს არ აღვიქვამთ, როგორც კლუბსა თუ ლაუნჯში დაგეგმილ ერთ მორიგ გართობას, კვირის ყოველი დღე განსაკუთრებული უნდა იყოს და ამაში ძალიან დიდ ენერგიეს ვხარჯავთ. -  გვიყვება ნუკა მარგველაშვილი. როგორც გვეუბნება, კვირა "პიანინოში" სოლო საღამოებით იწყება, შემდეგ კი სცენა ისეთ ჯგუფებს ეთმობათ, როგორებიც არიან `ნიუტონი, , EVENING PROJECT, GOOFY LAND, შაბათობით პიანინოელებისთვის დათო ილურიძის ბენდი უკრავს, კვირადღე კი კონცერტებს ეთმობა.


არც ტატა და არც ნუკა ხაზს არ უსვამენ იმ გარემოებას, რომ "პიანინო" რეალურად ერთადერთი სივრცეა, რომელიც მუსიკალური თვალსაზრისით თბილისში ასეთ მრავალფეროვნებას სთავაზობს სტუმრებს. სტუმართა რაოდენობაც შთამბეჭდავია.


- აქ თავისუფლად თავსდება 200-210 ადამიანი, ოპტიმალური სივრცეა კორპორაციული საღამოებისა და დახურული ღონისძიებებისთვის. სამზარეულო, ძირითადად, ევროპულია, თუმცა, წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, სტუმრებს ქართული კერძებით ვუმასპინძლდებით. - გვიხსნის ტატა ავალიშვილი.


ტატამაც, ნუკამაც და ჩვენც კარგად ვიცით, რომ ერთია დაწყება და მოკლე დროში პოპულარობის მოხვეჭა, ხოლო მეორეა მისი შენარჩუნება. ვეკითხებით, როგორ აპირებენ დამსახურებულად მოპოვებული პოპულარობის შენარჩუნებას?


- პერიოდულად ბევრი რამ უნდა ცვალო. ჩვენს თანამემამულეებს ძალიან მალე ბეზრდებათ ერთფეროვნება, მათ სურთ სტაბილური ხარისხი, მაგრამ მუდამ ელიან რაღაც ახალს; ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ დროულად ვიპოვოთ ეს ახალი და შევცვალოთ. - გვიხსნის გამოცდილი მენეჯერი.


- იმავეს ვიტყოდი მუსიკალური კუთხითაც, ეს ამოუწურავი თემაა და, საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან ბევრი გემოვნებიანი მუსიკოსია. ვფიქრობ, "პიანინოს" წარმატების მიზეზი მრავალფეროვნებაშია, რაც არ უნდა შეიცვალოს. - ამატებს ნუკა მარგველაშვილი.


- წარმატებას ვერ მიაღწევ გუნდის გარეშე. ბევრჯერ გამიგია, რომ ამა თუ იმ ბარის, თუ ლაუნჯის პოპულარობას განსაზღვრავს, მაგალითად, ადგილმდებარეობა. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, თუ სიტუაცია კარგია, ადამიანები მოვლენ ყველგან, ადგილი არაა განმსაზღვრელი. მთავარი გუნდია, რომელიც ერთიანად და შეკრულად მუშაობს იმაზე, რომ იქ მოსულმა სტუმარმა რეალურად კარგი საღამო გაატაროს. - აგრძელებს წარმატების ფორმულის ამოხსნას ტატა, ნუკა კი ამატებს:


- დიახ, კარგი საღამო გაატაროს და ბედნიერმა დატოვოს "პიანინო".


ორშაბათი საღამო ახლოვდება. "პიანინო" უკვე ჩაწიკწიკებულ-გაკრიალებულია, ყველა სკამი ადგილზე, ყველა მაგიდა  -  გასწორებული, შეფმზარეული საღამოს განრიგს გეგმავს, ბარმენი სამუშაო მაგიდაზე ბოლო შტრიხებს ასწორებს, ცოტაც და საღამოს მუსიკალური მასპინძელი მოვა, სცენაზე "საუნდ-ჩექისა" და განათებების გასწორების შემდეგ კი მძიმე ორშაბათი "პიანინოს" სტუმრებისთვის სულ სიმღერ-სიმღერით ჩაივლის!























Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა