Fashion & Architecture

არქიტექტურა ხშირად გამხდარა ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის შთაგონების წყარო. მათ შორის მოდის დიზაინერებისთვის.

რა საერთო აქვს არქიტექტურასა და მოდას? - ხელოვნების ეს ორი სფერო თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ, ამავდროულად, ბევრი საერთო ნიშნის მატარებელია. არქიტექტურა და მოდა გვაძლევს განუმეორებლობის, ინდივიდუალიზმისა და თვითმყოფადობის გამოხატვის საშუალებას. როგორც არქიტექტორისთვის, ასევე მოდის დიზაინერისთვის, საწყის წერტილს ადამიანი წარმოადგენს.

დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ხელოვნების ამ ორი სფეროს ურთიერთკავშირზე, ვიდრე არ ვესტუმრე ნინო ჩუბინიშვილის "ჩუბიკას" მოდის სახლს. იმ პერიოდში ვეძებდი რაღაც განსხვავებულს, ისეთ სამოსს ან აქსესუარს, რომელსაც მასობრივი მოხმარების ხასიათი არ ჰქონდა. და ვიპოვე Secret Garden…

Secret Garden

ჩუბიკას საოცარ სამყაროში როგორც კი შევაბიჯე, თვალი სახელწოდებამ Secret Garden-მა მომჭრა და საინტერესო ასოციაციები აღმიძრა. გავიფიქრე, რომ აქ, ამ სივრცეში საინტერესო რაღაცები დამხვდებოდა. ჩემი მოლოდინები მართლაც გამართლდა და მეც ვიპოვე ჩემი Secret Garden.

დიზაინერი მიიჩნევს, რომ Secret -ს აქვს მაგიური და მისტიკური დანიშნულება, რაც ნაკლებად გაიხსნება საიდუმლო, მით უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება ის საზოგადოებისთვის, რადგან მომხმარებელს ყოველთვის უნდა დაუტოვო საშუალება, შეძლოს და ჩასწვდეს დიზაინერის შემოქმედებით ჩანაფიქრს. დანახვა ხომ ცალკე პროცესის ნაწილია...


არქიტექტურული მოდა


საფრანგეთში მოდის დიზაინის ინსტიტუტში, სადაც ფილოსოფია, მოდა და სემიოლოგია ისწავლებოდა, ჩუბიკას ჰქონდა მოდული, რომელიც ეხებოდა „სხეულს". ამ უკანასკნელზე დაფიქრებისთანავე მიხვდა, რომ ნებისმიერი საგანი, იქნება ეს დიზაინის ობიექტი, სახლი თუ პლანეტა, რაღაც არსით ყველაფერი არის არქიტექტურაც და სხეულიც. ნებისმიერი სხეული შეგიძლია დახატო სიბრტყეზე და შემდეგ აქციო მოცულობად, მის გეომეტრიულობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დიზაინერი მიიჩნევს, რომ არქიტექტურას და მოდას ბევრი ფუნქციური მხარე აქვს. ორივე გვიცავს და უზრუნველგვყოფს "თავშესაფრით". ადამიანის კანი არის პირველი საფარი, მეორე საფარი ტანსაცმელია, ხოლო მესამე - სახლი. ჩუბიკასთვის მოდა არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, რომელსაც ადამიანი მოიხმარს, მოდა მისთვის არის თვითგამოხატვის, ან პირიქით, საკუთარი თავის არგამოხატვის საშუალება.


მკაცრად CHUBIKA

ჩუბიკა არ განეკუთვნება ხელოვანთა იმ ჯგუფს, რომლებიც მკაცრად მიჰყვებიან ტენდენციებს. ეს არც პროტესტია და არც რაიმეზე ხაზგასმა, უბრალოდ, ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა; დიზაინერი მიიჩნევს, რომ თუ მიჰყვები ვიღაცის გაკვალულ იდეებს, შემოქმედებითი აღმოჩენები ნაკლებია. მისი ინტერესია: გაიგოს, ისიამოვნოს და აღმოაჩინოს...


არქიტექტურა - შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო


ძალიან უყვარს და აინტერესებს არქიტექტურა, მისი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება ოჯახმაც განაპირობა. საფრანგეთში სწავლის დროს მასზე ლექტორები ამბობდნენ, რომ მისი სტილი სწორედ არქიტექტურული იყო. მაშინ ვერ აცნობიერებდა, რატომ ფიქრობდნენ ასე, ახლა კი ხვდება, რომ მისი ესკიზები ჰგავდა არქიტექტურას, სკულპტურას.


ჩუბიკა: მათ თავიდანვე დაინახეს ჩემში ის, რასაც მე იმ დროს ვერ ვხვდებოდი, შემდეგ, მოდის დიზაინის გარდა, მართლა გავაკეთე სკულპტურა, სამგანზომილებიანი ობიექტები, სპექტაკლები.


არქიტექტორისა და მოდის დიზაინერის კოლაბორაცია


დიახ, ეს კოლაბორაცია უკვე შედგა მის ცხოვრებაში, ჩუბიკას მეუღლე არქიტექტორია, რომლის პროფესიულ რჩევებსაც ყოველთვის ითვალისწინებს.


არქიტექტურული გარემო და Fashion Showჩუბიკა დიზაინერია, რომელიც გამოირჩევა Fashion Show-ებით და პერფორმანსებით, იქნება ეს ჩრდილების შოუ არტარეას ტესის შენობაში, 98 წელს ბათუმში ცირკის ნანგრევებში ჩვენება თუ სკულპტურების ინსტალაციები სანაპიროზე...


ჩუბიკა: სცენარები მაქვს დაწერილი, რომლის გამოცემასაც ვაპირებ წიგნის სახით, წარმოდგენილი მაქვს სხვადასხვა გარემო, სადაც შეიძლება ჩემი Fashion Showგაიმართოს, თავისი მუსიკით, გამომსვლელებითა და ა.შ. შეიძლება მინისპექტაკლებიც გავაკეთო.


CHUBIKA & Product Design


თავიდან გავაკეთე სამაჯურები და ქამრები, რომლებზეც ადამიანის სახე იყო გამოსახული, ინსპირაცია იყო ტყავის კაბები. შემდეგ იყო ჩანთა, რომლის შექმნის იდეაც ბულეს არქიტექტურამ შთამაგონა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ Product Design საინტერესოა, როდესაც მინიმალიზდება დიდი იდეები. Product Design-ის სახით მინდა ჩემი იდეები ვაქციო მინიარქიტექტურად. შემდეგ იყო შემოთავაზება „რუმსიდან,“ იმ დროს ნინო ანანიაშვილის სპექტაკლსა და გამოფენაზე ვმუშაობდი. „რუმსთან“ ერთად შევქმენი ტყავის სავარძელი და ვაზა.


ქალის ტანსაცმლის კერვა მოძრაობაში გადაადგილების არქიტექტურაა. კაბაში არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მისი კონსტრუქციული სტილი... Pierre Balmain


ჩუბიკა: ძალიან საინტერესო თეზისია, იმიტომ რომ კონსტრუქცია ჰქმნის პლასტიკას. მე მაგალითად როდესაც ვხატავ მაღალი კონცენტრაციით ვაკეთებ საწყის ხაზს და შემდეგ უკვე თავისით იკვრება კონსტრუქცია. პროპორციას რაც შეეხება, ყველას თავისი ინდივიდუალური პროპორციულობის შეგრძნება აქვს. ჩემი დიზიანით შექმნილი კაბის სიგრძე შეიძლება 5 მილიმეტრით მოკლე იყოს, ვიდრე სხვისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ზომიერებისა და პროპორციულობის შეგრძნება მეხმარება გავიაზრო, თუ სად უნდა დავასრულო პროცესი.


რამდენჯერ მიფიქრია არქიტექტურულ შენობაზე, თუ როგორ ოსტატურად აქვს ჩასმული ავტორს დიდ და მასშტაბურ შენობაში მცირე ზომის კარები, ან პირიქით... ვილა ალემშიც, რომლის არქიტექტორი გახლავთ ოლჯიატი, იდეალურადაა მოძებნილი კარების ზომა კონკრეტული შენობისთვის. ნებისმიერ სიტუაციაში, ალბათ, არსებობს პროპორციულობისა და ზომათა თანაფარდობის შეგრძნება, რომელსაც ნამუშევარი თითქმის სრულყოფილებამდე მიჰყავს.


P.შ. სტატიის წერა დავასრულე და გამახსენდა, რომ დაბადების დღეზე ვიყავი წასასვლელი. მარადიული კითხვა - რა ჩავიცვა, რომ კარგად გამოვიყურებოდე - მარტივად გადაიჭრა; მე ხომ ჩუბიკას წითელი სამაჯური მაქვს, გავიკეთებ და... წვეულებაზე აუცილებლად თავდაჯერებულად ვიგრძნობ თავს.












Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა