ჩემი ისტორია მასზე - ლალი კაკაბაძე

ეს იყო ადრე, ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოცქსელური თვალიერების ეპოქა შემოვიდოდა. თქვენთვის კარგად ნაცნობი "ბენდუქიძის აუზი" სულ ახალი გახსნილი იყო.


იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა: სამსახურიდან ერთი საათით გამოქცეულმა ჩემი ჯანსაღი ერთი საათის ათვისება გადავწყვიტე. გასახდელიდან ფიქრებში გართულმა და აუზისკენ მიმავალმა წინ ერთი ქალის სილუეტი შევნიშნე. მკვრივ, გარუჯულ სხეულზე პირსახოცი ჰქონდა მჭიდროდ შემოხვეული, ჩანდა მხოლოდ ზურგი, წვრილი წელი და ზევით აწეული ოდნავ დასველებული მუქი ფერის თმა. არც „ბენდუქიძისა" და არც სხვა თბილისური აუზები ლამაზი ქალების თუ გოგოების ნაკლებობას არ უჩიოდა, მაგრამ წინ მიმავალი სილუეტის მეპატრონე განსაკუთრებული შემთხვევა იყო. რომ გავუსწორდი, სახეზე შევხედე, აუზისკენ ლალი კაკაბაძე მინარნარებდა.

ჰო, მინარნარებდა არაა ზუსტი შესატყვისი, ამ ქალს სიარულის რაღაც თავისი, განსაკუთრებული მანერა აქვს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ისევე როგორც ჩაცმის სტილი თუ საუბარი. ჩემს მოგონებას მასზე "დაუნთაუნში მარჯანიშვილზე" ვუყვები, ეცინება, დარწმუნებული ვარ, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც მასზე ისტორიებს ყვება.





პირველად მისი არსებობის შესახებ როგორ, სად და ვისგან გავიგე, არ მახსოვს. ზოგადად ჩვევა მაქვს, ლამაზი ქალების ისტორიებს ვაგროვებ. არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილია ის თუ არა. პირიქით, ნაკლებად ცნობილი და ეკრანებს მიღმა მცხოვრები საინტერესო ქალების ისტორიები უფრო მხიბლავს. მოვკრავდი ყურს რაიმეს მათ შესახებ და ან ბიბლიოთეკის გადაყვითლებულ ფურცლებზე, ან ნაცნობების მონაყოლით ვიწყებდი ძიებას. ასე ახსენა ერთხელ ვიღაცამ ლალი კაკაბაძე, ერთი ჩვეულებრივი ფრაზით - "შენ რა, არ იცი ლალი კაკაბაძე? მოიცა, არ გინახავს არასდროს?“ და იწყებოდა აღწერა... სად უნდა მენახა და გამეგო, ტვინი საინფორმაციო სიახლეებითა და პოლიტიკური დებატების ორგანიზებით იყო დაკავებული, მაგრამ სახელი და გვარი მაინც ჩამებეჭდა. მერე ნელნელა ვაგროვებდი ამბებს.

გავიგე, რომ 80-იანი წლების საქართველოს სამოდელო სამყაროს ერთერთი გამორჩეული და პოპულარული მოდელი იყო; მოვიძიე იმ პერიოდის გამოცემები ქართულ და რუსულ ენებზე, სადაც სხვა ქართველ მოდელებთან ერთად ვიპოვე ჩემი ინტერესის ობიექტი: მუქი, ლაპლაპა, დავარდნილი თმით, ქვემოთ დახრილი ტუჩებით და ოდნავ შესამჩნევი ღარით წინა კბილებს შორის; ზუსტად ისე, როგორც ორნელა მუტის. ჰგავს, სხვათა შორის, ძალიან, მხოლოდ ორნელასთან შედარებით, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, უფრო იტალიელია.


- გადარებდნენ ორნელას?


- კი, იყო ასეთი შედარებებიც.


- ისე, ძველი მსახიობებიდან პირადად თქვენ ვინ მოგწონდათ?


- ბრიჯიტ ბარდო. - მპასუხობს ლალი. ვიდრე ფოტოსესიას დავგეგმავდით, კაფეში შევხვდით. შეხვედრა აუცილებლად მოითხოვს აღწერას. ვზივარ მარტო და ვსვამ ჩემს საყვარელ კაპუჩინოს. გვერდით, წინ და უკან `იჯდა თბილისი”, თანაც სხვადასხვა თაობის. შემოდის ლალი. აცვია შავები: შარვალი, ტანზე ოდნავ მომდგარი თხელი ქაშმირის ბლუზა, ზევიდან თხელი ლაბადა. თმა აწეული, მაკიაჟი _ ნული. ირგვლივ მყოფნი დაუფარავი ინტერესით უყურებენ, ვინც იცნობს, მომენტალურად დგება და მისკენ მოემართება, ვინც არა _ შორიდან უყურებს და გვერდით მჯდომს უხსნის, რამ გამოიწვია საყოველთაო ინტერესი.


- რა იყო, ეკა, უბერებელ ქალებზე აკეთებ გადაცემას? - მეკითხება ერთერთი.


-გადაცემას არა, ვერა... ჟურნალზე ძლივს დავითანხმე. _ ვპასუხობ.


ერთხელ მქონდა მცდელობა, ტელევიზიაში მომეყვანა. ცნობილ ქართველ მოდელებზე ვაკეთებდი გადაცემას და ლალი კაკაბაძე ერთერთი პირველი იყო, ვინც მირჩიეს. ლალიმ უარი მითხრა.


- არ გიყვართ ტელევიზია ?


- მიყვარს, უბრალოდ ჩემი თავი ტელევიზიაში არ მიყვარს. არც ზედმეტი ყურადღება მიყვარს ჩემ მიმართ. - მპასუხობს ლალი და ისიც კაპუჩინოს უკვეთავს.


ლალიზე ამბავი საბჭოთა საქართველოდან უნდა დავიწყოთ, როცა ერთ ჩვეულებრივ სკოლაში იმდენად არაჩვეულებრივი და გამორჩეული გოგონა სწავლობს, რომ ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მას საკავშირო მასშტაბით შესაკერი სასკოლო ფორმების მოდელად ირჩევენ.


-როგორ? აი, ასე სკოლიდან აგირჩიეს მოდელად და თქვენი პარამეტრების მიხედვით შეკერეს სასკოლო ფორმა?- ვეკითხები ლალის


-კი, ასე პირდაპირ.


მომდევნო წლები მთელი საბჭოთა კავშირის მოსწავლე გოგონები ლალი კაკაბაძის მოდელზე შეკერილი სასკოლო ფორმებით დადიოდნენ. სამოდელო კარიერა დასაწყისშია, მაგრამ წყდება ქორწინებით. ძალიან ადრეულ ასაკში თხოვდება, პირადზე ლალი საერთოდ არ საუბრობს, მით უფრო _ ჟურნალისტებთან, ამიტომ მოკლედ გეტყვით _ სამოდელო ბიზნესს ჩემი რესპონდენტი განქორწინების შემდეგ უბრუნდება. იწყება აქტიური და საინტერესო წლები, პირველი გასვლა საზღვარგარეთ, პირველი ჩვენებები თურქეთსა და სირიაში, დღეს უკვე მიწასთან გასწორებულ დამასკოში, სადაც ჩვენების დროს მოდელებს თურმე წრეზე მდგარი სამხედროები იცავდნენ, პირველი პროფესიული პორტფოლიოები და პირველი ფოტოსესიები გავლენიან საკავშირო თუ საერთაშორისო გამოცემებში. ინდუსტრია იყო მზარდი, მაგრამ საბჭოთა და, შესაბამისად, ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე მოდელების კისერზე გადადიოდა.



- საერთოდ არაფერი არ იყო, ეკა, საერთოდ. თმის შამპუნი "ია”, დეფიციტური კოსმეტიკა, არანაირი ვიზაჟისტები და სტილისტები. ჩვენ თვითონ ვიკეთებდით ძირითადად ყველაფერს, მაკიაჟიდან მხოლოდ ჩვეულებრივი შავი ფანქარი და მორჩა.


- გენატრება ის დრო
?




- როგორ გითხრა, მენატრება და მიყვარს იმდენად, რამდენადაც ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობაა ის დრო, თორემ რეალურად რომ შევხედოთ, არაფერი არ ხდებოდა. ზოგჯერ მიფიქრია, იმ მონაცემებით ოცდამეერთე საუკუნეში რომ გვეცხოვრა, ალბათ, გაცილებით მეტს მივაღწევდით.



იმ მონაცემების იმდროინდელ ფოტოებს ვათვალიერებ. არ მჭირდება `ეროვნულ ბიბლიოთეკაში~ მისვლა, სოციალური ქსელი მიკმაყოფილებს ინტერესს. გვიანი ღამეა. ლალის გვერდზე შევდივარ. დასკანერებული ძველი ფოტოკადრებიდან უფოტოშოპო სილამაზე გიყურებს: ველური, გამომწვევი, სექსუალური. ორი კადრია, ერთგან ლალი მანქანაში ზის, მინი ქვედაბოლოში და მეორე, რომელიღაც სასტუმროს აივანსაა მიყრდნობილი ტანზე მომდგარ სპორტულ შარვალში. ქვევით კომენტარებია - "კარგი რა, ლალი, რას გვერჩი~ და მისთანები... ვერაფერს იტყვი, ადეკვატური მინაწერებია.


- ფორმას როგორ ინარჩუნებ? მახსოვს ძალიან მაგრად ვარჯიშობდი, - ვიხსენებ კიდევ ერთ ისტორიას მასზე. ახალგაზრდა გოგო ყვებოდა, რომელიც ლალისთან ერთად ვარჯიშობდა ერთერთ კლუბში: `ლალი ვარჯიშს რომ იწყებდა, უბრალოდ ვჩერდებოდით, ჯერ ერთი, გვინდოდა, გვეყურებინა, კი არ ვარჯიშობდა, თითქოს რაღაც ცეკვის ელემენტებს ასრულებდა, მეორეც, ვერ ვხვდებოდი, საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია, შეეძლო გადაბმით ორი საათი ევარჯიშა.”


- ახლაც ვვარჯიშობ, ვცურავ, თუმცა ისე ხშირად არა. პერიოდულად. არაფერს არ ვაკეთებ, არც არასდროს მიდიეტია და არც ახლა ვდიეტობ. რაღაც-რაღაცებს ზოგჯერ ვზღუდავ საკვებიდან და სულ ესაა.


დგება ფოტოსესიის დღე. მაინტერესებს, რას ჩაიცვამს, როგორ მოემზადება. მარჯანიშვილის "დაუნთაუნში" დათქმულ დროს მოდის: ხაზგასმით სადად და ნახევრად სპორტულად ჩაცმული, გრძელი გაშლილი თმით, მაკიაჟიდან მხოლოდ ე.წ. `ბაზას~ თანხმდება, იკეთებს შავ სათვალეს, გაივლ-გამოივლის, ჩემი დაჟინებული თხოვნის შედეგად მხოლოდ ორი წუთით ჩახედავს კადრს ფოტოკამერაში და მიდის.


- ერთი კითხვა მაქვს. შესაძლებლობა რომ გქონდეს, რას გააკეთებდი დღეს?


ოდნავ ჩაფიქრდა. მუქი სათვალის მიღმა ვცდილობ გამოვიცნო რას იტყვის. ვფიქრობ ბევრ რამეს: ალბათ, მოისურვებს რამე ლამაზი პატარა კაფეს გახსნას, ან სასტუმროს, ან სულაც ყვავილების მაღაზიის...


- იცი, რას გავაკეთებდი? ავაშენებდი ერთ დიდ ლამაზ სახლს, დავასახლებდი მოხუცებს, რომლებსაც არავინ ჰყავთ და ცხოვრებას გავულამაზებდი...







სითი: ეკა ხოფერია

ფოტო:  LIG Studio

ვიზაჟი:ნინო მართაშვილი

ლოკაცია: DOWNTOWN აღმაშენებელი






Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა