ელდარ შენგელაია: "ცისფერი მთები" არსად არასდროს დამთავრდება...

კოვზირა - ჩემი საყვარელი ფილმით დავიწყოთ, „ცისფერი მთებით“, როდის დამთავრდება, თქვენი აზრით, საქართველოში ეს ამბავი?


ელდარ შენგელაია - „ცისფერი მთები“ არც საქართველოში და არც არსად, არასდროს არ დამთავრდება, ეს არის კაცობრიობის თანმდევი მუდმივი თემა, ერთმანეთის უპატივცემულობის, უდარდელობის, უპასუხისმგებლობის ამბავი. ეს იყო ადრე, არის დღეს და იქნება ხვალაც.


კოვზირა
- ეს ფილმი უფრო საბჭოთა რეალობაა თუ ქართული?


ელდარ შენგელაია
-  მეგონა, რომ საბჭოთა-ქართულია, მაგრამ კანის ფესტივალზე რომ ვიყავი, ფესტივალის დირექტორმა მითხრა, წერილი რომ გავაგზავნო საფრანგეთის კულტურის სამინისტროში, პასუხს ვერ მივიღებ, რა ნაცნობი სიტუაციააო. იგივე გვითხრეს, როცა დელის კიონოფესტივალზე ვაჩვენეთ, გვეგონა, ინდოეთზეა გადაღებულიო. შემდეგ ვენაში წავიღეთ და იქაც გვითხრეს - ეს ფილმი ზუსტად ასახავს იმას, რაც ჩვენთან ხდებაო. ეს მუდმივი თემა და პრობლემაა.


კოვზირა
- თქვენ ხშირად იყენებდით არაპროფესიონალ მსახიობებს, თუნდაც თემიკო ჩირგაძე - ვაჟა ზაზაევიჩი გავიხსენოთ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება ქართულ კინოში, ანუ გამორჩეულად არტისტული ხალხი ვართ?


ელდარ შენგელაია
- ამ კუთხით ნიჭიერი ადამიანები ყველგან არიან, უბრალოდ კარგად და მოთმინებით უნდა ეძებო. თემიკო ჩემი მეგობარი და ძალიან არტისტული ადამიანი იყო, გურამ ლორთქიფანიძეზე, მაგალითად, არც მიფიქრია, რომ აგული ის იქნებოდა, თუმცა რომ დავინახე, მივხვდი - ისაა. ასევე იყო პიპინიაზეც, ვასილ ჩხაიძეს საერთოდ შემთხვევით გადავაწყდით სოფელში და, დამეთანხმებით, შესანიშნავი სახეები შექმნა ქართულ კინოში.


კოვზირა
- ბოლო დროს ხშირად კამათობენ, უნდა აფინანსებდეს თუ არა თეატრს, კინოს, მსახიობებს სახელმწიფო; თქვენ რა აზრის ხართ?


ელდარ შენგელაია
- სახელმწიფო კინოცენტრს აფინანსებს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, „ქართულ ფილმში“ ყოველწლიურად შეკვეთით კეთდებოდა 10 მხატვრული და 10 ანიმაციური ფილმი. გარდა ამისა, ცალკე იყო დაკვეთები დოკუმენტურ ფილმებზე, სადღაც 50 ფილმს იღებდნენ. როცა ამდენს აკეთებ, იქ აუცილებლად გამოერევა ბევრი ცუდი და საშუალო, მაგრამ იქნება კარგიც და ხანდახან შედევრიც. უნდა დაფინანსდეს `კონოსტუდია ქართული ფილმიც”, რომელსაც ძალიან კარგი ბაზა აქვს. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, რომ ბევრი იმუშაონ და შექმნან კარგი ფილმები.


კოვზირა
- თქვენ პოლიტიკაშიც იყავით, რითი ჰგვანან ქართული კინო და პოლიტიკა ერთმანეთს?


ელდარ შენგელაია
- არ მგონია, ჰგავდნენ. პოლიტიკა სულ სხვა საკითხია და, მე რომ მკითხოთ, ძალიან არასასიამოვნო საქმეა. პარლამენტში ყოფნა ჩემთვის არასარასასიამოვნო მოგონებაა, დაუმთავრებელი ჩხუბები და კამათი იყო. ეტყობა, დიდი დრო უნდა, რომ ყველაფერი დალაგდეს.


კოვზირა
- რომელი პოლიტიკოსი იქნებოდა კარგი მსახიობი და პირიქით?




ელდარ შენგელაია
- ქართულ პარლამენტში მსახიობები ბევრნი იყვნენ.


კოვზირა
- ივარგა რომელიმემ?


ელდარ შენგელაია
- მაინცდამაინც ვერა.


კოვზირა
- ბოლოს რომელი ფილმი მოგეწონათ?


ელდარ შენგელაია
- ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, ასევე „გაღმა ნაპირი“ და „სიმინდის კუნძული“.

კოვზირა - საუკეთესო სამი ფილმი, რაც გინახავთ;


ელდარ შენგელაია
- ჩარლი ჩაპლინის „დიდი ციებ-ცხელება“, მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ და მესამე შეიძლება ქართული ვთქვა? „ნატვრის ხე“, თენგიზ აბულაძის.


კოვზირა
- ყველაზე მაგარი რეჟისორი?


ელდარ შენგელაია
- ჩაპლინი. ის იმითაა განსახვავებული და დიდი, რომ რეჟისორთან ერთად იყო სცენარისტი, კომპოზიტორი და მსახიობი, და ყველაფერში გენიალური.


კოვზირა
- ფილმის გადაღების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი რომელია?


ელდარ შენგელაია
- ყველა რგოლი მნიშვნელოვანია და ნებისმიერის ჩავარდნა ეტყობა საბოლოო პროდუქტს. მთავარია, ყველამ მეგობრულად და შეწყობილად იმუშაოს. ჩემს ბოლო ფილმზე მუშაობისას, რომელიც საკმაოდ რთულ გადაღებებს მოიცავდა, ერთი უსიამოვნო ფაქტიც არ მახსოვს, რადგან შეთანხმებულად ვმუშაობდით.


კოვზირა
- რომელი მსახიობი გიგებდათ უსიტყვოდ?


ელდარ შენგელაია
- ცხადია, ეს იყო თემიკო ჩირგაძე და სესილია თაყაიშვილი “ცისფერ მთებში”.


კოვზირა
- ყველაზე უცნაური სადღგერძელო რა მოგისმენიათ?


ელდარ შენგელაია
- მე საერთოდ არ ვარ მოქეიფე კაცი, თუმცა როცა კი სუფრებზე ვყოფილვარ, უცნაური იქ ჩემთვის არაფერი ყოფილა.


კოვზირა
- საბჭოთა დროს სექსის სცენები რომ ყოფილიყო დაშვებული, რომელ ფილმში გამოიყენებდით ეროტიკულ სცენას?


ელდარ შენგელაია
- მე არ გამოვიყენებდი ეროტიკულ სცენას. ვფიქრობ, ეს არაა ესთეტიკური კინოში.


კოვზირა
- თქვენთვის სექსუალური ქალი როგორია?


ელდარ შენგელაია
- მეუხერხულება ამაზე პასუხი. ქალი, პირველ რიგში, არის დედა და მეუღლე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.


კოვზირა
- თქვენ როგორ გაშიფრავდით ფრაზას, რომ სიყვარული არის ვერტიკალური და თან ბრუნვადი?


ელდარ შენგელაია
- ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ამაღლებს ადამიანს და ის შინაგანად ხდება კეთილი.


კოვზირა
- თქვენთვის რა არის სიყვარული?


ელდარ შენგელაია
- სიყვარული არის პატიოსნება და ერთგულება.


კოვზირა
- რა ფერია სიყვარული?


ელდარ შენგელაია
- ალბათ, ცისფერი.


კოვზირა
- და სუნი რისი აქვს?


ელდარ შენგელაია
- ვარდის.


კოვზირა
- თქვენი ღმერთი როგორია?


ელდარ შენგელაია - ღმერთი არის სიყვარული. ამას პატრიარქიც ყოველთვის ამბობს ქადაგებაში. ღმერთი იმასაც კი ითხოვს, რომ მტრებიც გვიყვარდეს.


კოვზირა
- გყვარებიათ მტერი?


ელდარ შენგელაია
- მიპატიებია.


კოვზირა
- ღმერთი როგორი რეჟისორია?


ელდარ შენგელაია
- ღმერთმა შექმნა სამოთხე, თუმცა, საუბედუროდ, ადამიანი უამრავ ცუდ რაღაცას აკეთებს _ დახვრეტები, ომები და ტერორიზმი
არის კაცობრიობის შექმნილი ბოროტება. ღმერთმა ადამიანს მისცა ყველაფერი, რომ წყნარად, სიყვარულში, ჰარმონიაში იცხოვროს, მაგრამ ის ამას არ იყენებს. ალბათ, ადამიანის ბუნებაა ასეთი.


კოვზირა
- ღმერთს რომელ მსახიობს ათამაშებდით?


ელდარ შენგელაია
- ამას ვერ გავბედავდი.


კოვზირა
- სატანას?


ელდარ შენგელაია
- არ ვიცი.


კოვზირა
- რომელი ქართველებით ამაყობთ?


ელდარ შენგელაია
- რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებლით.


კოვზირა
- ვისი ქართველობის გრცხვენიათ?


ელდარ შენგელაია
- ვინც სამშობლოს უღალატა და ასეთი, ვერ წარმოიდგენთ, რამდენია. სამარცხვინოა ეს.


კოვზირა
- სტალინის ძეგლი თუ უნდა იდგეს საქართველოში?



ელდარ შენგელაია
- უნდა იდგეს გორში და თბილისშიც. ვიცი, რომ სტალინის მიმართ არის ძალიან ცუდი განწყობა, თუმცა სიმართლე არის ის, რომ როდესაც სტალინმა რუსეთი ჩაიბარა, ეს იყო სრულიად გაპარტახებული უზარმაზარი ტერიტორია და დაამთავრა იმით, რომ შექმნა უდიდესი სახელმწიფო. სტალინი ძალიან განათლებული ადამიანიც იყო, მან საბჭოთა კავშირში რუსთაველის დღეები ჩაატარა და ყველას გააცნო, თუ რა კულტურული ქვეყნიდანაა. ის კინოსაც ძალიან პატრონობდა, გიორგი სააკაძე მისი მითითებით გადაიღეს.


კოვზირა
- თუმცა მილიონობით ადამიანიც დახვრიტა.


ელდარ შენგელაია
- დიახ, მასში ორი უკიდურესობა იყო გაერთიანებული.


კოვზირა
- სცენარიდან მსახიობებს ხშირად გადაუხვევიათ?


ელდარ შენგელაია
- ძალიან ხშირად ხდება ეს, მუშაობის პროცესში ბევრი რამ იცვლება. მაგალითად, "სამანიშვილში", როცა კირილე მამიდამისთან მიდის, სულ სხვანაირად იყო დაწერილი.


კოვზირა
- როგორ ერთობოდით ახალგაზრდობაში?


ელდარ შენგელაია
- მე სპორტის მოყვარული ვიყავი. ვთამაშობდი ფეხბურთს, ერთხელ 35-ე საფეხბურთო სკოლაშიც მიმიყვანეს, იქ უნდოდათ ჩემი გადაყვანა, მაგრამ დედაჩემმა არ გამიშვა და, მგონი, სწორადაც მოიქცა.


კოვზირა
- ნარკოტიკებთან თუ გქონიათ შეხება?


ელდარ შენგელაია
- არასდროს.


კოვზირა
- უნდა იჭერდნენ ნარკომომხმარებლებს?


ელდარ შენგელაია
- არ ვიცი, მაგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა ამასთან ბრძოლა საჭირო ნამდვილად არის, რომ ადამიანები არ დაიღუპონ.


კოვზირა
- თქვენი ცხოვრების მთავარი ნარკოტიკი რა არის?


ელდარ შენგელაია
- კინო. მეტი არაფერი ვიცი.


კოვზირა
- ვინ იქნებოდით სიამოვნებით მომავალ ცხოვრებაში?


ელდარ შენგელაია
- ისევ კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.


კოვზირა
- ყველაზე მაგარი პროფესიონალი ვინ გახსენდებათ, ვისთანაც ერთად გიმუშავიათ?


ელდარ შენგელაია
-  ასეთები ბევრნი იყვნენ, თუმცა ახლა გამახსენდა ერთი მხატვარი, კუკური, საქმის იდეალურად მცოდნე კაცი; „ცისფერ მთებში“ ბოლო, ნგრევის სცენა მისი გაკეთებულია.


კოვზირა
- თქვენთვის თავისუფლება რა არის, თუ აქვს საზღვრები ?


ელდარ შენგელაია
- აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, თავისუფლება შეზღუდული უნდა იყოს, თორემ მას განადგურება მოჰყვება.


კოვზირა
- პატრიოტიზმი რა არის?


ელდარ შენგელაია
- ამ სიტყვას რაღაცნაირად ვერ ვეგუები, მეჩვენება, რომ ეს არის ერთგვარი ლოზუნგი. შენ შინაგანად უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო და ადამიანები.


კოვზირა
- პროვინციალიზმი როგორ გესმით?


ელდარ შენგელაია
- პროვინციალიზმი არის ადამიანის დაცემა, როცა ის კარგავს თავის ნამუსს და სიყვარულს.


კოვზირა
- საერთოდ, რისთვის ცხოვრობს ადამიანი?


ელდარ შენგელაია
- შრომისთვის. ღმერთმა ის შრომისთვის ექმნა. დღეს საქართველოში უამრავი ადამიანი არ მუშაობს, არა იმიტომ, რომ სამუშაო არ არის, არამედ ეზარებათ. ყველამ რომ ვიმუშაოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ, სულ სხვა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში.


კოვზირა
- ადამიანმა რა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში აუცილებლად და რა არ უნდა გააკეთოს?


ელდარ შენგელაია
- უნდა იშრომოს. უნდა შექმნას ოჯახი და გაზარდოს შვილები. არ უნდა ჩაიდინოს მკვლელობა და ქურდობა.


კოვზირა
- თქვენს ცხოვრებაზე რომელ რეჟისორს გადააღებინებდით ფილმს?


ელდარ შენგელაია
- ვერ გეტყვით, არ ვიცი, ვინ დაინტერესდებოდა ამით.


კოვზირა
- თქვენი ფილმებიდან ფრაზები ყველას უყვარს, ყველამ ზეპირად იცის, თქვენ რომელი ფრაზით დაგვემშვიდობებით?


ელდარ შენგელაია
- სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი, ლამპრედუზო მედუზო!

ფოტო: Lig Studio



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა