#წავედით პიკნიკზე ცეცხლი აინთო - თამაში დაიწყო

ეს წყნეთია, საპიკნიკე ადგილი თბილისის ცენტრიდან ზუსტად 15 წუთის  სავალზე. ადამიანები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ, „სითისა“ და „ბორჯომის“ მეგობრები არიან, რომლებიც ქალაქის სიცხესა და ხმაურს ოჯახებთან ერთად  გამოექცნენ.


ზაფხულის შუა რიცხვების მიუხედავად, უმრავლესობა ჯერ კიდევ ვმუშაობთ. ხშირად ვწუწუნებთ კიდეც, რომ ქალაქგარეთ გასვლას მინიმუმ 2  დღე სჭირდება, ამიტომ ვიდრე შვებულებას ველოდებით, „ბორჯომის“ გუნდმა  ჩვენს დასვენებაზე იფიქრა და ახალი კამპანიაც დაიგეგმა.


ვისაც ქალაქის ხმაურის, სიცხისა და  ერთფეროვნებისგან გაქცევა სურს და თან ამისთვის სულ 3-4 საათი აქვს, ბევრი ფიქრი  აღარ დასჭირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და გართობის მიზნით  ბორჯომი პიკნიკების სერიას იწყებს და დასაგეგმად ვებგვერდსაც გვთავაზობს. თუ დასვენებას ბუნებაში გეგმავთ, შეგიძლიათ, ბორჯომის საიტზე www.picnic.borjomi.com ყველა ის ინფორმაცია და რჩევა მიიღოთ, რომლებიც იდეალური პიკნიკის დასაგეგმადაა  საჭირო.

პორტალი არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც  ხელმისაწვდომია - მთავარია მოპიკნიკეებს ქალაქიდან გასვლამდე ბორჯომის წაღება არ  დაგვავიწყდეს. „სითისთან“ ერთად პიკნიკზე წასვლის  მსურველი იმდენი აღმოჩნდა, დაგეგმვა არ გაგვჭირვებია. შევთანხმდით, რომ სურვილისა  და მონდომების შემთხვევაში, ოჯახთან ერთად ბუნებაში დასასვენებლად ზოგჯერ  ერთი დღეც საკმარისია. ამიტომ სტარტი  ადრიანად ავიღეთ და დღის 11 საათზე  წყნეთის ნაძვნარში შევიკრიბეთ.

ბაჩო ქაჯაია ოჯახთან ერთად პირველი  მოვიდა, მალე სალომე გოგიაშვილი ოთხ შვილთან ერთად შემოგვიერთდა. აღმოჩნდა,  რომ ეს მათთვის პირველი ერთობლივი  პიკნიკი იყო, ისევე როგორც კახა  მიქიაშვილისა და პატარა თინასთვის დღის ბოლოს ყველანი აქტიურ დასვენებაზე  გადავერთეთ. მსაჯობა ირაკლი მაქაცარიამ იკისრა,  ჯერ გუნდები გაანაწილა, შემდეგ კი ბავშვებთან  კონსულტაციით თამაშებიც დაიგეგმა.

- ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო  პიკნიკი „ბორჯომის“ დახმარებით ისეთი გამოგვივიდა,  წამოსვლა არავის გვინდოდა, ამიტომ ახალი პიკნიკის  იდეაც იქვე გაჩნდა. ვიდრე ჩვენ ბორჯომთან ერთად  ახალ ლოკაციას ვეძებთ, წყნეთის ნაძვნარი უკვე  დატესტილია, ამიტომ გირჩევთ თქვენც სცადოთ. #ისიამოვნე ცხოვრებით # წადით პიკნიკზე და ბორჯომის  წაღება არ დაგავიწყდეთ!  ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!

სითი:  მანჩი გაბელია
ფოტო:  LIG სტუდიო

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა