მერაბ ნინიძე - ყველაფერი შეიძლება მოხდეს

1956 წელს რომ ქართული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ კანის კინოფესტივალზე  პრიზით დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, იცოდით?  ალბათ, კინომოყვარულებმა იცოდნენ, მაგრამ ფართო საზოგადოებამ - არა.


თუ მოვიკითხავთ, რა თქმა უნდა, გავიგებთ, ვიკიპედიაშიც დავძებნით, მაგრამ  მას შემდეგ 60 წელი გავიდა. ფილმიც მოძველდა და ამბავიც. და სწორედ ამიტომ  მიგვავიწყდა.

მაშინ კანის კინოფესტივალი 10 წლის იყო, ახლა უკვე 70-ისაა.

შუალედში იყო 80-იანი წლები, როცა ქართული ფილმი ისევ დაუკავშირდა  კანს. „მონანიებამ“ მაშინ ფესტივალზე სრული ფურორი მოახდინა და ჟიურის  სპეციალურ პრიზთან ერთად რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. ნანა ჯორჯაძის  „რობინზონიადა, ან ჩემი ინგლისელი პაპა“ კი „ოქროს ვიდეოკამერით“  დაჯილდოვდა.

მართალია, დიდი შუალედებით, მაგრამ მაინც, საქართველოს სახელი  სხვადასხვა ფორმით მუდმივად ჩანს მსოფლიო კინორუკაზე.

წელსაც ასე მოხდა და კანის კინოფესტივალის ერთი დღე ქართველი მსახიობის - მერაბ ნინიძის სახელმა სრულად მოიცვა.  

ამ სეზონზე საქართველოში მერაბის და წითელი ხალიჩის ამბავი ტოპთემაა.  დღევანდელი დღიდან კიდევ 60 წელი რომ გავა, ალბათ, ეს ისტორიაც მოძველდება, საარქივო მასალებში გადაინაცვლებს და მომავალი თაობა  „მაგდანას ლურჯასავით“ გაგვიხსენებს.

ასეთი პერსპექტივა ცოტა სევდიანია, მაგრამ - რეალური. შელამაზების გარეშე  დანახული მომავალი ზუსტად ისეთია, როგორიც მერაბ ნინიძის ყველა ინტერვიუ  - პირდაპირი და ნამდვილი. 

ასეთი გამოვიდა ეს კონკრეტული სტატიაც - სკაიპით ჩაწერილი დიალოგი,  რომელიც შეიძლება ყოვლისმომცველი არ არის, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად გულწრფელია. გულწრფელი და ნამდვილი, რადგან მერაბ ნინიძის ხასიათს  ყველაზე ზუსტად ეს ორი სიტყვა ასახავს. 

ბევრისთვის ინტერვიუზე მისი დათანხმება, შეიძლება, რთული იყოს.  ბევრისთვის - შეუძლებელიც. მაგრამ თუ ასე მოხდა და მას სასაუბროდ მოიხელთებთ, მერწმუნეთ, რომ საათები შეუმჩნევლად გაივლის. საუბარში დაგათენდებათ, მერე დაგაღამდებათ და, შესაძლოა, მეორედაც დაგათენდეთ. 

ეს ინტერვიუც ზუსტად ამ რეჟიმში ჩაიწერა. მსახიობის დატვირთული განრიგის  გამო, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ჩემი დროც დადგა. სკაიპი ერთ ჩვეულებრივ  საღამოს ჩაირთო. გამორთვის დროს კი ღია ფანჯრიდან ალიონის მაუწყებელი  ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმოდა.




- ბოლო  ერთი  წელია  მუდმივად  გადაღებაზე  ხართ  სხვადასხვა  ქვეყანაში.  სულ  გზაში  გიწევთ  ყოფნა  და,  რაც   მთავარია, ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც მსოფლიოს ნომერ პირველი პრობლემა - ტერორიზმი განსაკუთრებით ახლოს  იგრძნობა. ლონდონის ტერაქტიც კი ერთი დღით აგცდათ; როგორია ევროპაში ცხოვრება ამ რეალობაში, ამ დროებაში?

რეალობა ურთულესია - სისხლიანი ადამიანები, მოჭრილი თავები, გარდაცვლილი ბავშვები. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ  ფოტოებს,  კადრებს  და  ვგრძნობთ,  რომ  ეს  ყველაფერი  დიდ  დეპრესიაში  გვაგდებს.  რაც  არ  უნდა  ვეძებოთ - ვინ არის ამ საქმეში მართალი და ვინ მტყუანი, ფაქტი ერთია - ადამიანები უძლურები ვართ. ბოლო 2  წელიწადში რამდენი ტერაქტი მოხდა და მაინც ვერაფერს ვცვლით. ასეთი უძლურება კი საპირისპიროდ მოქმედებს  და აგრესიულები ვხდებით. აგრესიულები და პასიურად დეპრესიულები. 

ეს განცდა არ მტოვებს ფრენის დროსაც. ბოლო პერიოდში მართლა ზედმეტად ბევრს დავფრინავ. ვერ ვიტყვი,  რომ  შიში  დამჩემდა,  მაგრამ  გამიჩნდა  შიშზე  უარესი  შეგრძნება  _  შეგუება  იმასთან,  რომ  ყველაფერი  შეიძლება   მოხდეს. როდესაც აეროპორტში შევდივარ, ხალხს ვაკვირდები, თვითმფრინავში ავდივარ, ჩემს ტვინში ქვეცნობიერად  მუშაობს შრე, რომელიც ადამიანებს სხვანაირად უყურებს, ეჭვით, მოლოდინით. ასეთ დროს სულ მიშა თუმანიშვილი  მახსენდება, რომელსაც ისე ეშინოდა ფრენის, რომ არასდროს ჯდებოდა თვითმფრინავში.


მე კი იძულებული ვარ, მგზავრობისას მუდმივად ვეცადო ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, ყურსასმენებში  მუსიკას ვუსმინო, რათა თუ აფეთქება გარდაუვალი გახდა, მირჩევნია ეს ყველაფერი შეგუებით და უმტკივნეულოდ  მოხდეს, ისე, რომ ბომბის ხმაც კი ვერ გავიგო.


- თქვენს ბოლო ფილმში „იუპიტერის მთვარე“ მთავარი საკითხი სწორედ ტერორიზმი და სირიელი ლტოლვილები  არიან; გამოდის, რომ ძალიან ახლო შეხება გქონდათ ამ საკითხთან. 


ყოველთვის ვცდილობ რეალობას ისე შევხედო, როგორიც არის. არ მიყვარს წუწუნი, ცუდ ხასიათზე დიდხანს ყოფნა,  მაგრამ ამ ფილმზე მუშაობის დროს სულ სხვანაირად დავინახე და შევეხე ტერორიზმის საკითხს. საბოლოოდ კი ამაყი ვარ, რადგან „იუპიტერის მთვარემ“ გამოხატვის მეტი საშუალება მომცა. ამდენი ტრაგედია ფიზიკურად მოქმედებს ჩვენზე და  გვჭამს. ვხდებით უფრო ნეგატიურები და ყველაფერს დავცინით: სიკვდილს, ღმერთს, ტრაგედიას, მორწმუნეებს, ეკლესიას,  ორიენტაციას. დავცინით და ამ „პოზაში“ ვხედავთ გადარჩენას. ჩვენმა ფილმმა კი მაყურებელს მისცა საშუალება სხვა რაკურსით დაგვენახა, თუ სად არის გადარჩენა.

- ფილმში არის ერთი საკვანძო სცენა, როცა მეტროს გვირაბში გარბიხართ, ერთ ლტოლვილს მისდევთ, მეორე  სირიელი კი თქვენ წინ გარბის, მეტროს ვაგონში ბომბი შეაქვს და აფეთქებს...

ეს არის შიზოფრენიული განცდა; სრული სიგიჟეა, როცა ასახიერებ სცენას, რომელსაც ხან გაზეთში კითხულობ  და ხან ტელევიზიით ხედავ

შიზოფრენია
ერთ ოთახში

მაყურებელს მერაბ ნინიძის  ნახვა ორ ახალ ქართულ  ფილმში შეუძლია; რეზო  გიგინეიშვილის „მძევლები“ უკვე გამოვიდა ეკრანზე და  მერაბ ნინიძემ ფილმში გეგა კობახიძის მამა, მიხეილ კობახიძე  განასახიერა. ბერლინში, ფილმის  პრემიერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბმა აღნიშნა, რომ ამ როლზე მუშაობა მისთვის ერთერთი ყველაზე  ემოციური და საკრალური განცდა იყო - გეგას ისტორიასთან ასეთი ახლო შეხება 30 წლის შემდეგ, „მონანიების“ შემდეგ, თორნიკეს  როლის შემდეგ, რომელიც  სწორედ გეგას დახვრეტის გამო  დაუკავშირდა მერაბ ნინიძის სახელს. 

მეორე ფილმია „ჩემი ბედნიერი  ოჯახი“. ნანა ექვთიმიშვილის და  სიმონ გროსის ბოლო ნამუშევარი, რომელიც ჯერ თბილისში არავის  უნახავს.  

25-წლიანი ემიგრაციის გამო მსახიობი ქართულ ფილმებში პერიოდულად ჩნდებოდა, ძირითადად კი ევროპელ და რუს რეჟისორებთან თანამშრომლობდა. ახალი თაობის ხალხმა ისიც კი დაწერა, „მონანიება“ აღარ გვახსოვს და მერაბ ნინიძე ის მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნოო... ერთ წელიწადში შექმნილი ორი რადიკალურად განსხვავებული როლით კი მსახიობი ქართული კინოს ახალ ტალღას უბრუნდება.

ჰო,  ვიცი  ეს  სტატია.  სოციალურ  ქსელში  ვნახე,  მაგრამ  მგონია,  რომ  ამაში  ცუდი  არაფერია.  ალბათ,  მართლა   არსებობს  ხალხი, რომელმაც პირველად ამ სერიალში მნახა. შეიძლება ისეთი ხალხიც არსებობს, ვინც აქამდე კანის კინოფესტივალი არ იცოდა და ჩემი გამოჩენით გაიგო...

აქ მთავარი სხვა რამეა - მე ამ სერიალის ფანი რომ არ ვყოფილიყავი, არც დავთანხმდებოდი მასში მონაწილეობას.  პირველივე სერიებიდან ინტერნეტით ვუყურებ „ჩემი ცოლის დაქალებს“, მომწონს და სწორედ ამიტომ დავთანხმდი ილოს როლს. ძალიან დიდ პატივს ვცემ სერიალის სცენარისტს, ქეთი დევდარიანს, მის ნიჭს და ძალიან მიხარია, რომ ამ სერიებზე მუშაობის დროს საშუალება მომეცა შემოქმედებით ატმოსფეროში პირადად გამეცნო ქეთი.

„მონანიებიდან“  და  თორნიკეს  როლიდან  მართლა  დიდი  დრო  გავიდა.  ახლა  სხვა  ეპოქაა  და  მიხარია,  რომ  ორი  ახალი ფილმით ვბრუნდები ქართულ კინოეკრანზე. 

რამდენიმე თვის წინ ბერლინში, „მძევლების“ პრემიერაზე, მე და დარეჯან ხარშილაძეც ზუსტად ამას ვამბობდით:

- რა სასიამოვნოა, როცა ვხედავთ, რამდენ რამეს მოვესწარით, ქართული კინოს რამდენი აღმასვლა და დაღმასვლა  გადავიარეთ,  რამდენი  გაჩერებული  წელიწადი  თუ  ახალი  ტალღა...  და  ახლა  უკვე  ბერლინში  ისევ  ერთად  ვართ   პრემიერაზე, ძველი პარტნიორები ისევ ვხვდებით ერთმანეთს ქართული ფილმების გარდა, ერთმანეთს.


- ქართული ფილმების გარდა ერთმანეთს
დაემთხვა სხვა როლებიც. გასულ წელს პარალელურ რეჟიმში მუშაობდით  „იუპიტერის მთვარეზე“, ავსტრიულ „ლუი ანდრეას სალომეზე“, ბიბისის სერიალზე; როგორია ამდენ პერსონაჟთან ერთად ცხოვრება?


სრული შიზოფრენიაა. ვიყო ერთ ოთახში და ჩემ ირგვლივ არსებობდნენ: სოსო, გაბორი, კარლი, ვადიმი, ჩემი  პერსონაჟები. ძალიან რთულია, წარმოუდგენელიც კი.


თბილისიდან
- თბილისამდე


საქართველოში მე უფრო მეტი რამ მიზიდავს, ვიდრე მანერვიულებს. ეს შეიძლება ნოსტალგიის ბრალიცაა,  რადგან ბევრი რამ მენატრება და მაკლია. ჩემი გადმოსახედიდან იგრძნობა, რომ მანდ სიცოცხლე უფრო  საინტერესო და მჩქეფარეა, ვიდრე ევროპაში. ამიტომ ვცდილობ, თბილისში მიმდინარე მოვლენებს პოზიტიურად  ვუყურო. ეს დამოკიდებულება არ ეხება პოლიტიკურ პარტიებს და მთავრობებს. მე ვგულისხმობ იმ მნიშვნელოვან  ძვრებს, რომლებიც ქართველი ახალგაზრდების წყალობით სხვადასხვა სახელოვნებო წრეში იბადება.

ვხედავ მეორე, ბნელ მხარესაც - უსაზღვროდ ბევრ მანქანას ქალაქში, ქალაქის დაგეგმარებას და შენობებს, რომლებიც ისე შენდება და ისე გამოიყურება, რომ ვხედავთ და ვხვდებით - ასეთ ფონზე ყველაფერი განწირულია. აქ ხომ არავის ესმის ადამიანის ხმა.

სოციალური ქსელისა და ტელევიზიის საშუალებით მუდმივად ვეცნობი თბილისურ ამბებს, ვატყობ, რომ ბევრ საკითხში ჩვენი რეალობა მოჩვენებითია: პოლიტიკური პარტიები ვერ მართავენ ქვეყანას დიდი ქვეყნების მითითებების გარეშე. თითქოს დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. თითქოს ჩვენი  ეკონომიკა განვითარდა, მაგრამ რეალურად ასე არ მოხდა. ყველაფერთან ერთად ახლა უკვე მონარქიაშიც  ვბრუნდებით და, ალბათ, ესეც საინტერესოა. აი, ასეთი სურათია. პრობლემაც ბევრია და წინსვლაც, მაგრამ ერთი  რამ ფაქტია - როგორც არ უნდა მიყვარდეს თბილისი, ქალაქში უკვე ისეთი ვითარებაა, რომ მე, ჩემი ფიზიკური მდგომარეობით, ვხვდები, მანდ ვეღარ ვიცხოვრებ.

- რატომ?

ჰაერს ვერ ვსუნთქავ. დაკვირვებული ვარ, ყოველ ჩამოსვლაზე მაქსიმუმ სამ კვირას ვძლებ და მერე უკვე ცუდად  ვხდები.  შეუძლებელია  ცხოვრება  იმ  მანქანების  გამონაბოლქვში,  რომლებსაც  დასავლეთ  ევროპაში  ლიცენზიის  მოპოვებაც  არ  შეუძლია.  ამიტომ,  იმედი  მაქვს,  რომ  ამ  პრობლემასაც  ეშველება  ოდესმე,  იქნებ,  ევროკავშირიც   გვეღირსოს და მწყობრიდან გამოსული მანქანებიც აიკრძალოს.

ვიდრე თბილისში ტროტუარიდან მანქანა არ ჩამოვა, მანამდე ბევრი კარგი რამ არ მოხდება ჩვენს ქალაქში. ასე  რომ, გაათავისუფლეთ ფეხით სავალი ადგილები, დარგეთ მეტი ხე, აღარ მოჭრათ ის, რაც გადარჩა, ჩვენი ქვეყანაც  გაბრწყინდება და მეც ჩამოვალ.

მე




- პირველად ქართული კინოს ისტორიაში  ქართველი მსახიობი ოქროს პალმის რტოს მოგების რეალური კანდიდატი გახდა.

ვიდექი წითელ ხალიჩაზე და თავი თეატრში მეგონა. ხალიჩა სცენასავითაა, იძულებული ხარ, რომ ჩაიარო, უამრავი თვალი გიყურებს, გაკ-ვირდება, მოგდევს, ფოტოგრაფები შენს სახელს ყვირიან. შემდეგ იყო დარბაზი. ვღელავდი და ეს  ბუნებრივიცაა. პირველად უნდა მენახა ფილმი ამ  მასშტაბის დარბაზში, მსოფლიოს უამრავი ქვეყნი- დან ჩამოსულ რეჟისორებთან და მსახიობებთან  ერთად. გადაღებების შემდეგ არცერთი სცენა, არცერთი დამონტაჟებული ვერსია არ მქონდა  ნანახი. არ ვიცოდი, საერთო ჯამში რა გამოვიდა...

ფილმის ჩვენების შემდეგ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ფეხზე ვიდექით, მაყურებელიც ფეხზე იდგა და ტაში არ  წყდებოდა. ძალიან სასიამოვნო იყო ეს შეგრძნება. ბედნიერებაა, როცა ასეთ კადრებს საკუთარი თვალით უყურებ და  ხვდები, რომ ყველაფერი შენ გარშემო ბრუნავს. სასიამოვნოა და თან სტრესული. ერთი მხრივ, გიხარია, მეორე მხრივ  კი, დოღზე გგონია თავი, დოღის მონაწილე ხარ და ყველა გაკვირდება - რომელი ცხენი უფრო სწრაფად გაირბენს.

- რას ნიშნავდა მაისური ქართული წარწერით - „მე“?

მინდოდა, რომ თეთრი ჩამეცვა და ის შემხვდა, რაც გასარეცხ ტანსაცმელს გადაურჩა.

არ ვიცი, ვინ როგორ მიიღო ჩემი წარწერა - „მე“. ხანდახან კარგია, როდესაც სპონტანურად ვაკეთებთ რაღაცებს  და მერე ჩვენს ქმედებას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ამ მაისურმა ჩემი ქვეყნის მოსახლეობაში პატრიოტული  გრძნობები გააჩინა, იყოს ასე, კანში ყოფნისას სხვა ფორმით მე არ მქონია საშუალება ჩემი ქართველობის შესახებ მესაუბრა და დაე, ამ მაისურმა გააკეთოს ეს ეროვნული საქმე.

თუმცა ყოველთვის ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ხანდახან დგება მომენტები, როცა ამ მასშტაბის პლატფორმა,  როგორიცაა საერთაშორისო კინოფესტივალი, ტრიბუნად უნდა გამოიყენო. 

ასეთი  იყო  ჩემი  პოზიცია  2008  წელს  ვენეციის  კინოფესტივალზე,  მაშინ,  როცა  ჩვენთან  აგვისტოს  ომი   ახალდამთავრებული იყო, მე კი 2 სექტემბერს ფესტივალზე რუსულ ფილმს, ალექსეი გერმანის „ქაღალდის ჯარისკაცს“  წარვადგენდი. მაშინ მართლა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი.

პრესკონფერენციაზე შესვლის წინ ვიფიქრე, ისე ვილაპარაკებ ინგლისურად, როგორც გამომივა, რუსულად არცერთ  სიტყვას  არ  ვიტყვი-მეთქი.  ამით  ვსაზღვრავდი  ჩემს  პოზიციას  -  თუ  სად  ვიდექი  და  სად  ვემიჯნებოდი  რუსეთს.   

ფოტოსესია დაიწყო თუ არა, ჟურნალისტების დიდი ტალღა დაიძრა, დაიწყო შეძახილები, შეკითხვები: „ქართველი და  რუსი“, „თქვით რამე“, „თქვით რაიმე ამ ომზე“. ამ ხმაურმა ძალიან დამაბნია, მივხვდი, რომ ჯოჯოხეთურ სიტუაციაში  ვარ, ირგვლივ მესმის გუგუნი და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მოულოდნელად მოვტრიალდი ჩემი პარტნიორისკენ - ჩულპან ხამატოვასკენ და ვაკოცე. სხვას, უკეთესს და უფრო ნამდვილს, ალბათ, ვერაფერს გავაკეთებდი...


-
რუსეთის საკითხი ახლა თავიდან წამოიჭრა, როცა გაირკვა, რომ „ბიბისის“ სერიალში რუსი განგსტერის როლს თამაშობთ.


უნდა გავმიჯნოთ მთავარი - თუ ფილმი ემსახურება რაიმე სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას, ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია მე მასში მონაწილეობა მივიღო. არ არსებობს შანსი, რომ დავთანხმდე სცენარს, რომელშიც იკითხება  რაიმე პრორუსული, პუტინისტური და თუნდაც ნებისმიერი ქვეყნის იდეოლოგია, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის საზიანო  იქნება. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიმეორებ - არასდროს ვითამაშებ სტალინის როლს. რაც არ უნდა საინტერესოდ  შემომთავაზონ და ვინც არ უნდა შემომთავაზოს. არაერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა და უარი ვთქვი. სტალინის  როლს, ალბათ, მაშინ ვითამაშებ, თუ მის შესახებ მიუზიკლს გადაიღებენ.

- როდის ჩამოხვალთ?

ბათუმის კინოფესტივალმა მიმიწვია „იუპიტერის მთვარის“ ქართული პრემიერით. ასევე, კარგა ხანია მე და ლევან  წულაძეს „ძია ვანიას“ დადგმა გვინდა თეატრში. უკვე ერთი წელია ამ თემაზე ვმუშაობთ და მინდა, რომ 2017 წელს  მოვასწროთ.

- და ბოლოს, ამდენი ამბის, წარმატების, მოგონებების, სირთულეებისა და განვლილი  50 წლის შემდეგ, რას ფიქრობთ, რა არის მთავარი?

მთავარია, არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების წინაშე და ბოლომდე დავიხარჯოთ იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებთ.

სითი: მარიკა ბაკურაძე

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა