საიდუმლო გეგმა: "სამი კვირა ზღვამდე“

როგორც იქნა, ზაფხულის ცხელი დღეები დადგა!

ტრადიციული შვებულებების სეზონმა ყოველდღიური „სახლი-სამსახურის“ ფიქრებიდან გადაგრთო და ბილეთების დაჯავშნის ეტაპამდე მიგიყვანა.


შემდეგი ეტაპია საზღვაო ფერად-ფერადი ტანსაცმელი, შლაპა, საცურაო კოსტიუმი და ა.შ.


მაგრამ... გადახედე ამ ყველაფერს და მიხვდი, რომ ბუნების საოცარი სილამაზის ფონზე ფოტოები `მე და ზღვა“ კარგ ხასიათზე ვერ დაგაყენებდა. ამ კოხტა ჰაეროვან ფერადოვნებაში დისონანსს ქმნიდა დამრგვალებული მუცელი, რატომღაც ზემოთ ამოწეული თეძოები, მოშვებული მკლავები და ის რაღაც უფორმო ნაწილი, რომელმაც ეს ლამაზი თეთრი შარვალი უნდა შეავსოს.


თვალები ჩაქრა...


მხრებში მოხრილი გამალებული ფიქრობ, სად არის ის უკაცრიელი ადგილი, სადაც შეიძლება უცხო „კირკიტა“ თვალების გარეშე მშვიდად დაისვენო (დასვენება ხომ მაინც გჭირდება).


ნუ ღელავ!


მარტო არ ხარ, ეს ბევრი ქალის ტრადიციული შვებულებისწინა განცდებია.

მინდა დაგამშვიდო, რომ არსებობს საიდუმლო გეგმა: „სამი კვირა ზღვამდე“.

მთავარია, რომ მიზანი უკვე არსებობს და იწყება „ტონუსდღეები“: ვხედავთ მიზანს, მივდივართ მისკენ, ჩვენი ორგანიზმი ივსება ენერგიით, ეს ენერგია გამოყოფს ადრენალინს, რომელიც შლის ცხიმებს. ამ მარტივ სქემას კი სჭირდება პოზიტიური განწყობა, მეტი მოძრაობა და ნაკლები კალორიები.

მოხდენილი ტანადობის საიდუმლო დიდი ხანია ცნობილია. ზედმეტ წონასთან უთანასწორო ბრძოლაში მთავარია სწორი კვება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, სპორტი და ნებისყოფა... და კიდევ ნებისყოფა... და კიდევ ერთხელ ნებისყოფა!


დავიწყოთ ფსიქოლოგიური კორექციით:


მუდმივი სტრესი და განცდები არა მარტო ჩვენს განწყობაზე, არამედ ჯანმრთელობასა და სხეულის ესთეტიკაზეც ახდენს გავლენას. სტრესი გამოყოფს ჰორმონ კორტიზოლს, რომელიც გროვდება მუცლის მიდამოებში და აგროვებს ზედმეტ ცხიმს.

ამიტომ, პირველ რიგში, გამოეთიშე ამ ნეგატიურ გრძნობებს და მიმართე ფსიქიკა და წარმოსახვა მზიანი პლაჟისკენ.

ამაში ძალიან დაგეხმარება ე.წ. ვიზუალიზაციის მეთოდი. დაკიდე ლამაზი საცურაო კოსტიუმი გამოსაჩენ ადგილას, რომ ხშირად შეხედო და წარმოიდგინო საკუთარი ჰაეროვანი და მსუბუქი მოძრაობა ზღვის სანაპიროზე. ეს პოზიტიური ოცნებები იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს და შემოქმედებით წვას და... მთელი ორგანიზმი იწყებს ბრძოლას.


ჩამოკიდე? წარმოიდგინე?


ახლა გადი გარეთ, დაარტყი ერთი წრე უბანს და იცოდე, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი იმ ფიზიკური აქტივობისა, რომელიც აუცილებელია წარმოსახვითი დეფილეს რეალობად გადაქცევისათვის.

აი, დაბრუნდი სახლში ენერგიული, აქტიური, გაუღიმე ოცნებას (ანუ, ჯერჯერობით, საცურაო კოსტიუმს), შემდეგ კი გადი სამზარეულოში, დაგეგმე კვების რეჟიმი და ჩამოწერე საჭირო პროდუქტების სია. ამ ჩანაწერს შეგიძლია დაარქვა „კვების დღიური“:

განვიხილოთ კვება რამდენიმე ეტაპად:

- ჭამის რეჟიმი: დღე-ღამეში 6-8 საათი კვება და 16-18 დასვენება. ბოლო კვება არ უნდა იყოს 20:00-ის შემდეგ.


სწორი კვება:


მხოლოდ ჭამის აკრძალვა, მოთმენა და მშიერი თვალებით გემრიელი კერძის გაცილება არ გიშველის. ფიზიოლოგიური მუშაობისთვის ორგანიზმს სჭირდება ვიტამინები და მინერალები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ საკვებიდან. ამ საჭირო ელემენტების უკმარისობაზე ორგანიზმის რეაქციაა საპასუხო დარტყმები ჯანმრთელობის მიმართულებით, რაც ხშირად გამოიხატება დეპრესიით და ქრონიკული დაღლილობის სინდრომით.

ეს რომ არ მოხდეს, პირველ რიგში, უნდა მოვერიოთ „ბევრი ჭამის“ ჩვევას. ნელ-ნელა შეამცირე ულუფები და გაზარდე სიხშირე. ჭამე 4-5-ჯერ დღეში მცირე ულუფებით. ამით კუჭის მოცულობაც შემცირდება და მეტი კალორიებიც დაიხარჯება.


ვერ ებრძვი მადას?


მიაწოდე ორგანიზმს სრულფასოვანი საკვები და ის ნაკლებად შეგებრძოლება; ესაა ნედლი ბოსტნეული, თევზი, ქათამი, რძემჟავა პროდუქტები, კენკრა, წიწიბურა, ბრინჯი.

ძნელია შიმშილთან ბრძოლა, მაგრამ მისი „მოტყუება“ შესაძლებელია!

ებრძოლეთ მადას სასარგებლო ბალახების, ზეთების, წვენების დახმარებით.


აი, რამდენიმე რეცეპტიც:


დილით უზმოზე დალიე 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი, მას გამოჰყავს ზედმეტი სითხე, ტოქსინები, წმენდს სისხლს და ნაწლავებს ეხმარება კალციუმის შეწოვაში.

ამ პერიოდში დალიე დღეში 2-3 ჭიქა მწვანე ჩაი. ის კარგი ანტიოქსიდანტია, გამოჰყავს ტოქსინები და გვაძლევს ენერგიას. სიცხეში კარგია ასევე კარკადეს ჩაი.

მოამზადე `სასის წყალი“ დიეტოლოგ სინტია სასის რეცეპტით. ეს წმენდს ორგანიზმს და ეხმარება გახდომაში:

1 ლიმონი, 1 კიტრი, 10 ღერი პიტნა, 1 ჩ.კ. ახალგახეხილი კოჭა, 2 ლ წყალი;

დაჭერი თხლად ლიმონი (კანიანად) და კიტრი (კანგაცლილი), ჩააჭერი პიტნა, ჩააყარე გახეხილი კოჭა, დაასხი წყალი და შედგი საღამოს მაცივარში 10 საათით. მეორე დღეს მიირთვი.

ასევე არსებობს მადის დასაქვეითებელი და მეტაბოლიზმის ასაჩქარებელი სანელებლები: დარიჩინი, კურკუმა, კოჭა, ბაზილიკი, რეჰანი, ქინძი, დაფნა. მიეჩვიე მათ გამოყენებას საკვებში.


სითხე - 2 ლიტრი დღეში!


ცხიმების დაშლა ხდება მხოლოდ წყლის მოლეკულების დახმარებით. მხოლოდ წყალს გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები. წყალი ქმნის კუჭში მოცულობით ეფექტს და ეს საკვების ნდომას ამცირებს. ხშირად, როცა გვგონია, რომ გვშია, ორგანიზმს სწყურია. ამიტომ ჭამამდე 20 წუთით ადრე 1 ჭიქა სითხის მიღება ამცირებს საკვების ულუფას. დილით უზმოზე ჭიქა წყალი აღადგენს ორგანიზმს, ძილის წინ კი ხსნის დაღლილობას და გვეხმარება ჯანმრთელ ძილში. წყალს გადააქვს ინფორმაცია, ამიტომ შეეცადე, წყლის სმისას იფიქრო ამ ყველაფერზე და ეფექტი ორმაგი იქნება.


განტვირთვის დღეები:


სწრაფი კლების დროს სასურველია კვირაში 1-2-ჯერ მოაწყო განტვირთვის დღეები. შესაძლებელია მარწყვით, კიტრით, ვაშლით, კეფირით... რომელიმე ამ პროდუქტს მიირთმევ მთელი დღის განმავლობაში 2 ლიტრ სითხესთან ერთად.

ძალიან „გემრიელი“ სეზონური განტვირთვაა, თუ 300-400 გრამ ალუბალს დააბლენდერებ კეფირთან ერთად (0,5-1ლ) და მიირთმევ მთელი დღის განმავლობაში. მეორე დღეს კი შეგიძლია კეფირი და გარგარი დააბლენდერო.

და, რა თქმა უნდა, სპეციალური დიეტები, რომლებიც დაგეხმარება წონის კლებაში:


გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


ცილოვან-ნახშირწყლოვანი დიეტა:

ეს დიეტა შედგება სეზონური პროდუქტებისგან და დატვირთულია ვიტამინებით, ასევე დაბალკალორიულია. აქ ცილები და ნახშირწყლები მიიღება ცალცალკე, ამიტომ, სასურველია, თანმიმდევრობა არ დაარღვიო. ჭამა 6-ჯერადია.

1 კვერცხი, 1 კიტრი;

200 გრ ალუბალი (ან მარწყვი, ან ალუჩა);

100 გრ 0%იანი ხაჭო (შეიძლება აურიო ცოტა 1%-იანი კეფირი, მშრალი რომ არ იყოს);

კიტრი, პომიდორი, მწვანე სალათი ლიმონის წვენით;

100 გრ ხაჭო;

200 გრ ალუბალი (ან მარწყვი, ან ალუჩა);

დიეტა თევზით:

400 გრ ორაგულის ფილე;

2 სტაფილო;

2 დიდი პომიდორი;

უმარილოდ მოვხარშოთ ორაგულის ფილე, დავჭრათ სტაფილოსთან და პომიდორთან ერთად, მოვასხათ ლიმონის წვენი, გავყოთ 4 ნაწილად და მივირთვათ მთელი დღის განმავლობაში. ამ დიეტის დროს, სასურველია, მწვანე ჩაი და წყალი მივირთვათ ლიმონის წვენის ჩამატებით.


ცილოვანი დიეტა:


კვება 4-ჯერადია.

1 კვერცხი, 1 კიტრი;

100 გრ 0%-იანი ხაჭო ცოტა კეფირით;

1 კვერცხი, 1 კიტრი;

150 გრ მოხარშულ, წვრილად დაქუცმაცებულ ქათმის ფილეს ჩავაჭრათ კიტრი და ავურიოთ კეფირით (1%-იანი);

კიტრი იხმარება მხოლოდ კანგაცლილი.

ეს დიეტა განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვს. ყაბზობის დროს ის რეკომენდებული არ არის. ამ შემთხვევაში კვერცხი შეცვალეთ ბოსტნეულით.

ახლა კი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც ბევრად უფრო სწრაფად გახდები და ცელულიტ-შეშუპება-ფორმების შესწორებასა და ზედმეტი კანის მოჭიმვასაც ეშველება.

ესაა დღეგამოშვებითი ვიზიტები სხეულის საკორექციო ცენტრში. აქ დიეტებსაც უფრო ინდივიდუალურად მოგარგებენ, მასაჟები და აპარატული პროცედურები კი თქვენი მცირეხნიანი გეგმის განხორციელების სრულ გარანტიას იძლევა. ამავე დროს სისხლის მიმოქცევა და კანის სტრუქტურაც აღდგება და ჯანმრთელობა-სილამაზე ერთად გექნება აღდგენილი. თუ ძალიან ზარმაცი ხარ, არსებობს აპარატული მიოსტიმულაცია _ წევხარ საწოლზე და აპარატი კუნთებს აქტიური ვარჯიშების გარეშე ამკვრივებს. აქვე შეგიძლია ბოლოს სკრაბის პროცედურაც ჩაიტარო, რომ რუჯი უფრო თანაბრად და ლამაზად მოგეკიდოს.




და ბოლოს, ვარჯიშები!


სწრაფი სიარული (ყველაზე ხელმისაწვდომი და ადვილი ვარჯიში), სირბილი, ფიტნესი, აკვააერობიკა, ცეკვა, ცურვა _ ეს ყველაფერი კუნთებსაც მოიყვანს ტონუსში და მოდუნებულ სხეულსაც შეკრავს.

რა ჩქარა დამთავრდა „ტონუსის დღეები“, არა?

სასიამოვნოც აღმოჩნდა, საინტერესოც, დასახულ მიზნებსაც მიგაღწევინა, მთლიანად გამოგაფხიზლა და ლამაზ სხეულთან ერთად ცხოვრების ხალისიც გაჩუქა.

აბა, დროც მოსულა და გისურვებ ხალისიან დასვენებას!


შენი მარი მილორავა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა