YES, SHE CAN! - ანუ ნინო ოსაძის ისტორია
ვიდრე ტექსტის კითხვას დაიწყებდით, ალბათ, ჯერ ფოტოებს გადახედეთ; შეუძლებელია ყურადღება არ მიიქციოს ამ ფოტებიდან მომღიმარმა ულამაზესმა გოგომ.

მთელი დღის გატარება ერთად მოგვიწია, ყველგან, სადაც წავედით, თვალს აყოლებდნენ, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ, მათ მსგავსად, მისი დანახვისთანავე, ალბათ, თქვენც გაიფიქრეთ, რომ ეს გოგო რომელიმე ტოპმოდელია; შეგეშალათ, სამართლის დოქტორია, თითქმის ყველა საჯარო უწყებაში წამყვან თანამდებობებზე უმუშავია, 5 ენაზე საუბრობს და კიკბოქსინგი უყვარს. ცოტა დაიბენით, არა? დანარჩენზე თვითონ ყვება, ისეთი ისტორია აქვს, სტიმულს რომ მოგცემთ და გაგაოცებთ;


- მოდი, თავიდან დავიწყოთ, სწავლის პერიოდიდან...


სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, თბილისშივე დავამთავრე დიპლომატიური აკადემიის მაგისტრატურა. შემდეგ კი გავემგზავრე გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში. მაქს პლანკის სახელობის სამართლის სამეცნიერო ინსტიტუტში ვამუშავებდი ჩემს სადისერტაციო თემას. ამავე პერიოდში უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გავაგზავნე განაცხადი, რამდენიმე შემოთავაზებიდან ავირჩიე ჰამბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სამართლის განხრით. მაინტერესებდა ეს ქალაქი, მხიბლავდა მისი ინტერნაციონალურობა და მრავალფეროვნება. უნივერსიტეტის დამამთავრებელ ეტაპზე გადავწყვიტე, გამეგზავნა განაცხადი სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, საიდანაც თანხმობა მომივიდა. ვმუშაობდი ადამიანთა უფლებების დაცვის განყოფილებაში, რომელიც კონცენტრირებული იყო ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებაზე და ამ კუთხით იკვლევდა სხვადასხვა ქვეყნის მდგომარეობას. ჩემი სადისერტაციო თემაც ამ საკითხს ეხებოდა.



- და დაბრუნდი ისევ საქართველოში...


კი, 2011 წელს. დოქტორანტურის გავლას საქართველოში ვაპირებდი. პარალელურ რეჟიმში დავიწყე სამსახურის ძიება, საკმაოდ გამიჭირდა, საბოლოოდ დავიწყე სტაჟირებით. დღემდე ბევრი, საკმაოდ მრავალფეროვანი ეტაპის გავლა მომიწია.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტში ერთი წლის განმავლობაში ვიყავი სტაჟიორი, ამ სამუშაოსთვის დამახასიათებელი დატვირთული გრაფიკით.


სამინისტროში სტაჟირების ბოლო თვეებში ვნახე ვაკანსია შემოსავლების სამსახურში. მივედი გასაუბრებაზე და ამიყვანეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე, მე და ჩემი გუნდი ორიენტირებული ვიყავით დელეგაციების ჩამოსვლაზე, დახვედრაზე, გავდიოდით კავშირებზე სხვადასხვა საგადასახადო თუ საბაჟო საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
შემდეგ იყო საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი – დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი, საერთაშორისო კუთხით. ამ პოზიციაზე ჩემი მუშაობის პერიოდში დაინერგა უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი, ჩემს გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობდი ამ პროექტზე.


ამავე დეპარტამენტში, თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე _ მთლიანად ორიენტირებული ვიყავი უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტის გაძლიერებასა და განვითარებაზე, ვწერდი სტატიებს, რომლებიც იგზავნებოდა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOთA) ვებსაიტზე. იყო სხვა საინტერესო პროექტებიც, მაგალითად, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შემოსვლა. სამუშაო ჯგუფში აქტიურად ვიყავი ჩართული.


თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ე.წ. "თბილისის გეზის" უფროსი, სადაც ხდება საბაჟო დეკლარაციის შევსება, ტვირთის გაფორმება, დათვალიერება და სხვა სასაქონლო ოპერაციები.

შემოსავლების სამსახური - უფროსის მრჩეველი საერთაშორისო კუთხით. 3 წელი ვიმუშავე ამ სისტემაში, შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ამოვწურე ჩემი თავი, მაკლდა სიახლეები და განვითარება. გამოჩნდა შანსი, გადავსულიყავი საერთოდ სხვა უწყებაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - ვიყავი ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი. ჩემი გუნდის ერთერთი მთავარი მიღწევა იყო ის, რომ სამინისტროს ხელთ არსებულ სტატისტიკაზე დავაფუძნეთ ანალიზი, ანუ მშრალი ციფრების ნაცვლად ვადგენდით, რატომ ხდება და რა იწვევს ამა თუ იმ მოვლენას სისტემაში, მიზანი სამომავლოდ მათი პრევენცია იყო.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. ამ პოზიციაზე მუშაობისას მყავდა ძალიან მაგარი გუნდი, გვქონდა საკმაოდ დატვირთული რეჟიმი, რადგან იმ პერიოდში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პუნქტებს, რომლებიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეხებოდა, ჩვენი დეპარტამენტი უწევდა კოორდინაციას.





შემდგომ გადავინაცვლე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ვიყავი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გადამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილედ, დღესაც ამ სამსახურში ვარ.
- გამოდის, რომ თითქმის ყველა სფერო გაქვს გამოცდილი... ყველგან, სადაც მიდიხარ სიახლე და შენეული მიდგომა შეგაქვს.


ასე გამოდის, თუმცა გააჩნია სამსახურსაც. ზოგი სამსახური ორიენტირებულია ინოვაციაზე, გარდასახვაზე, ზოგან, პირიქით, სიახლეების შემოტანა სენსიტიურია, ამიტომ ყველა სამსახურს სჭირდება თავისი სპეციფიკური მიდგომა, ისევე, როგორც ყველა თანამშრომელს. როდესაც ვინიშნები ახალ პოზიციაზე, ყოველთვის ვეცნობი ყველა დეტალს. ვატარებ თათბირებს, ვარკვევ, რაზე გვაქვს სამუშაო. კარგად გავიცნობ ყველას, ყველაფერს, და მართლა არ ვიცი როგორ, უცებ, თავისით მოდის იდეები, არასდროს ვჯდები ხოლმე მოსაფიქრებლად, რაღაცნაირად თავისით მოდის...


- როგორი უფროსი ხარ?


უშუალო, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს რაღაც ზღვარი, სუბორდინაციის დაცვაც აუცილებლად მიმაჩნია. თანამშრომლებს ჩემთან ურთიერთობაში ბარიერებს არ ვუქმნი, თუ მიაჩნიათ, რომ პირადი პრობლემის გაზიარება სურს და მე რამით შემიძლია დახმარება. ზოგადად, არ ვარ კაბინეტში გამოკეტილი უფროსი, ვერ ვჩერდები ერთ ადგილას, უშუალოდ შევდივარ ჩემს თანამშრომლებთან, მათ სამუშაო ოთახებში, ვესაუბრები, შეიძლება ასეთი მიდგომა ცოტა უჩვეულოა, მაგრამ მე ასეთი ტიპი ვარ, გუნდი ვართ და აქტიურად მინდა ვიყო ჩართული მათთან ერთად მუშაობის პროცესში.


- მართლა მაინტერესებს, როგორია რეაქციები, როცა ასეთი ვიზუალით შედიხარ სერიოზულ უწყებებში?
გულწრფელად რომ გითხრა, ბევრჯერ მიგრძვნია სტერეოტიპული დამოკიდებულება. ვიდრე ხმას ამოვიღებ, ვიზუალიდან გამოუტანიათ დასკვნები. მე არასდროს ჩავციკლულვარ გარეგნობაზე, პირიქით, ყოველთვის ორმაგად მეტს ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებდა, არ მინდოდა ვინმეს მხოლოდ ვიზუალით განვესაჯე. საზღვარგარეთ რომ ვიყავი, მაგისტრატურაზე სწავლისას უკვირდათ ჩემი ასაკი და მით უმეტეს ის, რომ 28 წლის უკვე სამართლის დოქტორი ვიყავი, როდესაც იქ ძირითადად ბევრად უფრო გვიან ხდებიან დოქტორები.


- ხუთ ენაზე საუბრობ...





კი, ვფლობ რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იაპონურ ენებს. 3 წლიდან დედა ინგლისურს მასწავლიდა, ფრანგული სკოლაში ვისწავლე, გერმანიაში ყოფნისას სადისერტაციოზე მუშაობის პარალელურად დავიწყე ენის სკოლაში სიარული და გერმანულიც ვისწავლე. იქ ცხოვრებისას ჩემი ყურადღება მიიქცია კორეულმა და იაპონურმა სატელევიზიო არხებმა, რომლებზეც დიდი დრო ეთმობოდა ამ ქყვეყნების კულტურას, ამან კი გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი იაპონური ხელოვნებისა და კულტურის მიმართ. მოვიძიე ენის სკოლა და დავიწყე სიარული, მახსოვს, მხოლოდ 3 მოსწავლე ვიყავით.


- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?


კვირა არის ჩემი დასვენების დღე. ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნება. ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვა არის ზღვის ხმა, ან უბრალოდ სიმწვანეში, ბუნებაში ყოფნა. ვგიჟდები ძალისმიერ ვარჯიშზე, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ვცდილობ, სისტემატურად ვიარო კიკბოქსინგზე, პილატესზე და აქტიურად დავიტვირთო ფიზიკურად, რადგან სწორედ ამით ვისვენებ და განვიტვირთები.


ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ახალ წელს მაქვს ტრადიცია - სურვილებთან ერთად ყოველთვის ვწერ ქვეყნების სახელებს, რომლებსაც უნდა ვესტუმრო მომავალ წელს და ყველაფერს ვაკეთებ ამ მიზნის განსახორციელებლად. სამსახურიდანაც ხშირად მიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა ამ დროს ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს ხოლმე, დილის 7 საათიდან გაწერილია აქტივობები, მოდუნების საშუალება არ გაქვს. ერთი-ორჯერ ისეც კი მომხდარა, რომ აეროპორტში გამომიცვლია და პირდაპირ სამუშაო რეჟიმში ჩავრთულვარ. თან ორმაგი პასუხისმგებლობაა, როცა სხვა ქვეყანაში შენი სამშობლოს წარმომადგენელი ხარ. 2-3 წლის წინ, დისერტაციის დაცვის შემდეგ, სრულიად მარტოს პირდაპირ აფრიკაში მომიწია გაფრენა, სადაც გაეროს ორგანიზებით ტარდებოდა კონფერენცია. თუმცა ამასაც თავისი ხიბლი აქვს, თითქოს რაღაც ბარიერებს ლახავ და ახალ გამოცდილებას იძენ.


ძალიან პატარა ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე, თავიდან შავ-თეთრ ნახატებს ვხატავდი, მახსოვს დედაჩემს ვპარავდი თვალის ფანქრებს, მომწონდა მათი მკვეთრი შავი ფერი. შემდეგ ვცადე ზეთში ხატვა, ვხატავ პორტრეტებს, პეიზაჟებს და ამ პროცესით ძალიან დიდ პოზიტიურ განწყობას ვიღებ.


- და ბოლოს, სამომავლო გეგმებზე...



ბუნებრივია, არ ვიცი სად და როგორ, მაგრამ მაინც საჯარო სამსახურში ვხედავ საკუთარ თავს, უკვე 7 წელია ამ სფეროში ვარ და მისი სპეციფიკა, სირთულეები შესისხლხორცებული მაქვს, მომწონს, ჩემია... მუშაობისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავტოვო რაღაც ღირებული, ჩემს ადგილას მოსულსაც კარგი, გამართული სიტუაცია დავახვედრო, ჩემს თანამშრომლებთან ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. ჩემი ყოფილი თანამშრომლები რომ მხვდებიან და მათგან სითბოსა და მონატრებას ვგრძნობ, ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია და უზომოდ მახარებს.


ანა არაბიძე
ფოტო: კახაბერ შარტავა
თმა: მიშა გასიტაშვილი
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
ლოკაცია: IOTA HOTEL TBILISI

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა