EISENBERG PARIS - ლანჩი მეგობრებისთვის
იმ დღეს "აკადემიაში" ქართული მედიის პარფიუმ-ექსპერტი ჟურნალისტები და გამომცემლები სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ, მიზეზი მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ამბავი იყო: თბილისს უკვე მეორედ EISENBERG PARIS-ის ენერგიული და სიმპათიური ჟან ლუკ ტრონიონი ესტუმრა. პირველი ვიზიტის შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ მის მიერ ჩატარებული პრეზენტაცია დღემდე ყველას კარგად ახსოვს.

ეს იყო 2015 წელს, მაშინ, როდესაც "ლუტეციამ" საზოგადოებას ამ ცნობილ ბრენდთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ამცნო და სითიქალბატონების პაწაწინა ჩანთებსა თუ ბუდუარებში EISENBERG PARIS-ის პროდუქცია გაჩნდა. ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს და სწორედ ამ ფავორიტებსა და სიახლეებზე მსჯელობდნენ ლაუნჯ-რესტორან „აკადემიაში~ შეკრებილი ჟურნალისტები, ბატონი ჟან ლუკი და "ლუტეციას" გუნდის წარმომადგენლები.


განსაკუთრებული ინტერესი ბრენდის ვარსკვლავს ხვდა წილად, ეს გახლავთ საოცრების მომხდენი ნიღაბი, რომლის წასმიდან სულ რამდენიმე წუთში სახე საგრძნობლად ახალგაზრდავდება: იჭიმება, ეცვლება ფერი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარეგნული ეფექტის პარალელურად, ღრმად შედის შრეებში და გაახალგაზრდავებისა და დატენიანების პროცესს აძლევს ბიძგს.

თხუთმეტწლიანი კვლევის შედეგად EISENBERG PARISმა შეიმუშავა უნიკალური ფორმულა TRIO-MOLECULAR, რომელიც სამ მოლეკულას შეიცავს და ხელს უწყობს კანის აღდგენას, კვებავს მას ჟანგბადით. მათ, ვისაც ხშირად გიწევთ მაკიაჟის გაკეთება, „სითი" EISENBERG PARIS-ის კანის მოვლის საშუალებებზე გადასვლას გირჩევთ, შედეგი სწრაფი და ეფექტიანია.

ბრენდის კიდევ ერთი საამაყო პროდუქტი მისი სუნამოა, ორიგინალური და დასამახსოვრებელი არომატით, რომლის შეფუთვაზეც ბრენდის დამფუძნებელმა ჟოზე აიზენბერგმა საკმაოდ დიდხანს იფიქრა და ეს მისია თანამედროვეობის გამოჩენილ მხატვარს - ხუარეს მაჩადოს ანდო; ამდენად, არომატთან ერთად, თქვენ ხელოვნების ნამდვილი ნიმუშის მფლობელიც ხდებით.

ქალის ძალიან პოპულარული მოვლის საშუალებების პარალელურად, „ლუტეციას" ქსელში წარმოდგენილია EISENBERG PARIS-ის მამაკაცების ხაზი, რომლის კარგად შესწავლა ქალებს მოგცემთ შანსს, თქვენს რჩეულს ორიგინალური და საჭირო საჩუქარი მოუფიქროთ.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა