MAN OF TODAY
თვისებები, რაც თანამედროვე სამყაროში მამაკაცს სჭირდება - ძლევამოსილება, თავდაჯერებულობა და წარმატებაა. სამივე კომპონენტის ერთიანობა აუცილებელია გემოვნებიანი იმიჯისთვის, თუმცა არის კიდევ უმთავრესი - HUGO BOSS -ის ლეგენდარული არომატი.

მამაკაცებისა და ქალებისათვის თანაბრად პოპულარულმა ბრენდმა საკუთარი არომატის გამოშვება ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო, HUGO BOSS-ის საყოველთაოდ ცნობილი არომატიც დღემდე მამაკაცების სუნამოების ტოპხუთეულშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2016 წელს ბრენდმა არომატის უფრო ინტენსიური ვერსია გამოუშვა, 2017 წლის გაზაფხულზე კი მომხმარებელს ახალი სუნამო BOSS BOTTLED TONIC შესთავაზა.


BOSS BOTTLED TONIC იმ მამაკაცების არომატია, რომლებიც თავდაჯერებულად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ, არ კმაყოფილდებიან მიღწეული შედეგებით და მუდამ მზად არიან ახალი იდეებისთვის. ამ მიზნების მიღწევაში კი მოტივირებული ენთუზიასტებისთვის ბრენდის ახალი სუნამო აუცილებელი ატრიბუტია მკვეთრად მამაკაცური სურნელით.


BOSS BOTTLED TONIC ციტრუსებისა და ხის დახვეწილი ნოტების ელეგანტური სინთეზია, კლასიკური არომატით, ფორთოხლის, გრეიპფრუტის, ლიმონისა და ვაშლის შეზავებული სურნელით. ნაზი კომპონენტები მომწარო ნიუანსებით ცხოვრებისეული კონტრასტების ანალოგია, რასაც ჯანჯაფილის, მიხაკის და დარიჩინის ნოტები კიდევ უფრო განუმეორებელ შლეიფს მატებს. სუნამოს ფლაკონის დიზაინი, ერთი შეხედვით, მარტივია - კლასიკურ, დახვეწილი ფორმის ბოთლში ჩასხმული არომატული სითხე, რომელიც თანამედროვე მამაკაცისთვის განუყრელი თანამგზავრი გახდება.


HUGO BOSS-ის ახალი სუნამოს სახე ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავია - ჯერარდ ბატლერი, რომელიც ჟურნალ „სითიმენის" პირველი ნომრის გარეკანზე ექსკლუზიური ინტერვიუთი ქართველი მკითხველებისთვისაც გამოჩნდა. სწორედ ის არის ახალი სუნამოს სახე მთელ მსოფლიოში, Man of Today, საოცრად მამაკაცური, მომხიბვლელი და თავდაჯერებული.


ახალი სუნამო პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა Voulez-vous-მ თავის მომხმარებელს უკვე წარუდგინა. თანამედროვე წარმატებული მამაკაცებისთვის სასურველი და აუცილებელი ატრიბუტი - BOSS BOTTLED TONIC საქართველოში სწორედ Vოულეზ-ვოუს-ს მაღაზიების თაროებზე გელით.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა