81 წლის ასაკში აწყობილი ცხოვრება - „ტერაბანკთან" ერთად ეს რეალობაა“
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 81 წლის მელორ ქაჯაიამ "ტერაბანკის" გათამაშების შესახებ გაიგო და გადაწყვიტა, ფინანსური ოჯახის წევრი გამხდარიყო. 22 თებერვალს, გათამაშების დაწყების პირველივე დღეს, ქეთევან წამებულის ფილიალში მივიდა და ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობის უფლებაც მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არაფერი მოეგო, ამჯერად გამარჯვების იმედი ჰქონდა და გათამაშების დღესაც მოუთმენლად ელოდა. მას შემდეგ ოთხი თვე გავიდა და "ტერაბანკის" დაუჯერებელი გათამაშების შესახებ ცნობილი ბევრისთვის გახდა. ლოტოტრონში გამარჯვების სურვილით ათასობით ბილეთიც ჩაიყარა. მონაწილეებს სესხის აღების შემთხვევაში ყოველ ათას ერთეულზე 1 ბილეთი, ხოლო ანაბარზე - 2 ბილეთი დაუგროვდათ. ჩატარდა შუალედური გათამაშებები და სამი შუალედური გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა მათ შორის მელორ ქაჯაია არ ყოფილა.

"ტერაბანკის" სესხებისა და ანაბრების ფინალური გათამაშების დღედ 20 ივნისი ჩაინიშნა, 20:00 საათი, როდესაც იღბლიანი მომხმარებლის ცხოვრება ლოტოტრონის ერთი დატრიალებით შეიცვალა და პირდაპირ ეთერში გამარჯვებულის - მელორ ქაჯაიას ხმა გაისმა.




ნუკა ბარბარე ჩოხელი

„ტერაბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი


ფინალური გათამაშებისთვის "ტერაბანკის" ფინანსური ოჯახის თითოეული წევრი მოუთმენლად ვემზადებოდით. რებრენდინგის შემდეგ 1 წელი გავიდა და გადავწყვიტეთ, ეს თარიღი გრანდიოზული აქციით აღგვენიშნა. სწორედ სესხებისა და ანაბრების კამპანიით მივულოცეთ თარიღი ჩვენს კლიენტებსა და პოტენციურ მომხმარებლებს. დაგეგმვისას ფინანსურმა ჯგუფმა გადაწყვიტა კამპანიას არა რამდენიმე, არამედ ერთი გამარჯებული ჰყოლოდა, რომელიც მოგების შემთხვევაში მართლაც მთელ ცხოვრებას აიწყობდა. თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ველოდით გამარჯვებულის გამოვლენას. მელორ ქაჯაიას მოგება, მისი მოლოდინიდან გამომდინარე, ჩვენთვის საოცრად ემოციური აღმოჩნდა. ფაქტია, ვისაც საკუთარი იღბლის სჯერა, ის გამარჯვებასთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოსაა.




თითქოს დაუჯერებელი ამბავი რეალობად იქცა, დღეს ორი შვილის მამა და ექვსი შვილიშვილის ბაბუა, 81 წლის მელორ ქაჯაია, "ტერაბანკით" აწყობილი ცხოვრების მეპატრონეა. ლოტოტრონის ერთი დატრიალებით ათასობით ბილეთს შორის მისი ნომერი ამოვიდა, შედეგად კი ოროთახიანი გარემონტებული ბინა ვაკეში, 2016 წლის ავტომობილი Toyota RAV 4, ევროპის მიმართულებით 2-კაციანი საგზური და ყოველთვიური ხელფასი ერგო.

მელორ ქაჯაია

გამარჯვებული




როდესაც 81 წლის განმავლობაში არაფერი მოგიგია, რთულია, ბოლომდე გჯეროდეს, რომ ამჯერად მაინც გაგიმართლებს. თუმცა თამასა ისეთი იყო, ცდად ნამდვილად ღირდა. იმ ყველაფრის შეძენას, რაც მე ერთი მოგებით მერგო, ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც არ ყოფნის, ამიტომ როგორც კი პრიზების ჩამონათვალს გადავხედე, გადავწყვიტე, გათამაშების მონაწილე გავმხდარიყავი. ფილიალში მისულმა აღმოვაჩინე, რომ კამპანიის პირველი მონაწილე ვიყავი, რამაც ჩემი იმედები ცოტა გაამყარა, ესეც ხომ გამართლებაა?! ვიფიქრე, რატომაც არა, იქნებ ცხოვრების ბოლოს ეს სწორედ ჩემი შანსია-მეთქი. ამ წუთამდეც ცოტა მიჭირს დაჯერება, ეს უზარმაზარი ემოციაა. "ტერაბანკმა" ყველა ოცნება ერთ დღეში რეალობად მიქცია.


"სითი" მანჩი გაბელია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა