საბა ჩაჩანიძე - ის ბიჭი

ჩემი დაკვირვებით, ყველაფერი სიყვარულით იწყება, ხოლო კონკრეტული საქმიანობა, რომელსაც ირჩევ და სიყვარულით აკეთებ, ხელოვნებაა.

თუმცა ამ საქმის სიყვარული არ აურჩევია. მუსიკასთან კავშირი თითქოს ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გადაწყდა; ოჯახში, რომლის ყველა წევრიც მღეროდა, დაიბადა ბიჭი და მას შემდეგ მუსიკა ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა. ადრეულ ასაკში ქართული ხალხური სიმღერით გატაცებასთან ერთად მისი მთავარი მიზანი საფეხბურთო სტადიონზე წარმატების მიღწევა იყო, შემდეგ დადგა ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესების პერიოდი, ამას მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება დაემატა, თუმცა, ინტერესთა მრავალფეროვანი პალიტრის მიუხედავად, მისი ყოველდღიურობიდან მუსიკა არასდროს წასულა.

ბოლო რამდენიმე წელია, ყველაფერი ისევ საწყის ხელოვნებას პროფესიულ დონეზე დაუბრუნდა. ამერიკული ჰანგების - ჯაზისა და ქართული მელოდიების ახალი ინტერპრეტაციით შექმნა მისი ცხოვრების მთავარ ამოცანად იქცა.

"ის ბიჭი" ფოლკ-ჯაზ ჯგუფ The Quintessence-ის წევრი, 22 წლის საბა ჩაჩანიძეა.

სკოლა: წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა;


უნივერსიტეტი
: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჰუმანიტარული მეცნიერებები;


საქმიანობა
: საპროდიუსერო კომპანია MBN-ის მენეჯერი;


ფავორიტი
წიგნი
: გრაფ ჩესტერფილდის "წერილები ვაჟიშვილს";


ფილმი
: "თეთრი ბაირაღები";


საყვარელი
მუსიკოსი
: ფრენკ სინატრა;


სტილი
: ჩემი აზრით, სტილს გემოვნება განსაზღვრავს, მომწონს კლასიკური და თავისუფალი სამოსი, რომელთა შორის არჩევანს განწყობის მიხედვით ვაკეთებ.


ჩემი
დაკვირვებით:
ყველაფერი სიყვარულით იწყება, ხოლო კონკრეტული სფერო, რომელსაც ირჩევ და სიყვარულით აკეთებ, ხელოვნებაა.


მჯერა
: საკუთარი მიზნების;


ანვიცდი
: როდესაც ვაანალიზებ, რომ დროის სულ მცირე პერიოდიც კი ცხოვრებაში ფუჭად გამიფლანგავს.


განტვირთვისთის
:
საკმარისია რამდენიმე მსგავსი ჭკუის ადამიანი;


ყველაფერი
მოსაწყენი იქნებოდა:
მუსიკის გარეშე, იმიტომ, რომ ჩემთვის ყველა მდგომარეობას, განწყობასა თუ გრძნობას თავისი შესაბამისი მელოდია დაჰყვება.


ყველაზე
მეტად ვამაყობ
: იმით, რაც არ ამირჩევია და გამიმართლა - ოჯახით; ასევე იმით, რისი არჩევაც სწორად შევძელი - ჩემი მეგობრებით.


მუსიკა
:
ჯგუფ თჰე Qუინტესსენცე-თან ერთად ჩემთვის ყოველდღიური ცხოვრების წესია.


ცხოვრების
მელოდია
: ალბათ, მაინც ფრენკ სინატრას My way;


ახალ
კომპოზიციაზე მუშაობისას
: ყოველ ჯერზე ცხოვრება თითქოს ახალი აღმოჩენების შანსს მაძლევს.


ყველაზე
დასამახსოვრებელი კონცერტი:
ნიუ იორკში შედგა, როდესაც Harmony sweepstakes a cappela fest-ზე, ჯგუფი The Quintessenceზე, შევეცადეთ
10 წუთში ჩაგვეტია ჩვენი ყოველდღიური შრომა; ეს გამოგვივიდა და ფინალურ ეტაპზეც გადავედით.


განსაკუთრებული
შეფასება
: იმავე კონკურსს უკავშირდება, როდესაც ნიუ იორკში აუდიტორიის რჩეული ჯგუფი" გავხდით, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო.


ემოცია
: არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც მაშინ, პირველი აპლოდისმენტების მოსმენისას.


სცენა
: ჩემთვის საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების საშუალებაა, ადგილი, სადაც თავს თითქოს ყოვლისშემძლედ ვგრძნობ.


ბედნიერება
: არის საყვარელი საქმის კეთება;


ნებისმიერ
ერთ კონცერტზე დასწრების შანსი რომ მოგცენ - სად, როდის და ვის მოუსმენდი
? - 1974 წლის 13 ოქტომბერს, ნიუ იორკში, მადისონის სკვერში მოვუსმენდი ფრენკ სინატრას. სიმბოლურია, რადგან სწორედ იქ წარადგინა ჩემი საყვარელი ალბომი Main Event.














სითი მანჩი გაბელია
ფოტო: lig studio

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
2018 წლის "ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები
"ოქროს გლობუსის" რიგით 75-ე ცერემონიალი დასრულდა.
09:23 / 08.01.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2018 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1058
TRY
TRY
1
0.6657
USD
USD
1
2.5451
ამინდი
ბორჯომი -5 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
გამოწერა