უდარდელი ზაფხული „არდისგან“

ზაფხულის მოახლოებას მოუთმენლად ველით - საგულდაგულოდ ვარჩევთ მარშრუტს, სამოგზაურო ტურს და მთელი შემართებით ვემზადებით დასასვენებლად: ერთნი ქვეყანაში დარჩენას ვამჯობინებთ, მეორენი კი - უცხოეთში გამგზავრებას, მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ საზღვრის გადაკვეთა კიდევ უფრო გამარტივდა.


გამგზავრებამდე ყველა საჭირო დოკუმენტს კიდევ ერთხელ ვამოწმებთ, თვალსაჩინო ადგილი მათ შორის სამოგზაურო დაზღვევას უჭირავს. უვიზო მიმოსვლამდე ის თითქოს უფრო დოკუმენტური ფორმალობა იყო, ახლა კი სხვა დატვირთვა შეიძინა: მართალია, სავალდებულო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა მგზავრებმა კარგად იციან, რომ უცხო გარემოში მშვიდი დასვენებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტურისტული დაზღვევა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. თანაც, თუ საუბარია "არდის" მოქნილსა და დახვეწილ სამოგზაურო დაზღვევის პოლისზე, რომელსაც, ზოგ შემთხვევაში, ქართულ ბაზარზე ანალოგიც კი არ აქვს.


"საინტერესო ტრენდი შეინიშნება დღეს ბაზარზე. მას შემდეგ რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, სამოგზაურო დაზღვევის მნიშვნელობა არათუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა. მომხმარებლებს  უკვე დეტალურად აინტერესებთ თუ როგორ, რა შემთხვევაში და კონკრეტულად რა მომსახურებებს დაფარავს მათი პოლისი.


იმისთვის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტურისტული პოლისით გათვალისწინებული მომსახურება იყოს სწრაფი და ადვილად ხელმისაწვდომი დაზღვეულისთვის, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რომელი საერთაშორისო „ასისტანსი“ კომპანია უწევს მხარდაჭერას სამოგზაურო დაზღვევის პოლისს და როგორია მისი რეიტინგი მსოფლიოში. „არდი” თანამშრომლობს ფრანგულ „ასისტანს“ კომპანიასთან, რომელსაც ბენილუქსის ქვეყნებში #1 ადგილი უკავია.


მომსახურების მიღება კი იმდენად მარტივია, რომ დაზღვეულს მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარის განხორციელება უწევს საერთაშორისო ცხელ ხაზზე,“ - აგვიხსნა კომპანიის პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თეონა გოდერიძემ და დასძინა, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში და ტურისტულად აქტიურ სეზონზე, კომპანია თბილისის მასშტაბით პოლისის მომხმარებლამდე მიტანას კურიერითაც უზრუნველყოფს სრულიად უფასოდ, დაზღვეულისთვის სასურველ მისამართზე.

"არდის" სამოგზაურო დაზღვევის პოლისი:

75,000 ევროს ლიმიტის ღირებულება _ 2 ლარი/1 დღე

50,000 ევროს ლიმიტის ღირებულება _ 1 ლარი/1 დღე

საერთაშორისო სამედიცინო ფრანგული ასისტანსი: APRIL International


"არდის" წარმომადგენელმა, უცხოეთში მოგზაურობის მსურველების გარდა, იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებსაც საქართველოში მოგზაურობა და მეტი უსაფრთხოებისთვის შიდა დაზღვევის გამოყენება სურთ;

"არდის" მათთვის ორი ტიპის შეთავაზება აქვს: Welcomer  - საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამოგზაურო დაზღვევის პოლისია, რომელიც ტურისტებს მოულოდნელი ავადმყოფობის შემთხვევაში აზღვევს და დამატებით სთავაზობს რეპატრიაციას, სამედიცინო ტრანსპორტირებას, ევაკუაციას, თარჯიმნისა და ადვოკატის მომსახურებას.

Welcomer  - შიდა ტურიზმის დაზღვევის პოლისი:

სამედიცინო სერვისების სრული ორგანიზება საქართველოში წამყვან სამედიცინო ცენტრებსა თუ ჰოსპიტლებში;

სამედიცინო ტრანსპორტირება და ევაკუაცია;

რეპატრიაცია;

თანმხლები პირის ხარჯების ანაზღაურება ჰოსპიტალში მკურნალობის დროს;

საჭიროების შემთხვევაში ადვოკატის მომსახურება;

თარჯიმნის მომსახურება;


რაც შეეხება Welcomer X-treme-ს, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებში ისიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. პოლისი იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულნი არიან და ექსტრემალური სახის დასვენებას ამჯობინებენ; მათ, ვისაც უყვართ მძაფრი შეგრძნებები და იზიდავთ საქართველოს ველური ბუნება, Welcomer X-treme-ის პოლისი საშუალებას მისცემს დატკბნენ უნიკალური ქართული ბუნებით და თავი უფრო დაცულად იგრძნონ.


Welcomer X-treme - შიდა ტურიზმის დაზღვევის პოლისი ექსტრემალური რისკების გათვალისწინებით

1 დღის ღირებულება - მხოლოდ 10 ლარი


"არდი” მესამე წელია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეგაცერემონიალის Welcome To Georgia-ს მხარდამჭერია. გვინდა, რომ მსგავსი აქტივობებით ტურიზმის სფეროს განვითარებას, პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას შევუწყოთ ხელი. Welcomer-ის პოლისი თითქმის ერთი წელია არსებობს და უალტერნატივოა.


ზოგჯერ გვეკითხებიან, თუ რა საჭიროა შიდა პოლისის გამოყენება, თუ ტურისტი საერთაშორისო დაზღვევით უკვე სარგებლობს? ჩვენ კი ვპასუხობთ, რომ, როგორც წესი, სადაზღვევო პაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ექსტრემალურ რისკებს არ მოიაზრებს. ამას გარდა, გაცილებით უფრო მარტივია იმავე ქვეყანაში ნავიგაცია, სადაც ვიმყოფებით, ვიდრე დავუშვათ რომელიმე გერმანული ქოლცენტრის საშუალებით საქართველოში სამედიცინო მომსახურების ორგანიზება. ამ საკითხზე საგულდაგულოდ ვიმუშავეთ, რომ როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ, რის გამოც დღეს ეს პროდუქტი დიდი წარმატებით სარგებლობს." - გვითხრა "არდის" პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.


თუ საზაფხულო არდადეგების სრულყოფილად გატარება გსურთ, რაც, პირველ რიგში, სრულ უსაფრთხოებასა და კომფორტს უკავშირდება, ავიაბილეთის დაზღვევაზეც უნდა იფიქროთ, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს მისი დაბრუნება იშვიათად ხერხდება. "არდის" დაზღვევით, ავიაბილეთში გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებაა შესაძლებელი და ამაში, მომხმარებელი ბილეთის ღირებულების მხოლოდ 1%-ს გაიღებს.


„მთელი ზაფხულის განმავლობაში მოქმედებს სპეციალური აქცია ნამდვილი მოგზაურებისთვის, რომლებიც თავად არჩევენ სასურველ მარშრუტებს და ონლაინ ყიდულობენ ავიაბილეთებს. მომხმარებელმა ბილეთის შეძენიდან 48 საათში შეუძლია მოგვმართოს და დააზღვიოს ავიაბილეთის გაუქმების რისკი გაუთვალისწინებელი მოვლენებისაგან.“ - აგვიხსნა თეონა გოდერიძემ.


მათ,ვისაც სამოგზაურო ტური უკვე შერჩეული აქვთ, "არდი" სპეციალურ საჩუქარსაც უმზადებს. „სითის” მკითხველები, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც "არდის" სერვისცენტრში "ჟურნალში" დაბეჭდილ ვაუჩერს წარადგენენ, საერთაშორისო, ან შიდა დაზღვევის პოლისებზე ექსკლუზიურ - 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ნებისმიერი ხანგრძლივობისა და მარშრუტის პოლისზე.


საკონტაქტო ინფორმაცია:

სატელეფონო ასისტანსი 24/7: 2101010

www.ardi.ge; FB - ardigroup;

Email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

სათავო ოფისი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N3, 0160.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა