მიხეილ ოკუჯავა მემკვიდრეობითი პროფესიონალიზმი


ვორონცოვის მოედნისკენ მიმავალ ხიდზე სიხალვათეა. დილის საათებია. ჩემს გმირს პირველი პაციენტი ზუსტად ერთ საათში ელოდება. ერთ საათში მისი ამბავიც უნდა გავიგო და კლინიკასაც ვესტუმრო.

ოკუჯავების სამედიცინო დინასტიის გამგრძელებელი, ჩვენში უკვე სახელგანთქმული და ყველასთვის კარგად ცნობილი მიშა ოკუჯავა ზუსტად ისეთია, როგორსაც აღწერდნენ ჩემი ნაცნობ-მეგობრები. უაღრესად ზრდილობიანი, თავმდაბალი, პუნქტუალური, ყურადღებიანი და ძალიან საინტერესო მოსაუბრე. თუ მოხდა ისე, რომ დიაგნოზისთვის მასთან გაგაგზავნეს, გაგიმართლათ, ნამდვილი პროფესიონალის ხელში ხართ, რომლის მიერ დასმულ ზუსტ დიაგნოზს ერწყმის სურათის საერთო ანალიზი და შეფასება. აი ის, რის ნაკლებობასაც ვუჩივით ხშირად პაციენტები. ჩვენი სიმპათიური მიშა ექიმი თხრობას ოჯახით იწყებს.


მგონია, რომ მედიცინა მემკვიდრეობითი პროფესიაა. ყოველ შემთხვევაში, თითქმის ყველა ექიმი, ვისთანაც შეხება მქონია, საგვარეულო დინასტიის მეორე თაობა მაინც არის. ეს ალბათ იმიტომ, რომ ექიმების წრეში გაზრდილ ადამიანს, რომლის ოჯახშიც მუდამ ადამიანის ჯანმრთელობაზეა ფიქრი და საუბარი, ცხოვრება სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია.

-ბავშვობიდან ყველაზე ცხადად დამამახსოვრდა დრო, როდესაც იმერეთში, ბებიას სოფელში, კაცხში ჩავდიოდით. ჩვენს სახლში მთელი დღის განმავლობაში მოდიოდნენ ადამიანები, ჩვენი თანასოფლელები და სამედიცინო კონსულტაციას იღებდნენ ჩემი მშობლებისგან და მამიდასგან. _ მიყვება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ან უბრალოდ, როგორც არაპროფესიონალები ვეძახით „თოდუას კლინიკის“ გუნდის ერთ-ერთ გამორჩეული წევრი, მიხეილ ოკუჯავა.

- ბავშვობიდანვე მიტაცებდა ბიოლოგია. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ ოჯახში არაჩვეულებრივი სამედიცინო ლიტერატურა გვქონდა. დედა, ზეინაბ ანთაძე, ნევროლოგი გახლავთ. მამა-აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა, ცნობილი ნეიროფიზიოლოგი, თსუ-ს რექტორი, გამორჩეული მეცნიერი იყო, რომელსაც კარგად იცნობდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. როდესაც მამას გავუზიარე ჩემი ინტერესი ნევროლოგიისადმი, სწორედ მან მირჩია ნეიროდიაგნოსტიკის ახალ მიმართულებაზე - თავის ტვინის ტომოგრაფიულ კვლევებზე - გამემახვილებინა ყურადღება.

ალბათ, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც ვიკითხე - რას ნიშნავს ცნობილი სამედიცინო გვარის წარმომადგენლის სამედიცინო ინსტიტუტში სტუდენტის სტატუსით მისვლა.

- განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. გაქვს რაღაც ბონუსი, მაგრამ ზოგჯერ გეჩვენება, რომ გამადიდებელი შუშით გიყურებენ. სტუდენტობის პირველ წელს, რასაკვირველია, მთელი სიცხადით ვერ აცნობიერებ რა პასუხისმგებლობა აქვს ექიმს. ამ ყველაფრის გააზრება უკვე იმ პერიოდიდან ხდება, როდესაც უშუალოდ კლინიკასთან იწყებ ურთიერთობას.

-უნდა ვთქვა, რომ ჩემი სტუდენტობის ბოლო წლები მძიმე პერიოდს, ოთხმოცდაათიანებს დაემთხვა. ფეხით გვიწევდა სიარული სხვადასხვა კლინიკაში იმიტომ, რომ კათედრა სხვადასხვა საავადმყოფოში იყო. თუმცა, ალბათ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს.

- სამედიცინო ინსტიტუტის შემდეგ იყო სტაჟირება ნევროლოგიასა და რადიოლოგიაში რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში. საინტერესოა, რომ თუ იმ პერიოდში რუსული სამედიცინო სკოლა ჩვენთან შედარებით ბევრად წარმატებული იყო, დღესდღეობით მკვეთრად შეიცვალა ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ. აღარაფერს ვამბობ ტექნოლოგიურ მიღწევებზე. სამედიცინო აპარატურის თვალსაზრისით, საქართველო არა მარტო რეგიონშია ლიდერი. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ჩვენს კლინიკაში გამოსაკვლევად და სამკურნალოდ მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.


- გამოდის, რომ თქვენი კლინიკა არა მარტო მკურნალობს ადამიანებს, არამედ, ერთგვარად, ქვეყნის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.

- დიახ, გარკვეულწილად კი. და საერთოდ, ჩვენმა კლინიკამ, ვფიქრობ, განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მედიცინის განვითარებაში. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ბატონ ფრიდონ თოდუას პიროვნებამ შეასრულა უზარმაზარი როლი საქართველოს სინამდვილეში. მისი დაბრუნება მოსკოვიდან და აქ კლინიკის გახსნა უკვე მოვლენა იყო. ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია. არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ყველა სხვა მიმართულებით. არასდროს დამავიწყდება როგორი აზროვნება, მოლაპარაკების როგორი უნარი ჰქონდა. მას შეეძლო ყოველთვის ზუსტი აქცენტები გაეკეთებინა და, რაც მთავარია, სიახლის და პერსპექტივის საოცარი შეგრძნება ჰქონდა.

დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, რომ პირველი თანამედროვე ტიპის კომპიუტერული ტომოგრაფი სწორედ ბატონი ფრიდონის მიერ იყო ჩამოტანილი საბჭოთა კავშირში.

- ცხადია, ზოგადად ტომოგრაფიის გამოგონება ნევროლოგიისთვის საოცარი წინსვლაა. წარმოიდგინეთ, თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ ტვინის უბნები, თუ სად რა დაზიანებაა. ადრე ნევროლოგი მხოლოდ ვარაუდობდა. ახლა კი, თავის ტვინის დაზიანების ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლია. გასაოცარია როგორი პროგრესი განიცადა უკანასკნელ წლებში დიაგნოსტიკურმა აპარატურამ. მაგალითად, დღევანდელი მძლავრი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფების მეშვეობით, რომლებიც ჩვენს კლინიკაშია დამონტაჟებული, შესაძლებელია თავის ტვინის მიკროსტრუქტურული და ფუნქციური დარღვევების გამოვლენა. -საქართველოში ტომოგრაფიული აპარატურის დანერგვას და ჩემს სამეცნიერო ინტერესებს უკავშირდება ჩემი ერთწლიანი სტაჟირება გერმანიაში თავის ტვინისა და ეპილეფსიის კვლევის მსოფლიოში განთქმულ ცენტრში. ჩემი კვლევა და სადოქტორო დისერტაცია სწორედ ამ თემაზე გახლავთ.

ამავე პერიოდიდან დაიწყო მიხეილ ოკუჯავამ მსოფლიოს პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება. გერმანულ პერიოდსვე უკავშირდება მისი სასიყვარულო ისტორია და ქორწინება. სხვათა შორის, ელენე ოკუჯავა ოჯახის ერთადერთი არამედიკოსი წევრია. რა პროფესიას აირჩევენ მათი ქალიშვილები ანა და ნინო, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

რადგან ოჯახზე ვსაუბრობთ იმასაც გეტყვით, რომ ლეგენდარული ბულატ ოკუჯავა ბატონი მიშას ბიძაა. ის ოკუჯავების იმ ოჯახის წარმომადგენელია, რომლის უკლებლივ ყველა წევრი 1937 წელს შეეწირა. მათ შორისაა გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავაც. ცოცხალი მხოლოდ ბავშვები, ბატონი მიშას მამა, ვაჟა ოკუჯავა და მისი და-ძმა გადარჩნენ. მათი აღზრდა დეიდამ ითავა, რომელიც ექიმი იყო და ბავშვების მომავალი რაღაც წილად ამანაც განსაზღვრა.



- მამა ყოველთვის ინოვაციების მომხრე იყო. ის დიდი ინტერესით და სიამაყით ადევნებდა თვალყურს ჩემს წარმატებებს. დიდ პერსპექტივებს ხედავდა ჩვენს საქმიანობაში. ნამდვილად საამაყოა, რომ ისეთი კვლევის საშუალებები, როგორიც ჩვენთანაა და თანაც ერთ სივრცეში, მსოფლიოს არცერთ კლინიკაში არ არის თავმოყრილი. ეს ყველაფერი არაა, კიდევ ბევრი სიახლეა დაგეგმილი.

-იმ საოცარ აპარატზე მომიყევით, რომელიც კლინიკაში სულ ახლახანს ჩამოვიდა.

- ეს გახლავთ უკანასკნელი თაობის ტომოგრაფი, რომელიც გაცილებით მრავალმხრივია.უპირველეს ყოვლისა, პაციენტს კვლევისთვის დროის უფრო მცირე მონაკვეთი სჭირდება, რაც უდიდესი კომფორტია ადამიანისთვის, რომელსაც დახურულ სივრცეში დიდხანს ყოფნა უჭირს. ამასთანავე, ეს ტომოგრაფი ინდივიდუალურად ერგება ადამიანის სხეულს, მის თავისებურებებს. წინა აპარატები არ იყო გათვლილი ჭარბწონიან ადამიანებზე, ეს უდიდეს პრობლემებს გვიქმნიდა. ახალს ამ მხრივ შეზღუდვა პრაქტიკულად არ აქვს. ძალიან სასიხარულოა, რომ ტრადიცია გრძელდება და ჩვენი ინსტიტუტი კვლავ პირველია ინოვაციებისა და ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში.

სიამაყით გვიყვება მიშა ოკუჯავა და პაციენტის მისაღებად ემზადება

- რა არის თქვენთვის ის ადგილი, სადაც მუშაობთ?

- ადგილი, სადაც ვმუშაობ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ვფიქრობ მთელი გუნდისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე სამსახური, პროფესია ან, თუნდაც, უახლესი აპარატურა და აწყობილი სისტემა. ეს, უპირველეს ყოვლისა, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ღირსების საქმეა იმ სტანდარტების და პრინციპების დაცვა, რომელიც აქ, ამ კლინიკაში, და ზოგადად ქართულ მედიცინაში, ფრიდონ თოდუამ დანერგა.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0299
TRY
TRY
1
0.4944
USD
USD
1
2.6818
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა