ნიკორას კანჭი დუტა რესტორატორისგან

- დუტა, რა წამოგიღოთ „ნიკორადან“?


- რამე ისეთი, მამაპაპური.


- მაინც?


- კანჭს გავაკეთებ მაგარს და სოსისები და ძეხვეულიც ბლომად წამოაყოლეთ. წინა დღეს „ცეკვები“ მქონდა და დილით ჩემთან ვარ, მცხეთაში, ,,სულიკოში''.

დუტა, სწორედ ის, რომლის გამოც, სავარაუდოდ, გაჩნდა გამოთქმა „მალე უთოშიც დუტა იქნება“, ახალ ასპარეზს იპყრობს. ის რესტორატორია. „მარანი სულიკო“, რომელიც მისთვის მეორე ტელევიზიასავითაა, მისი და მისი მეუღლის, მარინა ნაცვლიშვილის ფანტაზიის, იდეებისა და შრომის შედეგია.

„სულიკოს მარანის“ ძალიან ლამაზ და თბილ დარბაზში, ხის მაგიდაზე, დუტას მოთხოვნის შესაბამისად,“ნიკორას“ ხორცპროდუქტების მთელი თანავარსკვლავედი აწყვია. სიმპათიურ შეფუთვებს ვხსნით და ირგვლივ ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს, ძნელია გადაღების დაწყება-დამთავრებას დაელოდო. კულინარიაში დუტა იდეალურად ერკვევა. აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, ყველაფერს მისებურად, გემრიელად აკეთებს.

შემოქანდა, მოგვესალმა და მუშტრის თვალით დაათვალიერა „ნიკორას“ პროდუქცია. მერე კმაყოფილმა შემოგვხედა და „მე ამისგან გავაკეთებ...“ სახით ერთი-ორი ფოტოც გადაიღო. ვიდრე კანჭი მზადდებოდა, დუტა თავის ამბავს გვიყვებოდა.





- კულინარია შემოქმედების ცალკე სფეროა. ალბათ იმიტომ, რომ მთავარი შემფასებელი ამ შემთხვევაშიც მაყურებელია. ჩემთვის ახალი კერძი პრემიერას ჰგავს, რადგან ზუსტად ისე განვიცდი, მაინტერესებს და ველოდები როგორ მოეწონებათ ჩემი ნაშრომი, როგორც სცენაზე გასვლას პრემიერის წინ. პაპაჩემი ნამდვილი შეფმზარეული იყო. ყოველ დილით ბაზარში პროდუქტის საყიდლად დადიოდა და შემდეგ სხვადასხვა კერძს ამზადებდა. გარკვეულწილად ამიტომაც, გასტრონომიის მიმართ მიდრეკილება, ინტერესი და სიყვარული ყოველთვის მქონდა. სტუდენტობისას, მეგობრულ შეკრებებზე ეს თემა მე მებარა. ჩემი პირველი კაფე-რესტორანი ,,თან წაიღე'' 2007 წელს, ქიაჩელის ქუჩაზე გავაკეთე, სადაც ყველა ჭურჭელი და ინვენტარი ქართველი არტისტების შექმნილი იყო. რესტორნის იდეა სახელს ამართლებდა. მოსულ სტუმარს სასურველი ნივთი _ იქნებოდა ეს ჭიქა თუ ჩანგალი, შეეძლო თან წაეღო. მაშინ გუგა კოტეტიშვილის და რატი ერაძის რამდენიმე მაგიდაც გავყიდეთ.

მალე „იმედზე“ კულინარიულ გადაცემას ვიწყებ, სახელად „სულიკო“. ეს მომწვანო ნაქსოვი ქუდი დუტა-კულინარის საფირმო დეტალი იქნება. რესტორატორობამ და ახალი გადაცემის წამყვანობამ მოითხოვა ჩემს საყვარელ სფეროში კიდევ უფრო მეტად გავრკვეულიყავი. ყველაფერს ვამზადებ, მაგრამ ყველაზე მეტად სტეიკის მომზადება მიყვარს. დღეს კანჭს შევეჭიდები. გემრიელი და ოპტიმალური კერძია. ისეთი, ბევრ ადამიანს რომ კარგად აქეიფებს.








,,ნიკორასთან'' დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. მას მაშინ შევხვდი, როდესაც ვაჟა ფშაველას დასაწყისში პირველი მაღაზია გახსნა. იქ ჩემი კლასელი მერი მუშაობდა და ხშირად ვნახულობდი. ბრენდი `ნიკორა~ პირველი იყო ბაზარზე, რომელმაც მომხმარებელს ქართული წარმოების მზა პროდუქცია შესთავაზა. მე ყოველთვის ქართული პროდუქციის ყიდვის მომხრე ვარ. ორმაგად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მომხმარებლის ამ დამოკიდებულებას ბიზნესიც შესაბამისად პასუხობს და მის ნდობას ამართლებს. ჩემი და ,,ნიკორას'' მეგობრობა დღემდე გრძელდება. სარდელი, შაშხი, გრილზე შემწვარი სოსისები... მაცივარში „ნიკორა“ ყოველთვის მაქვს და ამას სარეკლამოდ არ ვამბობ, მართლა ასეა. ცუდია მკითხველი ჩემს კანჭს რომ ვერ დააგემოვნებს, მაგრამ ფოტოდანაც ხომ ჩანს, რომ „ნიკორას“ კანჭი დუტასგან მაგარია, არა?

,,ნიკორას'' კანჭის რეცეპტი დუტასგან

ღორის კანჭი ბევრ ადგილას უნდა ჩავჭრათ, რათა ზედმეტი სითხე გამოვიდეს. ამის შემდეგ, თხლად ვჭრით ნიორს და ჩაჭრილ ადგილებში ვათავსებთ. არომატისთვის გარედან ვუსვამთ აჯიკას და დიჟონის მდოგვს. გამზადებულ კანჭის ნაჭერს 180 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში ვდებთ და საათნახევრის განმავლობაში ვწვავთ. როდესაც შეიბრაწება, გამოვიღებთ, გადმოვიტანთ ცალკე დაფაზე და მივირთმევთ გრილზე შებრაწულ „ნიკორას“ სოსისებთან ერთად. გაამოთ!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა