თინეიჯერობა - ყველაზე მრავალფეროვანი, მაგრამ ცოტათი რთული პერიოდი ყველას ცხოვრებაში.
რატომ რთული?
ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ
გაინტერესებს. ზუსტად შეიძლება ვერც ხვდები რა გინდა ცხოვრებაში და
ძალიან სწრაფად გეცვლება გემოვნება და შეხედულება ყველაფრის მიმართ.
ამ ასაკში გიწევს თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა და კონკრეტული
მიზნების დასახვა.
ჩემს გმირებს ცხოვრების თავისი გზა უკვე არჩეული
აქვთ, თითქოს უკვე ზუსტად იციან რა უნდათ და რისკენ მიდიან. თითოეულმა
მათგანმა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა წარმატების ხიბლი და თითოეული
მთგანი ხვდება, რომ წინ ახალი გამოწვევებია.
გაიცანით: ანი ჯავახი, რუსკა ქარქაშაძე, თაზო სახვაძე.
პროფესიით მოცეკვავე. ისე,
უბრალოდ, მხიარული ადამიანი, რომელსაც უყვარს პოზიტივი, ჩახუტება,
მეგობრების გარემოცვაში ყოფნა და კიდევ ბევრი რამ... მაგალითად,
ჭამა!
როგორი ვარ?
მიყვარს მხიარულ ადამიანებთან ურთიერთობა, უზომოდ
რომანტიკოსი ვარ. სანთლის შუქით დაწყებული, ვარსკვლავების ყურებით
დამთავრებული, ყველაფერი მიზიდავს.
ჩემი ჰობი ფილმების ყურებაა და
სასაცილოა, მაგრამ infinity war-ის ყურებისას ყოველთვის ვტირი
რაც
შეეხება საქმეს:
19 წლის ვარ და დღეს უკვე
საკუთარი სტუდია მაქვს queens dance studio. მასწავლებელიც ვარ და
ქორეოგრაფიც.
მთელი ჩემი ენერგია, გონება და
შესაძლებლობა ამ სტუდიის განვითარებას უკავშირდება. რა თქმა უნდა,
სწავლაც მნიშვნელოვანია. სტუდენტი ვარ და ,,გაუ''-ში
მიღებულ ცოდნას, მარკეტინგის მიმართულებით,
სწორედ სტუდიის სწორად მართვაში ვიყენებ.
სამომავლო გეგმა ბევრი
მაქვს.
ყველა ფიქრი მაინც ცეკვას უკავშირდება იმიტომ,
რომ ეს ავირჩიე ჩემი ცხოვრების მთავარ საქმედ.
ჩემი მიზანია უცხოეთში
მასტერკლასები გავიარო იმ ქორეოგრაფებთან, რომლებიც ჩემთვის მისაბაძი
არიან.
ჩემს თავს ვხედავ სცენაზე,
სტუდიაში, გადაღებებზე. ყველგან, სადაც ცეკვა შემიძლია და ჩემი მუხტის
სხვისთვის გადაცემა.
პროფესიიდან გამომდინარე, არ
გაგიკვირდებათ, რომ ვგიჟდები სპორტულ ტანსაცმელზე. შეიძლება ითქვას,
ჩემი სუსტი წერტილია. ეს სპორტულები სპეციალურად გადაღებისთვის
შევარჩიე მაღაზია ,,ავ-ლაბ''-ში.
მიხარია, რომ 21-ე საუკუნეში
მომიწია ცხოვრება. ჩვენი თაობა გამორჩეულია თავისუფლებით.
ეს
თითოეულ ჩვენგანშია.
მიხარია, რომ 19 წლის ასაკში
სრულიად დამოუკიდებელი ვარ და ჩემ გარშემო ბევრი ჩემნაირი
თინეიჯერია.
პირდაპირ გეტყვით, რომ მინდა
ისტორიას დარჩეს ჩემი სახელი. ვიცი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ
ამისთვის ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებ ცხოვრებაში.
შრომა არ მენანება და
აუცილებლად მივაღწევ იმას, რომ მომავალი ისეთი მქონდეს, როგორიც
წარმომიდგენია.
სწავლა უმთავრესია ჩემთვის.
ჯერ
სკოლის მოსწავლე ვარ. მალე 16 წლის გავხდები, თუმცა უკვე გადაწყვეტილი
მაქვს, რომ განათლებას აუცილებლად მივიღებ უცხოეთშიც. მინდა ჩემს
ქვეყანას მაქსიმალურად გამოვადგე.
ჩემი ჰობია ჩოგბურთი და ვთვლი,
რომ ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს სპორტულად.
პროფესია, რა თქმა უნდა,
მსახიობობა!
ძალიან პატარა ასაკიდან გადაწყვეტილი მაქვს, რომ
ჩემი სფერო ესაა.
ბავშვობიდან ყველაფერი
მაინტერესებს, ცნობისმოყვარე ვარ. მიყვარს მრავალფეროვნება და ზუსტად
ამიტომ მგონია, რომ სწორია ჩემი არჩევანი. მსახიობზე მრავალფეროვანი
ცხოვრება ხომ არავის აქვს. მუდამ სხვადასხვა როლს ირგებ, ყველაფრის
განცდა შეგიძლია, მომწონს ეს ყველაფერი.
თან, ცოტა გამოცდილება,
მიუხედავად ჩემი ასაკისა, უკვე მაქვს.
ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის
მოტივატორები ჩვენ თვითონ ვართ. მე ძალიან მკაცრი ვარ და ბევრს ვითხოვ
ჩემი თავისგან, ზოგჯერ შეუძლებელსაც კი. ჩემი საყვარელი ფრაზაა:
,,არასოდეს თქვა არასოდეს''!
მინდა მქონდეს უზრუნველყოფილი
მომავალი და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყო დამოკიდებული. მინდა კარიერა
საკუთარი შრომით გავიკეთო.
საერთოდ ვთვლი, რომ 21-ე
საუკუნე გვაძლევს ამის შესაძლებლობებს და უკვე ჩვენზეა, როგორ
გამოვიყენებთ. ნიჭიერი თაობა ვართ, მიზნებისთვის მებრძოლი, მომავალზე
ორიენტირებული და დამოუკიდებელი. მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო
უკეთესობისკენ შევცვალოთ.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე.
მართალია პროფესია ჯერ არ ამირჩევია, თუმცა ერთადერთი რაც
დანამდვილებით ვიცი - უზომოდ მიყვარს ფეხბურთი და ამ
ეტაპზე ,,საბურთალოს'' გუნდში ვთამაშობ.
მომავალში მინდა მსოფლიო დონის
ფეხბურთელი ვიყო.
ამ
მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ და იმასაც
ვხვდები, რომ ამ ამბიციური იდეის განსახორციელებლად მაღალი ინტელექტი
და ერუდიციაა საჭირო.
დროს არ ვკარგავ და ძალიან
ბევრს ვკითხულობ. მიყვარს ლიტერატურა და პოეზია.
ასევე, ვსწავლობ უცხო ენებს და
დიდ დროს ვუთმობ მათემატიკას რადგან ვთვლი, რომ ანალიტიკური აზროვნება
გამომადგება მოედანზეც.
მუსიკა და კინოც ძალიან მიყვარს
და ვცდილობ განვითარებული ადამიანი ვიყო.
საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად
არ მიყვარს. ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი ვარ ჩემი თავის მიმართ.
ამიტომ ბოლომდე ვიხარჯები ყველა მიზნის მისაღწევად.
ვთვლი, რომ ჩემს თაობას დრო გვჭირდება, რათა ასპარეზზე გამოვიდეთ, თვითრეალიზება მოვახდინოთ და ნათელი კვალი დავტოვოთ საქართველოს ისტორიაში. მითუმეტეს, რომ სხვა თაობებისგან განსხვავებით, შესაძლებლობების გაცილებით დიდი პალიტრა გვაქვს და არც მონდომება და შემართება გვაკლია ამ ყველაფრის გამოსაყენებლად.
Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,