Geox Family Portrait

,,სითის“ გადაღებაზე მსახიობი ლელა მებურიშვილი შვილებთან ერთად მოდის.

ლელა, სანდროსთან და ლილიკოსთან ერთად, არაერთხელ გადაგვიღია. უკვე გაზრდილ ლილიკოს პირველ ფოტოსესიას ვახსენებ. მაშინ ჯერ კიდევ ერთი თვის იყო. ლელა სხვა პროექტებსაც იხსენებს და ვხვდებით, რომ „სითის“ ფოტოებს მათ საოჯახო ალბომში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

 

„სითის“ ნოემბრის ნომერში, ოჯახთან ერთად, პირველად ჩნდება მომღერალი სალომე ბაკურაძე. ორი წლის სანტი ბასლანძისთვის ეს პირველი „სითი-პროექტია“. მას ისე მოეწონა გადაღება, რომ დარწმუნებული ვარ შემდეგ პროექტზეც სიამოვნებით დაგვთანხმდება და მათ საოჯახო არქივშიც გაჩნდება სხვადასხვა წელს გადაღებული „სითის“ ფოტოები.

საოჯახო ფოტოს გადაღების იდეა იმ ბრენდს ეკუთვნის, რომელიც ოჯახის ყველა წევრისთვის არის გათვლილი. იტალიური ფეხსაცმლის კომპანია - „ჯეოქსი“ წლებია ხარისხთან ასოცირდება. ინოვაციური ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ბრენდი ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელსაც მშობლები დაუფიქრებლად ენდობიან. ბოლო დროს კი, ხარისხთან ერთად, „ჯეოქსი“ ასოცირდება ტრენდულ მოდელებთანაც, რომლებსაც ნებისმიერი ასაკის მომხმარებელი ირჩევს.

 

ჩვენმა გმირებმა ფოტოს გადაღებამდე, ოჯახთან ერთად იშოპინგეს. „სითი“ მათ საოჯახო ფოტოებს „ჯეოქსთან“ ერთად წარმოგიდგენთ.



 

ლელა მებურიშვილი

მსახიობი

 

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დრო საოცრად სწრაფად მირბის. ვცდილობ დრო ისე გადავანაწილო, რომ ყველაფერი მოვასწრო. თუმცა, მგონია რომ ყველაზე მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაა.

ჩვენი მშობლები, ოჯახი, მეგობრები, მათთან ურთიერთობა გვავსებს, გვაძლიერებს და სტიმულს გვაძლევს. ჩემთვის უმთავრესი ძალის მომცემი ჩემი შვილები არიან. ამიტომ ვცდილობ ყველაზე მეტი დრო მათ დავუთმო. როცა სახლში ვარ, მთლიანად ბავშვებს ვეკუთვნი.

ვთამაშობთ, დავრბივართ, ვიცინით, ვიგონებთ ახალ გასართობებს. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მათთან ურთიერთობით. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა სანდროსთან და ლილიკოსთან ყოფნაა. საყიდლებზე სიარულიც კი სახალისოა მათთან ერთად. „სითის“ და „ჯეოქსის“ ერთობლივი პროექტის დროს ერთად შოპინგიც მოვახერხეთ და თან ჩვენს ალბომს კიდევ ერთი ფოტო შეემატა, ამჯერად ასეთი წარწერით - „სითი“, 2018 წელი.





სალომე ბაკურაძე

მომღერალი


ჩვენი ოჯახი ჩამოყალიბებული წესებითა და ტრადიციებით არ გამოირჩევა. ლაშა საკმაოდ სწრაფი გადაწყვეტილებების მოყვარულია, დაგეგმილი განრიგი არ ხიბლავს. შესაბამისად, ჩვენც ცოტა ,,ფლეშმობივით'' გვიწევს ცხოვრება.

ბოლო პერიოდში ასე ექსტრემალურადაც ვეღარ ვიღებთ გადაწყვეტილებას სანტის ფაქტორიდან გამომდინარე. ამიტომ ცოტა უფრო გეგმიანები გავხდით - ყველა საღამოს, შაბათსა და კვირას, ტრადიციულად ერთად ვართ. კვირა ჩემი საყვარელი დღეა და დილიდან ვცდილობთ, რომ მთელი დღე ერთად გავატაროთ.

ამიტომ, „სითის“ პროექტს სიხარულით დავთანხმდით. გამოვიდა, რომ მთელი კვირადღე ერთად გავატარეთ, ჯერ „ჯეოქსში“, სადაც მთელ ოჯახს შეუძლია წავიდეს შოპინგზე და მერე -უკვე „სითის“ გადაღებაზე. ერთად გატარებულ წუთებსა და დასამახსოვრებელ მომენტებს, როგორც ყველა, მობილურ ტელეფონში ვინახავ.

ამიტომ, საოჯახო ალბომი არ გვაქვს. თუმცა, საოჯახო ფოტოები - მრავლად. მათ შორის გაჩნდა „სითის“ ფოტო, რომელიც საპატიო ადგილს დაიკავებს.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
TRY
TRY
1
0.4460
USD
USD
1
3.0624
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა