ღრმად ჩაისუნთქეთ, თქვენ ,,თბილისი ჰილსში'' ხართ!

 

ანასტასია უდალოვასთან შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გვაქვს დათქმული. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე აქვს, მაინც სიამოვნებით ითავსებს გიდის როლს და „თბილისი ჰილსის“ ტერიტორიას დეტალურად გვათვალიერებინებს.

ჯერ კიდევ ასაშენებელ პროექტებზე საუბრისას, თვალები ენთება და საოცარი ენთუზიაზმით გვამოგზაურებს იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე დაიწყო ვილებისა და თაუნჰაუსების გაყიდვა და სადაც სულ მალე აშენდება პირველი კორპუსი, რომელიც მაცხოვრებლებს ახალი და ბედნიერი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება.

 

საინტერესო ექსკურსიის შემდეგ, უამრავი შეკითხვა გვიგროვდება და ანასტასიასთან ინტერვიუს, პირველ რიგში, ჩვენი რესპონდენტის „თბილისი ჰილსის გოლფის მოედნისა და რეზიდენციების“ დირექტორის გაცნობით ვიწყებთ...

ანასტასია, გვიამბეთ თქვენ შესახებ და მოგვიყევით, რა ხდებოდა „თბილისი ჰილსამდე“.

 

ლატვიის პატარა ქალაქში დავიბადე, სადაც, სხვათა შორის, პირველი თოვლი უკვე მოვიდა. პოლონური სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. აქედან გამომდინარე, მშობლიური ლატვიურის გარდა, თავისუფლად ვსაუბრობ პოლონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სკოლის შემდეგ რიგის უნივერსიტეტში, დიპლომატიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

ჩემი სპეციალობა დიდწილად უკავშირდებოდა მაკროეკონომიკას და მალევე გავაანალიზე, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ამიტომ, ,,პაულა სტრადინიას სამედიცინო უნივერსიტეტში''  გადავედი და სამედიცინო კანონების შესწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განვაგრძე. პირველი კურსის შემდეგ, პრაქტიკა ადვოკატთა ბიუროში გავიარე და მუშაობაც იქვე დავიწყე.

პარალელურად კი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თავდაუზოგავად ვშრომობდი და ვცდილობდი, ყველანაირი რეჟიმისთვის გამეძლო. შემდეგ, მოხდა ისე, რომ ჩემი პარტნიორი პოლიტიკაში წავიდა და მე მის საარჩევნო კამპანიაში ჩავერთე. ვიყავი ქალაქის მერის დამხმარეც. შემდეგ კი, 6 წლის განმავლობაში, ვმუშაობდი სამთავრობო კომპანიაში, რომელიც ლატვიის გზებს განაგებდა. ჩემთან 1600-მდე ადამიანი თანამშრომლობდა. აი, ასე მოვედი „თბილისი ჰილსამდე“...






 

როგორ იწყება თქვენი და საქართველოს მეგობრობა?

 

საქართველოში პირველად სამი წლის წინ ჩამოვედი. მანამდე მასზე არაფერი მსმენოდა. ჩამოსვლისთანავე „თბილისი ჰილსისაკენ“ გამოვეშურე, თუმცა მაშინ აქ ჯერ არაფერი იყო აშენებული.

გარშემო რომ მიმოვიხედე, სუფთა ჰაერი რომ ჩავისუნთქე და თბილისისა და შავნაბადას მონასტრის ხედებს გავხედე, მივხვდი, რომ სწორ და საჭირო ადგილას ვიყავი.

 

რა იყო პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გააკეთეთ?

 

მუზეუმები და გამოფენები მოვიარე და ქართულ ხელოვნებას გავეცანი. ფიროსმანის ნახატებმა განსაკუთრებულად მომხიბლა - ირემს ისეთი თვალები ჰქონდა, მეგონა, ცოცხალი არსება მიყურებდა. ძალიან მომეწონა თანამედროვე ხელოვანის, ქეთი დავლიანიძის შემოქმედებაც.

მისი რამდენიმე ნამუშევარი ჩემს ახალ სახლშიც მაქვს გამოფენილი. მოგვიანებით მაღაზიებშიც გავიარე და ქართველი დიზაინერების სამოსიც დავათვალიერე - რამდენიმე შევიძინე, მაგრამ, საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ზოგიერთი დიზაინერი ხარისხს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია.

ზოგადად, არ შემიძლია ტანსაცმელი მხოლოდ იმიტომ ჩავიცვა, რომ ვიზუალურად მომწონს. ის სხვა კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

 

კიდევ რა იყო ის, რაც არ მოგეწონათ?

 

სიმართლე რომ გითხრათ, ამ მომენტში ძველი თბილისი მახსენდება. როცა ჩამოვედი, ასეთი სიტუაცია არ იყო, მაგრამ ახლა, თითქოს, რესტავრაციას საჭიროებს.

ალბათ, დრო უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ეს ყველაზე ლამაზი ადგილი იქნება. თუმცა, ამჯერად, ფავორიტად აღმაშენებლის გამზირს დავასახელებდი - უფრო ევროპულსა და მიმზიდველს.

 

როგორც ჩანს, მალე ახალი საყვარელი ადგილი გექნებათ... რით გამოირჩევა „თბილისი ჰილსი“ სხვა საცხოვრებელი კომპლექსებისგან?

 

გამოირჩევა ევროპული სტანდარტებითა და მიდგომით, უსაფრთხოებით, პრემიუმ ხარისხითა და ყველა იმ უპირატესობით, რომელზეც დაწვრილებით მოგახსენებთ. მაგალითად, აქ კომუნიკაციები და სხვა სისტემები ნულიდან, სრულიად ახლიდან არის გაყვანილი.

სკოლა, საბავშვო ბაღი, ფიტნეს და სპა ცენტრები, ღია აუზი, საველოსიპედო და სარბენი ბილიკები, სასურსათო მაღაზიები და გოლფის დიდი მოედანი - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში ერთიანდება, რომელსაც „თბილისი ჰილსი“ ჰქვია და რომელიც მალე პატარა, ბედნიერ ქალაქად გადაიქცევა.

კომპლექსის მთავარი უპირატესობა სუფთა ჰაერია - როგორც კი თბილისიდან 15 წუთის სავალზე ამოდიხარ, ჩახუთულ და სუფთა ჰაერს შორის უზარმაზარ, მკვეთრ განსხვავებას გრძნობ. ძალიან გვინდა აქ ის ადამიანები დასახლდნენ, ვინც ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს ფასი კარგად იცის.




 

რას სთავაზობთ ქალაქგარეთ გადაცხოვრების მსურველებს?

 

ჩვენი მთავარი მიზანი ცხოვრების ახალი წესის შექმნა იყო. ავიღეთ ევროპის საუკეთესო მაგალითები და მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმაზე, რომ ერთ სივრცეში ყველაფერი მრავალფუნქციური, სწორად განაწილებული და შთამაგონებელი ყოფილიყო.

გარდა იმისა, რომ დასრულებული სახლები გამწვანებულ ტერიტორიაზეა განთავსებული, პარკინგის ზონები, ეზოები და ბარბექიუსათვის განკუთვნილი ადგილები ერთმანეთისაგან ბუნებრივად, ტერასებითაა გამოყოფილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მშენებლობამ არსებული ლანდშაფტი პირვანდელი სახით შეინარჩუნა.

20-წლიანი გამოცდილების მქონე ესტონელმა კონსტრუქტორებმა, ქართველ არქიტექტორებთან ერთად, ამ პროექტში საუკეთესო ევროპული სტანდარტები გააერთიანეს და შეუძლებელი შეძლეს. სხვაგვარად რომ გითხრათ, ეს ქალაქგარეთ მდებარე ტერიტორია იდეალურ პირობებს ქმნის საოცნებო სახლის ასაშენებლად.

 

გასართობი ადგილების კუთხით რა იგეგმება?

 

პარასკევობით აქ სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, თანაც - მთელი თავისი ატრიბუტიკით. გვექნება ევროპული ბარიც, რომელიც ქალაქში არსებული ხმაურიანი ბარებისგან განსხვავებული იქნება.

ის, ალბათ, უფრო 30-ს გადაცილებულ ადამიანებს მიიზიდავს _ მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კარგი მუსიკა, კარგი სასმელი და სასიამოვნო სიმშვიდე. ვაპირებთ გრილ-ბარიც გავაკეთოთ. იგეგმება საკვირაო „ბრანჩების“ მოწყობაც, სადაც უფროსები გოლფის თამაშით დაკავდებიან, პატარებს კი ჩვენი ანიმატორები გაართობენ.

 

თქვენი აზრით, რატომ განვითარდა ტურიზმი საქართველოში ასეთი სწრაფი ტემპით?

 

იმიტომ, რომ ეს ახალი ადგილია, რომელიც ევროპაში შეგიძლია აღმოაჩინო. აქამდე თითქოს ჩაკეტილი იყო და ახლა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის გაიხსნა.

საქართველოს ყველაზე დიდ რეკლამას თავად ქართველები და კმაყოფილი ტურისტები უკეთებენ. ცუდს თითქმის არავინ ამბობს და ქართული მასპინძლობის „გასასინჯად“ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

 

კიდევ რის გამო ბრუნდებიან საქართველოში?

 

ხალხის გამო. ამ ქვეყნის მთავარი ხიბლი მისივე ხალხია. კონკრეტულად მე, უცხოებთან რთულად ვიხსნები, მაგრამ საქართველო ის უნიკალური ადგილია, სადაც ადამიანები იმდენად გულღიები არიან, რომ შეუძლებელი ხდება შენს თავში ჩაიკეტო.

გინდება რომ ისე მოექცე, როგორც გექცევიან. ქართველებს შენი ბედნიერებისა თუ უბედურების გაზიარება ყველაზე გულწრფელად შეუძლიათ.

 

თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის, რომ საქართველოში ბევრი უცხოელი ჩამოდის ბიზნესის დასაწყებად?

 

საქართველო შესაძლებლობების მხარეა და ამიტომ, ბიზნესის კუთხით, იდეალური სიტუაცია იქმნება. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა უკვე გადავსებულია. იქ ყველაფერია, რაც შეიძლება წარმოიდგინო.

საქართველო კი ახლა ივსება და უამრავი შანსი გეძლევა აქაურებს რაიმე ახალი შესთავაზო. რასაკვირველია, სირთულეებიც არსებობს, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ბიზნესის თვალსაზრისით, ეს ქვეყანა ძალიან მიმზიდველია, ზრდისა და განვითარების საოცრად დიდი პერსპექტივით.

 

სად იქნებით 10 წლის შემდეგ?

იმედი მაქვს, ისევ საქართველოში ვიქნები და ზოგჯერ ფრანგულ რივიერაზე ყოფნის შესაძლებლობაც მო-მეცემა...

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა