მარინა ნაცვლიშვილი სამკაულებით მოყოლილი ისტორია

ფიქრების სიტყვებად ქცევა და შემდეგ ამ ნაფიქრალი სიტყვების აკინძვა მწერლების და პოეტების მთავარი საქმეა.



ადამიანები, რომლებიც შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობენ, საკუთარ თავს საკუთარი შემოქმედებით აცნობენ საზოგადოებას.


ჩვენ, ყველა, კონკრეტული პიროვნების ხელწერას სწორედ მისი შემოქმედებით ვცნობთ. ზუსტად ასეა ჩვენი გმირის, მარინა ნაცვლიშვილის შემთხვევაშიც.

M.N Jewellery არა მარტო მისი სამკაულების სახელწოდება, არამედ მისი ხელწერაცაა. გრავირებული ვერცხლისგან გაკეთებული ფერადი ქვების სამყარო. მასიური ბეჭდები, სამაჯურები, ბროშები, საყურეები. ნაკეთობები, რომლებიც არასდროს მეორდება.

მარინა ნაცვლიშვილისთვის ყოველ ჯერზე სწორედ განსხვავებული სამკაულის შექმნის პროცესია საინტერესო.

პროფესიით კოსტიუმების დიზაინერი ხუთი წელია რაც სამკაულებს ქმნის.

M.N Jewellery-ის ბროში ვაშინგტონში, მადლენ ოლბრაიტსის ბროშების მუზეუმშიც შეგხვდებათ და მას ქუვეითის პრინცესაც დიდი სიამოვნებით ირგებს.

თუმცა, აქ სტატუსები ნაკლებად არის მნიშვნელოვანი.

მთავარია ის ემოცია, ენერგეტიკა, ენთუზიაზმი და მიდგომა, რომელიც მარინა ნაცვლიშვილს თავისი სამკაულების მიმართ აქვს და რომლის შესახებაც ,,სითის'' ფურცლებიდან თავად მოგიყვებათ.





 

გამოფენა ,,ალბერტინას'' მეზობლად

ვენაში, ხათუნა ხუბუას ორგანიზებით, გალერეა Overground-ში, ჩემი სამკაულების, M.N Jewellery-ს, გამოფენა გაიმართა. ეს რიგით მეორე გამოფენაა, რომელზეც გიორგი ცაავასთან ერთად ვიმუშავე.

ფოტოების ავტორი სწორედ გიორგია. გამოფენის კურატორი კი, ნინო გუჯაბიძე იყო.

ჩვენი კოლაბორაცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბევრი შემოთავაზება, დამთვალიერებლებისგან დადებითი შეფასებები და უამრავი პოზიტიური ემოცია მივიღეთ. მახარებს და ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემს გამოფენას ,,ალბერტინას'' მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა დაემთხვა.

გალერეა Overground და ,,ალბერტინა'' ძალიან მცირე მანძილით არიან დაშორებული ერთმანეთს.

განცდა იმის, რომ ჩემი ნამუშევრები, ფიროსმანი, მონე და პიკასო ერთდროულად, ერთსა და იმავე ქალაქში იყო გამოფენილი, ძალიან სასიამოვნო იყო და საკმაოდ რთული აღსაწერია თუ რას გრძნობ ამ დროს შინაგანად.







M.N Jewellery წარმოუდგენელია... რის გარეშე?

ფანტაზიის. ჩემი ნაკეთობები ინდივიდუალურია და არ მეორდება. ვცდილობ ყოველ ჯერზე რაღაც ახალი გავაკეთო, რათა ჩემი შემოქმედება საინტერესო იყოს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ჩემთვის.

წარმატება ჩემთან მოვიდა...

პირველივე გამოფენის შემდეგ, ანუ საკმაოდ მალე.

ქვა თუ ლითონი?

ქვაც და ლითონიც. მაგრამ, ალბათ, უფრო ქვა.

საყვარელი ადგილი, სადაც სამკაულებს ვქმნი...

ესკიზებს ჩემს სამზარეულოში ვაკეთებ. შემდეგ, ეს პროცესი ჩემს სახელოსნოში გრძელდება, სადაც ნამუშევრები დასრულებულ სახეს იღებს.






ქვების შერჩევისას ვფიქრობ...

გონებაში ყოველთვის საბოლოო შედეგს წარმოვიდგენ. ვფიქრობ როგორი გამოვა კონკრეტული ნაკეთობა და ამის მიხედვით ვიწყებ ქვების შერჩევას.

ქვებთან ურთიერთობა ჩემთვის არის...

სასიამოვნო და მისტიკური პროცესია. ქვებს განსაკუთრებული მიზიდულობა ახასიათებთ. თითოეულ ქვას თავისი ენერგეტიკა აქვს, რომელსაც ხელში აღებისთანავე გრძნობ. ვფიქრობ, როგორი დამოკიდებულებითაც მიუდგები ქვას, ისიც შესაბამისად გიპასუხებს.

რომ არა სამკაული, გავაკეთებდი...

ინტერიერის დიზაინს.

ჩემი პირველი სამკაული...

ჩემი პირველი სამკაული საკმაოდ რთული ნაკეთობა - გრავირებული ვერცხლის ჩიტი იყო, რომელიც ძალიან მიყვარს და ვერასდროს შეველევი.

პირველად M.N Jewellery ვაჩვენე...

ჩემს მეუღლეს, დუტას. შემდეგ მეგობრებმა ნახეს.

რომ არა M.N Jewellery, ვატარებდი...

ვატარებდი იმას, რაც ლამაზია, რასაც მოვიხდენ და რაც ახლოს იქნება ჩემს სტილთან.

ყველა ქალს უხდება სამკაული?

მიმაჩნია, რომ სამკაული ყველა ქალს უხდება. მთავარია შენი სამკაული იპოვო, სწორად მოირგო და მოიხდინო.

არსებობს თუ არა M.N Jewellery-ის ტარების წესი?

რა თქმა უნდა არსებობს. მაგალითად, ბეჭდებს ორი მხარე აქვს. წაღმა და უკუღმა. უკუღმა მხრიდან მისი გაკეთება არ შეიძლება, აუცილებლად წაღმა მხრიდან უნდა გაიკეთო და მოირგო. სამკაულის მასიური ფორმის გამო კი, მისი ტარება უფრო კომფორტული შუა თითზეა.

ყველაზე მეტად რა სტილს უხდება M.N Jewellery ?

პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ. როდესაც სამკაულების გაკეთება დავიწყე, ჩემი ჩანაფიქრი იყო გამეკეთებინა ისეთი სამკაული, რომელიც ქალბატონებს ჩაცმასთან დაკავშირებულ სირთულეებს შეუმსუბუქებდა.

მაგალითად: შავი სადა კაბა და დეტალი - სამკაული, რომელიც სხვა შტრიხს მატებს საერთო ჩაცმულობას.

უკვე კარგად გამოიყურები და ნებისმიერ ადგილას შეგიძლია წახვიდე. M.N Jewellery-ის სამკაულებს კონკრეტულად ერთი სტილი არ აქვთ. თუ კარგად მოირგებ, უხდება როგორც კლასიკურ, ასევე ყოველდღიურ სტილს.

ბეჭედი თუ საყურე?

ბეჭედი.

ყელსაბამი თუ სამაჯური?

სამაჯური.

ერთი ბეჭედი ან იქნებ სამი ერთად?

ესეც ადამიანის სტილზეა დამოკიდებული. პირადად ჩემთვის, ერთი სავსებით საკმარისია.





საყვარელი ფერი ან ფერები?

ლურჯის გრადაცია, შაბიამნისფერი და მწვანე.

რომელ ისტორიულ პერსონაჟს აჩუქებდით თქვენს სამკაულს?

ძალიან მაინტერესებს როგორ მოირგებდა ჩემს სამკაულებს თამარ მეფე.

რა ქმნის ქალის სტილს?

სამკაული, ფეხსაცმელი და ჩანთა.

ჩემი სტილის სიმბოლო არის...

Audrey Hepburn. სტილი, რომელიც ჟივანშიმ ოდრისთვის შექმნა სტილის და გემოვნების ზეიმია.

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა