City მთავარი თემა
თათა ქურხაშვილი - 24/7 „კაპიტან პლუსის“ ტემპით

- ხომ მოდიხარ?

- 26-30 აპრილი?

- ჰო!

- კი, კი, ყველა მოდის!


„კაპიტან პლუსმა“ ეს ამჯერადაც მოახერხა, დაგეგმა ტური, რომელზეც, დღეს, როგორც ჩვენს სითიში იტყვიან, მთელი თბილისი ლაპარაკობს. ეს აპრილის ბოლოს ბელეკში, სასტუმრო „კალისტაში“ დაგეგმილი ტურია, რომელზეც ადგილები ჟურნალის ბეჭდვაში გაშვების მომენტისთვის უკვე აღარ იყო. ეს „კაპიტან პლუსის“ ხელწერაა, შექმნას პროდუქტი, ტურისტულ ენაზე რომ ვთქვათ, ტური, სადაც მოხვედრა ყველას სურს. ერთია შექმნა მოვლენა, რომელზეც ერთი სეგმენტური ჯგუფი დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ისაუბრებს და მეორეა იყო მუდმივად ხარისხის გარანტი 1992 წლიდან. ხვდებით, არა? ჯერ 1992 წელს რომ დაიწყო და 2017 წლისთვის ეს ყველაფერი შეინარჩუნო. განსაკუთრებული ტურები „სითის“ მკითხველისათვის უკვე კარგად ნაცნობი „კაპიტან პლუსის“ ექსკლუზივები - ხმელთაშუა ზღვისა თუ კარიბის კრუიზები, ამ კომპანიის მხოლოდ ერთი, მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მთავარი მახასიათებელი ნიშანია. მთავარი, როგორც, ჭკვიანი ადამიანები იტყვიან, დეტალებშია.


დეტალები ოფისის შესასვლელიდან იწყება; „კაპიტან პლუსი“ თბილისის ცენტრალურ უბანში „სახლი ოპერას“ პირველ სართულზეა განლაგებული. თათას, კომპანიის გენერალურ დირექტორს, ოფისში ვხვდებით. შაბათი დღეა, ყველა ისვენებს, „კაპიტან პლუსის“ გუნდი კი მუშაობს. 24/7-ზე ამ ტურისტული კომპანიის ჩვეულებრივი რეჟიმია, რეჟიმი, რომელიც უკლებლივ ყველა თანამშრომელზე ვრცელდება. დღეს, როდესაც პოტენციურ ტურისტთა უმრავლესობა არანაკლებ დაძაბულ რიტმში ცხოვრობს, ეს 24/7-ზე ყველაზე მეტად ფასობს.


წარმოიდგინეთ, ადამიანი მთელი წლის განმავლობაში დატვირთული გრაფიკით მუშაობს, შესაბამისად, სურს შვებულება, ან საქმიანი მგზავრობა ბოლო ნიუანსამდე იყოს გაწერილი და ადგილზე ჩასულს იმაზე უკეთესი გარემო დახვდეს, ვიდრე ელოდა. ამიტომ ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად, იქნება ეს დილა თუ გვიანი ღამე. _ ღიმილით ყვება საქმიანი თათა და ცალ თვალს შაბათს დედასთან სამსახურში სტუმრად მოსულ მიასკენ აპარებს. მია, დედაზე არანაკლები საქმიანი განწყობით, კომპიუტერთან ზის. ასეთ რიტმს მიჩვეულია, უკვე წლებია მისი მომხიბლავი დედიკო სწორედ ამ რეჟიმით ცხოვრობს, თუმცა აუცილებელი პირობა არასდროს ირღვევა _ მია სულ გვერდით უნდა იყოს.


- თათა, როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატების საწინდარი?


- ბევრი რამ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გუნდი, რომელიც „კაპიტან პლუსში“ მუშაობს, ჩემთვის ეს მეორე ოჯახია, ადამიანები, რომელთანაც ცხოვრების უდიდეს დროს ვატარებ და მაქვს ის კომფორტი, რომელიც მენეჯერისთვის აუცილებელია; ვმუშაობ პროფესიონალებთან, რომელთათვის არ გიწევს იმის ახსნა, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი სამსახურის მთავარი პრინციპები. ეს რეალურად ერთერთი ყველაზე გამართული და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, რომელსაც მეც და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მომხმარებლები ენდობიან. ასეთ რიტმს კი არ ვაპროტესტებთ, ჩვენ თვითონ ვუწესებთ საკუთარ თავს.

ერთი შეხედვით, ტურისტული ბიზნესი თათას წინა საქმიანობასთან შედარებით (ათი წლის განმავლობაში მერიის საზოგადოებასთან სამსახურის ხელმძღვანელობა) ნაკლებად შრომატევადია. მაგრამ ეს, ერთი შეხედვით. წამყვანი ტურისტული კომპანიის გენდირექტორობა, ისევე, როგორც ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობა, საქმეში ასპროცენტიან ჩართულობას მოითხოვს. ვეცადოთ ავყვეთ „კაპიტან პლუსის“ რიტმს. დავიწყეთ!




დილა „კაპიტან პლუსში“


დილა ადრე იწყება, ჭიქა ყავითა და მსოფლიო ტურისტული ტენდენციების გაცნობით, გუნდი იღებს და ეცნობა ყველა სიახლეს, კონცენტრირებული კაპიტანპლუსელები სიახლეებს ინიშნავენ. მეორე ჭიქა ყავას, ან წყალს უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მოჰყვება _ მგზავრების ჯავშნების, ბილეთების, სასტუმროების კონტროლი. თითოეული მგზავრი მთელი მოგზაურობის პერიოდში კმაყოფილი და დაცული უნდა იყოს.


„კაპიტან პლუსი“ - აქცენტები


25-წლიანი კომპანიის მთავარი მახასიათებელი მაინც ხარისხი, ადეკვატური საფასო პოლიტიკა და ექსკლუზიურობაა. დაარსებიდან დღემდე „კაპიტან პლუსმა“ ექსკლუზიური კონტაქტების შემცველი დიდი პორტფელი შექმნა, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, ავიაკომპანიებსა და სასტუმროებთან ურთიერთობამ კი, თავის მხრივ, _ ექსკლუზიური საფასო პოლიტიკა. ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ ერთს გირჩევთ, დაჯავშნეთ რაც შეიძლება ადრე. მომსახურების განსაკუთრებული სერვისი გულისხმობს მგზავრის ნებისმიერი სურვილის გათვალისწინებას და დაკმაყოფილებას, იქნება ეს საქმიანი შეხვედრისათვის აუცილებელი გარემოს მოწყობა, თუ ოჯახის წევრთათვის სპეციალური მარშრუტის შექმნა. პირადი ტურაგენტი თქვენს განკარგულებაშია.


„კაპიტან პლუსის“ გუნდი


„კაპიტან პლუსის“ ოფისში წლებთან ერთად გამოცდილ გუნდს ყოველწლიურად ახალი ძალაც ემატება. თითოეული წევრი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით გამართულ მნიშვნელოვან ტურისტულ ღონისძიებებში მუდმივად მონაწილეობს, თითოეული მათგანი კარგად იცნობს იმ ადგილებს, სადაც გამგზავრებას შემოგთავაზებთ. ეს ინვესტიცია „კაპიტან პლუსისთვის“ მნიშვნელოვანია, მგზავრს არ უნდა დახვდეს ადგილზე სიურპრიზი და თუ დახვდება, იგი მხოლოდ სასიამოვნო უნდა იყოს.


მთელი მსოფლიო „კაპიტან პლუსის“ რუკაზე


კარიბისა და ხმელთაშუა ზღვის კრუიზები „კაპიტან პლუსის“ ნამდვილი ვარსკვლავური პროდუქტებია. შარშან კომპანიამ ჩარტერული პროგრამით სიცილიის მიმართულებაც გახსნა. ევროპა ყოველთვის იყო და იქნება „კაპიტან პლუსის“ ერთერთი მთავარი სამიზნე. ვიზალიბერალიზაციის პირობებში კი საკითხი მეტ აქტუალობას იძენს. სხვათა შორის, კომპანიის პირველი პროექტი „კარი ევროპაში“ _ იტალია, რიმინი“ პირდაპირი ჩარტერული რეისით ჯერ კიდევ 1994 წელს შესრულდა. „კაპიტან პლუსის“ ამ პროგრამამ იმდროინდელ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.


2017 წლის ყველაზე პოპულარული ტურები


„კაპიტან პლუსში“ გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ საბერძნეთს, რადგან ამ ქვეყნის განთქმულ კუნძულებზე დაუვიწყარი და ფანტასტიკური ტურების ორგანიზებაა შესაძლებელი; წინასწარი ჯავშნების პირობებში კი, შესაძლოა, განსაკუთრებული პირობებიც შემოგთავაზონ. ასევე აქტუალური იქნება წელს პორტუგალია, პროექტი „თურქეთის ავიახაზებთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და მასზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.


თაფლობის თვე ბალიზე



იწყება თაფლობის თვის სეზონი და იწყება დაუვიწყარი მოგზაურობების სეზონი ბალიზე, რომელიც „კაპიტან პლუსმა“ სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილად გამოაცხადა. ახლად დაქორწინებულები ითხოვენ ეგზოტიკას, ითხოვენ ისეთ მოგზაურობას, „რომელიც არასდროს არავის ჰქონია“. ბალი უალტერნატივოა. ლამაზი, წყნარი, ეგზოტიკური ბუნება და მასში თითქოს ჩახატული გარემო, რომელიც შექმნილია სიყვარულისთვის, თაფლობის თვისთვის და, რასაკვირველია, ულამაზესი ფოტოებისთვის. ჩვენი რჩევაა, ზაფხულის ბალის დაჯავშნა დაიწყოთ დღესვე!


„კაპიტან პლუსი“ - სერვისები

ავიაბილეთები

სასტუმროს დაჯავშნა/განთავსება

ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრება, მონაწილეობა

ტრანსფერი

სამოგზაურო დაზღვევა

პირადი მენეჯერის 24-საათიანი მომსახურება


შაბათი დასრულებულია, კვირა, სავარაუდოდ, მიას ეკუთვნის; სავარაუდოდ იმიტომ, რომ 24/7-ზე გულისხმობს 24/7-ს, როდესაც მთელი „კაპიტან პლუსი“ კარგად აწყობილი საათის მექანიზმივით მუშაობს, მექანიზმივით, რომლის მთავარი პრინციპი უცვლელია: თქვენ დაისვენეთ, „კაპიტან პლუსი“ კი დაგეგმავს!







სითი: ეკა ხოფერია
ფოტო: LIG studio

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის
ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ
იქნება.
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა