City მთავარი თემა
NEW TREND თაობა

მაისი სწორედ ის თვეა, როცა მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი ირეკება; ბოლო ზარის დარეკვასა და სკოლის დასრულებასთან ერთად მთავრდება ბავშვობა და იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი.

წინ მთელი ზაფხულია, დაგეგმილი საბანკეტო წვეულებებით, ქორწილებით („მეჯვარე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, რა ჩავიცვა!“ ან „სოფოს და ირაკლის ქორწილია, ის აუცილებლად იქ იქნება და მე ყველაზე მაგრად უნდა გამოვიყურებოდე“ - გეცნობათ, ალბათ, მეგობრების წუწუნი); ქორწილებსა და ბანკეტებს ახალგაზრდული ფესტივალები მოჰყვება ხოლმე.

ჩამოთვლილი განრიგი ჩემი გმირების აიფონებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ხუთივე: ლიზა, ქეთო, ელენე, ვაკო და სანდრო წელს სკოლას ამთავრებენ. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური სტილი აქვს, ამიტომ კარგა ხანს ვიფიქრეთ, სად შეიძლებოდა დაგვეგეგმა ახალი თაობის პირველი  "დიდური ფოტოსესია”, თაობისა, რომელიც სკოლის ბავშვურ 12 წელს უკან იტოვებს და ცხოვრების სრულიად ახალ საფეხურზე გადადის.

გვჭირდებოდა ადგილი, სადაც „სითის“ ახალი თაობის სრულყოფილი იმიჯის შექმნაზე პროფესიონალები იზრუნებდნენ, მოდური სამოსი, შესაბამისი ვარცხნილობით, მაკიაჟითა და თითოეული იმ დეტალით, რომლებიც პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოსთვის აუცილებელია. იმ წამსვე New Trend მომაფიქრდა.

კომფორტულია, როცა იმიჯს თავიდან ბოლომდე პროფესიონალები ქმნიან. ეს ის შემთხვევაა, როცა სალონი და მაღაზია ერთი მთლიანობაა. მოკლედ რომ ვთქვათ, New Trend მომსახურების სრულ პაკეტს გვთავაზობს;

სალონში სტუმრობას ჩვენი ხუთივე გმირი სიხარულით დათანხმდა, აღმოჩნდა, რომ აქაურობა მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ადგილია. წლებია სალონს მათი მშობლები სტუმრობენ, ხშირად - პატარა შვილებთან ერთად. ახლა ის პატარა შვილები სკოლას ამთავრებენ, „დიდურ“ ცხოვრებას იწყებენ და გზას New Trend -ამდე თავადაც ხშირად გადიან.

დილა აბაშიძე-კავსაძის კუთხეში დაიწყო, იქ, სადაც თბილისში წლების წინ პირველი პრემიუმკლასის სალონი დაფუძნდა. სალონში ოცწლიანი გამოცდილების სუპერპროფესიონალები და ამ საქმის ნამდვილი ვარსკვლავი-სტილისტები მუშაობენ, რომლებიც მასტერკლასებს საფრანგეთსა და იტალიაში სისტემატურად გადიან და მათთან მოხვედრა წინასწარ დაჯავშნის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია, მაგრამ „სითის“ ახალი თაობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნომრის გმირების სურვილების ასასრულებლად ყველა მზადაა.

New Trend -ის სტილისტების წინაშე ხუთი ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანი წარდგა, თანაც სრული მზადყოფნით ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის. გამოცდილი სტილისტები ჯერ იმით დაინტერესდნენ, რა სტილისა და ფერის სამოსში იქნებოდნენ გამოწყობილნი ჩვენი გმირები, რადგან ვარცხნილობაც, მაკიაჟიც, ფეხსაცმელიც, აქსესუარიც კი ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც სამოსს და თავად მათ მოუხდებოდათ.

ტანსაცმელი გადაღებამდე ერთი დღით ადრე უკვე შერჩეული გვქონდა, თითოეულმა მათგანმა ლუქი საკუთარი გემოვნებით აარჩია. წინასწარ შერჩეული სამოსი ჩვენმა გოგოებმა და ბიჭებმა New Trend -ის ჭავჭავაძეზე მდებარე მაღაზიებში მოირგეს. ჰაეროვანი, ელეგანტური კაბები შავ ინტერიერს აფერადებს, თბილისის New Trend -ის ორივე მაღაზიაში მილანისა და პარიზის მოდა, ფაქტობრივად, თქვენ თვალწინ იშლება. ბრენდი ჩვენს ქალაქში 18 წლის წინ გაიხსნა და დღემდე ერთერთი პირველია, ვინც თბილისელებს მოდურ სიახლეებს აცნობს. New Trend არაერთი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მასში წარმოდგენილი კოლექციები გათვლილია თითქმის ყველა ასაკის მომხმარებელზე, ბრენდებიც მუდმივად ახლდება. მითი, თითქოს აქ მხოლოდ ძალიან ძვირი და მხოლოდ უფროსი თაობის შესაფერისი სამოსი იყიდება, ზედაპირული და არასწორია. რაც მთავარია, New Trend -ში ყოველთვის აქვთ ის, რაც მოდურია, შესაბამისად, არჩევანიც ძალიან მრავალფეროვანია, რაც ჩვენს ფოტოსესიაზეც კარგად ჩანს.

ფოტოსესიის პარალელურად რამდენიმე კითხვა New Trend -ის დამფუძნებელს ნონა ჯაიანსაც დავუსვით:

- როგორია ახალი თაობა New Trend -ისგან?

- ადამიანებში ბუნებრიობას და კრეატიულობას ვაფასებ, მიმაჩნია, რომ მათ ინდივიდუალური სტილი უნდა ჰქონდეთ, იყვნენ განსხვავებულები და თავისუფლები. New Trend -ის ახალი თაობა ახლა თქვენ წინაშეა;

LOOK DIFFERENt, BE TRENDY - გამოიყურებოდე განსხვავებულად ნიშნავს, იყო მოდური“ - ეს New Trend -ის სლოგანია, რომელიც იდეას ყოველთვის ამართლებს.

„სითის“ ამ ნომრის გმირები New Trend-ის დახმარებით უკვე მზად არიან თავიანთი გამოსაშვები საღამოსთვის. მათ საკუთარი სტილი იპოვეს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულად და, ამავდროულად, მოდურად გამოიყურება. როგორც ჩანს, New Trend- ის სლოგანი და მისი იდეა წარმატებით შევასრულეთ. ახლა ამავე თაობის სხვა გმირების დროა - იპოვონ ის, რასაც ეძებენ, იყვნენ ყველაზე ლამაზები და ლაღები იმ ერთადერთი დღისთვის, რომელიც მათთვის ასე მნიშვნელოვანია.

სითი: მარიამ მარიამიძე
ანანო ლევიძე
ფოტო:  LIG Studio

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა