City მთავარი თემა
ცხოვრების საჩუქარი - გიორგი ცაგარელი

...როდესაც მის ამბავს ეცნობი, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ყველა ოცნების ახდენა გასაოცარ დამთხვევათა შედეგია...

მუსიკის სიყვარულით სავსე ოჯახში გაზრდილი გიორგი ცაგარელის ცხოვრებაში ყველაფერი სწორედ ისე უნდა დაწყებულიყო, როგორც დაიწყო. თითქოს სხვანაირად არც შეიძლებოდა;

6 წლის ბიჭს დაბადების დღეზე მამიდა ჩუქნის ვიოლინოს და ამით სამუდამოდ წყვეტს მის ბედს. ის მუსიკის ნაწილი ხდება.

მერეც ასე გრძელდება -  მარტივად იღებს ცხოვრების ყველა შეთავაზებას;

ვიოლინოს ცვლის ალტზე იმ მარტივი მოსაზრების გამო, რომ ფეხბურთისთვის მეტი დრო დარჩეს; თანაც მუსიკალურ სკოლაში ალტზე შესასრულებელი რეპერტუარი დიდი არ არის. კონსერვატორიაში ჩაბარებაც გადაწყვეტილი დიდხანს არ ჰქონდა. ეს იყო ცდა... და გამოვიდა...

გამოვიდა სწორედ იმ გასაოცარი რწმენის გამო, რომ ყოველთვის ზუსტად იქ აღმოჩნდებოდა, სადაც იყო მისი ადგილი...

ალტის სევდა

თვითონ ინსტრუმენტსაც ხომ საოცარი ბედი აქვს; საერთოდაც, ის მეოცე საუკუნეში იქცა სოლო ინსტრუმენტად. იმ საუკუნეში, რომელიც უდიდესი ადამიანური ტრაგედიების გადამტანია და ალტისთვის დაწერილი თითქმის ყველა ნაწარმოებიც ძალიან სევდიანია.

-ამ ინსტრუმენტს ჰგავხართ ხომ რაღაცით? ტემბრალურადაც მამაკაცის ხმა აქვს.

- რადგან ვასრულებ, ალბათ, კი... სევდისა და ტრაგიზმის გამოხატვა ამ ინსტრუმენტზე ყველაზე მიღწევადია. ალტზე შემსრულებელი მუსიკოსი გამოხატავს შეუგუებლობას, პროტესტს; დარდობს, რომ ყველაფერი წარმავალია, თითქოს არაფერს აქვს აზრი; უიმედობის, დაძაბულობის, უსამართლობის პროცესი არღვევს თანამედროვე ადამიანს. რაც უფრო ვითარდება სამყარო, მით ბევრი პრობლემა გვატყდება თავს და ხშირადაც ვფიქრობთ, რომ აღარც ბრძოლას აქვს აზრი...

- ასეთ დროს რა გშველით ხოლმე?

- ისევ მუსიკა.

თვითონაც იცის, რომ სულაც არ იყო ეს არჩევანი მეცადინეობის სიმარტივით გამოწვეული და ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ საკუთარი შინაგანი სამყაროს იდენტიფიცირებასაც მხოლოდ ალტისთვის დაწერილ მუსიკასთან მოახდენდა.

მუსიკის გამტარი

გიორგი ცაგარელს, როგორც მუსიკოსს, შესრულებისას გასაოცარი თავშეკავება გამოარჩევს. მხოლოდ თვალები და ოდნავი მიმიკა თუ გასცემს, რასაც იმ მომენტში გრძნობს. ეს მისი მოკრძალებულობის გამო არ ხდება...

- უმეტესად ისეთ ნაწარმოებებს ვუკრავ, სადაც, ალბათ, ზედმეტია არტისტიზმი. არიან მუსიკოსები, რომელთა მოსმენა მხოლოდ დახუჭული თვალებით შემიძლია, რადგან მათი ემოციურობა ჩემთვის ხშირად პათეტიკაში იზრდება და ხელს მიშლის სიამოვნების მიღებაში. ყალბი არტისტიზმი ძალიან მაღიზიანებს; ამას ხშირად იმით ხსნიან, რომ ეს პუბლიკაზე მუშაობს და იმითაც, რომ თითქოს დაკრულის ვიზუალური გადმოცემა ადამიანს მუსიკის აღქმაში ეხმარება. ძალიან იშვიათია ისეთი გამონაკლისები, როცა ეს ბუნებრივია და ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ ერთგვარი პერფორმანსიც გამოდის.

მისთვის ხელოვნებაა პირველ ადგილზე და თავად, როგორც შემსრულებელი, ჩრდილში დგას. გრძნობს, რომ მხოლოდ გამტარია მსმენელსა და იმ ჰარმონიას შორის, რომელსაც მისი საკრავი გამოსცემს; კარგ მსმენლადაც იმას მიიჩნევს, ვინც მხოლოდ სიამოვნების მისაღებად დადის საკონცერტო დარბაზში, ვისაც ესმის სიჩუმისა და თითოეული ბგერის დატვირთვა.

ვალდებულებიდან კოლაბორაციამდე

შესასრულებელ ნაწარმოებს ძირითადად განწყობით ირჩევს; თავისას მარტივად ცნობს, მაგრამ ხანდახან არჩევანი აუცილებლობითაცაა გამოწვეული. საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ წასვლაც ხომ ხშირ შემთხვევაში წინსვლის გარანტია.

ძალიან ხშირად სხვა მუსიკოსებთან ერთად გამოსვლაც კი ვალდებულებითაა გამოწვეული - ფესტივალი იქნება ეს თუ კონტრაქტით გათვალისწინებული კონცერტი. ამ დროს იცვლება ემოციები, გამოცდილება, მუსიკოსი მდიდრდება შინაგანად და ხშირად, როცა მოეწონებათ კიდეც ერთმანეთი და „ერთადაც კარგად ისმინებიან“, რაღაც ახალი იბადება.

სწორედ ასეთი ურთიერთკავშირის შედეგია ალტისტ გიორგი ცაგარელისა და ელექტრონული მუსიკის შემსრულებელ ალექსანდრე კორძაიას (Kორდზ-ის) ერთი შეხედვით მოულოდნელი კოლაბორაცია.

მომავლის მუსიკა

ისინი ბაზელის მუსიკალურმა აკადემიამ დააკავშირა. გიორგიმ მოისმინა ალექსანდრეს მუსიკალური ტრეკები და გადაწყვიტა, მასთან ერთად რაიმე შეექმნა.

გიორგი ცაგარელი გატაცებით საუბრობს ალექსანდრე კორძაიას ელექტრონულ მუსიკაზე, როგორც თავის ახალ გატაცებაზე, ახალ სუნთქვაზე; საერთოდაც, მიიჩნევს, რომ ელექტრონული მუსიკა მომავლის მუსიკაა, რომლის სინთეზი საორკესტრო მუსიკასთან სულაც არაა ახალი, თუმცა ალტის, ვიოლინოს, ან ჩელოს კავშირი საკლუბო მუსიკასთან, არ სმენია.

- ელექტრონული მუსიკაც ხომ კლასიკური მუსიკიდან მოდის და მისი ერთგვარი განვითარებაა. ვინ უფრო იგებს ამ სიმბიოზით? ორივე, რა თქმა უნდა; ორკესტრთან ურთიერთობა მეტ აკადემიურობას აძლევს ელექტრონულ მუსიკას, ხოლო კლასიკურს ელექტრონულთან _ მეტ პოპულარობას ანიჭებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.

მუსიკალური კრიზისი

გიორგი ცაგარელის აზრით, კლასიკური მუსიკის ნაკლებ პოპულარობას საქართველოში ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირეც განაპირობებს, ამიტომ, კლასიკური მუსიკის და, ზოგადად, კულტურის პოპულარიზების საქმეში უმნიშვნელოვანესი მაინც სახელმწიფოს როლი ჰგონია.

საშუალო სკოლებში არ ხდება სპეციალური საბაზისო განათლების საჭირო დონეზე სწავლება, ხოლო სამუსიკო სასწავლებლებსა და კონსერვატორიაში პროფესიონალი კადრების დეფიციტი და თანამედროვე სტანდარტებისთვის შეუსაბამო სწავლება კლასიკურ მუსიკას განვითარებისთვის არანაირ შანსს აღარ უტოვებს.

- განსაკუთრებით მძიმედ სიმებიან-საკრავებიან დარგში გვაქვს საქმე; არის წლები, როდესაც არცერთი კონტრაბასი, ჩელო არ ამთავრებს, არც აბარებენ. არადა პატარა სტიპენდიებიც, ათასლარიანი დაფინანსებაც კი საქმეს წაადგებოდა. ყველაფერს საგრძნობლად გამოასწორებდა კანონი ქველმოქმედების შესახებ, რომელიც აპრობირებული მეთოდია ევროპულ ქვეყნებში. ახლა კი ისეა, რომ ბიზნესმენებს არ აქვთ სურვილი დაეხმარონ და ფული ჩადონ ხელოვნებაში; მხოლოდ უცხოელი ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზებაში ეპრესტიჟულებათ საკუთარი გვარების გაჟღერება. ამიტომ შეუფასებელია კომპანია "ბადაგონის" საქმე, რომელსაც ის მხოლოდ და მხოლოდ მუსიკის დიდი სიყვარულის გამო აკეთებს; დაუვიწყარია სიმფონიური ორკესტრისათვის ნაჩუქარი უძვირფასესი ლიტავრები და უმნიშვნელოვანესია გია ყანჩელის სახელობის ათი ათასლარიანი პრემია, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა მუსიკოსს გადაეცემა, მათ შორის სტუდენტებსაც. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მრავალწლიანი გეგმა და არ ცხოვრობდეს არჩევნებიდან არჩევნებამდე, ბიუჯეტიდან ბიუჯეტამდე, ხელფასიდან ხელფასამდე. თითქოს ყველამ იცის, რომ საქართველოს კულტურა გადაარჩენს, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტურიზმთან ერთად ქვეყნის სასიკეთოდ ჩვენივე კულტურა გამოვიყენოთ. ვამაყობთ ფოლკლორით და არაფერს ვაკეთებთ მის გასაცნობად მსოფლიოსთვის.

მაგალითად, ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანს“ უდიდესი წარმატება აქვს საზღვარგარეთ, მაგრამ ქართველი მსმენელი ხეირიანად არც იცნობს. უდიდესი პრობლემები აქვთ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, გორის ქალთა კამერულ გუნდს, რომელმაც ქეთი მელუასთან ერთად საოცარი წარმატება მოიპოვა მთელ მსოფლიოში. ქართულ საგალობელსაც კი ერთხმიანი ბერძნული საგალობლით ჩანაცვლების საფრთხე უდგას, რის წინააღმდეგაც ხმალამოღებული მხოლოდ „ბასიანის“ დამაარსებელი და სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი იბრძვის.

ამ გულისტკივილის მიუხედავად, მუსიკოსი სიამაყით აღნიშნავს ქართველი ვოკალისტების, პიანისტებისა თუ მევიოლინეების წარმატებას; ისინი შეიძლება თითებზე ჩამოვთვალოთ, მაგრამ მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსები არიან ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, თბილისის ოპერის მომღერლები. ფიქრობს, რომ ეს ადამიანები სტიმულს აძლევენ ახალგაზრდა თაობას, მაგრამ სათანადოდ არ არიან დაფასებულნი.

- არადა, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ საკუთარი ნიჭიერებით? როგორ შეიძლება არ გამოვიყენოთ გია ყანჩელის სახელი? ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით; როგორ შეიძლება მსოფლიოს არ გავაცნოთ სულხან ნასიძე და იოსებ ბარდანაშვილი და თავი არ მოვიწონოთ?!

სატელევიზიო დრამატურგია

ახალგაზრდა მუსიკოსი სახელმწიფოებრივი მიდგომისა თუ სტრატეგიის ჭრილში განიხილავს ქართული ტელევიზიების როლსაც. ის მცირე აქტივობებიც კი, რომლებიც ტარდება კულტურის სფეროში, სათანადოდ რომ შუქდებოდეს, მდგომარეობა ასეთი დრამატული არ იქნებოდა. მისი აზრით, ერთადერთი არხი, რომელიც კულტურის პოპულარიზებას ემსახურება, AღთAღEA-ა, მაგრამ თავისი მცირე დაფინანსებით ამინდს ვერ შეცვლის.

- ხშირად მსაყვედურობენ, რომ არ ვწყალობ ჟურნალისტებს, არ დავდივარ მათ გადაცემებში. ჩემი აზრით, ისინი იმდენად არაპროფესიონალები არიან, ორიოდე გამონაკლისის გარდა, მათთან ურთიერთობა არაფერში მჭირდება, არაფერი მემატება. ბიძინა კვერნაძე რომ ისევ ცოცხალი ჰგონიათ, იმ ჟურნალისტებს პატივს ვერ ვცემ. ვერც იმათ, ქვეყნის ისტორიას რომ ამახინჯებდნენ წლების განმავლობაში და ქმნიდნენ ალტერნატიულ, მოდელირებულ სიმართლეს. ტოტალურად ანგრევენ კულტურას უგემოვნო სერიალებითა და ადამიანთა დაზომბებისთვის გამიზნული სატელევიზიო გადაცემებით მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფულის სანაცვლოდ. სასაცილოა ასეთი არხების ჟურნალისტებისა თუ მათი ხელმძღვანელებისაგან რაიმე კრიტიკულის მოსმენა, ამიტომაც სინდისმა არ მომცა საშუალება, რომ არ მეთქვა ის, რაც ვთქვი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ამაზე აღარც მინდა საუბარი...

- მოდი, ეს ამბავი სხვა ჭრილში განვიხილოთ; რა უნდა ქნას ხელოვანმა, რომ საკუთარი, გულწრფელი პოზიციების გამოთქმისას ბინძურ, პოლიტიკურ თამაშებში არ გაებას; არ დაყონ ისინი „ჩემიანებად“, „შენიანებად“; არავინ შეიყვანოს ისინი „შავ სიებსა“ და „კარის ხელოვანთა“ ნუსხაში. აღნიშნული ინციდენტი ტელევიზიის დირექტორთან ხელოვანის თავისუფლებას ხომ არ აყენებს საფრთხის ქვეშ?

- მან თავი კარგად გამოავლინა. რა რეაქცია ჰქონდა ახლა, ჩემს თუნდაც უხეშად გამოთქმულ აზრზე, და წარმოიდგინეთ, რას იზამდა, როცა ძალაუფლებით ოფიციალურად იყო აღჭურვილი. თითქოს რაიმე მმართებდა მისი; როგორც მე მჭირდებოდა მათთან ურთიერთობა, ისე მათ გადაცემებს ემატებოდა რეიტინგი ჩემი მიწვევით. თანაც მე თუ ხშირად ვჩანდი მათ ეთერში _ ეს იყო ერთგვარი ზეპირი შეთანხმების შედეგად, რომელიც არსებობდა ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელსა და არხს შორის: ორკესტრი სხვადასხვა სადღესასწაულო საღამოს აფორმებდა მუსიკალურად და, სამაგიეროდ, გვქონდა უფასო მუსიკალური რეკლამა, ამიტომაც ამ გადაცემებში მიწვევდნენ არა მხოლოდ როგორც ალტისტს, არამედ როგორც მუსიკალური ცენტრის რეზიდენტ-სოლისტს.

მოქალაქე მუსიკოსი

საქართველოზე საუბრისას ამბობს, რომ განსაკუთრებული პატრიოტული მგზნებარებით არ გამოირჩევა, თუმცა მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ყველაფერი, რაც ქვეყანას ეხება, გულთან ახლოს მიაქვს - იქნება ეს ქუჩაში ნაგვის დაყრა, ზებრაზე გადასვლა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი, ხმაურის საწინააღმდეგო აქციები თუ კულტურის საკითხები და კანონის ეს წვრილმანი გადაცდომები მეტად აღიზიანებს, ვიდრე დიდი პოლიტიკური საკითხები. მიაჩნია, რომ აქედან იწყება ქვეყნის სიყვარულიცა და პატრიოტიზმიც.

- რა თქმა უნდა, ხელოვანი, რაც არ უნდა სწორ ან არასწორ მოქალაქეობრივ პოზიციებს გამოხატავდეს, მაინც იმ საქმით დარჩება, რომელსაც ცუდად თუ კარგად ემსახურება. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნისთვის საკმარისია ის, რომ მუსიკოსი ხარ; შენ ხარ საზოგადოების წევრი, რომელსაც რაღაც უჭირს და ეს გაჭირვება ადამიანებს ეხება. როგორ შეიძლება ისინი არ გადარდებდეს.

- ადამიანები, ჩვენ ხომ ძალიან ბევრს ვნიშნავთ ერთმანეთისთვის, ბევრს ვაკეთებთ ერთმანეთისთვის. ადამიანს მეორე ადამიანი ძალიან სჭირდება.

მის ცხოვრებაში მართლაც უდიდესი როლი შეასრულეს ადამიანებმა... მამიდამ, რომელმაც ექვსი წლის ასაკში ვიოლინო აჩუქა და ამით, ფაქტობრივად, მისი ბედი გადაწყვიტა. დედამ, რომელმაც წლების განმავლობაში საბურთალოს ქუჩიდან მუსიკალურ სასწავლებლამდე ფეხით ატარა იმ ძნელ 90-იანებში და რომ არა მისი ძალისხმევა, თვითონ, ალბათ, მუსიკას თავს დაანებებდა.

და, რა თქმა უნდა, გია ყანჩელმა; სწორედ მისი ნაწარმოებების შესრულების სურვილმა აარჩევინა ეს ისტრუმენტი სამუდამო მეგზურად. იმ დიდი აღიარების მიღმა, რაც ერთმანეთს მიანიჭეს, დღეს უკვე საუკეთესო მეგობრები არიან. საოცარ ადამიანად მიიჩნევს მას ბევრი თვისების - იუმორის განსაკუთრებული გრძნობის, შრომისმოყვარეობისა და უკომპრომისობის გამო. დღემდე უკვირს, როგორ შეიძლება ეს მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ქმნიდეს ისეთ მუსიკას, რომლის თითოეული ნოტიც კი საოცრად ემოციურია.

ალტისტის პალიტრა

- და მუსიკას რომ ვიზუალური გამოსახულება ჰქონდეს, რას ემსგავსებოდა ამ სამყაროში?

- ალბათ, წყალს, მდინარეს, ჩანჩქერს, ზღვას, ოკეანეს, ქარს, სიოს, ქარბუქს... მაგრამ უფრო შეგრძნებებს შევადარებდი.

სიყვარულის კომპოზიტორად რახმანინოვი მიაჩნია, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია, მიხვდება რატომაც.

- რომანტიკულად თუ შევხედავთ, ადამიანი ნახევარი სულით იბადება და ხან ერთ ნახევარს უერთდება, ხან _ მეორეს... უსიყვარულოდ მყოფი ადამიანი ნახევარი სულივითაა, ამიტომაც ვამბობთ, ალბათ, მეორე ნახევარი... არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ პარტნიორია, საყვარელი ადამიანი თუ მეუღლე... ისე სიტყვა მეუღლე, უღელიც ბევრს ხსნის... ზოგს ურთიერთობაში სიგიჟე სჭირდება, მე _ არა. ყველაფერს მისთვის ვაკეთებ-მეთქი, რომ ვთქვა, არც აქ ვიქნები მართალი. მაინც ჩვენთვის ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ის ჩემთვის სიმშვიდის გარანტია, რომელთან ურთიერთობაშიც ბოლომდე ვიხარჯები.

ამ ცვალებად და რღვევად სამყაროში სიყვარული ჩემთვის ნავსაყუდელია.

სურვილები? ფიქრობს, რომ ბანალური აქვს. ბევრი კონცერტი სხვადასხვა ქალაქში, გამორჩეულ დარბაზებში, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.

რა არის მისთვის ცხოვრების მთავარი საჩუქარი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს.

ალტის სევდა
თვითონ ინსტრუმენტსაც ხომ საოცარი ბედი აქვს; საერთოდაც, ის მეოცე საუკუნეში იქცა სოლო ინსტრუმენტად. იმ საუკუნეში, რომელიც უდიდესი ადამიანური ტრაგედიების გადამტანია და ალტისთვის დაწერილი თითქმის ყველა ნაწარმოებიც ძალიან სევდიანია.
_ ამ ინსტრუმენტს ჰგავხართ ხომ რაღაცით? ტემბრალურადაც მამაკაცის ხმა აქვს.
_ რადგან ვასრულებ, ალბათ, კი... სევდისა და ტრაგიზმის გამოხატვა ამ ინსტრუმენტზე ყველაზე მიღწევადია. ალტზე შემსრულებელი მუსიკოსი გამოხატავს შეუგუებლობას, პროტესტს; დარდობს, რომ ყველაფერი წარმავალია, თითქოს არაფერს აქვს აზრი; უიმედობის, დაძაბულობის, უსამართლობის პროცესი არღვევს თანამედროვე ადამიანს. რაც უფრო ვითარდება სამყარო, მით ბევრი პრობლემა გვატყდება თავს და ხშირადაც ვფიქრობთ, რომ აღარც ბრძოლას აქვს აზრი...
_ ასეთ დროს რა გშველით ხოლმე?
_ ისევ მუსიკა.
თვითონაც იცის, რომ სულაც არ იყო ეს არჩევანი მეცადინეობის სიმარტივით გამოწვეული და ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ საკუთარი შინაგანი სამყაროს იდენტიფიცირებასაც მხოლოდ ალტისთვის დაწერილ მუსიკასთან მოახდენდა.
მუსიკის გამტარი
გიორგი ცაგარელს, როგორც მუსიკოსს, შესრულებისას გასაოცარი თავშეკავება გამოარჩევს. მხოლოდ თვალები და ოდნავი მიმიკა თუ გასცემს, რასაც იმ მომენტში გრძნობს. ეს მისი მოკრძალებულობის გამო არ ხდება...
_ უმეტესად ისეთ ნაწარმოებებს ვუკრავ, სადაც, ალბათ, ზედმეტია არტისტიზმი. არიან მუსიკოსები, რომელთა მოსმენა მხოლოდ დახუჭული თვალებით შემიძლია, რადგან მათი ემოციურობა ჩემთვის ხშირად პათეტიკაში იზრდება და ხელს მიშლის სიამოვნების მიღებაში. ყალბი არტისტიზმი ძალიან მაღიზიანებს; ამას ხშირად იმით ხსნიან, რომ ეს პუბლიკაზე მუშაობს და იმითაც, რომ თითქოს დაკრულის ვიზუალური გადმოცემა ადამიანს მუსიკის აღქმაში ეხმარება. ძალიან იშვიათია ისეთი გამონაკლისები, როცა ეს ბუნებრივია და ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ ერთგვარი პერფორმანსიც გამოდის.
მისთვის ხელოვნებაა პირველ ადგილზე და თავად, როგორც შემსრულებელი, ჩრდილში დგას. გრძნობს, რომ მხოლოდ გამტარია მსმენელსა და იმ ჰარმონიას შორის, რომელსაც მისი საკრავი გამოსცემს; კარგ მსმენლადაც იმას მიიჩნევს, ვინც მხოლოდ სიამოვნების მისაღებად დადის საკონცერტო დარბაზში, ვისაც ესმის სიჩუმისა და თითოეული ბგერის დატვირთვა.
ვალდებულებიდან კოლაბორაციამდე
შესასრულებელ ნაწარმოებს ძირითადად განწყობით ირჩევს; თავისას მარტივად ცნობს, მაგრამ ხანდახან არჩევანი აუცილებლობითაცაა გამოწვეული. საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ წასვლაც ხომ ხშირ შემთხვევაში წინსვლის გარანტია.
ძალიან ხშირად სხვა მუსიკოსებთან ერთად გამოსვლაც კი ვალდებულებითაა გამოწვეული _ ფესტივალი იქნება ეს თუ კონტრაქტით გათვალისწინებული კონცერტი. ამ დროს იცვლება ემოციები, გამოცდილება, მუსიკოსი მდიდრდება შინაგანად და ხშირად, როცა მოეწონებათ კიდეც ერთმანეთი და „ერთადაც კარგად ისმინებიან“, რაღაც ახალი იბადება.
სწორედ ასეთი ურთიერთკავშირის შედეგია ალტისტ გიორგი ცაგარელისა და ელექტრონული მუსიკის შემსრულებელ ალექსანდრე კორძაიას (Kორდზ-ის) ერთი შეხედვით მოულოდნელი კოლაბორაცია.
მომავლის მუსიკა
ისინი ბაზელის მუსიკალურმა აკადემიამ დააკავშირა. გიორგიმ მოისმინა ალექსანდრეს მუსიკალური ტრეკები და გადაწყვიტა, მასთან ერთად რაიმე შეექმნა.
გიორგი ცაგარელი გატაცებით საუბრობს ალექსანდრე კორძაიას ელექტრონულ მუსიკაზე, როგორც თავის ახალ გატაცებაზე, ახალ სუნთქვაზე; საერთოდაც, მიიჩნევს, რომ ელექტრონული მუსიკა მომავლის მუსიკაა, რომლის სინთეზი საორკესტრო მუსიკასთან სულაც არაა ახალი, თუმცა ალტის, ვიოლინოს, ან ჩელოს კავშირი საკლუბო მუსიკასთან, არ სმენია.
_ ელექტრონული მუსიკაც ხომ კლასიკური მუსიკიდან მოდის და მისი ერთგვარი განვითარებაა. ვინ უფრო იგებს ამ სიმბიოზით? ორივე, რა თქმა უნდა; ორკესტრთან ურთიერთობა მეტ აკადემიურობას აძლევს ელექტრონულ მუსიკას, ხოლო კლასიკურს ელექტრონულთან _ მეტ პოპულარობას ანიჭებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.
მუსიკალური კრიზისი
გიორგი ცაგარელის აზრით, კლასიკური მუსიკის ნაკლებ პოპულარობას საქართველოში ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირეც განაპირობებს, ამიტომ, კლასიკური მუსიკის და, ზოგადად, კულტურის პოპულარიზების საქმეში უმნიშვნელოვანესი მაინც სახელმწიფოს როლი ჰგონია.
საშუალო სკოლებში არ ხდება სპეციალური საბაზისო განათლების საჭირო დონეზე სწავლება, ხოლო სამუსიკო სასწავლებლებსა და კონსერვატორიაში პროფესიონალი კადრების დეფიციტი და თანამედროვე სტანდარტებისთვის შეუსაბამო სწავლება კლასიკურ მუსიკას განვითარებისთვის არანაირ შანსს აღარ უტოვებს.
_ განსაკუთრებით მძიმედ სიმებიან-საკრავებიან დარგში გვაქვს საქმე; არის წლები, როდესაც არცერთი კონტრაბასი, ჩელო არ ამთავრებს, არც აბარებენ. არადა პატარა სტიპენდიებიც, ათასლარიანი დაფინანსებაც კი საქმეს წაადგებოდა. ყველაფერს საგრძნობლად გამოასწორებდა კანონი ქველმოქმედების შესახებ, რომელიც აპრობირებული მეთოდია ევროპულ ქვეყნებში. ახლა კი ისეა, რომ ბიზნესმენებს არ აქვთ სურვილი დაეხმარონ და ფული ჩადონ ხელოვნებაში; მხოლოდ უცხოელი ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზებაში ეპრესტიჟულებათ საკუთარი გვარების გაჟღერება. ამიტომ შეუფასებელია კომპანია `ბადაგონის~ საქმე, რომელსაც ის მხოლოდ და მხოლოდ მუსიკის დიდი სიყვარულის გამო აკეთებს; დაუვიწყარია სიმფონიური ორკესტრისათვის ნაჩუქარი უძვირფასესი ლიტავრები და უმნიშვნელოვანესია გია ყანჩელის სახელობის ათი ათასლარიანი პრემია, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა მუსიკოსს გადაეცემა, მათ შორის სტუდენტებსაც. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მრავალწლიანი გეგმა და არ ცხოვრობდეს არჩევნებიდან არჩევნებამდე, ბიუჯეტიდან ბიუჯეტამდე, ხელფასიდან ხელფასამდე. თითქოს ყველამ იცის, რომ საქართველოს კულტურა გადაარჩენს, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტურიზმთან ერთად ქვეყნის სასიკეთოდ ჩვენივე კულტურა გამოვიყენოთ. ვამაყობთ ფოლკლორით და არაფერს ვაკეთებთ მის გასაცნობად მსოფლიოსთვის. მაგალითად, ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანს“ უდიდესი წარმატება აქვს საზღვარგარეთ, მაგრამ ქართველი მსმენელი ხეირიანად არც იცნობს. უდიდესი პრობლემები აქვთ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, გორის ქალთა კამერულ გუნდს, რომელმაც ქეთი მელუასთან ერთად საოცარი წარმატება მოიპოვა მთელ მსოფლიოში. ქართულ საგალობელსაც კი ერთხმიანი ბერძნული საგალობლით ჩანაცვლების საფრთხე უდგას, რის წინააღმდეგაც ხმალამოღებული მხოლოდ „ბასიანის“ დამაარსებელი და სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი იბრძვის.
ამ გულისტკივილის მიუხედავად, მუსიკოსი სიამაყით აღნიშნავს ქართველი ვოკალისტების, პიანისტებისა თუ მევიოლინეების წარმატებას; ისინი შეიძლება თითებზე ჩამოვთვალოთ, მაგრამ მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსები არიან ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, თბილისის ოპერის მომღერლები. ფიქრობს, რომ ეს ადამიანები სტიმულს აძლევენ ახალგაზრდა თაობას, მაგრამ სათანადოდ არ არიან დაფასებულნი.
_ არადა, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ საკუთარი ნიჭიერებით? როგორ შეიძლება არ გამოვიყენოთ გია ყანჩელის სახელი? ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით; როგორ შეიძლება მსოფლიოს არ გავაცნოთ სულხან ნასიძე და იოსებ ბარდანაშვილი და თავი არ მოვიწონოთ?!
სატელევიზიო დრამატურგია
ახალგაზრდა მუსიკოსი სახელმწიფოებრივი მიდგომისა თუ სტრატეგიის ჭრილში განიხილავს ქართული ტელევიზიების როლსაც. ის მცირე აქტივობებიც კი, რომლებიც ტარდება კულტურის სფეროში, სათანადოდ რომ შუქდებოდეს, მდგომარეობა ასეთი დრამატული არ იქნებოდა. მისი აზრით, ერთადერთი არხი, რომელიც კულტურის პოპულარიზებას ემსახურება, AღთAღEA-ა, მაგრამ თავისი მცირე დაფინანსებით ამინდს ვერ შეცვლის.
_ ხშირად მსაყვედურობენ, რომ არ ვწყალობ ჟურნალისტებს, არ დავდივარ მათ გადაცემებში. ჩემი აზრით, ისინი იმდენად არაპროფესიონალები არიან, ორიოდე გამონაკლისის გარდა, მათთან ურთიერთობა არაფერში მჭირდება, არაფერი მემატება. ბიძინა კვერნაძე რომ ისევ ცოცხალი ჰგონიათ, იმ ჟურნალისტებს პატივს ვერ ვცემ. ვერც იმათ, ქვეყნის ისტორიას რომ ამახინჯებდნენ წლების განმავლობაში და ქმნიდნენ ალტერნატიულ, მოდელირებულ სიმართლეს. ტოტალურად ანგრევენ კულტურას უგემოვნო სერიალებითა და ადამიანთა დაზომბებისთვის გამიზნული სატელევიზიო გადაცემებით მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფულის სანაცვლოდ. სასაცილოა ასეთი არხების ჟურნალისტებისა თუ მათი ხელმძღვანელებისაგან რაიმე კრიტიკულის მოსმენა, ამიტომაც სინდისმა არ მომცა საშუალება, რომ არ მეთქვა ის, რაც ვთქვი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ამაზე აღარც მინდა საუბარი...
_ მოდი, ეს ამბავი სხვა ჭრილში განვიხილოთ; რა უნდა ქნას ხელოვანმა, რომ საკუთარი, გულწრფელი პოზიციების გამოთქმისას ბინძურ, პოლიტიკურ თამაშებში არ გაებას; არ დაყონ ისინი „ჩემიანებად“, „შენიანებად“; არავინ შეიყვანოს ისინი „შავ სიებსა“ და „კარის ხელოვანთა“ ნუსხაში. აღნიშნული ინციდენტი ტელევიზიის დირექტორთან ხელოვანის თავისუფლებას ხომ არ აყენებს საფრთხის ქვეშ?
_ მან თავი კარგად გამოავლინა. რა რეაქცია ჰქონდა ახლა, ჩემს თუნდაც უხეშად გამოთქმულ აზრზე, და წარმოიდგინეთ, რას იზამდა, როცა ძალაუფლებით ოფიციალურად იყო აღჭურვილი. თითქოს რაიმე მმართებდა მისი; როგორც მე მჭირდებოდა მათთან ურთიერთობა, ისე მათ გადაცემებს ემატებოდა რეიტინგი ჩემი მიწვევით. თანაც მე თუ ხშირად ვჩანდი მათ ეთერში _ ეს იყო ერთგვარი ზეპირი შეთანხმების შედეგად, რომელიც არსებობდა ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელსა და არხს შორის: ორკესტრი სხვადასხვა სადღესასწაულო საღამოს აფორმებდა მუსიკალურად და, სამაგიეროდ, გვქონდა უფასო მუსიკალური რეკლამა, ამიტომაც ამ გადაცემებში მიწვევდნენ არა მხოლოდ როგორც ალტისტს, არამედ როგორც მუსიკალური ცენტრის რეზიდენტ-სოლისტს.
მოქალაქე მუსიკოსი
საქართველოზე საუბრისას ამბობს, რომ განსაკუთრებული პატრიოტული მგზნებარებით არ გამოირჩევა, თუმცა მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ყველაფერი, რაც ქვეყანას ეხება, გულთან ახლოს მიაქვს _ იქნება ეს ქუჩაში ნაგვის დაყრა, ზებრაზე გადასვლა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი, ხმაურის საწინააღმდეგო აქციები თუ კულტურის საკითხები და კანონის ეს წვრილმანი გადაცდომები მეტად აღიზიანებს, ვიდრე დიდი პოლიტიკური საკითხები. მიაჩნია, რომ აქედან იწყება ქვეყნის სიყვარულიცა და პატრიოტიზმიც.
_ რა თქმა უნდა, ხელოვანი, რაც არ უნდა სწორ ან არასწორ მოქალაქეობრივ პოზიციებს გამოხატავდეს, მაინც იმ საქმით დარჩება, რომელსაც ცუდად თუ კარგად ემსახურება. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნისთვის საკმარისია ის, რომ მუსიკოსი ხარ; შენ ხარ საზოგადოების წევრი, რომელსაც რაღაც უჭირს და ეს გაჭირვება ადამიანებს ეხება. როგორ შეიძლება ისინი არ გადარდებდეს.
_ ადამიანები,
ჩვენ ხომ ძალიან ბევრს ვნიშნავთ ერთმანეთისთვის, ბევრს ვაკეთებთ ერთმანეთისთვის. ადამიანს მეორე ადამიანი ძალიან სჭირდება.
მის ცხოვრებაში მართლაც უდიდესი როლი შეასრულეს ადამიანებმა... მამიდამ, რომელმაც ექვსი წლის ასაკში ვიოლინო აჩუქა და ამით, ფაქტობრივად, მისი ბედი გადაწყვიტა. დედამ, რომელმაც წლების განმავლობაში საბურთალოს ქუჩიდან მუსიკალურ სასწავლებლამდე ფეხით ატარა იმ ძნელ 90-იანებში და რომ არა მისი ძალისხმევა, თვითონ, ალბათ, მუსიკას თავს დაანებებდა.
და, რა თქმა უნდა, გია ყანჩელმა; სწორედ მისი ნაწარმოებების შესრულების სურვილმა აარჩევინა ეს ისტრუმენტი სამუდამო მეგზურად. იმ დიდი აღიარების მიღმა, რაც ერთმანეთს მიანიჭეს, დღეს უკვე საუკეთესო მეგობრები არიან. საოცარ ადამიანად მიიჩნევს მას ბევრი თვისების _ იუმორის განსაკუთრებული გრძნობის, შრომისმოყვარეობისა და უკომპრომისობის გამო. დღემდე უკვირს, როგორ შეიძლება ეს მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ქმნიდეს ისეთ მუსიკას, რომლის თითოეული ნოტიც კი საოცრად ემოციურია.
ალტისტის პალიტრა
_ და მუსიკას რომ ვიზუალური გამოსახულება ჰქონდეს, რას ემსგავსებოდა ამ სამყაროში?
_ ალბათ, წყალს, მდინარეს, ჩანჩქერს, ზღვას, ოკეანეს, ქარს, სიოს, ქარბუქს... მაგრამ უფრო შეგრძნებებს შევადარებდი.
სიყვარულის კომპოზიტორად რახმანინოვი მიაჩნია, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია, მიხვდება რატომაც.
_ რომანტიკულად თუ შევხედავთ, ადამიანი ნახევარი სულით იბადება და ხან ერთ ნახევარს უერთდება, ხან _ მეორეს... უსიყვარულოდ მყოფი ადამიანი ნახევარი სულივითაა, ამიტომაც ვამბობთ, ალბათ, მეორე ნახევარი... არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ პარტნიორია, საყვარელი ადამიანი თუ მეუღლე... ისე სიტყვა მეუღლე, უღელიც ბევრს ხსნის... ზოგს ურთიერთობაში სიგიჟე სჭირდება, მე _ არა. ყველაფერს მისთვის ვაკეთებ-მეთქი, რომ ვთქვა, არც აქ ვიქნები მართალი. მაინც ჩვენთვის ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ის ჩემთვის სიმშვიდის გარანტია, რომელთან ურთიერთობაშიც ბოლომდე ვიხარჯები.
ამ ცვალებად და რღვევად სამყაროში სიყვარული ჩემთვის ნავსაყუდელია.
სურვილები? ფიქრობს, რომ ბანალური აქვს. ბევრი კონცერტი სხვადასხვა ქალაქში, გამორჩეულ დარბაზებში, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.
რა არის მისთვის ცხოვრების მთავარი საჩუქარი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა